eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ტურიზმი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: თინათინ მოსიაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური/კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებსაც დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექნებათ ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, გარემოსდაცვის და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის, როლისა და ფუნქციების შესახებ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და ტურისტული პროდუქტის შექმნის, ტურების/ექსკურსიების დაგეგმვის და განხორციელების, ქართულ და ინგლისურ ენებზე ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების თუ ძირითადი ტენდეციების შესახებ ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის უნარი. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნებათ საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა.  ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს, როგორც სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურებში (მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, კურორტი და ა.შ.), ისე კერძო სექტორში (ტურისტული სააგენტო, სასტუმრო და ა.შ.) და დაიკავოს ქვედა ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელის, სპეციალისტის/მთავარი სპეციალისტის ან მენეჯერის თანამდებობა. ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების მეორე საფეხურზე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • სიმულაცია
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • კრიტიკული ანალიზი
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
სწავლის შედეგი:
  •  

    • განსაზღვრავს/განმარტავს ბიზნესის და ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის ძირითადი პრინციპების, ტურიზმის საფუძვლების, ფინანსური აღრიცხვის და მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლებს.
    • აანალიზებს/აღწერს ძირითადი სტატისტიკური მეთოდებსა და ინდიკატორებს.
    • აღწერს საქართველოს ისტორიის, რეგიონების, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების (კურორტებისა და საკურორტო-ადგილების, დაცული ტერიტორიების), ეკო-აგრო ტურიზმის და გარემოსდაცვის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, როლსა და ფუნქციებს.
    • განსაზღვრავს/იდენტიფიცირებას ახდენს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ეტაპების, სასტუმროს კლასიფიკაციის და მენეჯმენტის, კვების და სასმელების ობიექტების მართვის/ადმინისტრირების საკითხებს.
    • აანალიზებს ტურისტული სააგენტოების ფუნქციონირების მექანიზმებს.
    • აყალიბებს/ახდენს საოფისე კომპიუტერული პროგრამების და გეო-ინფორმაციული სისტემის საშუალებით თემატური ტურისტული რუკების, ტურისტული ობიექტების ატრიბუტული (ფოტო და ტექსტური) მონაცემების გის-ში შეტანას, შენახვას, დამუშავებას და გამოტანას.
    • ახდენს/ადგენს ტურისტული პროდუქტის შექმნის/ფორმირების, ტურების/ ექსკურსიების დაგეგმვის, თვითღირებულების გამოთვლას და ფასის განსაზღვრას.
    • აანალიზებს ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების ბაზიდან ძირითადი ინდიკატორების იმპორტს.
    • ახდენს განთავსების საშუალებების/კვების ობიექტების სტატისტიკური ინდიკატორების გამოთვლას.
    • ახდენს ღონისძიების იდეის/კონცეფციის ინიცირებას, დაგეგმვა-შემუშავებას, განხორციელებას, მართვას.
    • ანზოგადებს ტურიზმის პოლიტიკური გადაწყვეტილებასა და სამართლებრივ საკითხებს.
    • ამზადებს ტურიზმის დარგში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ემპირიულ მასალებს.
    • ამზადებს ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების თუ ძირითადი ტენდეციების შესახებ ანგარიშს (პრეზენტაცია) და წარდგენს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
    • აწარმოებს ეფექტურ წერილობით და ელექტრონულ კორესპონდენციას და ამ პროცესში იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
    • ირჩევს საკუთარ პროფესიულ ინტერესს /საჭიროებას და დამოუკიდებლად წყვეტს რა მიმართულებით განაგრძოს სწავლა სწავლების შემდგომ საფეხურზე ან გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსებისა და სატრეინინგო პროგრამების საშუალებით.
    • იაზრებს საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01-10
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 27/19
    პროგრამის დეტალები:

    სასწავლო კურსების სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს ტურიზმის მიმართულებით ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს.

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს:

    პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 162 ECTS, ასევე, 24 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 6 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 18 ECTS. პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან (18 ECTS) მინიმუმ 6 ECTS გავლას, არჩევითი სასწავლო კურსების ბლოკიდან 48 ECTS გავლას.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1,2,3
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1,2,3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1,2,3
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1,2,3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1,2,3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1,2,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1,2,3
    LITR1212დიადი წიგნები6 1,2,3

    კრედიტების ჯამი:

    18

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 2
    STEM0004თამაშთა თეორია6 2
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 2
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 2
    STEM0010ლოგიკა6 2
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 2
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM1010ინოვაციებისა და მეწარმეობის Start-up ლაბი6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 1
    HOST6240საქართველოს გეოგრაფია6 1
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 2
    HOST3215ტურიზმის საფუძვლები6 2
    HOST1000კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი6 3
    HOST3217ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები6 3
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 3
    HOST2000ეკო-აგრო ტურიზმი და გარემოს დაცვა6 4
    HOST3000დარგობრივი ინგლისური (ინგლისური ტურიზმისათვის)6 4
    HOST3221ტურიზმის ეკონომიკა6 4
    HOST5000კვებისა და სასმელების მენეჯმენტი6 4
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 4
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 5
    HOST4000ტურის დაგეგმვა და საქართველოს ტურისტული მარშრუტები6 5
    HOST4235სასტუმროს მენეჯმენტი6 5
    HOST4240ღონისძიებების მენეჯმენტი6 5
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 6
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6 6
    HOST6000ტურიზმის პოლიტიკა და სამართლებრივი გარემო6 6
    HOST7000ტურ-ოპერეიტინგი6 6
    HOST9000სტატისტიკა ტურიზმში6 6
    HOST2030პრაქტიკა სასტუმროში6 7
    HOST2090გეო-ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში6 7
    HOST8000პრაქტიკა ტურისტულ კომპანიაში6 7
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 7

    კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HOST2040პრაქტიკა - მუზეუმი6 7
    HOST2050პრაქტიკა - დაცული ტერიტორიები6 7
    HOST2060პრაქტიკა - კურორტი6 7

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    HOST1020ექსკურსიათმცოდნეობა და გიდის ხელოვნება6
    HOST2212კვლევის მეთოდები ტურიზმში6
    HOST3310სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი6
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    HOST0001საბაკალავრო ნაშრომი ტურიზმში18
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა6
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    MKTG3210მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები6
    MKTG3279მომსახურების მარკეტინგი6
    MKTG4110ბრენდის მენეჯმენტი6
    MKTG4220ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი6
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

    კრედიტების ჯამი:

    30









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი