eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები 2021
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს საერთაშორისო პოლიტიკის ფენომენის, მისი თეორიული და კონცეპტუალური შემადგენელი კომპონენტებისა, ისევე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის მარეგულირებელი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და რეჟიმების შესახებ ფართო ცოდნა. პროგრამა კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასების, გაანალიზების და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების დადგენის უნარს. ასევე, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე განახორციელონ კვლევა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით საერთაშორისო ურთიერთობების თემატურ საკითხებზე.   

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, როგორც სახელმწიფო საჯარო, ასევე კერძო ბიზნეს და ანალიტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადგილობრივ არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში უმცროსი სპეციალისტის, დამწყები მკვლევარის/ანალიტიკოსის და საერთაშორისო მიმართულების კუთხით რელევანტურ პოზიციაზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

•  ინტერაქციული ლექციები • კრიტიკული ანალიზი • მცირე კვლევების ჩატარება • დისკუსია • ჯგუფური დავალებები •  პროექტები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) •  შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • წერითი მუშაობის მეთოდი • პრეზენტაციის წარდგენა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება:

    • სახელმწიფო პოლიტიკის ცნების, პოლიტიკური სისტემის, რეჟიმების, პოლიტიკური აზრის და იდეოლოგიების, ისევე, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ფაქტორების და ინსტიტუტების შესახებ ფართო ცოდნა;
    • საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული და კონცეპტუალური საფუძვლების, გეოპოლიტიკური ხედვების, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოების ინტერესების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიზნებისა და ფუნქციონირების, კონფლიქტების და სამხედრო დაპირისპირებების მიზეზების შესახებ ფართო ცოდნა;
    • მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის მექანიზმების, ფუნქციონირების ლოგიკის, ფინანსური ინსტიტუტების, გლობალური სავაჭრო ფინანსური ურთიერთობების თავისებურებების და გლობალური ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორებისა და თანამშრომლობის მიზეზების შესახებ ცოდნა;
    • საერთაშორისო პოლიტიკის და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის რეგიონალური თავისებურებების, ინსტიტუციური არქიტექტურის, არსებული მექანიზმების ეფექტურობის და რეგიონალური პრობლემების, ძირითადი კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ ფართო ცოდნა;
    • გლობალური პოლიტიკის კონტექსტში დემოკრატიული პროცესების, სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის, რელიგიურ-იდეოლოგიური გავლენების და უსაფრთხოების გარემოსთვის არსებული გამოწვევების შესახებ ცოდნა.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება:

    • კონფლიქტების და მათი გამომწვევი მიზეზების, კონკრეტულ რეგიონალური ან სახელმწიფოებრივ კონტექსტში მიმდინარე სოციო-პოლიტიკური მოვლენების შეფასების უნარი;
    • საერთაშორისო ინსტიტუციური და ორგანიზაციული მექანიზმების, არსებული ნორმებისა და პროცედურების, ფინანსური და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორის კომპლექსური განხილვის და კრიტიკული ანალიზის უნარი;
    • ზოგადი საერთაშორისო პოლიტიკური ფენომენის ფარგლებში კონკრეტული პრობლემური საკითხის იდენტიფიცირების და შერჩეული მეთოდოლოგიის გამოყენებით წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე კვლევის ჩატარების უნარი;
    • ქვეყნების პოლიტიკური რეჟიმების, პოლიტიკური ტრანსფორმაციის და რელიგიურ იდეოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობის დადგენის და ისტორიულ ჭრილში განვითარების ანალიზის უნარი;
    • სხვადასხვა თემატურ კონტექსტში, მაგალითად, კრიზისული ვითარება, კონფლიქტი, პოლიტიკური დაპირისპირება ან ომი, გადაწყვეტილების მიღების, ლოგიკის, რელევანტური ფაქტორების და ძირითადი მექანიზმების ეფექტურობის დადგენის უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ექნება:

    • პროფესიული თვითგანვითარების მიზნით ავტონომიურად საერთაშორისო ურთიერთობებში საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის გამოყენების უნარი პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების გზით;
    • გათავისებული აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების და საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობითი მიდგომის მნიშვნელობა;
    • გათავისებული პროფესიული, ეთიკური და აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დაცვის აუცილებლობა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 60 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე: თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (0-50]–A2; თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (51-75]- B1/1;თუ სტუდენტის ქულა მოთავსდება შუალედში (76-100)–B1/2. სტუდენტს რომელსაც არ ჩაუბარებია ინგლისური ენა, უტარდება დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მისი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2 - სა. სტუდენტს სკოლის არჩევითი საგნების ფარგლებში ასევე შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2).

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს 162 კრედიტის მოცულობით, მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას, რომელიც  18 კრედიტითაა განსაზღვრული; 78 კრედიტის აღება სტუდენტს შეუძლია პროგრამის ასარჩევი საგნებიდან (რომელიც თემატურადაა სტრუქტურირებული) ან/და მეორადი პროფესიის და თავისუფალი კრედიტებით. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის

    პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა.  

    სტუდენტებმა დამატებითი სპეციალობა შეიძლება აირჩიონ შემდეგი სპეციალობებიდან: ისტორია; ხელოვნებათმცოდნეობა; ჟურნალისტიკა; სტრატეგიული კომუნიკაციები; აღმოსავლეთმცოდნეობა; ინგლისური ფილოლოგია;

    I წელი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6გაზაფხული
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6გაზაფხული
    POLI1225პოლიტიკის შესავალი - პოლიტიკური პროცესი, კულტურა და ინსტიტუტები6გაზაფხული
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6გაზაფხული
    KART1220აკადემიური წერა6შემოდგომა/გაზაფხული
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6შემოდგომა/გაზაფხული
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6შემოდგომა/გაზაფხული
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6შემოდგომა/გაზაფხული
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    54

    II წელი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1230კვლევის დიზაინი6გაზაფხული
    IREL1225მსოფლიო პოლიტიკა II: ცივი ომი6გაზაფხული
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6გაზაფხული
    POLI3105თვისებრივი კვლევის მეთოდები პოლიტიკაში6შემოდგომა
    POLI2220მსოფლიო პოლიტიკა6შემოდგომა
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6შემოდგომა
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6შემოდგომა/გაზაფხული
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6შემოდგომა/გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    48

    III წელი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1235პრაქტიკული კურსი-სიმულაცია: პოლიტიკური კრიზისი და გადაწყვეტილების მიღება/ მოლაპარაკებები6გაზაფხული
    POLI3110საერთაშორისო ორგანიზაციები6გაზაფხული
    IREL2225გეოპოლიტიკა6შემოდგომა
    IREL3110საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი და პოლიტიკა6შემოდგომა
    IREL2230საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი II: ძირითადი ცნებები და ქეისები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    30

    IV წელი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    POLI4565საბაკალავრო ნაშრომის მომზადება18გაზაფხული
    IREL3130გლობალიზაციის შესავალი6შემოდგომა
    IREL1240საერთაშორისო კონფლიქტების და ომის მიზეზები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    30

    I წელი - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    POLI3261პოლიტიკა და პოლიტიკური მითოლოგია6გაზაფხული
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6გაზაფხული
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6გაზაფხული
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6შემოდგომა
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6შემოდგომა
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    36

    II წელი - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1221ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის6გაზაფხული
    IREL3264კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები6გაზაფხული
    IREL3262კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში6გაზაფხული
    COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6შემოდგომა
    IREL1224სტრატეგიული აზროვნება6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    30

    III წელი - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    GERM1218გერმანული ენა A/26გაზაფხული
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6გაზაფხული
    TURC1217თურქული A26გაზაფხული
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6გაზაფხული
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6გაზაფხული
    GERM1118გერმანული ენა A/16შემოდგომა
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6შემოდგომა
    TURC1117თურქული AI6შემოდგომა
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6შემოდგომა
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    60

    IV წელი - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    GERM2247გერმანული ენა IV (B1/2)6გაზაფხული
    SPAN2247ესპანური ენა IV (B1/2)6გაზაფხული
    TURC2217თურქული B1/26გაზაფხული
    ITAL2247იტალიური ენა IV (B1/2)6გაზაფხული
    FRAN2247ფრანგული ენა IV (B1/2)6გაზაფხული
    GERM2147გერმანული ენა III (B1/1)6შემოდგომა
    SPAN2147ესპანური ენა III (B1/1)6შემოდგომა
    TURC2117თურქული B1/16შემოდგომა
    ITAL2147იტალიური ენა III (B1/1)6შემოდგომა
    FRAN2147ფრანგული ენა III (B1/1)6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    60

    II წელი - რეგიონებისა და ქვეყანათმცოდნეობა - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1310აშშ-ს პოლიტიკა და მთავრობა6გაზაფხული
    IREL1320რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა6გაზაფხული

    კრედიტების ჯამი:

    12

    III წელი - საერთაშორისო წესრიგი და ეკონომიკა - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1245ევროკავშირის სამართალი6გაზაფხული
    IREL3115საერთაშორისო პოლიტიკა და განვითარება6შემოდგომა
    IREL1233შესავალი საერთაშორისო სამართალში6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    18

    III წელი - საერთაშორისო უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1355თურქეთის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება6გაზაფხული
    IREL12451რუსეთის საგარეო პოლიტიკა6გაზაფხული
    IREL1340შესავალი ისლამურ სწავლებებში6გაზაფხული
    POLI3215აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა6შემოდგომა
    IREL3225დაზვერვა - თეორია და პრაქტიკა6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    30

    III წელი - რეგიონებისა და ქვეყანათმცოდნეობა - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    POLI2250საქართველო და მსოფლიო6გაზაფხული
    IREL1315თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    12

    IV წელი - საერთაშორისო წესრიგი და ეკონომიკა - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1345რეჟიმები და ინსტიტუტები6გაზაფხული
    IREL3125საერთაშორისო ვაჭრობა6შემოდგომა
    IREL3120საერთაშორისო ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    18

    IV წელი - საერთაშორისო უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    POLI1235ევროპის ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა6გაზაფხული
    IREL1255ირანის საგარეო პოლიტიკა6გაზაფხული
    IREL3220ჰიბრიდული ომი6გაზაფხული
    POLI1252თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    24

    IV წელი - რეგიონებისა და ქვეყანათმცოდნეობა - ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    IREL1335ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები6შემოდგომა
    IREL1410თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა6შემოდგომა

    კრედიტების ჯამი:

    12









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი