eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სამართალმცოდნეობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მალხაზ ბეგიაშვილი
ანა ხურციძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის სფეროში, რითაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, საზოგადოებაში სამართლებრივი, დემოკრატიული და პროფესიული ეთიკის ღირებულებების განმტკიცებასა და სამოქალაქო მართლშეგნების ამაღლებას.

თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სწავლების მეთოდების გამოყენებით პროგრამა კურსდამთავრებულს მისცემს სფეროსთვის აქტუალურ ცოდნას, გამოუმუშავებს შესაბამის პრაქტიკულ უნარებს და პროფესიულ პასუხისმგებლობასა და ავტონომიას. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული შეძლებს იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კურსდამთავრებულს ცოდნის გაღრმავების მიზნით შესაძლებლობა ექნება სწავლა განაგრძოს სამაგისტრო სწავლების საფეხურზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • გუნდური მუშაობა;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი;
  • ინტერაქტიული ლექცია;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • როლური თამაშები;
  • სიახლეთა გარჩევა;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study);
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • აღწერს სამართლის არსს, ძირითადი პრინციპებს და სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის მათ მნიშვნელობას; ძირითადი სამართლებრივი სისტემების მახასიათებლებს და მათ განმასხვავებელ ძირითად ნიშნებს;
    • აღწერს პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული დარგობრივი სასწავლო კურსების ძირითადი თეორიებს, წესებს, პრინციპებსა და რეგულირების თავისებურებებს, მათ შორის:
      - ნორმის განმარტების მეთოდებს;
      - სახელმწიფო მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპებს და ეროვნული მოდელის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
      - ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მათ კონცეპტუალურ და ღირებულებით საკითხებს, შეზღუდვის პრინციპებსა და დაცვის ეროვნული მექანიზმების თავისებურებებს;
      - საერთაშორისო სამართლის სისტემას, ძირითად პრინციპებს, ინსტიტუტებს, საერთაშორისოსამართლებრივი პასუხისმგებლობების მექანიზმებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის თანაფარდობას;
      - კერძო სამართლის უზოგადესი ცნებებს, პრინციპებსა და სისტემას, მათ შორის: სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის, სანივთო, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, კანონისმიერი ვალდებულებითი, საოჯახო და მემკვიდრეობითი, საკორპორაციო და შრომითი ურთიერთობების რეგულირების საკითხებს;
      - ადმინისტრაციული სამართლის არსს და პრინციპებს, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმებს;
      - სისხლის სამართლის პრინციპებს, დანაშაულის არსს, სახეებს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებებს, მათ შორის დანაშაულის აგებულებას, სასჯელსა და მის სახეებს;
      - სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებებს;
      - ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებებს;
      - სისხლის სამართალწარმოების თავისებურებებს;
      - საკონსტიტუციო სამართალწარმოების თავისებურებებს;
      - ქართული სამართლის ისტორიული წყაროებს;
      - პროფესიული ეთიკის ნორმებს.
    • განსაზღვრავს სამართლებრივი დავის წარმოშობის მიზეზებს, ძირითად მახასიათებლებსა და მათი სამართლებრივი საშუალებებით გადაწყვეტის გზებს.

  • უნარი
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • ამოიცნობს რთულ და გაუთვალისწინებელ სამართლებრივ პრობლემებს, სტანდარტული ან/და ზოგიერთი უახლესი მეთოდების გამოყენებით შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის გზებს და არჩეულ პოზიციას წარმოადგენს არგუმენტირებულად;
    • აანალიზებს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, მათ შორის, სამართლებრივ ნორმებს და წყაროებს;
    • ერთმანეთისგან მიჯნავს ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი ინსტიტუტებს;
    • ერთმანეთისგან მიჯნავს საჯარო და კერძო სამართლის დარგებს, განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის დარგისთვის კუთვნილებას;
    • ადგენს, ცვლის, ინტერპრეტაციას უკეთებს სამართლებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, სამართალშეფარდებით აქტებს, საპროცესო დოკუმენტებს, ინდივიდუალურ და ნორმატიულ ადმინისტრაციულ აქტებს;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, შეიმუშავებს კვლევით ან პრაქტიკული ხასიათის პროექტს;
      წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, გასწევს სამართლებრივ კონსულტაციებს;
    • დავის გადაწყვეტის კანონიერი საშუალებებისა და ეთიკის ნორმების გათვალისწინებით, შეიმუშავებს დავის გადაწყვეტის სტრატეგიასა და ტაქტიკას;
    • მშობლიურ და ინგლისურ ენაზე მსჯელობს საკუთარი იდეების, არსებული სამართლებრივი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან ზეპირი და წერითი ფორმით, შესაბამისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
    • სათანადოდ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას;
    • მოიძიებს და გამოარჩევს საჭირო ინფორმაციას, მათ შორის, ეროვნული და საერთაშორისო სამართლის წყაროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო პრაქტიკას, სამეცნიერო სიახლეებს, ელექტრონული საბიბლიოთეკო სისტემებისა და სხვა მონაცემთა ბაზების, ძირითადი სამართლებრივი საინფორმაციო სისტემების მეშვეობით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • ცნობს პროფესიულ საქმიანობაში ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას, რის საფუძველზეც კურსდამთავრებული შეძლებს აღნიშნული  სტანდარტების საკუთარ საქმიანობაში დაცვას;
    • ცნობს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებისათვის აუცილებელი პრინციპებს, ადამიანის ძირითადი უფლებებსა და თავისუფლებებს და მათი რეალიზების მნიშვნელობას;
    • განსაზღვრავს ძირითადი სამართლებრივი პრინციპების ღირებულებით მნიშვნელობას;
      წარმართავს საკუთარი და სხვების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაცვით;
    • ავლენს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარს, „მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-24-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 3
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე. თუ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, მისი მოთხოვნის შემთხვევაში ენობრივი კომპეტენცია დაუდგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე (არაუმეტეს ინგლისური ენა VI (B2/2)). სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამით სავალდებულოა ინგლისური ენის ერთი დონის: ინგლისური ენა VI (B2/2) გავლა. პროგრამის კომპონენტების: ENGL2147 ინგლისური ენა III (B1/1), ENGL2217 ინგლისური ენა IV (B1/2), ENGL3149 ინგლისური ენა V (B2/1), ENGL3213 ინგლისური ენა VI (B2/2), LAWB3151 შესავალი სამართლებრივ ინგლისურში, LAWB3152 სამართლებრივი ინგლისური I, LAWB3253 სამართლებრივი ინგლისური II, LAWB3215 იმიტირებული სასამართლო პროცესი ბაკალავრებისთვის, LAWB4179 კონსტიტუციური უფლებები შედარებით პერსპექტივაში, LAWB4242 შესავალი საერთაშორისო ბიზნეს სამართალსა და ეთიკაში, LAWB4116 შესავალი ამერიკის შეერთებული შტატების სამართალში, LAWB4117 საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი, LAWB4118 შედარებითი საკორპორაციო სამართალი და LAWB4119 ტექნოლოგიური სამართალი სწავლების ენაა ინგლისური. პროგრამის კომპონენტების:  LAWB3234 სამართლებრივი გერმანული 1 სწავლების ენაა გერმანული.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის დასასრულებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 ECTS, რომელიც შემდეგნაირად არის განაწილებული: 24 ECTS სტუდენტმა უნდა დააგროვოს საუნივერსიტეტო ძირითადი სასწავლო კურსების ბლოკებიდან (12 ECTS - ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი, 12 ECTS - STEM ბლოკი), სტუდენტმა უნდა გაიაროს პროგრამით გათვალისწინებული ყველა ძირითადი სასწავლო კურსი (162 ECTS), 12 ECTS სტუდენტმა უნდა დააგროვოს კლინიკის ბლოკში შეთავაზებული სასწავლო კურსებიდან მხოლოდ ერთ-ერთის გავლით, ხოლო 42 ECTS - პროგრამის ასარჩევი ბლოკიდან.

    პროგრამის საუნივერსიტეტო ძირითადი სასწავლო კურსების ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკები სტუდენტებს ფართო არჩევითობას სთავაზობს, თუმცა, მათ ფარგლებში სტუდენტი პროგრამის დასასრულებლად ირჩევს და გაივლის კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას. ამ კრედიტების გადაჭარბებით სასწავლო კურსების გავლა სცდება 240 ECTS-ს და სტუდენტს აღნიშნული სასწავლო კურსები პროგრამის არცერთი სხვა ბლოკის, მათ შორის, ასარჩევი ნაწილის კრედიტებში არ ჩაეთვლება.

    პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსები მოიცავს ინგლისური ენის B2 დონის და სამართლებრივი ინგლისურის შესწავლას (ENGL3213 ინგლისური ენა VI (B2/2), LAWB3152  სამართლებრივი ინგლისური I). ინგლისური ენის სხვა კურსების არჩევის შესაძლებლობა სტუდენტებს ეძლევათ პროგრამის ასარჩევი ბლოკიდან.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    საუნივერსიტეტო ძირითადი სასწავლო კურსების სოციალურ-ჰუმანიტარული ბლოკიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს და დააგროვოს 12 კრედიტი. კრედიტების ამ რაოდენობის გადაჭარბებით სასწავლო კურსების გავლა სცდება პროგრამის 240 ECTS-ს და სტუდენტს აღნიშნული სასწავლო კურსები პროგრამის არცერთი სხვა ბლოკის, მათ შორის, ასარჩევი ნაწილის კრედიტებში არ ჩაეთვლება

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,2
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    საუნივერსიტეტო ძირითადი სასწავლო კურსების STEM ბლოკიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს და დააგროვოს 12 კრედიტი. კრედიტების ამ რაოდენობის გადაჭარბებით სასწავლო კურსების გავლა სცდება პროგრამის 240 ECTS-ს და სტუდენტს აღნიშნული სასწავლო კურსები პროგრამის არცერთი სხვა ბლოკის, მათ შორის, ასარჩევი ნაწილის კრედიტებში არ ჩაეთვლება

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,3
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,3
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,3
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,3
    STEM0010ლოგიკა6 1,3
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,3
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,3
    STEM0004თამაშთა თეორია6 1,3

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების გავლით სტუდენტმა უნდა დააგროვოს 162 ECTS

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 1
    LAWB4132შესავალი ეკონომიკაში სამართალმცოდნეებისთვის6 1
    LAWB1210კონსტიტუციური სამართალი 1 - სახელმწიფო მოწყობის სამართალი (ნაწილი I)6 2
    LAWB1240შესავალი სამოქალაქო სამართალში6 2
    LAWB2120სისხლის სამართალი (ზოგადი)6 2
    LAWB1215კონსტიტუციური სამართალი 1 - სახელმწიფოს მოწყობის სამართალი (ნაწილი II)6 3
    LAWB2110სანივთო სამართალი6 3
    LAWB2210სისხლის სამართალი (კერძო 1)6 3
    LAWB1250ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი6 4
    LAWB2130კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები6 4
    LAWB2220ვალდებულებითი სამართალი6 4
    LAWB3120სისხლის სამართალი (კერძო 2)6 4
    LAWB2111ქართული სამართლის ისტორია6 5
    LAWB3130სახელშეკრულებო სამართალი6 5
    LAWB3150საკორპორაციო სამართალი6 5
    LAWB3152სამართლებრივი ინგლისური I6 5
    LAWB1321სამოქალაქო საპროცესო სამართალი I6 6
    LAWB1323სისხლის სამართლის პროცესი I6 6
    LAWB1324სისხლის სამართლის პროცესი II6 6
    LAWB2250საერთაშორისო სამართალი6 6
    LAWB3280კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები6 6
    LAWB1322სამოქალაქო საპროცესო სამართალი II6 7
    LAWB2240ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი6 7
    LAWB3220საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი6 7
    LAWB3240შრომის სამართალი6 7
    LAWB4145სამართლებრივი ეთიკის საფუძვლები6 8

    კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის ასარჩევი

    პროგრამის ასარჩევი სასწავლო კურსების გავლით სტუდენტმა უნდა დააგროვოს 42 ECTS

    კოდი საგანი კრედიტი
    LAWB3243საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია6
    LAWB4179კონსტიტუციური უფლებები შედარებით პერსპექტივაში6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6
    LAWB2112რომის სამართალი6
    LAWB2113სამართლებრივი აზროვნების ისტორია6
    LAWB3233ბავშვთა უფლებების დაცვის სამართალი6
    LAWB2140საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი6
    LAWB3151შესავალი სამართლებრივ ინგლისურში6
    LAWB1221კომერციული მედიაცია ბაკალავრებისთვის6
    LAWB3146საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    LAWB3230საბანკო სამართალი6
    LAWB4110საერთაშორისო კერძო სამართალი6
    LAWB4120სადაზღვევო სამართალი6
    LAWB4230შესავალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში6
    LAWB4277კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სისხლის სამართალში6
    INFO3266კიბერდანაშაულის გამოძიება6
    LAWB3211ინტელექტუალური საკუთრების სამართალი6
    LAWB3216იმიტირებული სასამართლო პროცესი ბაკალავრებისათვის18
    LAWB3225პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი6
    LAWB3235არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება6
    LAWB3250შესავალი სასჯელაღსრულების სამართალში6
    LAWB3251საარჩევნო სამართალი6
    LAWB3253სამართლებრივი ინგლისური II6
    LAWB3259კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალური საკითხები6
    LAWB4141კანონის შემუშავების ტექნიკა და მისი საკონსტიტუციო კონტროლი6
    LAWB4270ევროპის სამართალი6
    LAWB4280სანებართვო სამართალი6
    LAWB4290სააღსრულებო სამართალი6
    LAWB4340იურისტის პროფესიული უნარ–ჩვევები6
    LAWB3261სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები6
    LAWB4116შესავალი ამერიკის შეერთებული შტატების სამართალში6
    LAWB4117საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი6
    LAWB4118შედარებითი საკორპორაციო სამართალი6
    LAWB4119ტექნოლოგიური სამართალი6
    LAWB4151საგადასახადო სამართლის საფუძვლები6
    LAWB4180სასჯელის შეფარდება6
    LAWB4185სანოტარო სამართალი6
    LAWB4210საერთაშორისო სისხლის სამართალი6
    LAWB4214საპროცესო დოკუმენტების შედგენა სისხლის სამართლის პროცესში6
    LAWB4266ევროპული სისხლის სამართალი6
    LAWB1325ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართალი6
    LAWB2224განათლების სამართალი6
    LAWB4212სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები6
    LAWB4217ხელშეკრულების შედგენის პრაქტიკული კურსი6
    LAWB4242შესავალი საერთაშორისო ბიზნეს სამართალსა და ეთიკაში6
    LAWB4244სამართალი და ეკონომიკა6
    LAWB4400კერძო სამართლის რეპეტიტორიუმი6
    LAWB4410სისხლის სამართლის რეპეტიტორიუმი6
    LAWB4420საჯარო სამართლის რეპეტიტორიუმი6

    კრედიტების ჯამი:

    42

    კლინიკა

    კლინიკის ბლოკიდან სტუდენტმა უნდა დააგროვოს 12 ECTS შეთავაზებულიდან მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო კურსის გავლით

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB4225მედიაციის კლინიკა12 8
    LAWB4231ადამიანის უფლებების კლინიკა12 8
    LAWB4260სისხლის სამართლის პროცესის კლინიკა12 8
    LAWB4275ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კლინიკა12 8
    LAWB4295სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინიკა12 8

    კრედიტების ჯამი:

    12









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი