eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფსიქოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ნანა ბურდული
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ააკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი კომპეტენციის მქონე ფსიქოლოგები რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება ლებერალურ-ჰუმანურ ღირებულებებზე და აღჭურვილი იქნება პატიოსანი შრომით წარმატების მიღწევაზე.

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს ფართო პროფილის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა მეცნიერული ფსიქოლოგიის ძირითად სფეროების; ძირითად ფსიქიკურ პროცესების და მათთვის დამახასიათებელი კანონზომიერებების; ადამიანის ფსიქიკური განვითარების ეტაპების და მათი თავისებურებების, სოციალურ სინამდვილეში არსებული პიროვნებათშორისი და ჯგუფთაშორის ურთიერთობების კანონზომიერებების; პიროვნების არსის და მისი შემსწავლელი თეორიების, განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ადამიანის ქცევის მიზენშეწონილობის შესახებ; და აგრეთვე, - შეეძლებათ პროფესიული ეთიკის ფარგლებში კვლევის წარმოების ზოგადი პრინციპების გამოყენების, კვლევის თავისებურებებისა და კონკრეტული მეთოდების შერჩევის, რეალური ემპირიული კვლევის დაგეგმვის, ჩატარებისა და მიღებული მონაცემების დამუშავებისა და გააანალიზების უნარი.

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ ფსიქოლოგ-ასისტენტისა და დამხმარე ფსიქოლოგის პოზიციაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის (ბანკები, კორპორაციები, სამინისტროები, სააფთიაქო ქსელები, მაღაზიათა ქსელები) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები, საბავშვო ბაღები და სკოლები, ტრენინგ-ცენტრები, კვლევითი ორგანიზაციები, სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგ-კონსულტანტთა სამსახურები, ბავშვთა და მოზრდილთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • როლური თამაშები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • კრიტიკული ანალიზი
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
    შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • დისკუსია-დებატები
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • კურსდამთავრებულს აქვს ფსიქოლოგიის მეცნიერების რაობის, საგნის, ძირითადი დარგების (შრომისა და ორგანიზაციული, კლინიკური, სოციალური, განვითარება), განვითარების ისტორიის და პროფესიული ეთიკური ნორმების, ზოგადფსიქოლოგიური თეორიის – დ. უზნაძის განწყობის თეორიის კონცეპტუალური, მეთოდოლოგიური და ექსპერიმენტული ასპექტების შესახებ ცოდნა;
    • კურსდამთავრებულს აქვს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, ფსიქიკური პროცესების (აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, წარმოსახვა, ემოცია, ნებელობა), შემეცნებითი პროცესების ფუნქციების, მათი ძირითადი თეორიების, მოდელების, მიდგომების, ქცევითი პროცესების ფიზიოლოგიური და ევოლუციური ასპექტების შესახებ ცოდნა;
    • კურსდამთავრებულს აქვს ფსიქოლოგიის მეცნიერული კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიური და მეთოდური სისტემის, მეცნიერული კვლევის ძირითადი პრინციპების (ჭეშმარიტების კრიტერიუმი, ობიექტურად მისაწვდომობა და შემოწმებადობა) და მეთოდების (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა დაფოკუს-ჯგუფი) და განხორციელებული კვლევის შედეგებისა და მონაცემების დამუშავების პრინციპების შესახებ ცოდნა

  • უნარი
    • კურსდამთავრებულს შეუძლია პიროვნების სხვადასხვა თეორიის ჭრილში (ფსიქოანალიზი, ანალიტიკური ფსიქოლოგია, ობიექტი-ურთიერთობის თეორია, ინდივიდუალური ფსიქოლოგია, ჰუმანისტური ფსიქოანალიზი, ნეოფსიქოანალიტიკური თეორიები, ფსიქოსოციალური განვითარების თეორია, პიროვნული ნიშნების თეორიები: ოლპორტი, კეტელი, ჰანს აიზენკი, პიროვნების ხუთფაქტორიან მოდელი, ჰუმანისტური, ტემპერამენტის თეორია, ფენომენოლოგიური, ბიჰევიორალური, სოციალური დასწავლა) პიროვნული სტრუქტურების შედარება და გაანალიზება ასევე, სოციალურ გარემოში ინდივიდის ქცევის კანონზომიერებების გაანალიზება და შეფასება;
    • კურსდამთავრებულს შეუძლია ადამიანის განვითარების სხვადასხვა ასაკობრივ სახეფურზე დაკვირვების მეთოდის გამოყენების უნარი წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
    • კურსდამთავრებულს შეუძლია წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კურსით გათვალისწინებული მეთოდების (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფი) გამოყენებით მცირე კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;
    • კურსდამთავრებულს შეუძლია ფსიქოლოგიაში განხორციელებული კვლევის (დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიური, კონტენტ-ანალიზი, ექსპერიმენტი, შემთხვევის შესწავლა, ინტერვიუ, კითხვარი, სკალა, ტესტი, გამოკითხვა და ფოკუს-ჯგუფი) შედეგების გაანალიზება და დამუშავება;
    • კურსდამთავრებულს შეუძლია ფსიქოლოგიაში განხორციელებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების დამუშავება და გაანალიზება SPSS-ის კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით - აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკის, ერთფაქტორიანი და ერთგანზომილებიანი დისპერსიული ანალიზის, მრავალფაქტორიანი და მრავალგანზომილებიანი დისპერსიული ანალიზის, ფაქტორული ანალიზის, არაპარამეტრული ტესტების, რეგრესიული ანალიზის, დისკრიმინანტული ანალიზის, იერარქიული, ორეტაპიანი კლასტერული ანალიზისა და ვარგისიანობის ანალიზის საშუალებით;
    • კურსდამთავრებულს შეუძლია სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან ფსიქოლოგიაში განხორციელებული საკუთარი კვლევის შედეგების, ძირითადი დარგების (შრომისა და ორგანიზაციული, კლინიკური, სოციალური, განვითარება) კანონზომიერებების, განვითარების ისტორიის, ფსიქიკური და კოგნიტური პროცესების თავისებურებების, პიროვნების თეორიების შესახებ კომუნიკაცია.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • კურსდამთავრებულს აქვს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება პროფესიული ეთიკური ნორმების, კონფიდენციალობის, ანონიმურობის, ინფორმირებული თანხმობის, ”არ ავნო”-ს პრინციპის დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით;
    • კურსდამთავრებულს აქვს პროფესიული ზრდის, თვითგანვითარებისა და სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროების განსაზღვრის მიზნით, ფსიქოლოგიის მეცნიერულ სტატიებსა და რესურსებზე ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 08-30-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 01-21
    პროგრამის დეტალები:

    ჰუმანიტარულ-სოციალური და STEM ბლოკების, პროგრამის ძირითადი კომპონენტების გარდა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა 96 კრედიტი დააგროვოს დამატებითი სპეციალობით, პროგრამის არჩევითი კომპონენტებით ან თავისუფალი კრედიტებით. 

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა შეასრულოს 240 კრედიტი, რომელიც გულისხმობს 144 ECTS პროგრამის ძირითადი საგნებიდან; 6 ECTS ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან და 6 ECTS STEM ბლოკიდან; 18 ECTS თავისუფალი კრედიტით; 66 ECTS პროგრამის ასარჩევი საგნებიდან (რომელიც თემატურად სტრუქტურირებულია), აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება 2021 წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. პროგრამის სწავლების ენა არის ქართული, ცალკეული ინგლისურენოვანი კომპონენტებით. შესაბამისად, ყველა კომპონენტი ისწავლება ძირითადად ქართულ ენაზე, გარდა იმ კურსებისა, სადაც გამოიყენება ინგლისურენოვანი ლიტერატურა.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 1
    BUSN4433ეკონომიკა, ბიზნესი, მენეჯმენტი6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 1
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 1
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 1
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 1
    LITR1212დიადი წიგნები6 1
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 1

    კრედიტების ჯამი:

    6

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 1
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 1
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 1
    STEM0004თამაშთა თეორია6 1
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 1
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 1
    STEM0010ლოგიკა6 1
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 1
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 1,2
    STEM0013კიბერ ჰიგიენის საფუძვლები6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    PSYC1221ფსიქოლოგიის საფუძვლები I6 1
    PSYC1240ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები6 1
    PSYC1223ფსიქოლოგიის საფუძვლები II6 2
    PSYC1241ფსიქოლოგიის ისტორია6 2
    PSYC1331განვითარების ფსიქოლოგია6 2
    PSYC1335ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები 16 2
    PSYC1315სოციალური ფსიქოლოგია I6 3
    PSYC1320კოგნიტური ფსიქოლოგია I6 3
    PSYC1350ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები 26 3
    PSYC1430პიროვნების ფსიქოლოგია I6 3
    PSYC1313სოციალური ფსიქოლოგია II6 4
    PSYC1323კოგნიტური ფსიქოლოგია II6 4
    PSYC3167ექსპერიმენტული ფსიქოლოგია6 4
    PSYC3260პიროვნების ფსიქოლოგია II6 4
    PSYC1270მონაცემთა დამუშავება I6 5
    PSYC2210განწყობის ფსიქოლოგია I6 5
    PSYC4415შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია6 5
    PSYC1231კლინიკური ფსიქოლოგია6 6
    PSYC2190მონაცემთა დამუშავება II6 6
    PSYC7710განწყობის ფსიქოლოგია II6 6
    PSYC1426საბაკალავრო ნაშრომი ფსიქოლოგიაში18 8

    კრედიტების ჯამი:

    144

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    PSYC1341კონფლიქტის ფსიქოლოგია6
    PSYC4416ლიდერობის ფსიქოლოგია6
    PSYC1311პრაქტიკა კლინიკურ ფსიქოლოგიაში6
    PSYC1314პრაქტიკა ფსიქოლოგიის კვლევაში6
    PSYC1415სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები6
    PSYC1421ფსიქოსომატური მედიცინა6
    PSYC1428სოციალური უნარების ტრენინგი6
    PSYC1432ინტერპერსონალური კომუნიკაცია6
    PSYC1435გავლენის ფსიქოლოგია6
    PSYC1436ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები6
    PSYC1515რეკლამის ფსიქოლოგია6
    PSYC1516XX საუკუნის ფსიქოლოგიის ძირითადი მიმდინარეობები6
    PSYC1525ქცევის დარღვევები6
    PSYC1530ფსიქოთერაპიის საფუძვლები6
    PSYC3115განათლების ფსიქოლოგიის საფუძვლები6
    PSYC3131პათოფსიქოლოგია6
    PSYC4190ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები6
    PSYC4270რელიგიის ფსიქოლოგია6
    MGMT3121ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    PSYC1260ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები6
    PSYC1316პრაქტიკა შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში6
    PSYC1317პრაქტიკა განათლების და განვითარების ფსიქოლოგიაში6
    PSYC1345იურიდიული ფსიქოლოგია6
    PSYC1351კონფლიქტები და მოლაპარაკებები6
    PSYC1355მართვის ფსიქოლოგია6
    PSYC1414პროფესიული ინგლისური ფსიქოლოგებისთვის6
    PSYC1425სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები6
    PSYC1518პრობლემებზე ორიენტირებული სწავლება ფსიქოლოგიაში6
    PSYC3295ფსიქოლოგიური კონსულტაცია6
    PSYC4231ნეიროფსიქოლოგია6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6

    კრედიტების ჯამი:

    192









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი