eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საჯარო მმართველობა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
ნოდარ ხერხეულიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

დღეს საქართველო საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და განვითარების ეტაპზეა, რაც მმართველობის ძველი სისტემიდან ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ღია მმართველობის ფორმების დამკვიდრებასა და სერვისზე ორიენტირებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების წარმატებით განხორციელება კი მაღალკვალიფიციურმა და პროფესიონალმა საჯარო მმართველებისა და საჯარო მოხელეების ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს.

საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მიზანი სწორედ დემოკრატიული აზროვნების, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაა. პროგრამა შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებისა და საჯარო სექტორში დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნის ფართო არეალის გათვალისწინებით და გამიზნულია მათთვის, ვისაც სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული კარიერა აინტერესებთ.

პროგრამა მოიცავს საჯარო ადმინისტრირების სამივე განზომილებას - მენეჯერულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ასპექტებს, ფოკუსირებულია საჯარო მმართველობის მენეჯერულ კონტექსტზე და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში უახლეს და მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ რეფორმებს, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის შესაძლებლობებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლას.

სფეროს მულტიდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე, პროგრამა სტუდენტს აძლევს სახელმწიფო მართვის, საჯარო პოლიტიკის პროცესისა და პროგრამების ადმინისტრირების მრავალმხრივ ცოდნას, უყალიბებს პროფესიულ ხედვას და მისი პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათი პროფესიული კუთხით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის, ასევე უფრო ვიწრო პროფესიული ინტერესების გამოკვეთისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისათვის.

შესაბამისად, პროგრამა სტუდენტებს ამზადებს საჯარო სექტორში წარმატებული საქმიანობისათვის, რომელთაც თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით, ინოვაციური ხედვისა და ახალი იდეების გენერირების გზით შეეძლებათ წვლილი შეიტანონ საჯარო მმართველობის სისტემის გაუმჯობესებასა და ქვეყნის განვითარებაში.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსიები/დებატები
  • ინტერაქტიულ ლექციები
  • ლექცია-სემინარები
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • სიახლეთა გარჩევა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • საჯარო ადმინისტრირების მმართველობითი კონტექსტი  მოიცავს:

    • საჯარო მმართველობის თეორიების, სახელმწიფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის ფორმებისა და პრინციპების, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების სტუქტურისა და ფუნქციების, მათი ფორმალური ურთიერთქმედებისა და არაფორმალური სამუშაო არხების აღწერასა და შედარებას.
    • საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების (არაკომერციული, არასამეწარმეო) როლის, მათი სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებთან, კერძო სექტორსა და საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთქმედების ახსნასა და მიმოხილვას. 
    • საჯარო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მართვის თავისებურებების, მენეჯმენტის ფორმების, ორგანიზაციული ფინანსების, პერსონალის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის, საჯარო სამსახურის მოდელებისა და საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირებასა და კრიტიკულ განხილვას.

    საჯარო ადმინისტრირების სფეროს პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტი მოიცავს:

    • პოლიტიკური და ეკონომიკური თეორიების, პოლიტიკური იდეოლოგიებისა და სისტემების, ეკონომიკური აზროვნების პრინციპებისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური კანონზომიერებების მიმოხილვას და გაანალიზებას.
    •  სახელმწიფო ფინანსების, საბიუჯეტო სისტემისა და საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი ასპექტების, საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების სახეების აღწერას და მიმოხილვას.
    • საჯარო პოლიტიკის ციკლური პროცესის ძირითადი ეტაპებისა და პოლიტიკის სახეების, ასევე საჯარო პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლიგიის აღწერას, ასევე ანალიზის პროცესში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მოდელის, ეფექტიანობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მნიშვნელობის დასაბუთებას.

    საჯარო ადმინისტრირების სფეროს სამართლებრივი კონტექსტი  მოიცავს:

    • სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და სამართლებრივი სისტემების, სამართლებრივი სახელმწიფოს არსისა და სამართლებრივი ტერმინოლოგიის განმარტებასა და ახსნას.
    • კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უშუალო და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმების, საქართველოს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილების, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის, ასევე ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების აღწერასა და განხილვას.

  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია: 

    • საზოგადოებრივ პრობლემებზე, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე პოლიტიკის ანალიზის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების გამოყენებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი, რაციონალური და ეფექტიანი მოქმედების კურსის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება.
    • საჯარო ადმინისტრირების სფეროში კვლევითი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს კვლევის დიზაინისა და მეთოდოლოგიის განსაზღვრას, კვლევითი კითხვებისა და ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, კვლევითი ინსტრუმენტების შერჩევას, მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებას, მონაცემთა დამუშავებასა და საბოლოო კვლევითი და ანალიტიკური ანაგარიშის მომზადებას.
    • სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობას, კანონის, სასამართლო გადაწყვეტილების გაგება და ინტერპრეტირება, კონსტიტუციური და ზოგადი ადმინისტრაციული ნორმების განმარტება და გამოყენება, ნორმატიული საფუძვლების მოძიება და ნორმათა იერარქიის განსაზღვრა.
    • განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ბიუჯეტის პროექტირება, ეკონომიკური მონაცემების დამუშავება და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავება.
    • ორგანიზაციის მისიის, პოლიტიკისა და სტრუქტურის განსაზღვრა, ორგანიზაციული ეფექტურობისათვის მართვის სხვადასხვა მოდელისა და მეთოდის ამოცნობა და გამოყენება, საჯარო ორგანიზაციაში უკეთ ადაპტირება, საჯარო მართვის პრაქტიკისთვის დამახასიათებელი სტანდარტული სიტუაციების გაანალიზება და სწრაფი რეაგირება, დროისა და რესურსების ეფექტურად განაწილება და მართვა; ასევე ლიდერობის თეორიებისა და მართვის მოდელების შედარება, შიდა და გარე ფაქტორების ორგანიზაციულ შედეგებზე გავლენისა და საჯარო სექტორისათვის დამახასიათებელი ორგანიზაციული სიტუაციების ანალიზი.
    • საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის გაანალიზება და მიუკერძოებელი შეფასება; ასევე ეკონომიკური მონაცემების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მწარმოებლურობის, საჯარო სექტორის ეფექტიანობის, ქვეყნის ეკონომიკაზე სახელმწიფო ფინანსებისა და პოლიტიკის გავლენის გაანალიზება.
    • საჯარო ადმინისტრირების, საჯარო პოლიტიკისა და მონათესავე მიმართულებებისთვის დამახასიათებელი თემების შესახებ სპეციალისტებთან, არასპეციალისტებთან და დაინტერესებულ პირებთან პროფესიული ინფორმაციის ეფექტური კომუნიკაცია, საკუთარი ხედვისა და პოზიციის არგუმეტნირებულად გადმოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე, წერილობითი ანგარიშის მომზადება და წარდგენა,  წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენცია, მათ შორის ოფიციალური, ნახევრად ოფიციალური და არაოფიციალური მიმოწერის წარმოება, ასევე პროფესიულ მოლაპარაკებებში, დისკუსიებსა და დებატებში მონაწილობა.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • შეუძლია სახელმწიფოებრივი აზროვნების, საჯარო სექტორში ადმინისტრაციული ლიდერობის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის, საჯარო მმართველობის სფეროში მორალური, ეთიკური, დისკრეციული და პრაქტიკული პასუხისმგებლობის საკითხების გაანალიზება და მსჯელობა.
    • შეუძლია სამუშაო გარემოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების მნიშვნელობის, საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში კეთილსინდისიერი, პოლიტიკურად მიუკერძოებელი და რაციონალური მიდგომის აუცილებლობის ახსნა და დასაბუთება.
    • შეუძლია საკუთარი პროფესიული ინტერესებისა და ცოდნის გასაღრმავებლად საჭირო შემდგომი ეტაპების იდენტიფიცირება, სწავლის შემდეგ საფეხურზე მიმართულების დამოუკიდებლად შერჩევა და სხვადასხვა პროფესიული პროგრამის, ქართული თუ ინგლისურენოვანი პროფესიული ჟურნალებისა თუ სტატიების საშუალებით ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 03/19
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. 132 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ასევე 24 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 12 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 12 ECTS. თავისუფალი კრედიტი/პროგრამის ასარჩევი/მაინორი - 84 ECTS

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,2
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1,4
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1,4
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1,4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1,4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1,4
    STEM0010ლოგიკა6 1,4
    STEM1010ინოვაციებისა და მეწარმეობის Start-up ლაბი6 1,4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1,4
    STEM0004თამაშთა თეორია6 1,4

    კრედიტების ჯამი:

    12

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    PUBL3212შესავალი საჯარო ადმინისტრირებაში6 1
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 2
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6 2
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 3
    LAWB1220კონსტიტუციური სამართალი 1 – სახელმწიფო მოწყობის სამართალი6 3
    PUBL1010თანამედროვე პოლიტიკა და ადმინისტირება საქართველოში6 3
    STAT2219სტატისტიკა6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 4
    LAWB1250ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი6 4
    PUBL1216საჯარო პოლიტიკის პროცესი6 4
    ECON3113სახელმწიფოს ეკონომიკა I (ფისკალური თეორია და პოლიტიკა)6 5
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 5
    PUBL3280ადმინისტრაციული ლიდერობა და ეთიკა საჯარო სექტორში6 5
    PUBL4112შესავალი საჯარო პოლიტიკის ანალიზში6 5
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 6
    PUBL2010საჯარო ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარება6 6
    PUBL4000სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები6 6
    PUBL2000კვლევის მეთოდები საჯარო ადმინისტრირებაში6 7
    PUBL3000საჯარო სერვისების მენეჯმენტი6 7

    კრედიტების ჯამი:

    132

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6
    LAWB2130კონსტიტუციური სამართალი 2 – ადამიანის ძირითადი უფლებები6
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6
    PUBL3030ადგილობრივი პოლიტიკა და მმართველობა6
    PUBL3277შესავალი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    ECON3213სახელმწიფოს ეკონომიკა II (პოლიტიკური ეკონომიკა და საზოგადოებრივი არჩევანი)6
    LAWB2140საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური სამართალი6
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6
    POLI3230შესავალი შედარებით პოლიტიკაში6
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6
    MGMT3151ცვლილებების მართვა6
    MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი6
    PUBL1000პროფესიული ინგლისური საჯარო მმართველთათვის6
    PUBL3535გენდერული პოლიტიკა6
    PUBL6060შედარებითი საჯარო მმართველობა6
    COMM4135საჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    ECON4279საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტი6
    INTR1278პრაქტიკა საჯარო სექტორში12
    POLI2230პოლიტიკური სოციოლოგია6
    POLI4105დემოკრატია, არჩევნები და საარჩევნო სისტემები6
    POLI4111დემოკრატია და პოპულიზმი6
    PUBL4040ადამიანური რესურსების მართვა საჯარო ორგანიზაციებში6
    PUBL5000საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი საჯარო ადმინისტრირებაში18
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

    კრედიტების ჯამი:

    204









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი