eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: არქიტექტურა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ქეთევან ბერეკაშვილი
ნინო ლაღიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა : აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე ჩასარიცხად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს პორტფოლიო (1 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით). პორტფოლიოს მოთხოვნების სანახავად გადადით მარცხნივ, მონიშნეთ პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და ჩამოტვირთეთ დოკუმენტი.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია აღზარდოს პრობლემის კონცეპტუალური გადაწყვეტილების,  დარგის ისტორიულ კონტექსტში გააზრების, შემოქმედებითი, სივრცული აზროვნებისა  და წინასწარ განსაზღვრული  მითითებების შესაბამისად პროფესიული პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების  უნარის მქონე სპეციალისტი, რომელიც იცნობს  არქიტექტურული დაგეგმარების მეთოდიკის საფუძვლებს, შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიურ ჯგუფებს,  ლანდშაფტური და სარეკრეაციო სივრცეების ქალაქგეგმარებითი  განვითარების ძირითად მოთხოვნებს, მათ შორის,  არქიტექტურის სფეროში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს ადა ნორმატიულ წესებს. აქვს    არქიტექტურული ფორმების მოცულობითი მასშტაბის  და მისი ადგილთან შეთავსების ხერხების,  პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პროექტის მომზადება და წარდგენა;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ექსკიზების მომზადება;
  • არქიტექტურული ობიექტის მაკეტის მომზადება;
  • რეფერატების მომზადება და წარდგენა;
  • შესაბამისი მასალის და ან ლიტერატურის მოძიება ბიბლიოთეკაში ან ელექტრონულ ფოსტაში;
  • დისკუსია/დებატები;
  • ჯგუფური მუშაობა.

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული

    იცნობს:

    • თანამედროვე არქიტექტურის მახასიათებელი ნიშნებსა და სტილისტიკას, ჩამოყალიბების ძირითად ეტაპებსა და ტრანსფორმაციას, არქიტექტურული დაგეგმარების მეთოდიკის საფუძვლებს, შენობა-ნაგებობების ტიპოლოგიურ ჯგუფებს,  ლანდშაფტური და სარეკრეაციო სივრცეების ქალაქგეგმარებითი  განვითარების ძირითად მოთხოვნებს;
    • მსოფლიო ხელოვნების უმნიშვნელოვანეს მიღწევებს, თანამედროვე არქიტექტურის ტენდენციებს და  განვითარების ეტაპებს;
    • არქიტექტურული ფორმების მოცულობით მასშტაბს  და მისი ადგილთან შეთავსების ხერხებს,  მცირე ზომის ობიექტების დაპროექტების სტადიებს, მოცულობით-სივრცითი დიზაინერული ფორმების და ტიპების  თავისებურებებს და მახასიათებლებს;
    • არქიტექტურის სფეროში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს და ნორმატიულ წესებს.

    აცნობიერებს:

    • კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ურბანული რეკონსტრუქციის ფაქტორის როლს  ისტორიული ქალაქის სარეკონსტრუქციო სტრუქტურაში;

    იცის:

    • ფიგურების  სიბრტყეზე  გამოხაზვისათვის საჭირო ორთოგონალური და აქსონომეტრიული გეგმილების აგება, ორთოგონალური გეგმილების მიხედვით აქსონომეტრიის აგება, სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე ძირითადი გეომეტრიული ფიგურების დაგეგმარება და მონჟის კოორდინირებული ეპიური, ძირთადი პოზიციური ამოცანებისა და ეპიურის გარდაქმნის მეთოდები;       
    • ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტიპების, მრავალფუნქციური  საცხოვრებელი სახლის ტიპების, ბიზნეს ცენტრის ცალკეული ბლოკების გეგმარების სპეციფიკა, სუპერმარკეტისა და ავტოსადგომის გეგმარების სტანდარატები, დაპროექტებული მასალის პლანშეტზე განაწილება და ორთოგონალში გამოხაზვა;
    •  ინსოლაციის ანგარიშის მეთოდები, ბუნებრივი განათებულობის კოეფიციენტის ანგარიში, არქიტექტურული  აკუსტიკის  საკითხები; 
    • დიზაინის, კონსტრუირების, მაკეტირების ხერხები და თავისებურებები;
    • 3D max-ის პროგრამაში არქიტექტურული  ობიექტის გამოხაზვა, კორექტირება და სამგანზომილებიანი მოდელის აგება, AutoCAD-ის პროგრამაში არქიტექტურული  ობიექტის გამოხაზვა, კორექტირება, ორ და სამგანზომილებიანი მოდელის აგება.

     


  • უნარი
  • კურსდამთავრებული

    ახერხებს:

    • საბაკალავრო დაცვისთვის განსაზღვრულ პროექტზე მუშაობისას პრაქტიკულად გამოიყენოს  პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსებით მიღებული ცოდნა სამშენებლო კონსტრუქციებისა და მასალების ტექნიკური, ექსპლუატაციური და ესთეტიკური მახასიათებელების შესახებ, ასევე, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების თავისებურებანი და პროექტი მოამზადოს და  წარმოადგინოს ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით.
    • შესრულებული  საპროექტო ნამუშევრის წარდგენისას თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურ და მიზნობრივ გამოყენებას;  საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების თანმიმდევრულ კომპეტენტურ დეკლარირებას.

    ახორციელებს:

    • არჩეული ობიექტის მაკეტის ბაზას, ფიგურის ორთოგონალური  გეგმილის მიხედვით  პერსპექტივის აგებას; ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის ინტერიერის, საგნობრივი გარემოს და სივრცის სწორად ორგანიზებასა და დაპროექტებას, წინასწარ განსაზღვრული მითითებით;
    • სხვადასხვა დანიშნულების შენობის გეგმების, ფასადების, ჭრილების შესრულებას, გეგმარებითი ამოცანის კომპლექსური სახით გადაჭრას;
    • არქიტექტურული ობიექტის გამოხაზვისას, მასში გარკვეული კორექტივების, ცვლილების შეტანას;
    • სივრცის დაპროექტებისას იმ არქიტექტურული ფაქტორების გათვალისწინებას, რომლებიც განსაზღვრავენ ღია და დახურულ სივრცეებში აკუსტიკურ კომფორტს;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული პასუხისმგებელია:

    •  რეალურ პრაქტიკაში,  შეძენილი მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების საფუძველზე,   თავისუფალ რეჟიმში დიალოგის და კამათის წარმართვისას, ზედმიწევნით დაიცვას  პროფესიულ/ეთიკური ნორმები; 
    • მინიმალური დახმარებით შეარჩიოს საპროექტო ტერიტორიის  კვლევისთვის რელევანტური  პრობლემა, დაგეგმოს და განახორციელოს მცირე კვლევა და   მოახდინოს მიღებული შედეგების ტრანსფორმირებით შექმნას ქალაქგეგმარებითი თუ არქიტექტურული პროექტი  საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07/16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 01/17
    პროგრამის დეტალები:

    არქიტექტორის  კომპეტენციის მაფორმირებელი სავალდებულო საგნების გარდა, პროგრამას გააჩნია საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ორი- სოციალურ/ჰუმანიტარული და STEM ბლოკი და არჩევითი საგნების ბლოკი.

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც მოიცავს:

    ·          პროგრამის ძირითად საგნებს - 228 ECTS

    ·          მათ შორის სპეციალობის განმსაზღვრელი საგნებს -210 ECTS

    ·          საუნივერსიტეტო-სავალდებულო არჩევითი საგნების ბლოკებს- 18 ECTS

    ·          პროგრამის ასარჩევ საგნებს- 12 ECTS

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,3
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,3
    LITR1212დიადი წიგნები6 1,3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,3

    კრედიტების ჯამი:

    6

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,2
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,2
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,2
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,2
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,2
    STEM0010ლოგიკა6 1,2
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,2
    STEM0004თამაშთა თეორია6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCT1110ხაზვა6 1
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    ARCT1210მხაზველობითი გეომეტრია6 2
    ARCT1220სახვითი ხელოვნების საფუძვლები I6 2
    ARCT1230კომპოზიცია I6 2
    ARCT1240თანამედროვე არქიტექტურის ისტორია6 2
    ARCT2110სახვითი ხელოვნების საფუძვლები II6 3
    ARCT2120კომპოზიცია II6 3
    ARCT2130არქიტექტურული დიზაინის საფუძვლები6 3
    ARCT2140დიზაინ ნახატი6 3
    ARCT2210ინტერიერის დიზაინერული პროექტირება I6 4
    ARCT2220ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება I6 4
    ARCT2230კონსტრუირება და მაკეტირება6 4
    ARCT3240კომპიუტერული გრაფიკა I(Auto Cad)6 4
    ARCT4210თანამედროვე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები6 4
    ARCT3110ეკოლოგია და ლანდშაფტის დიზაინი6 5
    ARCT3120ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)6 5
    ARCT3130ინტერიერის დიზაინერული პროექტირება II (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი)6 5
    ARCT3140გეოდეზიის საფუძვლები6 5
    ARCT4140კომპიუტერული გრაფიკა II(3D Max)6 5
    ARCT1818ენერგოეფექტურობა მშენებლობაში6 6
    ARCT3210ინტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი)6 6
    ARCT3220ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება III (მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი)6 6
    ARCT3230სამშენებლო კონსტრუქციების საფუძვლები6 6
    MATH4123საინჟინრო მათემატიკა არქიტექტორებისთვის6 6
    ARCH4171საბაკალავრო პრაქტიკა არქიტექტურაში6 7
    ARCT4110ინტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი)6 7
    ARCT4120ექსტერიერის დიზაინერული პროექტირება IV (მრავალფუნქციური ბიზნეს ცენტრი)6 7
    ARCT4130ქალაქგეგმარების საფუძვლები6 7
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 7
    ARCT4220მშენებლობის მენეჯმენტის საფუძვლები6 8
    ARCT4230ინსოლაციის, განათებისა და აკუსტიკის საფუძვლები6 8
    ARCT4271პრაქტიკა და საბაკალავრო პროექტი არქიტექტურაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    210

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ARCT1120რეკლამის დიზაინი6
    ARCT1919ქართული საერო ხუროთმოძღვრების თავისებურებები6
    ARCT3150სტილი ინტერიერში I6
    ARCT3231ურბანული ინსტრუმენტები და გამოწვევები6
    ARCT4160სტილი ინტერიერში II6
    ARCT4170ერგონომიკა6
    ARCT4240ფერი და სინათლე ინტერიერში6
    ARCT4250ავეჯი ინტერიერის დიზაინში6
    ARTS1210დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნება: სტილი და ეპოქა6
    ARTS2140ქართული ხელოვნების ისტორია6
    ARTS2210ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები6
    ARTS3217შორეული აღმოსავლეთის ხელოვნება - ჩინეთი და იაპონია6
    ARTS4117ქართული ლითონმქანდაკებლობა6
    ARTS4120თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ხელოვნება6
    CULT3237კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა6
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6

    კრედიტების ჯამი:

    102









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი