eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა 2020
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: თამარ ლობჯანიძე
ვასილ ტყეშელაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მაგისტრი საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკაში / MA in Public Health and Health Policy
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შემდეგ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე მიიღებიან ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ფართო სფეროს ერთსაფეხურიანი და საბაკალავრო პროგრამების შესაბამისი კვლაიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულები.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ღრმა ცოდნა ჯანმრთელობის დეტერმინანტებისა და მათი მართვის შესახებ ადგილობრივ, ქვეყნისა და გლობალურ დონეზე, ის შეძლებს ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნებისა და სტრატეგიების შემუშავებას, განხორციელების ხელშეწყობასა და მიღწეული შედეგების შეფასებას. კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საჯარო ორგანიზაციებში, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებებზე ორიენტირებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებში მენეჯერის/ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ ანალიტიკოსის შესაბამის პოზიციებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• დემონსტირების მეთოდი
• ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
• ინტერაქტიულ მეცადინეობები
• სიტუაციური ამოცანები
• სიახლეთა გარჩევა
• მცირე კვლევების ჩატარება
• პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
• კრიტიკული ანალიზი
• დისკუსია
• ჯგუფური დავალებები
• პროექტები
• პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
• ლიტერატურის მიმოხილვა
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
• თემების დაწერა
• პრეზენტაციების წარდგენა
• ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
• ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება

  • კურსდამთავრებულს ექნება:

    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის ღრმა, სისტემური ცოდნა, გააცნობიერებს მათ ურთიერთმიმართების როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ კავშირებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროებში პრობლემების გადაჭრის გზებს, მართვის ორიგინალურ იდეებსა და კომპლექსურ მექანიზმებს,
    გლობალური და საერთაშორისო ჯანმრთელობის, მისი დეტერმინანტების, რეგიონების, ქვეყნებისა და ლოკალური არეალების დონეებზე კომპექსური მახასიათებლების შესახებ ცოდნა და გაცნობიერებული ცვლილებათა საჭიროებანი,
    საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების პაციენტზე, მიზნობრივ ჯგუფებსა და პოპულაციაზე ორიენტაციისა და პაციენტთა უფლებების დაცვის სისტემური ცოდნა;
    ადმინისტრაციული ურთიერთობების სპეციფიკის, მმართველობის ცნებისა და ადმინისტრაციული ორგანოების სპეციალური უფლებამოსილებების პრინციპების, მენეჯერული ეკონომიკის სფეროსა და ჯანდაცვის ეკონომიკის სისტემური ცოდნა.


  • უნარი
  • უნარი 
    კურსდამთავრებულს ექნება:

    ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ თუ ქვეყნის დონეზე არსებულ უახლეს მონაცემთა საფუძველზე ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი
    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებში, საზოგადოებრივი, შერეული და ინდივიდუალური ჯანმრთლეობის დაცვის სერვისების ფორმირება–მიწოდებაში, ჯანმრთელობის დეტერმინანატების არაკეთილსაიმედო ზეგავლენის და სხვა კომპლექსური პრობლემების დამოუკიდებლად კვლევისა და იდენტიფიკაციის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავების უნარი;
    ახალ და მულტიდისციპლინურ გარემოში, საჭირო ჯანდაცვითი პოლიტიკისა და ღონისძიებების შემუშებისა და მართვის უნარი;
    საერთაშორისო და გლობალურ ჯანმრთელობის სფეროებში (აივ/ინფექცია შიდსი, წამალთდამოკიდებულება, თამბაქოს მწეველობა, ტრავმტიზმი, ინფექციური დაავადებების გავრცელება–მართვა და სხვა) უახლეს მიღწევების ქვეყნის პოლიტიკაში ასახვისა და ინტეგრირების უნარი;
    მონაცემთა და ინფორმაციის სისტემატიზაციის, კრიტიკული ანალიზის, რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასების გზით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა მიღების უნარი;
    საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემურ თუ კერძო საკითხებზე კომპლექსური და რიგ შემთხვევებში არასრული მონაცემების (ეპიდემიოლოგიური, ჯანდაცვითი და მმართველობითი) კრიტიკული ანალიზის საშუალებით მტკიცებულებზე დაფუძნებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
    ასიმეტრიული ინფორმაციის ეკონომიკურ საქმიანობაზე გავლენის კრიტიკული ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ფორმების შედარებით-სამართლებრივი ანალიზის უნარი.
     საქართველოს და საერთაშორისო როგორც აკადემიურ, ასევე ჯანდაცვის დარგში მომუშავე პროფესიონალურ წრეებში საკუთარი იდეების, კვლევის მეთოდების, დასკვნებისა და არგუმენტების ზეპირსიტყვიერად, წერილობით ( რეფერატების, სტატიების და სხვა), წარდგენის უნარი
    საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკაში ლიტერატურული წყაროსა და და მონაცემების კრიტიკულად შეფასების უნარი, არსებული უახლესი თემატური საკითხების დამოუკიდებლად გარჩევისა და სწავლის უნარი,
    უნარი, ცოდნის განახლებისა და უწყვეტი განათლების მიზნით, სტრატეგიულად დაგეგმოს სასწავლო პროცესი და დარგობრივი სასწავლო მიმართულებები. 


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებულს ექნება:

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში აღიარებული ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის უნარი  ახალი  სტანდარტების შემუშავების,  გარემოს ფორმირებისა და მონიტორინგის გზით.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 09-02-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 12-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 09-22-2020
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 45-20
    პროგრამის დეტალები:

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სტუდენტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, წერს რეფერატებსა და პროექტებს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს  პროგრამის ძირითად საგნებს –  105 ECTS ( მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის შესრულება-30 ECTS), არჩევით საგნებს – 15 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების  30 ECTS-დან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MPHP 5110საზოგადოებრივი ჯანდაცვა და პოლიტიკა15 1
    MPHP 6200სამაგისტრო თეზისი30 4
    MPHP5130ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა8 1
    MPHP5140კვლევის მეთოდები7 1
    MPHP 5210გლობალური ჯანმრთელობა15 2
    MPHP 5220ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა15 2
    MPHP6110კვლევის პრაქტიკუმი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში15 3

    კრედიტების ჯამი:

    105

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    MPHP 6120გარემოს ჯანმრთელობა და პოლიტიკა15
    MPHP 6140ქცევის ცვლილება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა15

    კრედიტების ჯამი:

    30










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2021 საქართველოს უნივერსიტეტი