eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს საერთაშორისო პოლიტიკის ფენომენის, მისი თეორიული და კონცეპტუალური შემადგენელი კომპონენტებისა, ისევე, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის მარეგულირებელი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და რეჟიმების შესახებ ფართო ცოდნა. პროგრამა კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასების, გაანალიზების და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების დადგენის უნარს. ასევე, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე განახორციელონ კვლევა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით საერთაშორისო ურთიერთობების თემატურ საკითხებზე.   

კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, როგორც სახელმწიფო საჯარო, ასევე კერძო ბიზნეს და ანალიტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, ადგილობრივ არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებში უმცროსი სპეციალისტის, დამწყები მკვლევარის/ანალიტიკოსის და საერთაშორისო მიმართულების კუთხით რელევანტურ პოზიციაზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

•  ინტერაქციული ლექციები • კრიტიკული ანალიზი • მცირე კვლევების ჩატარება • დისკუსია • ჯგუფური დავალებები •  პროექტები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) •  შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • წერითი მუშაობის მეთოდი • პრეზენტაციის წარდგენა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულმა:

    • იცის და იაზრებს სახელმწიფო პოლიტიკის ცნებას, პოლიტიკურ სისტემას, რეჟიმებს, პოლიტიკური აზრსა და იდეოლოგიებს, ისევე, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ფაქტორების და ინსტიტუტების შესახებ;
    • იცის და აცნობიერებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ და კონცეპტუალურ საფუძვლებს, გეოპოლიტიკურ ხედვებს, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოების ინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მიზნებისა და ფუნქციონირების, კონფლიქტების და სამხედრო დაპირისპირებების მიზეზებს;
    • იცის და აცნობიერებს მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის მექანიზმების, ფუნქციონირების ლოგიკის, ფინანსური ინსტიტუტების, გლობალური სავაჭრო ფინანსური ურთიერთობების თავისებურებების და გლობალური ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორებისა და თანამშრომლობის მიზეზების შესახებ ცოდნა;
    • იცის და იაზრებს საერთაშორისო პოლიტიკისა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის რეგიონალურ თავისებურებებს, ინსტიტუციური არქიტექტურის, არსებული მექანიზმების ეფექტურობის და რეგიონალური პრობლემების, ძირითადი კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებს;
    • იცის გლობალური პოლიტიკის კონტექსტში დემოკრატიული პროცესების, სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის, რელიგიურ-იდეოლოგიური გავლენების და უსაფრთხოების გარემოსთვის არსებული გამოწვევების შესახებ.

     


  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებული:

    • აანალიზებს და აფასებს კონფლიქტების და მათი გამომწვევი მიზეზების, კონკრეტულ რეგიონალური ან სახელმწიფოებრივ კონტექსტში მიმდინარე სოციო-პოლიტიკური მოვლენებს;
    • აანალიზებს და განიხილავს საერთაშორისო ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ მექანიზმებს, არსებულ ნორმებსა და პროცედურებს, ფინანსურ და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულების ფაქტორებს;
    •  ახდენს ზოგადი საერთაშორისო პოლიტიკური ფენომენის ფარგლებში კონკრეტული პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებას და შერჩეული მეთოდოლოგიის გამოყენებით წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე ატარებს კვლევას;
    •  აანალიზებს და ადგენს ისტორიულ ჭრილში ქვეყნების პოლიტიკური რეჟიმების, პოლიტიკური ტრანსფორმაციის და რელიგიურ იდეოლოგიური ფაქტორების განვითარების მნიშვნელობას;
    •  სხვადასხვა თემატურ კონტექსტში, მაგალითად, კრიზისული ვითარება, კონფლიქტი, პოლიტიკური დაპირისპირება ან ომი, შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ლოგიკის, რელევანტური ფაქტორების და ძირითადი მექანიზმების ეფექტურობის დადგენა.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს აქვს:

    • პროფესიული თვითგანვითარების მიზნით ავტონომიურად საერთაშორისო ურთიერთობებში საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნის გამოყენების უნარი პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების გზით;
    • გათავისებული პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების და საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობითი მიდგომის მნიშვნელობა;
    • გათავისებული პროფესიული, ეთიკური და აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დაცვის აუცილებლობა.

     

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 96 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. 

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 240 ECTS, რაც გულისხმობს 162 ECTS პროგრამის ძირითად საგნებით; ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან 12 ECTS; STEM ბლოკიდან 6 ECTS; 18 ECTS თავისუფალი კრედიტებით და 42 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებით დაგროვებას. აღება სტუდენტს შეუძლია პროგრამის ასარჩევი საგნებიდან ან/და მეორადი პროფესიის და თავისუფალი კრედიტებით. აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,3
    LITR1212დიადი წიგნები6 1,3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,3

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1
    STEM0004თამაშთა თეორია6 1
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1
    STEM0010ლოგიკა6 1
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    PUBL3212შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში6
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    POLI1265შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში 16 1
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    POLI1266შესავალი პოლიტიკის მეცნიერებებში 26 2
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6 2
    POLI2240პოლიტიკური იდეოლოგიები6 2
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 3
    POLI1145შესავალი საქართველოს პოლიტიკაში6 3
    POLI2220მსოფლიო პოლიტიკა6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 4
    IREL2225გეოპოლიტიკა6 4
    POLI2120საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი6 4
    POLI3230შესავალი შედარებით პოლიტიკაში6 4
    IREL1230კვლევის დიზაინი6 5
    IREL1233შესავალი საერთაშორისო სამართალში6 5
    IREL4013შესავალი პოლიტიკურ ეკონომიკაში6 5
    POLI3110საერთაშორისო ორგანიზაციები6 5
    POLI1252თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები6 6
    POLI3205სამხრეთ კავკასიის შედარებითი პოლიტიკა6 6
    IREL1335ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები6 7
    IREL3115საერთაშორისო პოლიტიკა და განვითარება6 7
    IREL1235პრაქტიკული კურსი-სიმულაცია: პოლიტიკური კრიზისი და გადაწყვეტილების მიღება/ მოლაპარაკებები6 8
    POLI4565საბაკალავრო ნაშრომის მომზადება18 8

    კრედიტების ჯამი:

    162

    ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    IREL3262კოლექტიური მეხსიერება და მისი როლი ქართულ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში6
    IREL3264კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის საფუძვლები6
    COMM4350დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და კვლევა6
    IREL1224სტრატეგიული აზროვნება6
    IREL1315თურქეთის პოლიტიკა და მთავრობა6
    IREL1410თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა6
    IREL3120საერთაშორისო ფინანსური ბაზრები და ინსტიტუტები6
    IREL3125საერთაშორისო ვაჭრობა6
    IREL3225დაზვერვა - თეორია და პრაქტიკა6
    POLI3215აშშ-ს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა6
    IREL1221ინგლისური ენა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის6
    IREL1245ევროკავშირის სამართალი6
    IREL12451რუსეთის საგარეო პოლიტიკა6
    IREL1255ირანის საგარეო პოლიტიკა6
    IREL1310აშშ-ს პოლიტიკა და მთავრობა6
    IREL1320რუსეთის პოლიტიკა და მთავრობა6
    IREL1340შესავალი ისლამურ სწავლებებში6
    IREL1345რეჟიმები და ინსტიტუტები6
    IREL1355თურქეთის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება6
    IREL3220ჰიბრიდული ომი6
    POLI1235ევროპის ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურა6
    POLI2250საქართველო და მსოფლიო6
    POLI3261პოლიტიკა და პოლიტიკური მითოლოგია6
    PSYC1488სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    144









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი