პროგრამა: | სამართალმცოდნეობა |
განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
ხელმძღვანელი: | მალხაზ ბეგიაშვილი ანა ხურციძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სამართლის ბაკალავრი |
პროგრამის მოცულობა: | 240 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. |
პროგრამის მიზანი: | სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სფეროში, რითაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, საზოგადოებაში სამართლებრივი, დემოკრატიული და პროფესიული ეთიკის ღირებულებების განმტკიცებასა და სამოქალაქო მართლშეგნების ამაღლებას. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენებით პროგრამა კურსდამთავრებულს მისცემს სფეროსთვის აქტუალურ ცოდნას, გამოუმუშავებს შესაბამის პრაქტიკულ უნარებს და პროფესიულ პასუხისმგებლობასა და ავტონომიას. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კურსდამთავრებულს ცოდნის გაღრმავების მიზნით შესაძლებლობა ექნება სწავლა განაგრძოს სამაგისტრო სწავლების საფეხურზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.
|
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის კურსდამთავრებული: აღწერს სამართლის არსს, ძირითადი პრინციპებს და სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის მათ მნიშვნელობას; ძირითადი სამართლებრივი სისტემების მახასიათებლებს და მათ განმასხვავებელ ძირითად ნიშნებს; აღწერს პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული დარგობრივი სასწავლო კურსების ძირითადი თეორიებს, წესებს, პრინციპებსა და რეგულირების თავისებურებებს, მათ შორის: ნორმის განმარტების მეთოდებს; უნარი პროგრამის კურსდამთავრებული: ამოიცნობს რთულ და გაუთვალისწინებელ სამართლებრივ პრობლემებს, სტანდარტული ან/და ზოგიერთი უახლესი მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს და არჩეულ პოზიციას წარმოადგენს არგუმენტირებულად; პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა პროგრამის კურსდამთავრებული: ცნობს პროფესიულ საქმიანობაში ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას, რის საფუძველზეც კურსდამთავრებული შეძლებს აღნიშნული სტანდარტების საკუთარ საქმიანობაში დაცვას; |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 10-24-2005 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 3 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე. თუ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, მისი მოთხოვნის შემთხვევაში ენობრივი კომპეტენცია დაუდგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე (არაუმეტეს ინგლისური ენა VI (B2/2)). სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამით სავალდებულოა ინგლისური ენის ერთი დონის: ინგლისური ენა VI (B2/2) გავლა. პროგრამის კომპონენტების: ENGL2147 ინგლისური ენა III (B1/1), ENGL2217 ინგლისური ენა IV (B1/2), ENGL3149 ინგლისური ენა V (B2/1), ENGL3213 ინგლისური ენა VI (B2/2), LAWB3151 შესავალი სამართლებრივ ინგლისურში, LAWB3152 სამართლებრივი ინგლისური I, LAWB3253 სამართლებრივი ინგლისური II, LAWB3215 იმიტირებული სასამართლო პროცესი ბაკალავრებისთვის, LAWB4179 კონსტიტუციური უფლებები შედარებით პერსპექტივაში, LAWB4242 შესავალი საერთაშორისო ბიზნეს სამართალსა და ეთიკაში, LAWB4116 შესავალი ამერიკის შეერთებული შტატების სამართალში, LAWB4117 საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი, LAWB4118 შედარებითი საკორპორაციო სამართალი და LAWB4119 ტექნოლოგიური სამართალი სწავლების ენაა ინგლისური. პროგრამის კომპონენტების: LAWB3234 სამართლებრივი გერმანული 1 სწავლების ენაა გერმანული. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 ECTS, რაც მოიცავს: საუნივერსიტეტო ძირითადი კომპონენტების 24 ECTS; პროგრამის ძირითადი კომპონენტების 174 ECTS და პროგრამის არჩევითი კომპონენტების 42 ECTS. ერთიანი ეროვნული გამოცდების და შიდა გამოცდის შედეგების გათვალისწინებით დგინდება სტუდენტის კომპეტენცია ინგლისურ ენაში, რის საფუძველზეც განისაზღვრება შესაბამისი დონის კურსი, რომლიდანაც სტუდენტი იწყებს აღნიშნული ენის შესწავლას, შესაბამისად იცვლება არჩევითი კურსების ფარგლებში სტუდენტების მიერ გასავლელი ინგლისური ენის კურსების რაოდენობა. ინგლისური ენის ერთი დონის ინგლისური ენა VI (B2/2) გავლა პროგრამით სავალდებულოა. პროგრამის ძირითადი კომპონენტების ჯგუფის ნაწილია ასევე კლინიკის ჯგუფი. კლინიკის ჯგუფიდან სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს 12 ECTS |
საუნივერსიტეტო ძირითადი სასწავლო კურსების სოციალურ-ჰუმანიტარული ბლოკიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს და დააგროვოს 12 კრედიტი. | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ANTH3130 | კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები | 6 | 1,2 |
HIST1222 | რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში | 6 | 1,2 |
LAWB1155 | დებატები და კრიტიკული აზროვნება | 6 | 1,2 |
LAWB1195 | მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში | 6 | 1,2 |
LITR1212 | დიადი წიგნები | 6 | 1,2 |
HIST1118 | ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება | 6 | 1,2 |
PHI777 | აზროვნება და მორალი | 6 | 1,2 |
POLI2260 | პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები | 6 | 1,2 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
საუნივერსიტეტო ძირითადი სასწავლო კურსების STEM-ბლოკიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს და დააგროვოს 12 კრედიტი | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MATH1414 | ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება | 6 | 1,3 |
STEM0002 | გამომგონებლობის ტექნოლოგიები | 6 | 1,3 |
STEM0005 | თანამედროვე ტექნოლოგიები | 6 | 1,3 |
STEM0007 | მათემატიკა და ცივილიზაციები | 6 | 1,3 |
STEM0010 | ლოგიკა | 6 | 1,3 |
STEM0011 | კომპიუტერული აზროვნება | 6 | 1,3 |
STEM0003 | მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები | 6 | 1,3 |
STEM0004 | თამაშთა თეორია | 6 | 1,3 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
ENGL3213 | ინგლისური ენა VI (B2/2) | 6 | |
LAWB1135 | შესავალი სამართალმცოდნეობაში | 6 | 1 |
LAWB4132 | შესავალი ეკონომიკაში სამართალმცოდნეებისთვის | 6 | 1 |
LAWB1210 | კონსტიტუციური სამართალი 1 - სახელმწიფო მოწყობის სამართალი (ნაწილი I) | 6 | 2 |
LAWB1240 | შესავალი სამოქალაქო სამართალში | 6 | 2 |
LAWB2120 | სისხლის სამართალი (ზოგადი) | 6 | 2 |
LAWB1215 | კონსტიტუციური სამართალი 1 - სახელმწიფოს მოწყობის სამართალი (ნაწილი II) | 6 | 3 |
LAWB2110 | სანივთო სამართალი | 6 | 3 |
LAWB2210 | სისხლის სამართალი (კერძო 1) | 6 | 3 |
LAWB1250 | ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი | 6 | 4 |
LAWB2130 | კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები | 6 | 4 |
LAWB2220 | ვალდებულებითი სამართალი | 6 | 4 |
LAWB3120 | სისხლის სამართალი (კერძო 2) | 6 | 4 |
LAWB2111 | ქართული სამართლის ისტორია | 6 | 5 |
LAWB3130 | სახელშეკრულებო სამართალი | 6 | 5 |
LAWB3150 | საკორპორაციო სამართალი | 6 | 5 |
LAWB3152 | სამართლებრივი ინგლისური I | 6 | 5 |
LAWB1321 | სამოქალაქო საპროცესო სამართალი I | 6 | 6 |
LAWB1323 | სისხლის სამართლის პროცესი I | 6 | 6 |
LAWB1324 | სისხლის სამართლის პროცესი II | 6 | 6 |
LAWB2250 | საერთაშორისო სამართალი | 6 | 6 |
LAWB3280 | კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები | 6 | 6 |
LAWB1322 | სამოქალაქო საპროცესო სამართალი II | 6 | 7 |
LAWB2240 | ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი | 6 | 7 |
LAWB3220 | საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი | 6 | 7 |
LAWB3240 | შრომის სამართალი | 6 | 7 |
LAWB4145 | სამართლებრივი ეთიკის საფუძვლები | 6 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 162 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
LAWB4179 | კონსტიტუციური უფლებები შედარებით პერსპექტივაში | 6 | |
ENGL2147 | ინგლისური ენა III (B1/1) | 6 | |
ENGL2217 | ინგლისური ენა IV (B1/2) | 6 | |
ENGL3149 | ინგლისური ენა V (B2/1) | 6 | |
LAWB2112 | რომის სამართალი | 6 | |
LAWB2113 | სამართლებრივი აზროვნების ისტორია | 6 | |
LAWB3233 | ბავშვთა უფლებების დაცვის სამართალი | 6 | |
LAWB3234 | სამართლებრივი გერმანული 1 | 6 | |
LAWB2140 | საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი | 6 | |
LAWB3151 | შესავალი სამართლებრივ ინგლისურში | 6 | |
LAWB1221 | კომერციული მედიაცია ბაკალავრებისთვის | 6 | |
LAWB3146 | საჯარო გამოსვლის ტექნიკა | 6 | |
LAWB3230 | საბანკო სამართალი | 6 | |
LAWB4110 | საერთაშორისო კერძო სამართალი | 6 | |
LAWB4120 | სადაზღვევო სამართალი | 6 | |
LAWB4230 | შესავალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში | 6 | |
LAWB4277 | კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში | 6 | |
INFO3266 | კიბერდანაშაულის გამოძიება | 6 | |
LAWB3211 | ინტელექტუალური საკუთრების სამართალი | 6 | |
LAWB3216 | იმიტირებული სასამართლო პროცესი ბაკალავრებისათვის | 18 | |
LAWB3225 | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი | 6 | |
LAWB3235 | არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება | 6 | |
LAWB3250 | შესავალი სასჯელაღსრულების სამართალში | 6 | |
LAWB3251 | საარჩევნო სამართალი | 6 | |
LAWB3253 | სამართლებრივი ინგლისური II | 6 | |
LAWB3259 | კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალური საკითხები | 6 | |
LAWB4141 | კანონის შემუშავების ტექნიკა და მისი საკონსტიტუციო კონტროლი | 6 | |
LAWB4270 | ევროპის სამართალი | 6 | |
LAWB4280 | სანებართვო სამართალი | 6 | |
LAWB4290 | სააღსრულებო სამართალი | 6 | |
LAWB4340 | იურისტის პროფესიული უნარ–ჩვევები | 6 | |
LAWB3261 | სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები | 6 | |
LAWB4116 | შესავალი ამერიკის შეერთებული შტატების სამართალში | 6 | |
LAWB4117 | საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი | 6 | |
LAWB4118 | შედარებითი საკორპორაციო სამართალი | 6 | |
LAWB4119 | ტექნოლოგიური სამართალი | 6 | |
LAWB4125 | საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი | 6 | |
LAWB4151 | საგადასახადო სამართლის საფუძვლები | 6 | |
LAWB4175 | კრიმინალისტიკა | 6 | |
LAWB4180 | სასჯელის შეფარდება | 6 | |
LAWB4184 | ვიქტიმოლოგია | 6 | |
LAWB4185 | სანოტარო სამართალი | 6 | |
LAWB4210 | საერთაშორისო სისხლის სამართალი | 6 | |
LAWB4214 | საპროცესო დოკუმენტების შედგენა სისხლის სამართლის პროცესში | 6 | |
LAWB4266 | ევროპული სისხლის სამართალი | 6 | |
LAWB1325 | ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართალი | 6 | |
LAWB2224 | განათლების სამართალი | 6 | |
LAWB4212 | სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები | 6 | |
LAWB4217 | ხელშეკრულების შედგენის პრაქტიკული კურსი | 6 | |
LAWB4242 | შესავალი საერთაშორისო ბიზნეს სამართალსა და ეთიკაში | 6 | |
LAWB4244 | სამართალი და ეკონომიკა | 6 | |
LAWB4400 | კერძო სამართლის რეპეტიტორიუმი | 6 | |
LAWB4410 | სისხლის სამართლის რეპეტიტორიუმი | 6 | |
LAWB4420 | საჯარო სამართლის რეპეტიტორიუმი | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 42 |
კლინიკის ჯგუფიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს და დააგროვოს 12 კრედიტი. | |||
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWB4225 | მედიაციის კლინიკა | 12 | 8 |
LAWB4231 | ადამიანის უფლებების კლინიკა | 12 | 8 |
LAWB4260 | სისხლის სამართლის პროცესის კლინიკა | 12 | 8 |
LAWB4275 | ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კლინიკა | 12 | 8 |
LAWB4295 | სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინიკა | 12 | 8 |
კრედიტების ჯამი: | 12 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |