eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საექთნო საქმე
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია გოგაშვილი
ზაზა ავალიანი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საექთნო საქმის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: „აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების (მათ შორის უცხო ენაში- ინგლისური ენა) შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე“
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა კვალიფიციური, მაღალი კომპეტენციის მქონე ექთნების მომზადებით, რაც მიიღწევა პროფესიულ საქმიანობაზე მიზნობრივად ორიენტირებული თეორიული ცოდნისა და საექთნო პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიწოდება-გამომუშავების გზით. ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით პროგრამა კურსდამთავრებულებს მისცემს საექთნო საქმის თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნას და გამოუმუშავებს საექთნო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს, რის შედეგადაც ექთანს შეეძლება დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა. დასახული მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში ბაკალავრი ექთნის კომპეტენციების შესაბამის პოზიციებზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: • ლექცია-სემინარები
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• გუნდური მუშაობა
• ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
• ვიზუალური ლექციები
• დემონსტირების მეთოდი
• დისკუსიები
• დებატები
• პრეზენტაციების წარდგენა
• ლაბორატორიული მეცადინეობა
• ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
• თემების დაწერა
• იმიტირებული შესრულება
• პრაქტიკული მუშაობა
• ინტერაქტიულ მეცადინეობები
• ლიტერატურის მიმოხილვა
• მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება
• პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
• სიახლეთა გარჩევა
• პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
• პროექტები
• როლური თამაში
• საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
• სიტუაციური ამოცანები
• სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
• შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
• წერითი მუშაობის მეთოდი
• ჯგუფური დავალებები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • საექთნო საქმის თეორიული საკითხების  საბაზისო ცოდნა
    • ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, პათოლოგიური ფიზიოლოგიის, ფარმაკოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, თერაპიის, ქირურგიის, პედიატრიის, დედათა და ჩვილის მოვლის, გერიათრიის, ფსიქიატრიის ძირითადი საკითხების ცოდნა
    • გაცნობიერებული ურთიერთკავშირები საექთნო საქმის თეორიულ ასპექტებს შორის
    • ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ძირეული პრინციპების ცოდნა
    • გაცნობიერებული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური,  მკურნალობა- რეაბილიტაციისა და პალიატიური ღონისძიებების  მნიშვნელობა ინდივიდუალურ და პოპულაციურ დონეზე.
    • საექთნო პროცესის ეტაპების (საექთნო შეფასება, დიაგნოსტირება, მოვლის გეგმის შედგენა, განხორციელება, შედეგების შეფასება) ცოდნა
    • საექთნო მანიპულაციებისა და პროცედურების დანიშნულებისა და ჩატარების წესების ცოდნა
    • გაცნობიერებული ექთნის ფუნქცია-მოვალეობები და მისი როლი ჯანდაცვითი სერვისების მიწოდებაში
    • ცოდნა საექთნო საქმეში გამოყენებული თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების  შესახებ
    • გაცნობიერებული პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გავლენა ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე
    • საექთნო მოვლის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების კვლევის პრინციპების ცოდნა
    • გაცნობიერებული პაციენტისთვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა
    • გაცნობიერებული ჯანდაცვის გუნდის მნიშვნელობა საექთნო პროცესის წარმართვისათვის

  • უნარი
    • „საექთნო შეფასების“ მეთოდის გამოყენების უნარი
    • საექთნო თეორიების პრაქტიკაში გამოყენების უნარი
    • საექთნო მანიპულაციებისა და პროცედურების ჩატარების უნარი
    • მედიკამენტების უსაფრთხო გამოყენების უნარი
    • საექთნო დოკუმენტაციის წარმოების უნარი
    • საექთნო მომსახურების პროცესში შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენების უნარი
    • პაციენტის ადვოკატირებისა და კონფიდენციურობის დაცვის უნარი
    • პაციენტის საექთნო მოვლის დროს სტანდარტული და ცალკეული საექთნო სპეციფიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული პრობლემის (მათ შორის ეთიკური) გადასაწყვეტად აუცილებელი მონაცემებისა და ინფორმაციის მოძიების, განმარტების, ანალიზისა და  დასკვნების გაკეთების უნარი;
    • პაციენტებთან და ოჯახებთან პარტნიორული მუშაობის შეფასების უნარი
    • საექთნო საქმიანობაზე ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის გავლენის განსაზღვრის უნარი
    • ინდივიდუალურ და პოპულაციურ ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასების უნარი სიტუაციური ანალიზის გამოყენებით
    • სხვადასხვა ეთიკურ თუ სამედიცინო მოვლის საკითხებთან დაკავშირებული სიტუაციების ანალიზის უნარი
    • ინდივიდების, პოპულაციური, მათ შორის მიზნობრივი ჯგუფების (ასაკობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, ნოზოლოგიური, სოციალური სტატუსი) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების უნარი
    • ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისათვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის, ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის საექთნო საქმესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის დეტალური წერილობითი და ზეპირსიტყვიერად წარდგენის უნარი
    • საექთნო მოვლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით პროფესიული ჩანაწერების (ანგარიში, წინადადებები) წარმოების უნარი
    • პაციენტის, ოჯახის წევრების, და ზოგადად, საზოგადოების, მათ შორის კომუნიკაციის პრობლემის მქონე პირებთან როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით ინფორმირების და განათლების უნარი

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • საექთნო საქმიანობის სფეროებში (მათ შორის თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული,  გერიათრიული) საკუთარი სწავლის პროცესის მრავალმხრივად შეფასებისა და შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრის უნარი
    • გათავისებული პაციენტის და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის მნიშვნელობა პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) ნორმების გათვალისწინებით და სწრაფვა მათი საექთნო პრაქტიკაში დამკვიდრებისათვის
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-12-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 20-10
    პროგრამის განახლების თარიღი: 11-07-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 47-14
    პროგრამის დეტალები: პროგრამას აქვს კლინიკური პრაქტიკა 90 კრედიტი. პროგრამა მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ სწავლებებს, ასევე კლინიკურ პრაქტიკებს, რომელიც ტარდება სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ბაზებზე. თეორიული ტიპის ლექციები შესაძლებელია ერთდროულად ჩატარდეს ორ და მეტ ჯგუფში. ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა არ აღემატება 15 -ს. კლინიკური პრაქტიკები ტარდება მენტორული სისტემის გამოყენებით. პროფესიური უნარების შეფასებისას გამოიყენება სტრუქტუირებული შეფასების სისტემა სიმულაციურ და კლინკურ გარემოში. სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ინგლისური ენა.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს: საუნივერსიტეტო ძირითადი საგნები - 24 ECTS, პროგრამის ძირითადი საგნები - 210 ECTS (ინგლისური ენის 12 ECTS-ის ჩათვლით). არჩევითი საგნების ბლოკიდან სტუდენტი ვალდებულია 12 ECTS -დან აირჩიოს 6 ECTS .

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1115შესავალი მსოფლიო ისტორიაში I3 1
    HIST1215შესავალი მსოფლიო ისტორიაში II3 2
    KART1220აკადემიური წერა6 2
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 4
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 6

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INFO1113საოფისე კომპიუტერული პროგრამები3 1
    MATH1214კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6 1
    NRSI1110ადამიანის ანატომია6 1
    NRSI1120შესავალი საექთნო საქმეში3 1
    ENGL2215ინგლისური ენა IV (B1/2)3 2
    NRSI1210ბიოქიმია6 2
    NRSI1220ადამიანის ფიზიოლოგია6 2
    NRSI1230საექთნო საქმის საფუძვლები6 2
    ENGL3115ინგლისური ენა V (B2/1)3 3
    NRSI2110თერაპია ექთნებისთვის6 3
    NRSI2120პათოლოგიური ფიზიოლოგია3 3
    NRSI2130ჯანმრთელობის საექთნო შეფასება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა6 3
    NRSI2140მიკრობიოლოგია6 3
    NRSI2150კლინიკური პრაქტიკა I - თერაპია, ინფექციები9 3
    ENGL3215ინგლისური ენა VI (B2/2)3 4
    NRSI2210სოციალური ფსიქოლოგია ექთნებისთვის3 4
    NRSI2220ფარმაკოლოგია6 4
    NRSI2230კლინიკური პრაქტიკა II - თერაპია, ქირურგია9 4
    NRSI2240ქირურგია ექთნებისთვის6 4
    NRSI3110დედათა და ჩვილის მოვლა (მეან–გინეკოლოგია, ნეონატოლოგია)6 5
    NRSI3120პედიატრია ექთნებისთვის6 5
    NRSI3130სწავლება პრაქტიკაში3 5
    NRSI3140გერიათრია ექთნებისთვის3 5
    NRSI3150კლინიკური პრაქტიკა III - სამეანო, პედიატრიული და გერიათრიული პროფილი12 5
    NRSI3210კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მოვლა3 6
    NRSI3220ფსიქიატრია ექთნებისთვის3 6
    NRSI3230ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის სოციოლოგია3 6
    NRSI3240კლინიკური პრაქტიკა IV - კრიტიკულ მედიცინასა და ფსიქიატრიაში15 6
    NRSI4110ნუტრიციოლოგია ექთნებისთვის3 7
    NRSI4140ბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი3 7
    NRSI4150კლინიკური პრაქტიკა V - ავადმყოფის მოვლა ონკოლოგიასა და პირველად ჯანდაცვაში18 7
    NRSI4210კვლევა ექთნებისთვის3 8
    NRSI4220კლინიკური პრაქტიკა VI - კონსოლიდაცია27 8

    კრედიტების ჯამი:

    207

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 6 კრედიტი
    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL2145ინგლისური ენა III (B1/1)3
    NRSI4120საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პირველადი ჯანდაცვა3
    NRSI4130ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები ექთნებისთვის3
    NRSI4170ლიდერობა საექთნო საქმეში3
    NRSI4180ეპიდემიოლოგია ექთნებისთვის3

    კრედიტების ჯამი:

    15









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი