eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: კომპიუტერული ინჟინერია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენისა და მათემატიკის ცოდნა, რაც დასტურდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ მცირე 50%-იანი შედეგით.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს კომპიუტერული ინჟინერიის განვითარებას კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებით, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონკურენტული უმაღლესი განათლება და უნარები.

საბაკალავრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს ჩამოუყალიბოს საფუძვლიანი საინჟინრო უნარები ელექტრონიკის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომუნიკაციის მიმართულებით. მისცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიებში, სისტემებისა და პროცესების პროექტირებისა და რეალიზების, მარტივი პროგრამული კოდის შედგენის, სხვადასხვა საინჟინრო და მათემატიკური ამოცანის ანალიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიური აზროვნების უნარი, პროექტის შესრულებაში მონაწილეობის რეალური გამოცდილებით გამოუმუშავოს გუნდურ მუშაობის უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ ელექტრონულ, კომპიუტერულ, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკულ კომპანიებში, სამთავრობო ორგანიზაციებში, ბანკებში და სხვა კერძო კომპანიებში, სადაც კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტის კომპეტენციაა საჭირო. სკოლის მიერ მოწოდებულ პროგრამაში დამატებითი შეთავაზებების სახით ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle Academic, iOS სასწავლო კურსები, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო სერთიფიკატები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია - სემინარი
  • წიგნთან მუშაობა
  • დემონსტრირება
  • დისკუსიები
  • პრაქტიკული მეცადინეობები
  • ლაბორატორიული მეცადინეობები
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ჯგუფური მუშაობა
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • ვერბალური და ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები 
სწავლის შედეგი:
    • კომპიუტერული ინჟინერიის კომპლექსური ამოცანების იდენტიფიცირება, ფორმულირება და გადაჭრა ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის საფუძვლების გამოყენებით.
    • კომპიუტერული ინჟინერიის პროექტის გამოყენება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
    • კომპიუტერული ინჟინერიის საკითხებთან დაკავშირებით ეფექტური კომუნიკაცია აუდიტორიასთან.
    • კომპიუტერული ინჟინერიის დარგებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის აღიარება და დასაბუთებული დასკვნების მიღება, რომელიც ითვალისწინებს საინჟინრო გადაწყვეტილებების ზემოქმედებას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვითსა და სოციალურ კონტექსტზე.
    • ეფექტური მუშაობა გუნდში, რომლის წევრები ერთობლივად უზრუნველყოფენ ლიდერობას, ჰქმნიან თანამშრომლობის ატმოსფეროსა და ინკლუზიური გარემოს, ისახავენ მიზნებს, გეგმავენ და ასრულებენ ამოცანებს.
    • კომპიუტერული ინჟინერიის საჭიროებების მიხედვით შეიმუშავოს და ჩაატაროს ექსპერიმენტი, გააანალიზოს და დაამუშავოს მონაცემები და დასკვნების გამოსატანად გამოიყენოს ინჟინრული შეფასება.
    • საჭიროებისამებრ შეიძინოს და გამოიყენოს ახალი ცოდნა სათანადო სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით.
    • იყენებს კომპიუტერული ინჟინერიის საბაზო ცოდნასა და ძირითად მეთოდებს, რაც მიმართულია ელექტრონული მოწყობილობების, კომპიუტერული სისტემების მომსახურების, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური განხორცილებისათვის საჭირო ამოცანების გადასაჭრელად.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-11-2022
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: #51/19
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სტუდენტს შეუძლია იხელმძღვანელოს შეთავაზებული კურიკულუმის მიხედვით და საგნების წინაპირობების დაცვით ინდივიდუალურად დაგეგმოს საკუთარი სასწავლო პროცესი. სწავლის ბოლო წელს საბაკალავრო პროექტის შესასრულებლად სტუდენტი შეთავაზებული მიმართულებებიდან ირჩევს მისთვის საინტერესო თემას. საბაკალავრო პროექტი სრულდება ჯგუფურად, რაც ხელს უწყობს სტუდენტის დარგობრივი ცოდნისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არჩევითი კურსი პრაქტიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს დაეხმარება უკეთ ჩამოყალიბდეს საბაკალავრო პროექტის თემის არჩევისას.

     

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს კრედიტების შემდეგ განაწილებას:

    • საუნივერსიტეტო სავალდებულო 30 ECTS;
    • პროგრამის ძირითადი 156 ECTS;
    • პროგრამის არჩევითი 30 ECTS ;
    • თავისუფალი 24 ECTS.

    საუნივერსიტეტო თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სტუდენტს შეუძლია აიღოს ამავე პროგრამის, მომიჯნავე პროგრამის ან უნივერსიტეტის სხვა პროგრამების საგნები შესაბამისი წინაპირობების დაცვით.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 1
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6 2
    HIST1118Eცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 3
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 4

    კრედიტების ჯამი:

    30

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EENG1111Eდაპროგრამება ინჟინრებისთვის - Python6 1
    MATH1115Eკალკულუსი I6 1
    EENG1120Eელექტრონიკის საფუძვლები6 1
    INFO1112Eსაოფისე სისტემები6 1
    MATH1166Eკალკულუსი II6 2
    PHYS2003Eფიზიკა I6 2
    MATH1123Eწრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 2
    INFO1111Eდაპროგრამების საფუძვლები (C++)6 2
    MATH3112Eდისკრეტული მათემატიკა6 3
    PHYS2004Eფიზიკა II6 3
    EENG2212Eანალოგური ელექტრონიკა6 3
    INFO3131Eობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 3
    EENG2005Eსაინჟინრო მათემატიკა6 4
    INFO4259Eმონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 4
    INFO2229Eოპერაციული სისტემა (Windows)6 4
    EENG3113Eციფრული ელექტრონიკა6 4
    MATH2004Eალბათობის თეორია და სტატისტიკა6 5
    INFO2411Eკომპიუტერის არქიტექტურა6 5
    EENG2020Eწრედთა თეორია I6 5
    EENG2015Eმიკროკონტროლერების დაპროგრამების ტექნოლოგიები6 5
    INFO3254EOracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6 5
    INFO3110Eკომპიუტერული ქსელები I6 6
    INFO4116Eშესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში6 6
    INFO3130Eკომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია6 6
    EENG3222Eპროგრამული ინჟინერია6 7
    EENG4010Eსაბაკალავრო პროექტი12 8

    კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG1213Eნახევარგამტარული მოწყობილობები6
    EENG1215Eსიგნალების დამუშავება6
    EENG2012Eციფრული კომუნიკაციები12
    EENG2121Eწრედთა თეორია II6
    INFO3139Eდაპროგრამების ენა Python6
    INFO3253Eკიბერ უსაფრთხოების შესავალი6
    INFO3257Eპროგრამირება Oracle PL/SQL6
    EENG2008Eმოდელირების პროგრამული ინსტრუმენტები6
    EENG2013Eსასიგნალო პროცესორები6
    EENG2115Eსაკომუნიკაციო ტექნოლოგიები6
    INFO1125Eმონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL)6
    INFO3210Eკომპიუტერული ქსელები II6
    INFO4114Eხელოვნური ინტელექტი6
    EENG4012Eპრაქტიკა6
    INFO1107EIT სერვისების და პროექტების მართვა6
    INFO3211Eკომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება6
    MATH4118Eკრიპტოლოგიის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    108

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    MATH1121Eპრეკალკულუსი6

    კრედიტების ჯამი:

    6









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი