eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სამართალი და ეკონომიკა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ალექსანდრე რაქვიაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად;
  • ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში ან ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის არსებობისას;
  • ზეპირი გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში;
  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.

პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველს საშუალებას მისცემს იხილოს ინგლისური ენის საგამოცდო ტესტების ნიმუშები.

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაციას პორტალზე, სადაც მათ საშუალება მიეცემათ მოუსმინონ ვიდეო ლექციების კურსს ეკონომიკაში, რომლის საფუძველზეც ჩატარდება წერითი გამოცდა ტესტირების სახით და ზეპირი გასაუბრება.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ეკონომიკის მიმართულებით - „სამართალი და ეკონომიკა“, რომელიც მოიცავს სამართლებრივი საკითხების ეკონომიკურ ანალიზს. პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ რეგულირების ეკონომიკური გავლენის შესწავლას და მიღებული შედეგების დაინტერესებული მხარეებისთვის არგუმენტირებულად წარდგენას.

აღნიშნული გულისხმობს ეკონომიკის პოლიტიკის, თეორიისა და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების ღრმა და სისტემურ ცოდნასა და კრიტიკულ გააზრებას, დამოუკიდებლად კვლევის განხორციელების გზით „სამართლის და ეკონომიკის“ მულტიდისციპლინურ გარემოში წამოჭრილი რთული პრობლემების ანალიზის და მათი გადაწყვეტის ორიგინალური გზების ძიების, ისევე, როგორც საჭიროებისამებრ, დამოუკიდებლად ცოდნის გაღრმავების უნარს.

ეს შესაძლებლობას მისცემთ კურსდამთავრებულებს  დასაქმდნენ უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საჯარო სექტორში და ეკონომიკაში მოქმედ დიდ კომპანიებში, რომლების ეფექტიანი ფუნქციონირება ითხოვს მუდმივ კვლევით აქტივობას (ბანკები, სადაზღვევო და საკონსულტაციო კომპანიები).

ზემოთ აღწერილი საქმიანობით პროგრამის კურსდამთავრებულები ხელს შეუწყობენ საჯარო და კერძო სექტორში ეკონომიკური ცვლილებების პირობებში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულს ასევე შეეძლება სწავლა განაგრძოს დოქტორანტურის საფეხურზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study);
  • შესაბამისი ინფორმაციის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის კურსდამთავრებული ავლენს:

    • სამართალი და ეკონომიკის დარგში კომპლექსური პრობლემების კრიტიკული გააზრებისათვის და მათი გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირებისათვის აუცილებელ ღრმა და სისტემურ ცოდნას ეკონომიკის პოლიტიკაში, თეორიასა და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებაში;
    • სამართალი და ეკონომიკის დარგში კომპლექსური პრობლემების კრიტიკული გააზრებისთვის აუცილებელ ცოდნას სამართალში, რაც მოიცავს სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სამართლებრივი საფუძვლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნას;
    • კვლევის ფარგლებში, აკადემიური წერის შინაარსობრივი მოთხოვნებისა და საერთაშორისოდ დამკვიდრებული ტექნიკური სტანდარტების ცოდნას.

  • უნარი
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით, სამართალი და ეკონომიკის დარგში არსებული ალტერნატიული მიდგომების გათვალისწინებით, აყალიბებს პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს, ადარებს მათ და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;
    • ახდენს რეგულირების და ზოგადად, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ეკონომიკური შედეგების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის სინთეზსა და კრიტიკულ ანალიზს, შეიმუშავებს შეფასებისთვის შესაბამის, ორიგინალურ გზებს და აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, დამოუკიდებლად ახორციელებს სათანადო კვლევას;
    • იფართოვებს ცოდნას მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზის, პირველადი წყაროებისა და სამეცნიერო სტატიების ანალიზის მეშვეობით;
    • შესაბამისი პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით გადასცემს (წერილობით და ზეპირსიტყვიერად) საკუთარ არგუმენტირებულ შეხედულებას პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებას და აკეთებს მოხსენებას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-22-2020
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 55/20
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე სტუდენტი დაიშვება თუ მას აქვს ჩაბარებული ყველა სავალდებულო სასწავლო კურსი და ჯამში დაგროვებული აქვს არანაკლებ 90 კრედიტი.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა შედგება პროგრამის ძირითადი 102 კრედიტიანი სავალდებულო კომპონენტისგან. სამაგისტრო პროგრამის შემადგენელ დანარჩენ 18 კრედიტს სტუდენტი ირჩევს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWEC5100მიკროეკონომიკა6 1
    LAWEC5110მაკროეკონომიკა6 1
    LAWEC5120რაოდენობრივი კვლევის მეთოდები6 1
    LAWEC5135კვლევითი სემინარი I12 1
    LAWEC5200სამართლის უზენაესობა და სამართლის სისტემა6 2
    LAWEC5210მოსამართლის ვალდებულება და სასამართლო ხელისუფლება6 2
    LAWEC5220სამართალი და ეკონომიკა6 2
    LAWEC5235კვლევითი სემინარი II12 2
    LAWEC6105რეგულირების გავლენის შეფასება12 3
    LAWEC6280სამაგისტრო ნაშრომი30 4

    კრედიტების ჯამი:

    102

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    LAWB6313საქართველოს გადასახადების სისტემა6
    LAWEC6110აკადემიური სტატია12
    LAWEC6120სასწავლო პრაქტიკა12
    LAWEC6130მონეტარული პოლიტიკა და მისი გამოწვევები6
    LAWEC6140ალტერნატიული ფულადი სისტემების შედარებითი ანალიზი6
    LAWP 5260შედარებითი კონსტიტუციური სამართალი6
    LAWP5254გამოხატვის თავისუფლება შედარებით პერსპექტივაში6
    PUBL6220საჯარო პოლიტიკის ანალიზი6

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი