პროგრამა: | არქეოლოგია |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | დავით ბერიკაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | არქეოლოგიის ბაკალავრი (Bachelor of Archaeology) |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფესიულ/პრაქტიკული უნარების მქონე არქეოლოგები, რომელთაც შეეძლებათ კვლევის თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლის, შენარჩუნებისა და წარმოჩენის სფეროში გარკვეული წვლილის შეტანა და წარმატების მიღწევა. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში, რომელსაც გააჩნია ალტერნატივა დამატებითი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობის სახით, პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტიპის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე (არტმარკეტინგი და მენეჯმენტი, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის სპეციფიკა, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი, საგამოფენო საქმის საფუძვლები და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს არქეოლოგიურ ექსპედიციებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში (ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისი სფეროს სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში და/ ან განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (არქეოლოგია) ან მომიჯნავე (ხელოვნებათმცოდნეობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით. გარდა ამისა მის მიერ არჩეული დამატებითი სპეციალობის ან საგანთა კონცენტრაციის კომბინაცია ძირითად სპეციალობასთან აფართოებს მისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოყენების არეალს და მას დასაქმების დამატებით შანსს აძლევს. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება
იცნობს: არქეოლოგიური მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას და ცალკეული არქეოლოგიური პერიოდების (ქვისა და ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, კლასიკური პერიოდი, შუა საუკუნეები) ნივთიერი კულტურისა და უმთავრესი არქეოლოგიური ძეგლების სპეციფიურ მახასიათებლებს; მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის, ძირითადი ისტორიული პერიოდებისა და მოვლენების დიაქრონულ ჩარჩოს და სხვადასხვა ეპოქაში მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებებს; საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიასა და ისტორიული გეოგრაფიას; მსოფლიო და ქართული ხელოვნების, მათ შორის ქართული ხუროთმოძღვრების და ლითონმქანდაკებლობის განვითარების ეტაპებს, უმნიშვნელოვანეს ძეგლებს და მხატვრულ ნიმუშებს; იცის: არქეოლოგიური კვლევის პროცესების ძირითადი ტენდენციები და არქეოლოგიური კვლევის მეთოდების საფუძვლები (ა. აეროფოტოდეშიფრირება; ბ. გეოფიზიკური სამუშაოები; გ. არქეოლოგიური დაზვერვების წარმართვა; გ. საველე სამუშაოების ტექსტუალური და გრაფიკული ფიქსაცია.დ. ლაბორატორიული ანალიზი); ინგლისური ენა B/2 დონეზე და ერთ-ერთი კლასიკური ენა (ძველი ბერძნული, ან ლათინური) საბაზისო დონეზე; გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძვლები არქეოლოგიურ კვლევებში; მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია/კონსერვაციის, აგრეთვე ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საფუძვლები. უნარი კურსდამთავრებული მონაწილეობს: საველე არქეოლოგიურ ექპედიციებში, ახერხებს : არქეოლოგიური მასალის იდენტიფიცირებასა და კლასიფიცირება,ს არქეოლოგიური არტეფაქტების გრაფიკულ ფიქსაციას, საველე დღიურების წარმოებაა და არქეოლოგიური ანგარიშების(წერილობითი ფორმით) მომზადებას და კონკრეტული სიტუაციისა და სფეროს სპეციფიკის(განათხარი მასალის ხასიათი არტეფაქტის ტიპი და სხვა) გათვალისწინებით ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას; შეძენილი ცოდნის (საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა არქეოლოგიაში) მუდმივ განახლებას და ცვალებად ინფორმაციასთან ინტეგრირებას ახალი სამეცნიერო მიღწევბის სამეცნიერო გაცნობა/გამოყენების გზით; არქეოლოგიური კვლევის პროცესში გეოინფორმაციული ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას;; ახორციელებს: არქეოლოგიური კვლევისთვის (პერიოდის, მასალის ხასიათის გათვალისწინებით) რელევანტური კვლევის მეთოდის (ა. აეროფოტოდეშიფრირება; ბ. გეოფიზიკური სამუშაოები; გ. არქეოლოგიური დაზვერვების წარმართვა; გ. საველე სამუშაოების ტექსტუალური და გრაფიკული ფიქსაცია.დ. ლაბორატორიული ანალიზი) შერჩევას, შესაბამისობის დასაბუთებას და კვლევისას მიღებული შედეგების შეჯერებას არქეოლოგიურ არტეფაქტზე ლოგიკური დასკვნის მომზადების მიზნით. არგუმენტირებულ ინტერაქციას არქეოლოგიის ან ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებთან/ან მომიჯნავე დარგის წარმომადგენლებთან (არქეოლოგი, ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, პროექტის მენეჯერი, ისტორიკოსი, კულტუროლოგი და სხვა), ასევე არასპეციალისტებთან(დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვა). პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებული პასუხისმგებელია: რეალურ პრაქტიკაში ზედმიწევნით დაიცვას არქეოლოგის პროფესიულ/ეთიკური ნორმები; მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენებით და არქეოლოგიური მასალის შესაბამისი ინტერპრეტაცის საფუძველზე მოამზადოს საბაკალავრო ნაშრომი. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-15-2007 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 13 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 19/19 |
პროგრამის დეტალები: | კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEAM ბლოკი, სპეციალობის არჩევითი საგნები და თავისუფალი კრედიტები(სტუდენტს, რომელსაც დაბალი ქულა აქვს მიღებული ინგლისურ ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და საჭიროებს ენის სრულყოფას, შეუძლია თავისუფალი კრედიტები ან მათი ნაწილი ამ მიზნით გამოიყენოს); ძირითადი სეპციალობის გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს: საგანთა კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში ან დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს); კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაცია კი სტუდენტს აძლევს იმ საბაზისო ცოდნას და უნარებს, რაც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მართვისთვის საშუალო რგოლის მენეჯერის დონეზე. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად არქეოლოგიაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: ა) კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში: • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 138 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS და სავალდებულო არჩევით კლასიკურ ენას- 6ECTS); საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 24 ECTS (12 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEAM ბლოკიდან), სპეციალობის არჩევით საგნებს–18 ECTS; • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • საგანთა კონცენტრაციას კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში - 42 ECTS. ბ) დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში: კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 138 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS და სავალდებულო არჩევით კლასიკურ ენას- 6ECTS); საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 24 ECTS (12 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEAM ბლოკიდან), თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,2 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,2 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,2 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,2 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 1,2 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,2 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,2 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,4 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,4 |
STEM0006 | პროგრამირების საბაზისო კურსი | 6 | 1,4 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,4 |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,4 |
MATH4113 | ლოგიკა | 6 | 1,4 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ARCH1120 | შესავალი არქეოლოგიაში | 6 | 1 |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
HIST1119 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში I | 6 | 1 |
ARTS2237 | ხატვა | 6 | 2 |
HIST1219 | შესავალი მსოფლიო ისტორიაში II | 6 | 2 |
PALE2237 | ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა, ეპიგრაფიკისა და დიპლომატიკის საფუძვლები | 6 | 2 |
ARCH4120 | არქეოლოგიური კვლევის მეთოდიკა | 6 | 3 |
ARTS1110 | მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი | 6 | 3 |
HIST1230 | შესავალი საქართველოს ისტორიაში | 6 | 3 |
HIST2220 | საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიისა და ისტორიული გეოგრაფიის საფუძვლები | 6 | 3 |
ARCH3110 | ქვისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგია | 6 | 4 |
ARTS2140 | ქართული ხელოვნების ისტორია | 6 | 4 |
GREK2217 | ძველი ბერძნული ენა | 6 | 4 |
LATN2217 | ლათინური ენა | 6 | 4 |
ARCH3220 | რკინის ხანის არქეოლოგია | 6 | 5 |
ARTS2210 | ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები | 6 | 5 |
ARTS4117 | ქართული ლითონმქანდაკებლობა | 6 | 5 |
INFO1220 | გეოინფორმატიკა | 6 | 5 |
ARCH3210 | კლასიკური ხანის არქეოლოგია | 6 | 6 |
ARTS4157 | მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია | 6 | 6 |
ARCH2237 | პრაქტიკა არქეოლოგიაში | 6 | 7 |
ARCH4110 | შუა საუკუნეების არქეოლოგია | 6 | 7 |
ARCH4240 | საბაკალავრო ნაშრომი არქეოლოგიაში | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 144 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
ARTS1210 | დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა | 6 | |
PHIL2130 | ფილოსოფიური აზრის ისტორია | 6 | |
ARCH4141 | ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერული მეთოდები არქეოლოგიაში | 6 | |
ARTS1212 | არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები | 6 | |
HIST2230 | ელინიზმი და საქართველო | 6 | |
HIST4187 | ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო | 6 | |
ARCH3212 | ლანდშაფტის არქეოლოგია | 6 | |
ARCT1220 | სახვითი ხელოვნების საფუძვლები I | 6 | |
ARTS3130 | შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება | 6 | |
BYZN1217 | ბიზანტიური ცივილიზაცია | 6 | |
HIST2130 | ეპოქა და რელიგია | 6 | |
HIST2157 | ანტიკური კულტურის საფუძვლები | 6 | |
ARCT2110 | სახვითი ხელოვნების საფუძვლები II | 6 | |
KART4227 | ქართული მითოლოგია და ფოლკლორი | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 84 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ARTS3120 | საქართველოს სამუზეუმო კოლექციები | 6 | 5 |
CULT3237 | კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა | 6 | 6 |
MGMT2110 | მენეჯმენტის საფუძვლები | 6 | 6 |
CULT4117 | კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი | 6 | 7 |
ARTS4167 | საგამოფენო საქმის საფუძვლები | 6 | 7 |
ARTS4215 | არტმარკეტინგი და მენეჯმენტი | 6 | 8 |
ARTS4147 | საერთაშორისო ანტიკვარული ბაზარი, კანონმდებლობა, აუქციონები | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 42 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |