eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ხელოვნებათმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მარიამ გველესიანი
თინა ღუდუშაური
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

საბაკალავრო პროგრამის მიზანია კვალიფიციური, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე ხელოვნებათმცოდნის მომზადებით ხელი შეუწყოს ქვეყნის მდიდარი კულტურული მეკვიდრეობის შესწავლას, შენარჩუნებასა და წარმოჩენას. პროგრამა ეყრდნობა სტუდენტზე ორიენტირებულ, კომპლექსურ, ინტერდისციპლინურ სწავლებას და მიმართულია მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გამომუშავების, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისკენ, რომელთა გარეშე დღეს შეუძლებელია ხელოვნების ნიმუშთა კვლევის სფეროში წარმატების მიღწევა. ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა მოიცავს დარგის ფართო ცოდნას და ბაკალავრის მომზადებისას ითვალისწინებს შრომის ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნებს, რასაც უზრუნველყოფს პროგრამის ფართოჰუმანიტარული პროფილი მასში ჩართული აკადემიური რესურსით და სასწავლო კომპონენტებით. პროგრამის კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ პრაქტიკის კომპონენტის აუცილებლად გავლას რაც მის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებას უწყობს ხელს. დამატებითი სპეციალობის ალტერნატივად სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს საგანთა კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმეტში და მიიღოს ისეთი სპეციფიური ცოდნა ( არტმარკეტინგსა და მენეჯმენტში, აუქციონებისა და საერთაშორისო ანტიკვარული ბაზრის მართვის პრინციპებში , კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტში, საგამოფენო საქმის საფუძვლებში და სხვა ), რომელიც განაპირობებს არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მუშაობის, არამედ მისი მართვის უნარების გამომუშავებას, რაც დღეს ძალიან მოთხოვნადია ქვეყანაში და კურსადმთავრებულს კონკურენტულს ხდის შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ბაკალავრი შეიძლება დასაქმდეს სამხატვრო გალერეებში, სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში(ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), მუზეუმებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხელოვნების აუქციონებზე, ხელოვნების ნიმუშების დაცვის, რესტავრირების ან შეფასების საკითხებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურებში ან /და განაგრძოს სწავლა განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) ძირითადი (ხელოვნებათმცოდნეობა) ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, ხელოვნების მენეჯმენტი, კულტურის კვლევები) სპეციალობით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • აუდიო-ვიდეომასალის გამოყენება.
  • პრაქტიკული მუშაობა (სამუზეუმო/საგამოფენო პრაქტიკა);
  • არტეფაქტების იდენტიფიცირება;
  • რეფერატების მომზადება.
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში.
  • რეფერატების პრეზენტაცია;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული

    იცნობს:

    • ხელოვნების უძველესი ნიმუშების, მათ შორის ქართული ლითონმქანდაკებლობის აღმოცენებისა და განვითარების ზოგად ისტორიას,  მხატვრულ ნიმუშებს და დამახასიათებელ/ ურთიერთგანმასხვავებელ ნიშან-თვისებათა გაგება-გაანალიზების პრინციპებს;
    • ხელოვნების ნიმუშთა იდენტიფიცირების (ამა თუ იმ ხალხისა და ეპოქისადმი მიკუთვნებულობის)  და მხატვრული ანალიზის პრინციპებს;
    • ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანეს ძეგლებს და შუა საუკუნეების  ქართული ქანდაკების განვითარების ისტორიასა და საეტაპო ნიმუშებს;
    • ცივილიზაციებისა და კაცობრიობის განვითარების , ასევე საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხებს და უმნიშვნელოვანეს ეტაპებს;

    იცის:

    •  ინგლისური ენა B 2/2 დონეზე და ერთ-ერთი კლასიკური ენა (ძველი ბერძნული, ან ლათინური) საბაზისო დონეზე და ხატვის საფუძვლები.

    განსაზღვრავს და ახასიათებს:

    • მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ყველა ძირითადი ეტაპობრივი მხატვრული მიმდინარეობის (პრეისტორიული, ანტიკური, შუასაუკუნეები, რომანული, გოთიკური, რენესანსი, ბაროკო, როკოკო, ნეოკლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი)  და ცალკეული ეპოქებისა (აღორძინების ხანა, შუა საუკუნეები, თანამედროვე ეპოქა) და რეგიონების/ქვეყნების (ახლო აღმოსავლეთი, საქართველო, დასავლეთ ევროპა და ამერიკა, შორეული აღმოსავლეთი–ჩინეთი, იაპონია და სხვა) კულტურული მიღწევების  ნიმუშთა მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების ძირითად კრიტერიუმებსა და მახასიათებლებს;

  • უნარი
  • კურსდამთავრებული:

    ახერხებს:

    • მიღებული საბაზისო ცოდნის და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენებას და ხელოვნებათმცოდნეობით ექპედიციებში ან სამუზეუმო საქმიანობაში მონაწილეობისას სფეროსთვის რელევანტური (პერიოდის, მასალის ხასიათის გათვალისწინებით) კვლევის მეთოდის (ა. ფორმალური ანალიზი; ბ. კომპარატიული ანალიზი; გ. მხატვრული ანალიზი) შერჩევა/ გამოყენების გზით ხელოვნების ნიმუშის  და/ან  კულტურული არტეფაქტის იდენტიფიცირებას , კლასიფიცირებას და  დასკვნის ან აღწერილობითი ანგარიშის (წერილობითი და ზეპირი) მომზადებას;
    • შეძენილი ცოდნის (საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა ხელოვნებათმცოდნეობაში) მუდმივი განახლება და ცვალებად ინფორმაციასთან ინტეგრირება სამეცნიერო დარგობრივი ლიტერატურის გაცნობა/გამოყენების გზით. 

    ახორციელებს:

    •  ხელოვნების ძეგლის კვლევისას სხვადასხვა ტიპის (ხელოვნებათმცოდნეობითი, არქეოლოგიური, ისტორიული,არქიტექტურული) ინფორმაციის სისტემატიზაციას, ანალიზსა და მიღებული შედეგების განზოგადებას ;
    •  ხელოვნების ნიმუშების ან ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტებთან (ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი, ისტორიკოსი, კულტუროლოგი, არქიტექტორი) ან დაინტერესებულ პირებთან (ფართო საზოგადოება, მედია და სხვა)  მიზნობრივ და დამაჯერებელ ინტერაქციას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:

    • მინიმალური დახმარებით შეარჩიოს ხელოვნებათმცოდნეობითი  კვლევისთვის რელევანტური  პრობლემა, დაგეგმოს და განახორციელოს მცირე კვლევა და   მოახდინოს მიღებული შედეგების   ტრანსფორმაცია საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში;
    • პროფესიული სრულყოფის მიზნით  განსაზღვროს განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის საჭიროება და განახორციელოს იგი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 14/19
    პროგრამის დეტალები:

    კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEAM ბლოკი, სპეციალობის არჩევითი საგნები და თავისუფალი კრედიტები; ძირითადი სპეციალობის გარდა სტუდენტს შეუძლია აირჩიოს: საგანთა კონცენტრაცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში ან დამატებითი სპეციალობა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს); კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაცია კი სტუდენტს აძლევს იმ საბაზისო ცოდნას და უნარებს, რაც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მართვისთვის საშუალო რგოლის მენეჯერის დონეზე.

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელოვნებათმცოდნეობაში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: ა) კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში საგანთა კონცენტრაციის არჩევის შემთხვევაში: • კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 132 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS და სავალდებულო არჩევით კლასიკურ ენას- 6ECTS); საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 30 ECTS (18 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEAM ბლოკიდან), სპეციალობის არჩევით საგნებს–18 ECTS; • თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • საგანთა კონცენტრაციას კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტში - 42 ECTS.

    ბ) დამატებითი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში: კომპეტენციის მაფორმირებელ სავალდებულო საგნებს– 132 ECTS ( მათ შორის ინგლისური ენა B 2/2 6 ECTS და სავალდებულო არჩევით კლასიკურ ენას-

    6ECTS); საუნივერსიტეტო სავალდებულო-არჩევითი ბლოკების 30 ECTS (18 ECTS სოციალურ/ჰუმანიტარული ბლოკიდან და 12 ECTS STEAM ბლოკიდან), თავისუფალ კრედიტს 18 ECTS; • დამატებით სპეციალობის საგნებს 60 ECTS.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2,3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2,3
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1,2,3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2,3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2,3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2,3
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2,3

    კრედიტების ჯამი:

    18

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,3
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,3
    STEM0004თამაშთა თეორია6 1,3
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,3
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,3
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,3
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,3
    STEM0010ლოგიკა6 1,3

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6 2
    ARTS1212არტეფაქტების მხატვრული ანალიზის საფუძვლები6 2
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6 2
    ARTS2237ხატვა6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    ARTS2210ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები6 4
    ARTS3110ისლამური ხელოვნება6 4
    ARTS3217შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია6 4
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6 4
    LATN2217ლათინური ენა6 4
    ARTS3130შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნება6 5
    ARTS3250ქართული მონუმენტური და დაზგური მხატვრობა6 5
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6 5
    ARTS3215შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება6 6
    ARTS3220აღორძინების ეპოქის ხელოვნება6 6
    ARTS3230თანამედროვე ქართული ხელოვნება6 6
    ARTS4120თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6 7
    ARTS4137პრაქტიკა ხელოვნებათმცოდნეობაში6 7
    ARTS4240საბაკალავრო ნაშრომი ხელოვნებათმცოდნეობაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    138

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARTS2121სიმბოლოთმეტყველება ქრისტიანულ ხელოვნებაში6
    ARTS3131მხატვარი თეატრში6
    ARCT1240თანამედროვე არქიტექტურის ისტორია6
    ARCT2130არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები6
    ARTM1110კრეატიული მარკეტინგის საფუძვლები6
    ARTM1120კრეატიულობის პრინციპები და შემოქმედებითი ინდუსტრიები6
    ARTS1515ხელოვნების ფილოსოფია6
    ARTS1717იუდაიზმი ხელოვნებაში და ებრაული კულტურული მემკვიდრეობა6
    HIST2230ელინიზმი და საქართველო6
    KART4227ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6
    KART3231ქართული კულტურის პარადიგმები6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    ARCT1220სახვითი ხელოვნების საფუძვლები I6
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    HIST2130ეპოქა და რელიგია6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    HIST4343რელიგიათა ისტორია6
    ARCT2110სახვითი ხელოვნების საფუძვლები II6
    ARTS4157მინის, კერამიკული ნაწარმისა და ლითონის ნაკეთობათა ტექნოლოგია და კონსერვაცია6

    კრედიტების ჯამი:

    18

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    CHIN1111(A1/HSK1) ჩინური ენა A/16

    კრედიტების ჯამი:

    18

    კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი - სპეციალიზაციის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARTS3120საქართველოს სამუზეუმო კოლექციები65
    CULT3237კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა66
    MGMT2110მენეჯმენტის საფუძვლები66
    CULT4117კულტურის სფეროს პროექტების მენეჯმენტი67
    ARTS4167საგამოფენო საქმის საფუძვლები67
    ARTS4215არტმარკეტინგი და მენეჯმენტი68
    ARTS4147საერთაშორისო ანტიკვარული ბაზარი, კანონმდებლობა, აუქციონები68

    კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი