პროგრამა: | საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
განათლების საფეხური: | დოქტორანტურა |
ხელმძღვანელი: | გიორგი კამკამიძე |
სწავლების ენა: | ქართული |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი |
პროგრამის მოცულობა: | 180 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ. სწავლა იწყება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი აკადემიური კალენდრის მიხედვით. სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება პრეზიდენტების ბრძანებით, პროგრამის დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე: • სადოქტორო პროგრამაზე სწავლა შეუძლია ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ფართო სფეროს მიმართულების მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს; • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის (TOEFL, GMAT, GRE, IELTS, FCE და CERTUS), საზღვარგარეთ ინგლისურენოვან ბაკალავრიატში/ მაგისტრატურაში/ დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა ან საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება. ინგლისურ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%. • შესასწავლი საკითხის მიმართულებით კვლევის კონცეფციის წარმოდგენა; • პროგრამაზე მიიღება აპლიკანტი, რომელსაც სამაგისტრო ან ერთსაფეხურიან საგანამათლებლო პროგრამა დასრულებული აქვს GPA 3 და მეტი შედეგით; |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ფართო პროფილის მეცნიერის მომზადება, რომელიც შეძლებს დარგში ახალი ცოდნის შექმნას, არსებული ცოდნის სტრუქტურულად გააზრებასა და გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრდას და, შესაბამისად, საზოგადოებრივი და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, შეძლებს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ჯანმრთელობის დეტერმინანტების კვლევას, მათი მართვის თანამედროვე მეთოდებით მიღებული შედეგების შეფასებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სასწავლო მოდულების შემუშავებასა და სწავლებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში სამეცნიერო პროექტების მომზადებას და ჯანდაცვის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებას. სადოქტორო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს უმაღლეს სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში, ჯანდაცვით ორგანიზაციებში, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების მქონე სადაზღვევო კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გლობალურ ჯანმრთელობის პოლიტიკის, ჯანდაცვითი სერვისების ფორმირებისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მკვლევარის/ხელმძღვანელის/აკადემიურ პოზიციებზე მუშაობის შესაძლებლობას. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება კურსდამთავრებულს ექნება: სისტემური ცოდნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სისტემის/ების, სერვისების განვითარების გლობალური ჯანმრთელობის უახლესი ტენდეციებისა და მიდგომების, მოქმედების მრავალდარგობრივი მექანიზმისა და მტკიცებულებების შესახებ უახლესი ცოდნა, გაცნობიერებული მოსახლეობის ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორების (მაგ: გლობალიზაცია, კლიმატის ცვლილება, ცხოვრების წესი და ქცევების ცვლილება, კულტურული და ფსიქოსოციალური ფაქტორები, ჯანდაცვის სისტემები/სერვისები და სხვ.) მტკიცებულებაზე დაფუძნებული მართვის აუცილებლობა; უნარი კურსდამთავრებულს ექნება: საზოგადოებრივი, გლობალური და ინდივიდუალური სამედიცინო სერვისების თავისებურებების (სამართლიანობა, ხელმისაწვდომობა, სარგებლიანობა, მოცვადობა), ღონისძიებების შეფასების მიზნით კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვის, განხორციელებისა და კვლევით პროცესებზე ზედამხედველობის უნარი; პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა კურსდამთავრებულს ექნება: · პროფესიული კეთილსინდისიერების, საავტორო უფლებებისა და ეთიკური საკითხების დაცვით საერთაშორისო რეფერირებად წყაროებში, საერთაშორისო პროფესიულ სამეცნიერო და ფართო საზოგადოებაში საზოგადოებრივ ჯანდაცვაში მეცნიერული კვლევებით მიღებული, მტკიცებულებათა სისტემაზე აგებული ახალი იდეების წარმოჩენისა და ხელმძღვანელობითი უნარი |
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 11-30-2006 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 4 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | 53-19 |
პროგრამის დეტალები: | |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | პროგრამის სტრუქტურა, ხანგრძლივობა, კრედიტების განაწილება და მოთხოვნები:
|
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
METH 7117 | სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში | 5 | 0 |
PDPR 7217 | პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა) | 5 | 0 |
PHDH7120 | სამეცნიერო წერა და კვლევითი პროექტი ჯანდაცვაში | 7 | 0 |
PHDH7130 | კვლევის მეთოდები, ბიოსტატისტიკა და ეპიდემიოლოგია | 13 | 0 |
PHDH7210 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გლობალური ჯანმრთელობა | 15 | 0 |
PHDH7100 | ჯანმრთელობის ფილოსოფია და კვლევის ეთიკა | 5 | 1 |
PHDH8110 | კვლევა | 120 | 3 |
კრედიტების ჯამი: | 170 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
PHDH7220 | საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სოციალური სერვისები და კვლევები | 10 | |
PHDH7230 | მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა | 10 | |
კრედიტების ჯამი: | 20 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |