პროგრამა: | ჟურნალისტიკა |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | ლელი ბიბილაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ჟურნალისტიკაში |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე ჟურნალისტები და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს, ტრადიციული ამერიკული და ევროპული ჟურნალისტიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, პრაქტიკულ და პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს შეასწავლის. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს სხვადასხვა წყაროსა და მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარი, მულტიმედიური პროდუქტების შექმნის უნარი,სხვადასხვა საკითხზე გაშუქების უნარი, როგორც ონლაინ და ბეჭდური, ისე ტელევიზიისა და რადიოსთვის, ჟურნალისტური გამოძიების დაგეგმვისა და წარმოების უნარი, ფოტორეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნის უნარი. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დასაქმების სფეროებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული როგორც ონლაინ, ისე ბეჭვდითი და ელექტრონული (გაზეთი, რადიო, სააგენტო, ტელეკომპანია, ჟურნალი) მედია კომპანიები. აგრეთვე, მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ან არასამათავრობო ორგანიზაციების და მედიასთან ურთიერთობების სამსახურში. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება · ჟურნალისტიკის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს ეთიკური სტანდარტებისა და ჟურნალისტიკის ე.წ. 9 პრინციპს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრინციპები და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი აქტები და ნორმები · მსოფლიო ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპებისა და სახელმწიფოს როლი · ჟურნალისტიკაში ისეთი კომპლექსური საკითხების ცოდნა, როგორიცაა ახალი ამბების წერისა და გაშუქების თავისებურებები, წყაროებთან მუშაობის სპეციფიკის, ინფორმაციისა მოძიებისა და გადმოწმების ხერხები, ახალი ამბების გაშუქების, სიუჟეტების, რეპორტაჟებისა და ინტერვიუების დაგეგმვისა და მომზადების თავისებურებების ცოდნა რადიოსა და ტელევიზიისთვის, მასალის გადაღების, დამონტაჟების, ხმის დადების და განათების ძირითადი პრინციპების ცოდნა, ასევე,ისეთ სამონტაჟო პროგრამებში მუშაობის თავისებურებების ცოდნა, როგორიცაა Adobe Premiere, Audicity, თანამედროვე მედია ტექნოლოგიების, მულტიმედიური ტექნიკების ცოდნა, ასევე, სიღრმისეული საჟურნალე სტატიის წერის თავისებურებების,დოკუმენტური ფილმისთვის სცენარის დაწერის, გადაღებისა და დამონტაჟების თავისებურებების ცოდნა · სოციალურ–ფსიქოლოგიური ფენომენების, მათი მოქმედების მექანიზმების, ადამიანის სოციალური აქტიობების ძირითადი კანონზომიერებების და მათთან დაკავშირებული ფაქტორების ცოდნა · ფოტოგადაღების მეთოდების, ფოტოგადაღების დაგეგმვის ეტაპების ცოდნა, ასევე, თემის წარმოჩენის, ძირითადი აქცენტების გამოყოფისა და ფოტოკომპოზიციის შექმნის თავისებურებების ცოდნა, ასევე, რასტრული გრაფიკული რედაქტორის Adobe Photoshop-ის, ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Adobe Illustrator-ის, საგამომცემლო რედაქტორის Adobe InDesign-ის, საგამომცემლო რედაქტორის QuarkXPress-ის, გამოსახულების სწრაფი დამუშავების მიზნით Adobe Bridge პროგრამის ცოდნა · მედია ბაზრის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მედია კომპანიების მუშაობის დაგეგმვისა და მართვის საფუძვლების ცოდნა · ჟურნალისტური გამოძიებისა წარმოების თავისებურებების ცოდნა, პოლიტიკური ახალი ამბების მოძიების, მათთვის საინტერესო კუთხის პოვნის, პირველად და მეორად წყაროებთან წარმატებული ურთიერთობის შედეგად პოლიტიკისა და არჩევნების საკითხებზე ჟურნალისტური სტატიებისა და რეპორტაჟების შექმნის თავისებურებების ცოდნა, ასევე, ბიზნესი-ეკონომიკური თემების მოძიებისა და გაშუქების თავისებურებების ცოდნა უნარი · ფაქტების გადამოწმებისა და წყაროების დაბალანსებულად წარმოდგენით ახალი ამბის შექმნის, რეპორტაჟის მომზადების, მულტიმედიური მედია პროდუქტების, დოკუმენტური ფილმის გადაღების, სიღრმისეული სტატიის წერის, ფოტოებით ამბის თხრობისა და ჟურნალისტური გამოძიების წარმოების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე. პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა · გათავისებული ექნება ისეთი პროფესიული პასუხისმგებლობა, როგორიცაა საზოგადოებისთვის ინფორმაციის კეთილსინდისიერად წარმოჩენის საჭიროება;დემოკრატიული ღირებულებები (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები);ინფორმაციის გამჭირვალობა და სანდოობის საჭიროება;საზოგადოებისთვის ინფორმაციის მრავალმხრივ წარმოჩენის საჭიროება. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-12-2005 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 04-05 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 48-18 |
პროგრამის დეტალები: | ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 96 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2). |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 240 ECTS, რაც გულისხმობს 12 ECTS ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან; 12 ECTS STEM ბლოკიდან; 138 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 18 ECTS თავისუფალი კრედიტებით; 60 ECTS პროგრამის ასარჩევით საგნებით დაგროვებას ან/და დამატებითი (მაინორი) პროგრამის არჩევით. სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოფია, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამერიკათმცოდნეობა, ისტორია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, პოლიტიკის მეცნიერებები. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 2,3 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 2,3 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 2,3 |
BUSN4433 | ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი | 6 | 2,3 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 2,3 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 2,3 |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 2,3 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 2,3 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 2,3 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,4 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,4 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,4 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1,4 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1,4 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,4 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,4 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | 1 |
JMMB1210 | მედიის შინაარსი და მნიშვნელობა | 6 | 1 |
JMMB2130 | მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორია | 6 | 1 |
KART1220 | აკადემიური წერა | 6 | 1 |
COMM4120 | საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი | 6 | 2 |
JMMB2111 | ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები | 6 | 2 |
KART3150 | ქართული ენა და სტილისტიკა | 6 | 2 |
JMMB2125 | მედია და ანგარიშვალდებულების სისტემები | 6 | 3 |
JMMB2210 | ჟურნალისტური ოსტატობა II/ტელევიზია-რადიო | 6 | 3 |
JMMB4235 | ახალი მედია ტექნოლოგიები | 6 | 3 |
JMMB3111 | ჟურნალისტური ოსტატობა III/სიღრმისეული წერა | 6 | 4 |
JMMB4120 | ფოტოჟურნალისტიკა | 6 | 4 |
INFO4115 | საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები | 6 | 5 |
JMMB3210 | ჟურნალისტური ოსტატობა IV/საგამოძიებო ჟურნალისტიკა | 6 | 5 |
JMMB4110 | მედია მენეჯმენტი | 6 | 5 |
PSYC1488 | სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები | 6 | 5 |
JMMB3125 | მულტიმედია ჟურნალისტიკა | 6 | 6 |
JMMB3220 | ჟურნალისტური ოსტატობა V/მეცნიერების და ჯანმრთელობის გაშუქება | 6 | 6 |
JMMB4130 | ჟურნალისტური ოსტატობა VI/პოლიტიკის და არჩევნების გაშუქება | 6 | 7 |
JMMB4210 | დოკუმენტური ფილმის მომზადება | 6 | 7 |
JMMB3115 | საბოლოო პროექტი ჟურნალისტიკაში | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 132 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
COMM4350 | დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა | 6 | |
COMM4355 | კრიზისების კომუნიკაცია | 6 | |
IREL1224 | სტრატეგიული აზროვნება | 6 | |
JMMB1220 | ფაქტები, არქივები და მედია | 6 | |
JMMB1230 | პროექტი საგამოძიები ჟურნალისტიკა | 6 | |
JMMB4232 | დეზინფორმაცია და საზოგადოება | 6 | |
JMMB4234 | მეტყველების თეორია და კულტურა | 6 | |
JMMB4238 | სატელევიზიო ანალიტიკური პროგრამების წარმოება | 6 | |
JMMB4242 | ჟურნალისტური კვლევა | 6 | |
POLI3261 | პოლიტიკა და პოლიტიკური მითოლოგია | 6 | |
COMM4135 | საჯარო გამოსვლის ტექნიკა | 6 | |
JMMB1212 | კრიტიკული წერა | 6 | |
JMMB1214 | კრიზისების გაშუქება | 6 | |
JMMB1218 | ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები | 6 | |
JMMB2250 | ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია | 6 | |
JMMB2310 | რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში | 6 | |
JMMB2311 | თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში | 6 | |
JMMB2312 | მონაცემთა ჟურნალისტიკა | 6 | |
JMMB2313 | სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები | 6 | |
JMMB2314 | ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები | 6 | |
JMMB2315 | კონტენტ მარკეტინგი | 6 | |
JMMB2316 | ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხების გაშუქება | 6 | |
JMMB2317 | სოციალური მედიის ანალიტიკა | 6 | |
JMMB3120 | მედია და პოლიტიკა | 6 | |
JMMB4230 | პრაქტიკა ჟურნალისტიკაში | 6 | |
MKTG2210 | მარკეტინგის საფუძვლები | 6 | |
POLI1145 | შესავალი საქართველოს პოლიტიკაში | 6 | |
POLI1220 | პოლიტიკის შესავალი | 6 | |
POLI1225 | პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები | 6 | |
POLI2120 | საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი | 6 | |
PSYC1225 | შესავალი ფსიქოლოგიაში | 6 | |
SOCL2525 | დემოკრატია და მოქალაქეობა | 6 | |
SOCL3110 | სოციოლოგიის საფუძვლები | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 198 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |