პროგრამა: | საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | თამარ ლობჯანიძე ვასილ ტყეშელაშვილი |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შემდეგ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე მიიღებიან ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ფართო სფეროს ერთსაფეხურიანი და საბაკალავრო პროგრამების შესაბამისი კვლაიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულები. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ღრმა ცოდნა ჯანმრთელობის დეტერმინანტებისა და მათი მართვის შესახებ ადგილობრივ, ქვეყნისა და გლობალურ დონეზე, ის შეძლებს ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნებისა და სტრატეგიების შემუშავებას, განხორციელების ხელშეწყობასა და მიღწეული შედეგების შეფასებას. კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საჯარო ორგანიზაციებში, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებებზე ორიენტირებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებში მენეჯერის/ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ ანალიტიკოსის შესაბამის პოზიციებზე. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: | • ლექცია-სემინარები |
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის ღრმა, სისტემური ცოდნა, გააცნობიერებს მათ ურთიერთმიმართების როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ კავშირებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროებში პრობლემების გადაჭრის გზებს, მართვის ორიგინალურ იდეებსა და კომპლექსურ მექანიზმებს, უნარი უნარი ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ თუ ქვეყნის დონეზე არსებულ უახლეს მონაცემთა საფუძველზე ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს ექნება: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში აღიარებული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის უნარი ახალი სტანდარტების შემუშავების, გარემოს ფორმირებისა და მონიტორინგის გზით. |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 09-02-2005 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 12-12 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 45-20 |
პროგრამის დეტალები: | საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სტუდენტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, წერს რეფერატებსა და პროექტებს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს – 105 ECTS ( მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის შესრულება-30 ECTS), არჩევით საგნებს – 15 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების 30 ECTS-დან. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
MPHP 5110 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა და პოლიტიკა | 15 | 1 |
MPHP 6200 | სამაგისტრო თეზისი | 30 | 4 |
MPHP5130 | ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა | 8 | 1 |
MPHP5140 | კვლევის მეთოდები | 7 | 1 |
MPHP 5210 | გლობალური ჯანმრთელობა | 15 | 2 |
MPHP 5220 | ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა | 15 | 2 |
MPHP6110 | კვლევის პრაქტიკუმი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში | 15 | 3 |
კრედიტების ჯამი: | 105 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
MPHP 6120 | გარემოს ჯანმრთელობა და პოლიტიკა | 15 | |
MPHP 6140 | ქცევის ცვლილება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა | 15 | |
კრედიტების ჯამი: | 30 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |