eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ჟურნალისტიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ლელი ბიბილაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ჟურნალისტიკაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ლიბერალურ-ჰუმანური ღირებულებების მქონე ჟურნალისტები და ამგავარად ხელი შეუწყოს საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას, ქართველი ერისა და კაცობრიობის კეთილდღეობას. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს, ტრადიციული ამერიკული და ევროპული ჟურნალისტიკის საფუძვლებზე დაყრდნობით, პრაქტიკულ და პროფესიონალურ უნარ–ჩვევებს შეასწავლის. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს გამოუმუშაოს სხვადასხვა წყაროსა და მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოძიების უნარი, მულტიმედიური პროდუქტების შექმნის უნარი,სხვადასხვა საკითხზე გაშუქების უნარი, როგორც ონლაინ და ბეჭდური, ისე ტელევიზიისა და რადიოსთვის, ჟურნალისტური გამოძიების დაგეგმვისა და წარმოების უნარი, ფოტორეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნის უნარი. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დასაქმების სფეროებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული როგორც ონლაინ, ისე ბეჭვდითი და ელექტრონული (გაზეთი, რადიო, სააგენტო, ტელეკომპანია, ჟურნალი) მედია კომპანიები. აგრეთვე, მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ნებისმიერ კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ან არასამათავრობო ორგანიზაციების და მედიასთან ურთიერთობების სამსახურში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (casestudy)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან  ბიბლიოთეკაში
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • როლური თამაშები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • კურსდამთავრებულს აქვს ჟურნალისტიკის ფართო ცოდნა, რაც მოიცავს ეთიკური სტანდარტებისა და ჟურნალისტიკის ე.წ. 9 პრინციპს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრინციპებსა და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ აქტებსა და ნორმებს;
    • კურსდამთავრებული იაზრებს მსოფლიო ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპებსა და სახელმწიფოს როლს
    • კურსდამთავრებულს აქვს ჟურნალისტიკაში ისეთი კომპლექსური საკითხების ცოდნა, როგორიცაა ახალი ამბების წერისა და გაშუქების თავისებურებები, წყაროებთან მუშაობის სპეციფიკის, ინფორმაციისა მოძიებისა და გადმოწმების ხერხები, ახალი ამბების გაშუქების, სიუჟეტების, რეპორტაჟებისა და ინტერვიუების დაგეგმვისა და მომზადების თავისებურებების ცოდნა რადიოსა და ტელევიზიისთვის, მასალის გადაღების, დამონტაჟების, ხმის დადების და განათების ძირითადი პრინციპების ცოდნა, ასევე,ისეთ სამონტაჟო პროგრამებში მუშაობის თავისებურებების ცოდნა, როგორიცაა Adobe Premiere, Audicity, თანამედროვე მედია ტექნოლოგიების, მულტიმედიური ტექნიკების ცოდნა, ასევე, სიღრმისეული საჟურნალე სტატიის წერის თავისებურებების,დოკუმენტური ფილმისთვის სცენარის დაწერის, გადაღებისა და დამონტაჟების თავისებურებების ცოდნა
    • კურსდამთავრებულმა იცის და აცნობიერებს სოციალურ–ფსიქოლოგიურ ფენომენებს, მათი მოქმედების მექანიზმებს, ადამიანის სოციალური აქტიობების ძირითად კანონზომიერებებს და მათთან დაკავშირებულ ფაქტორებს
    • კურსდამთავრებულს აქვს ფოტოგადაღების მეთოდების, ფოტოგადაღების დაგეგმვის ეტაპების ცოდნა, ასევე, თემის წარმოჩენის, ძირითადი აქცენტების გამოყოფისა და ფოტოკომპოზიციის შექმნის თავისებურებების ცოდნა, ასევე, რასტრული გრაფიკული რედაქტორის Adobe Photoshop-ის, ვექტორული გრაფიკული რედაქტორის Adobe Illustrator-ის, საგამომცემლო რედაქტორის Adobe InDesign-ის, საგამომცემლო რედაქტორის QuarkXPress-ის, გამოსახულების სწრაფი დამუშავების მიზნით Adobe Bridge პროგრამის ცოდნა;
    • კურსდამთავრებულმა იცის და იაზრებს მედია ბაზრის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს მედია კომპანიების მუშაობის დაგეგმვისა და მართვის საფუძვლებს;
    • კურსდამთავრებულს აქვს ჟურნალისტური გამოძიებისა წარმოების თავისებურებების ცოდნა, პოლიტიკური ახალი ამბების მოძიების, მათთვის საინტერესო კუთხის პოვნის, პირველად და მეორად წყაროებთან წარმატებული ურთიერთობის შედეგად პოლიტიკისა და არჩევნების საკითხებზე ჟურნალისტური სტატიებისა და რეპორტაჟების შექმნის თავისებურებების ცოდნა, ასევე, ბიზნესი-ეკონომიკური თემების მოძიებისა და გაშუქების თავისებურებების ცოდნა

  • უნარი
  • კურსდამთავრებულს შეუძლია ფაქტების გადამოწმებისა და წყაროების დაბალანსებულად წარმოდგენით ახალი ამბის შექმნა, რეპორტაჟის მომზადება, მულტიმედიური მედია პროდუქტების შექმნა, დოკუმენტური ფილმის გადაღება, სიღრმისეული სტატიის წერა, ფოტოებით ამბის თხრობა და ჟურნალისტური გამოძიების წარმოება წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებულს აქვს გათავისებული ისეთი პროფესიული პასუხისმგებლობა, როგორიცაა საზოგადოებისთვის ინფორმაციის კეთილსინდისიერად წარმოჩენის საჭიროება;დემოკრატიული ღირებულებები (სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები);ინფორმაციის გამჭირვალობა და სანდოობის საჭიროება;საზოგადოებისთვის ინფორმაციის მრავალმხრივ წარმოჩენის საჭიროება.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-12-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 04-05
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 48-18
    პროგრამის დეტალები:

    ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 78 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. 

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 240 ECTS, რაც გულისხმობს 12 ECTS ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან; 12 ECTS STEM ბლოკიდან; 138 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 18 ECTS თავისუფალი კრედიტებით; 60 ECTS პროგრამის ასარჩევით საგნებით დაგროვებას ან/და დამატებითი (მაინორი) პროგრამის არჩევით. სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოფია, ქართული ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა, მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამერიკათმცოდნეობა, ისტორია, საზოგადოებასთან

    ურთიერთობა, პოლიტიკის მეცნიერებები. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 2,3
    LITR1212დიადი წიგნები6 2,3
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 2,3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 2,3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 2,3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 2,3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 2,3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 2,3

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,4
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,4
    STEM0010ლოგიკა6 1,4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,4
    STEM0004თამაშთა თეორია6 1,4

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    JMMB1210მედიის შინაარსი და მნიშვნელობა6 1
    JMMB2130მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორია6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 2
    JMMB2111ჟურნალისტური ოსტატობა I/ახალი ამბები6 2
    KART3150ქართული ენა და სტილისტიკა6 2
    JMMB2125მედია და ანგარიშვალდებულების სისტემები6 3
    JMMB2210ჟურნალისტური ოსტატობა II/ტელევიზია-რადიო6 3
    JMMB4235ახალი მედია ტექნოლოგიები6 3
    JMMB3111ჟურნალისტური ოსტატობა III/სიღრმისეული წერა6 4
    JMMB4120ფოტოჟურნალისტიკა6 4
    INFO4115საგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6 5
    JMMB3210ჟურნალისტური ოსტატობა IV/საგამოძიებო ჟურნალისტიკა6 5
    JMMB4110მედია მენეჯმენტი6 5
    JMMB4220ჟურნალისტური ოსტატობა VII/ბიზნესისა და ეკონომიკის გაშუქება6 5
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6 5
    JMMB3125მულტიმედია ჟურნალისტიკა6 6
    JMMB4130ჟურნალისტური ოსტატობა VI/პოლიტიკის და არჩევნების გაშუქება6 7
    JMMB4210დოკუმენტური ფილმის მომზადება6 7
    JMMB3115საბოლოო პროექტი ჟურნალისტიკაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    132

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6
    COMM4355კრიზისების კომუნიკაცია6
    IREL1224სტრატეგიული აზროვნება6
    JMMB1220ფაქტები, არქივები და მედია6
    JMMB1230პროექტი საგამოძიები ჟურნალისტიკა6
    JMMB4232დეზინფორმაცია და საზოგადოება6
    JMMB4234მეტყველების თეორია და კულტურა6
    JMMB4238სატელევიზიო ანალიტიკური პროგრამების წარმოება6
    JMMB4242ჟურნალისტური კვლევა6
    POLI3261პოლიტიკა და პოლიტიკური მითოლოგია6
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    JMMB1212კრიტიკული წერა6
    JMMB1214კრიზისების გაშუქება6
    JMMB1218ფაქტების გადამოწმებისა და ვერიფიკაციის ტექნიკები6
    JMMB2250ციფრული მედია ტექნოლოგიები - სოციალური მედია ბიზნესი, პლატფორმები და აუდიტორია6
    JMMB2310რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6
    JMMB2311თვისებრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში6
    JMMB2312მონაცემთა ჟურნალისტიკა6
    JMMB2313სოციალური მედიის სტრატეგია და კამპანიები6
    JMMB2314ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის საფუძვლები6
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი6
    JMMB2316ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხების გაშუქება6
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა6
    JMMB3120მედია და პოლიტიკა6
    JMMB4230პრაქტიკა ჟურნალისტიკაში6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6
    POLI1225პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები6
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    198









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი