eng

სილაბუსი
MD236170E პალიატიური ზრუნვა
ერთსაფეხურიანი
საქართველოს უნივერსიტეტი 2024 წ.
კრედიტების რაოდენობა: 2 ECTS
საგნის კურატორ(ებ)ი : აბესაძე იოსებ
ელ. ფოსტა: i.abesadze@ug.edu.ge
კურსზე დაშვების წინაპირობა
  • MD236160E ონკოლოგია - თანაპირობა
  • MD235110E შინაგანი მედიცინა II - წინაპირობა
  • MD235210E ქირურგია II - წინაპირობა
  • MD235220E ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია - წინაპირობა
აღწერა

სტუდენტი დასწრებით, დაკვირვებით და მონაწილეობით ითვისებს კლინიკურ საქმიანობას, მათ შორის პაციენტის კონსულტაციას, ფიზიკურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, პალიატიური პაციენტის მეთვალყურეობას ამბულატორიაში და ტკივილის მართვა; პალიატიური პაციენტის კონსულტაციას, მისი და ახლობლების განათლებას მდგომარეობის ირგვლივ, პალიატიური პაციენტის მოვლას ბინაზე, ჰოსპისში პალიატიური პაციენტების მეთვალყურეობას, სხვადასხვა მანიპულაციებს, პაციენტთან, კოლეგებთან, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან ურთიერთობას. პალიატიური პაციენტის მოვლა სტაციონარში;

მიზნები

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს პალიატიური მზრუნველობის ძირითადი პრინციპების და მეთოდების ცოდნა, ასევე ბაზისური უნარები, რომლებიც საჭიროა ასეთ პაციენტთან და მისი ოჯახის წევრებთან მუშაობასა და კომუნიკაციისას. კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებთან უშუალო კომუნიკაცია (როგორც სტაციონარში, ასევე ბინაზე).

შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება
  • ახდენს პალიატიური მედიცინის საგნის შესახებ (არა მარტო ონკოლოგიური დაავადებების, არამედ სხვა ქრონიკულ მოპროგრესირე დაავადებებს შესახებაც) სისტემური ცოდნის დემონსტრირებას; 

  • ახდენს ტერმინებისტერმინალური დაავადება“, „პალიატიური მზრუნველობადაპალიატიური მედიცინა საფუძვლიანი ცოდნის დემონსტრირებას; 

  • აცნობიერებს, რომ სამედიცინო მკურნალობა შეადგენს არა მარტო დიაგნოსტიკურ კვლევებს და პაციენტის განკურნებას, არამედ პაციენტის ინტერდისციპლინარული და გლობალური მოვლასაც; 

  • ახდენს პაციენტებს სიმპტომების (

ხანგრძლივობა
ლექცია :    დღეში: 1
საათი : 1
პრაქტიკული მეცადინეობა :    დღეში: 1
საათი : 4
საათობრივი დატვირთვა
სულ:50 საათი
საკონტაქტო
ლექციაზე დასწრება 5
პრაქტიკული მეცადინეობა 20
გამოცდები 2
პრეზენტაცია 2
არასაკონტაქტო
დამოუკიდებელი მეცადინეობა 21
სწავლის და სწავლების მეთოდები/აქტივობები
  • ინტერაქტიული ლექციები
  • თეორიული და პრაქტიკული სწავლება – სემინარები 
  • სწავლა სიმულატორის გამოყენებით 
  • სწავლება სიმულატორების გამოყენებით 
  • სცენარებზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლება  
  • სწავლება „პაციენტის საწოლთან“/კლინიკურ გარემოში სწავლება 
  • სწავლება სტანდარტიზებული პაციენტების მეშვეობით 
  • ექიმი/პაციენტის როლური თამაში 
  • გუნდური მუშაობა 
ლიტერატურა
ძირითადი ლიტერატურა
Oxford textbook of palliative medicine: 5th ed.Cherny, Nathan and other2015
Education In palliative and end-of-life care for oncology2013
დამატებითი ლიტერატურა
Textbook of palliative medicine and supportive care : 2nd ed.Bruera, Eduardo and other2015
Principles and practice of palliative care and supportive oncology-4th edAnn M. Berger2013
Tools for the Patient Presentation
APA Style Introduction
1 დღე

ლექცია


თემა

ლექცია: პალიატიური მზრუნველობის კურსთან გაცნობა, სალექციო სქემა, ქვიზი და შეფასება; პალიატიური მზრუნველობა და პალიატიური მედიცინა, შესავალი.

სემინარი/პრაქტიკული სამუშაო: ზოგადი მიმოხილვა სალექციო და სემინარულ თავისებურებებზე, ქვიზი, და შეფასების კრიტერიუმები; პალიატიური მზრუნველობის არსი, მისი ზოგადი პრინციპები, სახეები, მეთოდები და განხორციელების გზები (ჰოსპისის ფილოსოფია; რას წარმოადგენს პალიატიური მზრუნველობა, ტერმინების განმარტება); ავადმყოფთა კონტიგენტი და შერჩევის კრიტერიუმები, პაციენტთა უფლებები; პალიატიური მზრუნველობის ისტორია; მულტიდისციპლინარული გუნდის მნიშვნელობა და მუშაობის პრინციპები; პალიატიური პაციენტის შეფასება; ეფექტური კომუნიკაცია პაციენტთან, ოჯახთან, მზრუნველ პირებთან, ცუდი ამბის გაზიარების ტექნიკა; პაციენტისათვის პალიატიური მზრუნველობა ­ მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრა ­ შემუშავება;

www.palliativecare.org.ge

http://www.who.int/cancer/palliative/definition/en/.



საკითხავი მასალა:
  • Oxford textbook of palliative medicine: 5th ed. Cherny, Nathan and other გვერდი: 376-390 ; 506-559 ; 577-588 ; 606-631 ; 817-875 ; თავი - NULL

2 დღე

ლექცია (ქვიზი)


თემა

ლექცია: ქრონიკული ტკივილის შეფასება და მართვა.

სემინარი/პრაქტიკული სამუშაო: ტკივილის განმარტება, სახეები განვითარების მექანიზმები, ტოტალური ტკივილი; ტკივილის შეფასება, ტკივილის ინტენსივობის შეფასების შკალები და მისი მართვა; ჯანმო­ს ტკივილის მართვის სამსაფეხურიანი სქემა და თითოეულ საფეხურზე წარმოდგენილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა; ძირითადი ანალგეტიკების ჯგუფები; ოპიოიდების ჯგუფები, დოზირება, მათი დანიშვნა და ტიტრაცია პალიატიურ პაციენტებში, რეგულარული და დამხმარე დოზა; ოპიოიდების ადმინისტრირების გზები; ოპიოიდების კონვერსიის ფორმულები; ოპიოიდების გვერდითი ეფექტები და მათი მართვა; ადიუვანტები; კოანალგეტიკები, მათი ფარმაკოკინეტიკა, ფარმაკოდინამიკა, გვერდითი ეფექტები, მათი დანიშვნის ჩვენებები და უკუჩვენებები; ტკივილის მართვის არაფარმაკოლოგიური მეთოდები. www.palliativecare.org.ge



საკითხავი მასალა:
  • Oxford textbook of palliative medicine: 5th ed. Cherny, Nathan and other გვერდი: 506-559 ; 577-588 ; 606-631 ; 817-875 ; თავი - NULL
  • Education In palliative and end-of-life care for oncology ; თავი - 1-2

გამოკითხვის სახე:     წერითი - 5;     პრაქტიკული - 5;

3 დღე

ლექცია (ქვიზი)


თემა

ლექცია: სიმპტომების შეფასება და მათი მართვა პალიატიურ მზრუნველობაში (ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური მართვა).

სემინარი/პრაქტიკული სამუშაო: სუნთქვის გაძნელება, დისპნოე; გულისრევა, ღებინება ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; სისუსტე, დაღლილობა, დაუძლურება ­ მისი მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; ანორექსია, კახექსია ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; შფოთვა, აფორიაქება ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; დიარეა, ყაბზობა ­ მიზეზები, დისგნოსტიკა და მართვა; ასციტი/პლევრიტი/პერიკარდიტი, შეშუპება ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; ნაწლავთა გაუვალობა ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; სიყვითლე ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; დელირიუმი ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; დეპრესია ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; უძილობა (ინსომნია) ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; მენოპაუზა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; მუკოზიტი ­ მიზეზები, დიაგნოსტიკა და მართვა; ხელოვნური კვება, ჰიდრაცია.



საკითხავი მასალა:
  • Oxford textbook of palliative medicine: 5th ed. Cherny, Nathan and other გვერდი: 409-437 ; 457-466 ; 661-685 ; 702-712 ; 1074-1100 ; 919-929 ; თავი - NULL

გამოკითხვის სახე:     ზეპირი - 5;     პრაქტიკული - 5;

4 დღე

ლექცია (ქვიზი)


თემა

ლექცია: უკანასკნელი საათები და მისი მართვა ­ ტერმინალური ფაზა ­ პაციენტის მართვის და მის ოჯახზე ზრუნვის ასპექტები; ძირითადი სიმპტომები ტერმინალურ ფაზაში.

სემინარი/პრაქტიკული სამუშაო: პალიატიური მზრუნველობა სიცოსხლის ბოლო დღეებში და საათებში; სიმპტომები სიხოსხლის ბოლო სასათებში და მათი მართვა; ოჯახზე ზრუნის ასპექტები ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტებისათვის.



საკითხავი მასალა:
  • Oxford textbook of palliative medicine: 5th ed. Cherny, Nathan and other გვერდი: 1123-1133 ; 1101-1109 ; თავი - NULL
  • Education In palliative and end-of-life care for oncology გვერდი: 55-80

გამოკითხვის სახე:     წერითი - 5;     პრაქტიკული - 5;

5 დღე

ლექცია (ქვიზი)


თემა

ლექცია: გარდაცვალება, გლოვა და ოჯახის მხარდაჭერა; კონფლიქტური სიტუაციები, სუიციდი; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება პალიატიურ მზრუნველობაში.

სემინარი/პრაქტიკული სამუშაო: კონფლიქტური სიტუაციები და მათი მართვა პალიატიურ მზრუნველობაში; სუიციდი და მისი პრევენცია; გლოვა; ფსიქოლოგის დახმარება; პალიატიურ მზრუნველობაში მომუშავე პერსონალის მზარდაჭერა; დოკუმენტაციის წარმოება, სახელმწიფო უწყების ინფორმირება და შეტყობინენის მართვა ავადმყოფის მიღება/გაწერა/გარდაცვალების შემთხვევაში, ავადმყოფობის ისტორიის წარმოება; პალიატიურ პაციენტთან პრაქტიკულად მუშაობის განხორციელება სტაციონარულ და ამბულატორიულ პირობებში.

www.palliativecare.org.ge



საკითხავი მასალა:
  • Oxford textbook of palliative medicine: 5th ed. Cherny, Nathan and other გვერდი: 246-259 ; 1048-1074 ; 1110-1112 ; თავი - NULL

გამოკითხვის სახე:     წერითი - 5;     პრაქტიკული - 5;

6 დღე

პრეზენტაცია

პრეზენტაცია
პრეზენტაციის შინაარი ბუნდოვანია, პრეზენტაცია ტექნიკურად გაუმართავი და მონოტონურია, მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი სრულადაა დარღვეული. 0%
შინაარსი არ არის ნათლად ჩამოყალიბებული, თუმცა პრეზენტაცია ტექნიკურად გამართულია, საკითხებს შორის ორგანული კავშირი დარღვეულია, პრეზენტაცია მონოტონურია, მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი მხოლოდ ფრაგმენტულია. 25%
პრეზენტაციის შინაარსი ძირითადად კონკრეტული და ლაკონურად ჩამოყალიბებულია, თუმცა გარკვეული საკითხები ბუნდოვანია. საკითხებს შორის ორგანული კავშირი ფრაგმენტულად დარღვეულია, პრეზენტაცია მონოტონურია, მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი არასრულია. 50%
პრეზენტაციის შინაარსი მეტწილად თანმიმდევრული, კონკრეტული, ლაკონურად ჩამოყალიბებული და კარგად ორგანიზებულია. ძირითადი საკითხები გამოკვეთილია, მათ შორის ორგანული კავშირი ძირითადად დაცულია, პრეზენტაციის ვიზუალური მხარე მაქსიმალურად ეფექტურია, თუმცა მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი ფრაგმენტულად დარღვეულია . 75%
პრეზენტაციის შინაარსი თანმიმდევრული, კონკრეტული, ლაკონურად ჩამოყალიბებული და კარგად ორგანიზებულია, წარმოდგენილია შემოქმედებითად და ორიგინალურად, ძირითადი საკითხები მკაფიოდაა გამოკვეთილი, მათ შორის ორგანული კავშირი ნათელია, პრეზენტაციის ვიზუალური მხარე მაქსიმალურად ეფექტურია, მიზნობრივ აუდიტორიასთან უკუკავშირი სრულია. 100%
რეფერატი
სტუდენტი არ ფლობს საკითხს 0%
სტუდენტის ინფორმაცია მოცემულ საკითხზე მწირია, მსჯელობა არათანმიდევრული და ნაკლებად ლოგიკურია, დასკვნები დაუსაბუთებელია 25%
სტუდენტი ნაწილობრივ ფლობს საჭირო ინფორმაციას, მსჯელობა მეტნაკლებად თანმიმდევრული და ლოგიკურია, დასკვნები მეტ დასაბუთებას საჭიროებს 50%
სტუდენტი ფლობს საჭირო ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს, მსჯელობა საკმარისად თანმიმდევრული და ლოგიკურია, დასკვნები დასაბუთებულია 75%
სტუდენტი სრულად ფლობს საჭირო ინფორმაციას, მსჯელობა თანმიმდევრული და ლოგიკურია, დასკვნები დასაბუთებულია 100%



16,17,18 დღე

დასკვნითი გამოცდა

საგამოცდო თემატიკა ( განვლილი მასალიდან)

გამოცდის ფორმა - წერითი, პრაქტიკული

გამოცდის კომპონენტები და შეფასების კრიტერიუმები ქულების ჯამი
ღია კითხვები 5
პასუხი ზუსტი და ამომწურავია, ტერმინოლოგია მართებულია 100%
პასუხი სწორია, მაგრამ არა ამომწურავი, ტერმინოლოგიის სიზუსტე დაცულია 75%
პასუხი არაა ამომწურავი, ტერმინოლოგიის სიზუსტე დარღვეულია 50%
პასუხი ფრაგმენტულია 25%
პასუხი არასწორია 0%
დახურული ტიპის ტესტი/ დახურული კითხვა 10
პასუხი სწორია 100%
პასუხი არასწორია 0%
ქეისების განხილვა, ამოხსნა 5
ქეისი სრულად და ამომწურავად არის განხილული/ამოხსნილი 100%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, არსებითი შეცდომა არ არის 75%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები/უზუსტობები 50%
ქეისი ნაწილობრივ არის განხილული/ამოხსნილი, აღინიშნება არსებითი შეცდომები/უზუსტობები 25%
ქეისი არ არის განხილული/ამოხსნილი / არასწორად არის შესრულებული 0%
პრაქტიკული დავალების შესრულება 20
დავალება სრულად და ამომწურავად არის შესრულებული 100%
დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული, არსებითი შეცდომა არ არის 75%
დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული, აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები 50%
დავალება ნაწილობრივ არის შესრულებული, აღინიშნება არსებითი შეცდომები 25%
დავალებაარ არის ამოხსნილი / არასწორად არის შესრულებული 0%



აკადემიური ეთიკის დაცვა არის კურსის გავლის აუცილებელი ელემენტი
შეფასების სისტემა:
ლექცია (ქვიზი) 40 ქულა 40%
პრეზენტაცია
  • რეფერატი - 12 ქულა (მინიმალური 3 ქულა)
  • პრეზენტაცია - 8 ქულა (მინიმალური 2 ქულა)
  • პრეზენტაცია - 40%, საპრეზენტაციო თემა 60%
    შენიშნვა: თითოეულ კომპონენტში სავალდებულოა მინიმუმის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში განულდება მთლიანი შეფასების ქულა
20 ქულა 20%
დასკვნითი გამოცდა
  • წერითი - 20 ქულა (მინიმალური 10 ქულა)
  • პრაქტიკული - 20 ქულა (მინიმალური 10 ქულა)
  • პრეზენტაცია - 40%, საპრეზენტაციო თემა 60%
    შენიშნვა: თითოეულ კომპონენტში სავალდებულოა მინიმუმის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში განულდება მთლიანი შეფასების ქულა
40 ქულა 40%

შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა





ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი