eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: კარლა ბერგი
გიორგი კამკამიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ. სწავლა იწყება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი აკადემიური კალენდრის მიხედვით. სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება პრეზიდენტების ბრძანებით, პროგრამის დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე. სადოქტორო პროგრამაზე სწავლა შეუძლია: · ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ფართო სფეროს მიმართულების მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს; ან · არაჯანდაცვითი კვალიფიკაციის აპლიკანტებს თუ მათ უდასტურდებათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპენტენციების სფეროების გათვალისწინებით საკითხების/საგნები (ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, ეპიდემიოლოგია- ბიოსტატისტიკა, კვლევითი მეთოდები, პროექტების მენეჯმენტი, ჯანდაცვის სერვისების მართვა, ეთიკა და ბიოეთიკა, ჯანმრთელობისა და მედიცინის ისტორია, ჯანმრთელობის დაზღვევა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ქცევების ცვლილება, პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში, საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომი და სხვა) არანაკლებ 60 ECTS კრედიტის მოცულობით; ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთან ასოცირებულ პროფესიულ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა; რისთვისაც გასაუბრებაზე დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის მიერ აპლიკანტის დახასიათება; გ) სოციალური ჯანმრთელობის და/ან ჯანდაცვის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის არაუმცირეს 2 წლიანი გამოცდილება სათანადო შედეგების წარმოჩენით; რისთვისაც გასაუბრებაზე დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს კვლევის ხელმძღვანელის მიერ აპლიკანტის დახასიათება, კვლევაში მისი როლისა და ადგილის მითითებით, შესაბამისი სტატია, ან პროფესიონალურ კონფერენციებზე კვლევის შედეგების წარმოჩენა. · პირს, რომელსაც უდასტურდება ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატით (TOEFL, GMAT, GRE, IELTS, FCE და CERTUS), საზღვარგარეთ ინგლისურენოვან ბაკალავრიატში/ მაგისტრატურაში/ დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტით ან საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მისაღები ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებით. საუნივერსიტეტო უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისას ინგლისურ ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი არის მაქსიმალური შეფასების 60%. კვალიფიკაციასა და კომპეტენციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარადგინოს შესასწავლი საკითხის მიმართულებით კვლევის კონცეფცია, რომლის დადებითად შეფასების საფუძველზე ხორციელდება ჩარიცხვა.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ფართო პროფილის მეცნიერის მომზადება, რომელიც შეძლებს დარგში ახალი ცოდნის შექმნას, არსებული ცოდნის სტრუქტურულად გააზრებასა და გაფართოებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრდას და, შესაბამისად, საზოგადოებრივი და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, შეძლებს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ჯანმრთელობის დეტერმინანტების კვლევას, მათი მართვის თანამედროვე მეთოდებით მიღებული შედეგების შეფასებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სასწავლო მოდულების შემუშავებასა და სწავლებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროებში სამეცნიერო პროექტების მომზადებას და ჯანდაცვის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებას. სადოქტორო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს უმაღლეს სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში, ჯანდაცვით ორგანიზაციებში, ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების მქონე სადაზღვევო კომპანიებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გლობალურ ჯანმრთელობის პოლიტიკის, ჯანდაცვითი სერვისების ფორმირებისა და მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მკვლევარის/ხელმძღვანელის/აკადემიურ პოზიციებზე მუშაობის შესაძლებლობას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • · ინტერაქციული სწავლების მეთოდი;
  • · ლიტერატურაზე, ელექტრონულ წყაროებზე მუშაობის მეთოდი;
  • · სამეცნიერო წერითი მუშაობის მეთოდი; · პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ქეისების შესრულება;
  • · სუპერვიზია/ხელმძღვანელობა;
  • · სწავლებით სწავლა;
  • · გუნდური სწავლების მეთოდი:
  • · პრეზენტაცია;
  • · პროექტი;
  • · კრიტიკული ანალიზი;
  • · დისკუსია
  • · ლექცია-სემინარები
  • · წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • · ლაბორატორია
სწავლის შედეგი:
    • კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს სისტემურ და უახლეს ცოდნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სისტემის/ების, სერვისების განვითარების გლობალური ჯანმრთელობის უახლესი ტენდეციებისა და მიდგომების, მოქმედების მრავალდარგობრივი მექანიზმისა და მტკიცებულებების შესახებ.
    • კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს ჯანმრთელობის მეცნიერებებში თანამედროვე კვლევებში (მათ შორის, თვისებრივ კვლევებში) ძირითადად გამოყენებული კვლევის დიზაინის ტიპებს და ადგენს სისტემური არგუმენტის ვალიდურობას მეცნიერების ფილოსოფიის სხვადასხვა თეორიის ურთიერთშედარების დროს. · კრიტიკულად აანალიზებს და სისტემატიზირებას უკეთებს ცოდნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკაში ინტერდისციპლინურ დონეზე (გარემოს ჯანმრთელობის, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ეპიდემიოლოგიის, ქრონიკული და გადამდები დაავადებების მართვის სპეციფიკის, ჯანმრთელობის ფილოსფიისა და კვლევის ეთიკის, ჯანდაცვის სისტემებისა და სერვისების მიწოდების), ასევე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების/პროექტების შემუშავებას, სწავლების აქტიურ სტრატეგიებსა და პედაგოგიური კომუნკაციის არსებით საკითხებს. · თვისობრივი და შერეული კვლევის მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს კვლევის დაგეგმვას, პროცესის წარმართვას, მონაცემთა მიღებასა და სიღრმისეულ ანალიზს.
    • პრაქტიკაში იყენებს ეპიდემიოლოგიური და ბიოსტატისტიკური კვლევის მეთოდებს. · მონაწილეობს და გეგმავს საზოგადოებრივი, გლობალური და ინდივიდუალური სამედიცინო სერვისების თავისებურებების (სამართლიანობა, ხელმისაწვდომობა, სარგებლიანობა, მოცვადობა), ღონისძიებების შეფასების მიზნით კვლევებს და ახორციელებს კვლევით პროცესებზე ზედამხედველობას. · შეიმუშავებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების გზებს, შესაბამისი ჯანდაცვითი პროდუქტების ფორმირებისა და განვითარების მიზნით;
    • ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა სისტემური მართვისადმი მულტიდისციპლინური გზით ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ კვლევით, პრაქტიკულ და გამოყენებით საკითხებს ეროვნულ და გლობალურ სტრატეგიებთან შესაბამისობით.
    • კრიტიკულად აანალიზებს და შეიმუშავებს, მუდმივად ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და გლობალურ ჯანმრთელობაში არსებული ცოდნისა და პრაქტიკის ახალი გამოწვევების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით აკადემიური და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებს.
    • იცავს აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპებს, ეთიკას.
    • საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ინოვაციურობისა და დამოუკიდებლობის დემონსტრირებით გეგმავს და მართავს ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ სამეცნიერო-კვლევით პროცესს და შეიმუშავებს უახლეს მიღწევებზე დამყარებულ კვლევით პროექტს/ნაშრომს.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-30-2006
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 4
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 11PDC322-III
    პროგრამის დეტალები:

    სადისერტაციო ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 70 და არაუმეტეს 80 გვერდს (17.500 - 20.000 სიტყვა), ბიბლიოგრაფიისა და დანართების გარეშე.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის სტრუქტურა, ხანგრძლივობა, კრედიტების განაწილება და მოთხოვნები:

    · პროგრამა შედგება 60 ECTS სასწავლო (მ.შ. 50 ECTS ძირითადი და 10 ECTS არჩევითი საგნები) და კვლევითი კომპონენტისგან.

    · სასწავლო კომპონენტების სწავლება მიმდინარეობს სემესტრულად (სემესტრი - 22 კვირა);

    სასწავლო კურსი ხორციელდება სწავლების ინტენსიური ფორმით, რაც გულისხმობს ყოველდღიურ სწავლებებს(ლექცია, სემინარი, პრაქტიკული), რიგ საგნებში ორ კვირაში ერთხელ მოდულების მიხედვით, შუალედურ შეფასებებს, დასკვნით გამოცდებს.

    დასკვნითი გამოცდები ტარდება საგამოცდო პერიოდის კვირეებში.

    · დოქტორანტს ენიშნება სკონსულტაციო საბჭო, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე 3 წევრისგან, ხოლო თანახელმძღვანელის არსებობის შემთხვევაში - 4 წევრისგან. აწარმოებს დოქტორანტის სასწავლო პროცესის საგეგმო სამუშაოებს, განიხილავს დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევით გრანტის პროექტს, რომლის წარდგენს აპირებს დაფინანსების მისაღებად სკოლაში. ასევე დოქტორანტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო აწარმოებს კვლევით კომპონენტების დაგეგმვის გრაფიკს, შეთავაზებულ გრაფიკში/გეგმაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია დოქტორანტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო კურსებისა და კვლევის ჩატარების, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურები და რეგლამენტი გაწერილია (საქართველოს უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დებულება)

    · კვლევითი კომპონენტი ძირითადად ხორციელდება მეორე და მესამე სასწავლო წელს, თუმცა შესაძლებელია დოქტორანტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გარკვეული სამუშაოების წარმოება დაიწყოს პირველივე წლიდან.

    · სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი საგნების კურატორები, ხოლო კვლევით კომპონენტებს კი - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი, რიგ შემთხვევაში თანახელმძღვანელი.

    სასწავლო კომპონენტებზე პროგრამის ფარგლებში წარმოებს თემატური, დარგობრივი საერთაშორისო ექსპერტების, სპეციალისტების ჩართულობა.

    · დოქტორანტი უფლებამოსილია აკადემიური სემესტრის დატვირთვა განსაზღვროს მინიმალური 15 ECTS და მაქსიმალური 30 ECTS კრედიტის ფარგლებში (ე.წ. Full time და Part time).

    · დოქტორანტს, სამუშაო თემატიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე, კვლევების შესრულება შეუძლია როგორც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

    თემატიკები, კვლევის ინსტრუმენტი განიხილება სკოლის ბიოეთიკის საბჭოზე, (დებულება ბიოეთიკის საბჭოს საქმიანობის შესახებ) რომლის დადებითი გადაწყვეტილების შემდგომ ხდება კვლევის წარმოება. · კვლევები შესაძლებელია ხელშეწყობილ იქნეს ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო გრანტებით (დებულება სკოლის სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ ასევე სხვა სათანადო სამეცნიერო-კვლევითი პროექტებით, რომელსაც დადგენილი წესით მოიპოვებს დოქტორანტი, მეცნიერ ხელმძღვანელი.

    · დოქტორანტი ვალდებულია სადოქტორო ნაშრომის დაცვამდე განსაზღვრულ/მოწოდებულ რეფერირებად, იმპაქტფაქტორიან დარგობრივ სამეცნიერო ჟურნალში (სასურველი ინდექსი 1.5 და მეტი) გამოაქვეყნოს ერთი სტატია კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ან წამოადგინოს რედაქციიდან ცნობა მისი მომავალში გამოქვეყნების შესახებ, ერთი სამეცნიერო სტატია რეფერირებად ჟურნალში, ჰქონდეს მინიმუმ ერთ დარგობრივ საერთაშორისო კომფერენციაზე მომხსენებლის სახით გამოსვლა კვლევით თემატიკასთან დაკავშირებით.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 1
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5 2
    PHDH7120სამეცნიერო წერა და კვლევითი პროექტი ჯანდაცვაში7 1
    PHDH7130კვლევის მეთოდები, ბიოსტატისტიკა და ეპიდემიოლოგია13 1
    PHDH7210საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გლობალური ჯანმრთელობა15 2
    PHDH7110ჯანმრთელობის ფილოსოფია და კვლევის ეთიკა5 1
    PHDH8110კვლევა0 3

    კრედიტების ჯამი:

    50

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    PHDH7220საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სოციალური სერვისები და კვლევები10
    PHDH7230მტკიცებულებაზე დაფუძნებული ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა10

    კრედიტების ჯამი:

    20










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი