პროგრამა: | საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამა |
განათლების საფეხური: | მაგისტრატურა |
ხელმძღვანელი: | ნატა სტურუა |
სწავლების ენა: | ინგლისური |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: | სამართლის მაგისტრი |
პროგრამის მოცულობა: | 120 |
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: | აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება:
ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდები მოიცავს: წერით გამოცდას ინგლისურ ენაში და ზეპირ გასაუბრებას (ინგლისურ ენაზე) საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში. ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელია, ალტერნატიულად: ა) შიდა გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის) წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL iBT 72-94, Cambridge English Exam -160- 179); ან გ) საბაკალავრო საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. პროგრამაზე ჩაირიცხებიან სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები. პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემთ იხილონ ინგლისური ენის გამოცდის ნიმუშები და გასაუბრების საგამოცდო საკითხები. |
პროგრამის მიზანი: | პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ღრმა და სისტემური ცოდნა, შეძლებენ მის კრიტიკულ გააზრებას შედარებით კონტექსტში, დამოუკიდებელ კვლევას, კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტას და შემდგომი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას. საერთაშორისო ბიზნესის გლობალიზაციის კვალდაკვალ, პროგრამა ორიენტირებულია მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხების შესწავლაზე. აღნიშნულით პროგრამას წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებასა და ბიზნეს გარემოს სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებაში. პროგრამა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს უპასუხონ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ბიზნესის წარმოების ტრანსნაციონალურ და მულტიდისციპლინურ კონტექსტს, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებს. კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სწავლის სფეროს გათვალისწინებით, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე. პროგრამის მიზანია შექმნას საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუდენტებსა და პროფესიონალებს. |
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: |
|
სწავლის შედეგი: | ცოდნა და გაცნობიერება პროგრამის კურსდამთავრებული:
უნარი პროგრამის კურსდამთავრებული:
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა პროგრამის კურსდამთავრებული:
|
პროგრამის დამტკიცების თარიღი: | 02-26-2016 |
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: | 07-16 |
პროგრამის განახლების თარიღი: | |
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: | |
პროგრამის დეტალები: | პროგრამა სრულად შედგება 120 კრედიტისგან, რომელიც გადანაწილებულია პროგრამის ძირითად (72 კრედიტი) და არჩევით კომპონენტებზე (48 კრედიტი). პროგრამის ძირითადი კომპონენტი აერთიანებს:
პროგრამის არჩევითი კომპონენტი აერთიანებს 144 კრედიტის მოცულობის სასწავლო კურსებს, რომლიდანაც სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ საგნებს. სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე სტუდენტი დაიშვება თუ მას აქვს ჯამში დაგროვებული აქვს არანაკლებ 84 კრედიტი. სამაგისტრო ნაშრომის შესრულება სამართლის სკოლაში მოწესრიგებულია შესაბამისი რეგულაციით. |
სწავლების ორგანიზების თავისებურებები: | სასწავლო პროცესი ითვალისწინებს ყოველკვირეულ შეხვედრებს (ლექცია/სემინარი და სხვ), რომელთა ხანგრძლივობა შეადგენს 2 აკადემიურ საათს (საათი - 60 წუთი). ჯგუფში მაქსიმუმ 25 სტუდენტია. |
კოდი | საგანი | კრედიტი | სემესტრი |
LAWBUS5112 | სამართლებრივი კვლევა და წერა I: სამართლებრივი წერა | 6 | 1 |
LAWBUS5115 | შედარებითი საკორპორაციო სამართალი | 6 | 1 |
LAWBUS5120 | შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი | 6 | 1 |
LAWBUS5211 | სამართლებრივი კვლევა და წერა II: აკადემიური წერა | 6 | 2 |
LAWBUS5220 | საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები | 6 | 2 |
LAWBUS6115 | სამართლის კლინიკა | 6 | 3 |
LAWBUS6122 | კვლევის მეთოდებისა და ანალიზის საფუძვლები | 6 | 3 |
LAWBUS6210 | თეზისი | 30 | 4 |
კრედიტების ჯამი: | 72 |
კოდი | საგანი | კრედიტი | |
LAWBUS5123 | მოლაპარაკების ტექნიკა | 6 | |
LAWBUS5125 | საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი | 6 | |
LAWBUS5130 | საერთაშორისო ინვესტიციის სამართალი | 6 | |
LAWBUS5135 | ევროკავშირის სამართლებრივი საფუძვლები | 6 | |
LAWBUS5140 | მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი | 6 | |
LAWBUS5148 | ინტერნეტის სამართალი | 6 | |
LAWBUS5149 | ბიზნესის განვითარება | 6 | |
LAWBUS5150 | თეთრი საყელოს დანაშაული სისხლის სამართალში | 6 | |
LAWBUS5215 | შედარებითი სანივთო სამართალი | 6 | |
LAWBUS5225 | შედარებითი კორპორაციული მართვა | 6 | |
LAWBUS5235 | ევროკავშირის შიდა ბაზარი | 6 | |
LAWBUS5236 | ხელოვნური ინტელექტი, ადამიანის უფლებები და კიბერსივრცე | 6 | |
LAWBUS5255 | ფინანსური ტექნოლოგიების სამართალი | 6 | |
LAWBUS5259 | ინტელექტუალური აქტივების მართვა და ლიცენზირება | 6 | |
LAWBUS6131 | საერთაშორისო საბანკო სამართალი | 6 | |
LAWBUS6160 | საერთაშორისო საგადასახადო სამართალი | 6 | |
LAWBUS6120 | ევროკავშირის კონკურენციის სამართალი | 6 | |
LAWBUS6126 | ბიზნეს და ადამიანის უფლებათა სამართალი | 6 | |
LAWC5316E | იმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრებისათვის | 18 | |
კრედიტების ჯამი: | 126 |
შედეგების საშუალო | შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) | საუნივერსიტეტო შეფასება | საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება | |
97-100 | 4,00 | A+ | A | ფრიადი |
94-96 | 3,75 | A | ||
91-93 | 3,50 | A- | ||
87-90 | 3,25 | B+ | ძალიან კარგი | |
84-86 | 3,00 | B | B | |
81-83 | 2,75 | B- | ||
77-80 | 2,50 | C+ | C | კარგი |
74-76 | 2,25 | C | ||
71-73 | 2,00 | C- | ||
67-70 | 1,75 | D+ | D | დამაკმაყოფილებელი |
64-66 | 1,50 | D | ||
61-63 | 1,25 | D- | ||
51-60 | 1,00 | E | E | საკმარისი |
უარყოფითი შეფასება | ||||
41-50 | FX | FX | ვერ ჩააბარა | |
<40 | F | F | ჩაიჭრა |