eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია
განათლების საფეხური: დოქტორანტურა
ხელმძღვანელი: თინა ღუდუშაური
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა: 0
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სადოქტორო პროგრამაზე მიიღებიან მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ჰუმანიტარულ, სოციალურ და ქცევით, ინტერდისციპლინურ ან სამართლის მეცნიერებებში, რომლებიც შეძლებენ ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის, (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში) და კვლევის კონცეფციის წარმოდგენას და გაივლიან გასაუბრებას სპეციალობაში (გასაუბრების თემატიკა განთავსებულია ვებგვერდზე). სკოლის საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) კანდიდატის კვლევით უნარებს; ბ) კონცეფციისა და თემატიკის შესაბამისობას სკოლის სამეცნიერო თემატიკასთან და რესურსთან.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ანთროპოლოგიის  თანამედროვე  ინტერდისციპლინური თეორიების, კვლევის მეთოდების და  რეალურ  პრაქტიკულ კვლევებში მათი სრულფასოვნად  გამოყენების უნარის მქონე მაღალკვალიფიციური  სპეციალისტი, რომელიც  სათანადო ანთროპოლოგიური ცოდნის საფუძველზე შეძლებს შეისწავლოს  და გაანალიზოს საზოგადოებაში მიმდინარე ეთნო-სოციალური თუ ეთნო-რელიგიური მოვლენები, მიღებული შედეგების საფუძველზე (საჭიროების შემთხვევაში) მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები და ამით  პროგნოზირებადი გახადოს ქვეყანისთვის აქტუალური ეთნო-კულტურული პროცესები; ხელი შეუწყოს კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სფეროში ახალი ცოდნის  შექმნასა და დანერგვა/განვითარებას მრავალფეროვანი ეთნო-კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის გზით; დაგეგმოს  და განახორციელოს სამეცნიერო პროექტები კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიისთვის აქტუალურ  პრობლემებზე; სწავლება/შეფასების თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოამზადოს და წარმართოს საუნივერსიტეტო  სალექციო კურსი/კურსები.  

 

კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის  დოქტორს შეუძლია დასაქმდეს სამეცნიერო–კვლევით  დაწესებულებში, სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურებში, რომელთა მოღვაწეობის სფერო ეთნო-კულტურული პრობლემებია (ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობა და ეთნიკური პოლიტიკის შემუშავება, ეთნიკური, კულტურული  ან რელიგიური კონფლიქტების პრევენცია და სხვა) ან განახორციელოს  პედაგოგიური საქმიანობა   უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  •   დისკუსია/დებატები;
  • პრაქტიკული მუშაობა(საველე კვლევების დაგეგმვა და  შესრულება, სპეციალური კითხვარების მომზადება და ფოკუს ჯგუფებთან მუშაობა და  სხვა);
  • კრიტიკული ანალიზის მეთოდი;
  •  პრობლემის დასმა და გადაჭრა;
  •  შემთხვევის შესწავლა და ანალიზი;
  •  სალექციო კურსების მომზადება/წაყვანა;
  •  ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა;
  • პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში
  •  ეროვნულ, რეგიონულ და  საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კულტურული და/ან  სოციალური  ანთროპოლოგიის დოქტორს   აქვს სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სფეროს (ფოკუსი-კულტურის ტრანსფერი, იდენტობა და ეთნიკურობა) უახლეს მიღწევებზე დამყარებული  თანამედროვე მიდგომებისა და   ცნებითი აპარატის  ინტერდისციპლინური კონტექსტის ცოდნა;

    მეცნიერების ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი  საკითხების (სამყაროს მეცნიერული სურათის ტიპები, მათი სტრუქტურული თავისებურებები და ფუნქციები; სამყაროს მეცნიერული სურათის ევოლუცია; ევოლუციური პარადიგმების თავისებურებები; ისტორიული, სისტემური, სოციოლოგიური და ანთროპოცენტრისტული  პარადიგმების არსი; მეცნიერული პარადიგმების ცვლის მიზეზები) სისტემური  ცოდნა;

    განხორციელებული  კვლევის ფარგლებში გენერირებული ახალი ცოდნის კვლევის საბოლოო შედეგებად ტრანსფორმაციის პრინციპების (შინაარსობრივი და სტრუქტურული სეგმენტაცია, სინტაქსური და სემანტიკური კომპრესია და სხვ.) ცოდნა;

    სამეცნიერო სტილის სპეციფიკის,  აკადემიური პატიოსნებისა და პლაგიარიზმის არსის  ცოდნა;

    ეფექტური წერილობითი ტექსტის პროდუცირებისა და გამოსაქვეყნებლად მომზადების პროცესის თავისებურებათა, ასევე  ეფექტური პრეზენტაციის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ მარკერთა სპეციფიკის  ცოდნა;

    სფეროს  თანამედროვე მიღწევებზე დამყარებული ცოდნა თვისებრივი მონაცემების შერჩევის სტრატეგიების, კვლევის დიზაინისა და კვლევის მეთოდოლოგიიის სფეროში;

    იცნობს სოციალური რეალობის უახლეს კონცეფციებს და   თვისებრივი კვლევის მეთოდების ფართო სპექტრს; გაცნობიერებული აქვს ინტერდისციპლინური და პოლიმეთოდური მიდგომის სპეციფიკა და უპირატესობა ანთროპოლოგიურ  კვლევებში;

    აქვს  საუნივერსიტეტო სალექციო კურსების მომზადებისა და წარმართვის პრინციპებისა და ტექნოლოგიების ცოდნა სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიების  გათვალისწინებით;


  • უნარი
  • კულტურული და სოციალური  ანთროპოლოგიის დოქტორს   აქვს   ანთროპოლოგიის სამეცნიერო სფეროსთვის აქტუალური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების უნარი საკვლევი  პრობლემის ღრმა და დეტალური ანალიზისთვის აუცილებელი და საკმარისი  მეთოდების შერჩევითა და გამოყენებით;
     საკვლევი სფეროს ფარგლებში უახლეს მონაცემებზე კრიტიკული რეფლექსიის საფუძველზე ახალი, ინტერსუბიექტური, შემოწმებადი და დადასტურებადი ცოდნის გენერირების  უნარი;
     სწავლება/შეფასების  თანამედროვე სტრატეგიების   ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების უნარი სასწავლო კურსების მომზადებისა  და წარმართვის სახით;
     შეუძლია ანთროპოლოგიური  მასალის შემოქმედებითად გააზრება, სპეციფიური პრობლემის (კონფესიური, ეთნიკური, სოციუმში ინტეგრაციის და სხვა)   კომპლექსური და წინააღმდეგობრივი  კონტექსტის  გაცნობიერება,  ინფორმაციის კრიტიკული ანალიზისა და შეფასების შედეგად  პრობლემის  გადაჭრის მაქსიმალურად ეფექტური გზის მოძიება,   საკუთარი დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბება და  გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება;
     გენერირებული ახალი ცოდნის კვლევის საბოლოო შედეგებად ტრანსფორმაცია და კონკრეტული შესაბამისობების, მეკვიდრეობითობისა და მიზეზ-შედეგობრიობის დადგენის გზით იმ ტიპის დასკვნათა ფორმულირება, რომელიც აფართოებს საკვლევი სფეროს სააზროვნო სივრცეს:
     კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის  სფეროს პრობლემური და აქტუალური საკითხების მკაფიოდ და დასაბუთებულად წარმოჩენა, საკუთარი არგუმენტების ნათლად ფორმულირება და დამაჯერებელი მხარდაჭერით გამყარება, აგრეთვე ოპონენტის არგუმენტების დასაბუთებულად უარყოფა.   ორიგინალური სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია და/ან  საერთაშორისო და აკადემიურ საზოგადოებასთან  პროფესიული თემატიკის  პოლემიკაში  ჩართვა  მშობლიურ და  ინგლისურ ენებზე;
      სხვადასხვა კომუნიკაციური მიზანდასახულობისა და ფორმატის მქონე სამეცნიერო ნაშრომის მომზადება  საერთაშორისო აკადემიური პუბლიკაციისთვის   მიღებული  სამეცნიერო სტილისა და ლექსიკური რეპერტუარის სტანდარტების დაცვით;

     საკუთარი სწავლის შემდგომი პროცესის (უწყვეტი სწავლა) სწორი და ეფექტური დაგეგმვა და წარმართვა, აგრეთვე, სხვისი სწავლება   სწავლება/შეფასების  თანამედროვე სტრატეგიების  გამოყენებით.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კულტურული და სოციალური  ანთროპოლოგიის დოქტორს   შეუძლია სფეროსთვის აქტუალური ინფორმაციის ინოვაციური სინთეზირების საფუძველზე ახალი, ინტერდისციპლინური ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კვლევის განხორციელება  ჰუმანიტარული აზროვნებისათვის რელევანტურ ღირებულებათა (უცხო კულტურათა და ფასეულობათა მიღება/პატივისცემა, აკადემიური  ეთიკის ნორმებისა და  კეთილსინდისიერების დაცვა, დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულებების განვითარება) დაცვით, ასევე, ძირითად  მეცნიერულ,  აკადემიურ და ჰუმანურ ღირებულებათა  გაცნობიერებისა  და დაცვის საფუძველზე ახალ ღირებულებათა  მოძიება/დამკვიდრება.  ასევე, ახალი კვლევითი პროექტების, კონფერენციების  და ა.შ.  ინიცირების, განხორციელებისა  და/ან  მათში მონაწილეობისათვის  ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების შერჩევა.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 09-01-2006
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: ოქმი#3
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: ოქმი N43/19
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    დოქტორანტის დატვირთვა შედგება: სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისაგან.

    სასწავლო კომპონენტების სწავლება სემესტრულია და მოიცავს 60 ECTS (ძირითადი კურსები -45 ECTS და არჩევითი -15 ECTS, მათ შორის პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა), რომელიც სავალდებულო ასარჩევია ყველა იმ დოქტორანტისთვის, რომელსაც არა აქვს უსდ-ში შესაბამისი გამოცდილება) სემესტრის ხანგრძლივობა განისაზღვრება 22, ხოლო სასწავლო წლისა - 44 კვირით.

    სასწავლო კომპონენტებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი კომპონენტის ავტორები, კვლევით კომპონენტს - დოქტორანტის მეცნიერ-ხელმძღვანელი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH7110სადოქტორო მოდული სპეციალობაში10 0
    ANTH7330სადისერტაციო ნაშრომი სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიაში0 0
    LANG 7217აკადემიური წერა სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის10 0
    METH 7117სწავლება/შეფასების თანამედროვე სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში5 0
    QUAL 7210თვისებრივი კვლევის მეთოდები10 0
    SCNC7110მეცნიერების ფილოსოფია10 0

    კრედიტების ჯამი:

    45

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    EENG7194კვლევითი პროექტების მართვა10
    INFO7110ელექტრონული სწავლების მართვის სისტემები5
    LANG 7210ტექსტის რეფერირება და თარგმნა5
    MATH 7010კვლევის რაოდენობრივი მეთოდები10
    PDPR 7217პროფესორის ასისტირება(სწავლების პრაქტიკა)5

    კრედიტების ჯამი:

    35










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი