პროგრამა: | სამართალი და ეკონომიკა |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ალექსანდრე რაქვიაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | ეკონომიკის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით:
პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველს საშუალებას მისცემს იხილოს ინგლისური ენის საგამოცდო ტესტების ნიმუშები. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაციას პორტალზე, სადაც მათ საშუალება მიეცემათ მოუსმინონ ვიდეო ლექციების კურსს ეკონომიკაში, რომლის საფუძველზეც ჩატარდება წერითი გამოცდა ტესტირების სახით და ზეპირი გასაუბრება. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ეკონომიკის მიმართულებით - „სამართალი და ეკონომიკა“, რომელიც მოიცავს სამართლებრივი საკითხების ეკონომიკურ ანალიზს. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ რეგულირების ეკონომიკური გავლენის შესწავლას და მიღებული შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის არგუმენტირებულად წარდგენას. აღნიშნული გულისხმობს ეკონომიკის პოლიტიკის, თეორიისა და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების ღრმა და სისტემურ ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას, დამოუკიდებლად კვლევის განხორციელების გზით „სამართლის და ეკონომიკის“ მულტიდისციპლინურ გარემოში წამოჭრილი რთული პრობლემების ანალიზის და მათი გადაწყვეტის ორიგინალური გზების ძიების, ისევე, როგორც საჭიროებისამებრ, დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავების უნარს. ეს შესაძლებლობას მისცემთ კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საჯარო სექტორში და ეკონომიკაში მოქმედ დიდ კომპანიებში, რომლების ეფექტიანი ფუნქციონირება ითხოვს მუდმივ კვლევით აქტივობას (ბანკები, სადაზღვევო და საკონსულტაციო კომპანიები). ზემოთ აღწერილი საქმიანობით პროგრამის კურსდამთავრებულები ხელს შეუწყობენ საჯარო და კერძო სექტორში ეკონომიკური ცვლილებების პირობებში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულს ასევე შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის კურსდამთავრებული ავლენს:
უნარი პროგრამის კურსდამთავრებული:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 12-22-2020 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 55/20 |
პროგრამის განახლების თარიღი: | 07-26-2024 |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 11-24 |
პროგრამის დეტალები: | სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე სტუდენტი დაიშვება თუ მას აქვს ჩაბარებული ყველა სავალდებულო სასწავლო კურსი და ჯამში დაგროვებული აქვს არანაკლებ 90 კრედიტი. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | პროგრამა შედგება პროგრამის ძირითადი 102 კრედიტიანი სავალდებულო კომპონენტისგან. სამაგისტრო პროგრამის შემადგენელ დანარჩენ 18 კრედიტს სტუდენტი ირჩევს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWEC5100 | მიკროეკონომიკა | 6 | 1 |
LAWEC5110 | მაკროეკონომიკა | 6 | 1 |
LAWEC5120 | რაოდენობრივი კვლევის მეთოდები | 6 | 1 |
LAWEC5135 | კვლევითი სემინარი I | 12 | 1 |
LAWEC5200 | სამართლის უზენაესობა და სამართლის სისტემა | 6 | 2 |
LAWEC5210 | მოსამართლის ვალდებულება და სასამართლო ხელისუფლება | 6 | 2 |
LAWEC5220 | სამართალი და ეკონომიკა | 6 | 2 |
LAWEC5235 | კვლევითი სემინარი II | 12 | 2 |
LAWEC6105 | რეგულირების გავლენის შეფასება | 12 | 3 |
LAWEC6280 | სამაგისტრო ნაშრომი | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 102 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
LAWB6313 | საქართველოს გადასახადების სისტემა | 6 | |
LAWEC6110 | აკადემიური სტატია | 12 | |
LAWEC6120 | სასწავლო პრაქტიკა | 12 | |
LAWEC6130 | მონეტარული პოლიტიკა და მისი გამოწვევები | 6 | |
LAWEC6140 | ალტერნატიული ფულადი სისტემების შედარებითი ანალიზი | 6 | |
LAWP 5260 | შედარებითი კონსტიტუციური სამართალი | 6 | |
LAWP5254 | გამოხატვის თავისუფლება შედარებით პერსპექტივაში | 6 | |
PUBL6220 | საჯარო პოლიტიკის ანალიზი | 6 | |
კრედიტების ჯამი: | 60 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |