eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ამაშუკელი
ეკა გეგეშიძე
ნათია გოლიაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ცოდნის მიწოდება და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ძირითად მიმართულებებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გამოუმუშავდება ძირითადი სამეწარმეო უნარები, მიიღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭიროა საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კურსდამთავრებულებს ექნებათ მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტული ბიზნეს სტრატეგიების და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების; მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის ცოდნა და შეეძლებათ ბიზნეს გარემო ფაქტორების იდენტიფიცირება; მენეჯერული გეგმებისა და მიზნების დასახვა; მარკეტინგული და ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება; ფინანსური ანალიზი და ამ პროცესში ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების გამოყენება. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ქმედებების კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქცევაში და ამ ღირებულებების დამკვიდრებისკენ მზაობა, რომ წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში. კურსდამთავრებულები ასევე შეძლებენ გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინონ ცოდნის სრულყოფა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • დისკუსია/დებატები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • აღწერს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, გლობალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტულ ბიზნეს სტრატეგიებ, მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის შესაბამისად
    • განმარტავს მარკეტინგის ძირითად ცნებებს, კონკურენტული პოზიციონირების საფუძვლებს და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების კონცეფციებს მომხმარებლებთან და ფასეულობის ჯაჭვის დანარჩენ მონაწილეებთან თანამშრომლობის ეფექტიანი ქსელის შექმნის თვალსაზრისით
    • ახსნის კომუნიკაციის პროცესის, კანონზომიერებების, მულტიკულტურულ გარემოში ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საკითხებს და მათ მნიშვნელიბას გლობალურ ბიზნეს გარემოში ეფექტური ფუნქციონირებისათვის
    • განიხილავს მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის პრინციპებს, კონკურენციის როლს წარმოებასა და ფასწარმოქმნაში, მთლიანი შიდა და ეროვნული პროდუქტის მნიშვნელობას, უმუშევრობის გამომწვევ ფაქტორებსა და საბაზრო კანონზომიერებებს;

  • უნარი
    • აანალიზებს ეფექტური ორგანიზაციული სტრატეგიის შექმნისათვის აუცილებელ ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებთან დაკავშირებულ ფაქტორებს
    • შეიმუშავებს და განახორციელებს კვლევით/ პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და წარადგენს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით
    • მონაწილეობს ოპერაციების დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
    • ბიზნეს–ამოცანების გადაჭრისათვის იყენებს სათანადო მათემატიკურ, სტატისტიკურ–ალბათურ აპარატს
    • ფინანსური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ადგენს ბიუჯეტსა და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებს ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების დაცვით
    • კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავებისა და ინტერპრეტირების შედეგად აფასებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას
    • საინვესიტიო პროექტების მომგებიანობისა და რისკის გამოთვლის შედეგად ახდენს ინვესტიციის მომგებიანობის იდენტიფიცირებას
    • დამოუკიდებლად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • იდენტიფიცირებული საჭიროების შესაბამისად ადგენს საკუთარი სწავლის პროცესისა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმას;
    • აფასებს ეთიკისა და სამართლიანი ქცევის მნიშვნელობას ორგანიზაციაში მუშაობისას, განსხვავებული შეხედულებებისა და კულტურის მქონე ბიზნეს-პარტნიორებთან საქმიანობის განხორციელებისას აუცილებელი ეთიკური ნოემების/პრინციპების გათვალისწინებით.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-23-2004
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 29/19
    პროგრამის დეტალები:

    სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. 

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.

    პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას გაიაროს 18 ECTS თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 138 ECTS, ასევე, 24 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 12 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 12 ECTS. ხოლო დარჩენილი 78 ECTS შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან (როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე სხვადასხვა კონცენტრაციის საგნებიდან).

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1
    LITR1212დიადი წიგნები6 1
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM1010ინოვაციებისა და მეწარმეობის Start-up ლაბი6 1,2
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 3,4
    STEM0004თამაშთა თეორია6 3,4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 3,4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 3,4
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 3,4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 3,4
    STEM0010ლოგიკა6 3,4

    კრედიტების ჯამი:

    12

    ზოგადი ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN3210პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში6 2
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6 2
    BUSN4310ბიზნეს სამართალი6 3
    MGMT2211საერთაშორისო ბიზნესი6 3
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6 4
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა6 5
    BUSN1515სამართალი და ეკონომიკა6 6
    BUSN2121ინგლისური ბიზნესკომუნიკაციისათვის6 7
    INTR4215სტაჟირება ბიზნესში12 7

    კრედიტების ჯამი:

    60

    საბუღალტრო აღრიცხვის ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ACCT3216ფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)6 5
    ACCT3440ფინანსური აღრიცხვა (უმაღლესი დონე)6 6
    ACCT4212ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები6 6
    ACCT1315ფროდები ბუღალტერიაში6 7
    ACCT2216გადასახადების ადმინისტრირება6 7
    ACCT3110სააღრიცხვო ინფორმაციული სისტემები6 7
    ACCT3320მმართველობითი აღრიცხვა (საშუალო დონე)6 7
    ACCT3540არამომგებიანი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა6 7
    ACCT4230აუდიტის საფუძვლები6 7

    კრედიტების ჯამი:

    54

    მენეჯმენტის ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6 5
    MGMT2212მეწარმეობა6 5
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6 6
    FINA2210რისკების მართვა6 6
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6 6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6 6
    MGMT6203სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაცია6 6
    MKTG4190მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი6 6
    MGMT2121ლიდერობა6 7
    MGMT2213ISO და ხარისხის ტოტალური მართვა6 7
    MGMT3151ცვლილებების მართვა6 7

    კრედიტების ჯამი:

    66

    მარკეტინგის ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MKTG3210მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები6 5
    MKTG4110ბრენდის მენეჯმენტი6 5
    MKTG4550სოციალური მედია მარკეტინგი6 5
    COMM4130რეკლამის საფუძვლები6 6
    JMMB2315კონტენტ მარკეტინგი6 6
    JMMB2317სოციალური მედიის ანალიტიკა6 6
    MKTG3279მომსახურების მარკეტინგი6 6
    MKTG4220ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი6 6
    COMM4150გაყიდვების სტრატეგია6 7
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა6 7
    MKTG2609მარკეტინგული კომუნიკაციები6 7
    MKTG3220მარკეტინგული კვლევა6 7
    MKTG4230გლობალური მარკეტინგული სტრატეგიები6 7

    კრედიტების ჯამი:

    78

    ფინანსების ასარჩევი საგნების ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    FINA3220ინვესტმენტის საფუძვლები6 5
    MATH1413მათემატიკური მეთოდები III6 5
    BUSN3210პროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში6 6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6 6
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)6 6
    FINA4250საერთაშორისო ფინანსები6 6
    FINA2212შესავალი საბანკო საქმეში6 7
    FINA4260ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე6 7

    კრედიტების ჯამი:

    48

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    MATH1010მათემატიკური მეთოდები I6 1
    BUSN1111ბიზნესის ეთიკურ-სამართლებრივი გარემო6 2
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 2
    MATH1015მათემატიკური მეთოდები II6 2
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 3
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6 3
    STAT2219სტატისტიკა6 3
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 4
    ACCT2221ფინანსური აღრიცხვა II6 4
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 4
    FINA3115ფინანსების საფუძვლები6 5
    MGMT2210სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    MGMT3110ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6 5
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 5
    ECON3279საგადასახადო დაბეგვრის პრინციპები6 6
    BUSN4251პრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში30 8

    კრედიტების ჯამი:

    144









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი