eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაცია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ელზა ნიკოლეიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაციის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კვალიფიციური, პროფესიული ზრდისა და შემდგომ ეტაპზე სწავლის უნარის მქონე ფარმაცევტი ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება ფარმაკოლოგიის, პაციენტზე ორიენტირებული რაციონალური ფარმაკოთერაპიის, ფარმაცევტული დახმარებისა და ზრუნვის, ფარმაციის მიმართულებით კლინიკური კვლევების შედეგების გამოყენების, სამკურნალო საშუალებების დამზადების, ფარმაცევტული ანალიზის საბაზისო ცოდნა; ეთიკურ ღირებულებებზე დაყრდნობით ფარმაცევტული ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის, ექიმი-ფარმაცევტი-პაციენტი მოდელის იმპლემენტაციის, პროფესიულ წრეებთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ფარმაცევტული დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების შესაბამის დონეზე მართვის უნარები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • დისკუსია;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლური თამაში;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • ჯგუფური დავალებები;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • თემების დაწერა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • ელექტრონული და არაელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
  • კლინიკური, პრაქტიკული მეცადინეობები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ფლობს, აღწერს და განასაზღვრავს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე  ფიზიოლოგიური  და პათოლოგიური პროცესების, შინაგანი დაავადებების გამოკვლევისა და მკურნალობის მეთოდების ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს;
    • აღწერს, განმარტავს, განასხვავებს, ადარებს და მიმოიხილავს სასიცოცხლო პროცესების მოლეკულური მექანიზმების, მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებებს, ფიზიოლოგიური  და პათოლოგიური პროცესების ძირითად საკითხებს;
    • აღწერს, განიხილავს, განმარტავს და პროგნოზირებს ფარმაკოკინეტიკური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებებს სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში (ბავშვები, მოზარდები, მოხუცები, ორსულები);
    • ფლობს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების, ექსტრაქციის, სტანდარტიზაციის, სამკურნალო ნივთიერებების გამოყოფისა და მათი  ქიმიური სტრუქტურის დადგენის მეთოდებს;
    • შეუძლია ფარმაცევტული სააფთიაქო და საქარხნო ტექნოლოგიების კომპლექსური საკითხების: წამლის ფორმათა კლასიფიკაცია, დოზირება, წამალთა სააფთიაქო და საქარხნო ტექნოლოგია, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია - საბაზისო ცოდნის დემონსტრირება;
    • აღწერს, განასხვავებს, ადარებს, ახდენს კლასიფიცირებას და ადგენს ფარმაკოლოგიური ჯგუფების, მათი მოქმედებისა და ურთიერთქმედების მექანიზმების,  მედიკამენტების დანიშვნის, ჩვენებების, უკუჩვენებების, გვერდითი ეფექტების და დოზირების სქემებს, ბიოტრანსფორმაციისა და ელიმინაციის გზების გათვალისწინებით;
    • ფლობს ცოდნას ფარმაცევტულ დაწესებულებათა ნომენკლატურის; აფთიაქის მენეჯმენტის, როგორც ერთეულის, სტრუქტურის, ფუნქციების და ამოცანების; წამალთა შერჩევისა და უზრუნველყოფის; მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვისა და გაცემის საკითხების შესახებ;
    • ადგენს ცოცხალ თუ არაცოცხალ სისტემებში მიმდინარე ქიმიური პროცესების განმსაზღვრელ მონაცემებს, ორგანულ ნაერთთა ფუნქციურს ჯგუფებს, ქიმიური ანალიზის ინსტრუმენტულ მეთოდებს;
    • აცნობიერებს რაციონალური ფარმაკოთერაპიის მნიშვნელობას პოლიპრაგმაზიის, არაეფექტური, ტოქსიური და საფრთხისშემცველი მედიკამენტური მკურნალობის წარმართვისას.

  • უნარი

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • აფასებს და განსაზღვრავს საკუთარი სწავლის პროცესს ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში და უზრუნველყოფს ფარმაცევტულ პრაქტიკასა და კვლევებში რაოდენობრივი მეთოდების ძირითადი საკითხების ფორმულირებას, ენობრივი კომპეტენციის სრულყოფას, პერსონალური მონაცემების დაცვის, პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) ნორმების გათვალისწინებას და ისწრაფვის მათი პრაქტიკაში დამკვიდრებისათვის.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-27-2017
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07/17
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 38/17
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საბაკალავრო პროგრამა „ფარმაცია“მოიცავს 240 ECTS კრედიტს და შედგება ძირითადი საგნების 222ECTS და არჩევითი საგნების 18 ECTS კრედიტისაგან (რომელთა არჩევაც ხდება 78ECTS არჩევითი კრედიტისაგან). ძირითადი საგნებიდან 18 ECTS კრედიტი ინგლისური ენა IV (B 1/2) (6 ECTS), ინგლისური ენა V (B 2/1) (6 ECTS) და  ინგლისური ენა VI (B2/2) (6 ECTS) სავალდებულო საგნებია. სტუდენტები საგნებს გადიან სემესტრულად, კურაციული სისტემით ტარდება ინტენსიური პრაქტიკული სწავლებები ფარმაცევტულ საწარმოებსა (საწარმოო პრაქტიკა) და დაწესებულებებში (ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში), აგრეთვე, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება საუნივერსიტეტო სიმულაციურ აფთიაქში, ლაბორატორიული მეცადინეობები კი შესაბამის პროფილურ ლაბორატორიებში.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 4
    MATH1515ანალიტიკური და რაოდენობირივი აზროვნება6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    NRSI1111ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია 19 1
    NRSI1221ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია 29 2
    PHAG1110ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია6 2
    PHAG1120ფარმაციის ისტორიისა და ფარმაცევტული ინფორმაციის საწყისები6 2
    PHAG1220სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა6 2
    PHAG1230ზოგადი და არაორგანული ქიმია6 2
    NRSI2140მიკრობიოლოგია6 3
    PHAG2110ბიოქიმია6 3
    PHAG2120პათოლოგიური ანატომია და პათოლოგიური ფიზიოლოგია6 3
    PHAG2130მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა6 3
    PHAG2140ორგანული ქიმია6 3
    PHAG2210ფარმაკოკინეტიკა6 4
    PHAG2220ფარმაკოლოგია I6 4
    PHAG2230ანალიზური ქიმია6 4
    PHAG3110ზოგადი მედიცინა და დიაგნოსტიკა6 5
    PHAG3120ფარმაცევტული ქიმია6 5
    PHAG3130ფარმაკოგნოზია6 5
    PHAG3140ფარმაკოლოგია II6 5
    HELM2210ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 6
    PHAG3210ფარმაკოთერაპია I6 6
    PHAG3220ფარმაცევტული ტექნოლოგია6 6
    PHAG3240ტოქსიკოლოგია6 6
    PHAG3250ფარმაკოთერაპია II6 7
    PHAG4110კლინიკური ფარმაცია6 7
    PHAG4120ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაცია და პოლიტიკა6 7
    PHAG4130ფარმაცევტული ზრუნვა; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება6 7
    PHAG4140ბიოეთიკა ფარმაციაში6 7
    PHAG4210პრაქტიკა I - ფარმაცევტული ზრუნვა და დახმარება6 8
    PHAG4220პრაქტიკა II კლინიკური ფარმაცია6 8
    PHAG4230პრაქტიკა III ფარმაცევტული ტექნოლოგია6 8
    PHAG4240პრაქტიკა IV ფარმაცევტული ანალიზი6 8
    PHAG4250სწავლა და სწავლება ფარმაციაში6 8

    კრედიტების ჯამი:

    222

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    HELM1210ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სისტემებისა და პოლიტიკის საფუძვლები6
    HELM4151SPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვის მენეჯმენტში6
    LATN2217ლათინური ენა6
    PHAG3230ჰომეოპათიისა და ფიტოთერაპიის საფუძვლები6
    PHAG4270ნუტრიციოლოგიის საფუძვლები6
    PHAG4280ფარმაციის მენეჯმენტის საფუძვლები6
    PHAG4290ჰიგიენისა და პრევენციული მედიცინის საფუძვლები6
    PSYC1265შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში6
    PUBH3110პროფესიული კომუნიკაცია ჯანდაცვაში6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    KART1220აკადემიური წერა6

    კრედიტების ჯამი:

    78

    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა

    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2022 საქართველოს უნივერსიტეტი