eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნეს ანალიტიკა
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: რევაზ პაპუკაშვილი
ქეთი ცხადაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, ციფრული სამყაროს ეპოქაში, სტუდენტებისთვის ბიზნეს პროცესებზე და მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების გამომუშავებას და განვითარებას. პროგრამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების და მათემატიკური მეთოდების კომბინაცია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ინტერდისციპლინურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კომპონენტებზე დაყრდნობით პროგრამა ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ბიზნესის მართვის ანალიტიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს ანალიტიკოსი, ფინანსური და სტატისტიკური ანალიტიკოსი. ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტს ჰქონდეს ანალიტიკური ტექნიკის გამოყენების უნარი.
პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულმა
- შეძლოს ორგანიზაციის რეალურ სამყაროში არსებული სირთულეების შესაბამისი ინტერესის სფეროების კონცეპტუალიზაცია და ურთიერთდაკავშირება;
- შეძლოს მოდელზე ორიენტირებული ორგანიზაციული საინფორმაციო სისტემების დიზაინის საკითხების დამუშავება, გააზრება და შედეგების ინტერპრეტირება;
- შეძლოს ანალიტიკური პროექტებით გათვალისწინებული კვლევის იდენტიფიცირება, მათი კრიტიკულად შეფასება, გუნდური მუშაობა, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, კვლევის ეთიკურად დაგეგმვა, დროისა და პროექტების მართვასთან დაკავშირებული კომპეტენციების გამოყენება.
პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს კომპეტენცია, რომ განაგრძოს აკადემიური მიმართულებით განვითარება. საკუთარი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით გააგრძელოს სწავლა და კვლევა სამაგისტრო საფეხურზე, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.


სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• დემონსტრირების მეთოდი
• ინტერაქტიული ლექციები
• დისკუსია/დებატები
• გუნდური მუშაობა
• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
• ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
• პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
• ლიტერატურის მიმოხილვა
• წერითი მუშაობის მეთოდი
• სამუშაო პროცესის სიმულაცია
• პრაქტიკული მეცადინეობები

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:
    • იმსჯელოს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის ფუნდამენტურ ცნებებზე და სასიცოცხლო ინსტრუმენტებზე
    • აღწეროს პროდუქტის/მომსახურების შექმნის პროცესში მომხმარებლის გამოცდილების კვლევის მეთოდები და ტექნიკები
    • იმსჯელოს ბიზნეს გარემოზე და უშუალოდ რეალურ ბიზნეს ქეისებზე დაყრდნობით თანამედროვე სამყაროში არსებულ მონაცემთა ძირითად სტრუქტურებზე
    • ახსნას მონაცემთა სტრუქტურები, მონაცემთა ბაზები, მონაცემთა მოპოვების, დახარისხების ტექნიკების მნიშვნელობა, ბიზნესისთვის მართებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში
    • გამოკვეთოს მონაცემებზე ფუნქციური ანალიზის მეთოდები და ინსტრუმენტების გამოყენებით მონაცემების ვიზუალიზაცია, შედეგების მოდელირება
    • ბიზნეს-ამოცანების გადაჭრისას სათანადოდ ახსნას მათემატიკური, სტატისტიკურ-ალბათური აპარატი
    • გამოკვეთოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების სფეროში არსებული ძირითადი მიმართულებები და შემადგენელი კომპონენტები


  • უნარი
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:
    • თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკის სასიცოცხლო ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენება ბიზნეს გადაწყვეტილების მისაღებად
    • ორგანიზაციის რეალურ სამყაროში არსებული სირთულეების შესაბამისი ინტერესის სფეროების კონცეპტუალიზაცია და ურთიერთდაკავშირება, მოდელირების ძირითადი ტექნიკის და მეთოდების დამოუკიდებლად ახსნა კომპლექსურ სისტემებში
    • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შინაარსობრივი სტრუქტურის ახსნა, დოკუმენტირება, შეთანხმება, შეფასება და პრეზენტაცია
    • სისტემის განვითარების სასიცოცხლო ციკლის ახსნა, ინფორმაციის შეგროვების მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება
    • ბიზნეს პროცესების გრაფიკული აღწერილობის შექმნა/ცვლილებების შეტანა, მოდელირება; ანალიტიკური მეთოდების გამოყენება ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების დროს
    • კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, ჩატარება, ანალიზი და რეპორტინგი
    • ანალიტიკური მოდელების ინტერპრეტაცია და მათი ეფექტურად გამოყენება
    • კომპანიის ფინანსური გარემოს ანალიზი და მიღებული შედეგების ღირებულ ინფორმაციად გარდაქმნა
    • ბიზნეს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი პროცესის, პრაქტიკის შემუშავება


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია:
    • გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთიკური სტანდარტებისა და პრინციპების დაცვა
    • საკუთარი პროფესიული ინტერესების დამოუკიდებლად განსაზღვრა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სწავლების შემდგომ საფეხურზე გაგრძელების საჭიროების გამოკვეთა

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-25-2021
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 09/21
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    სწავლების საწყის სემესტრებში, გათვალისწინებულია  ძირითადი კურსების შესწავლა, რომელთა სწავლის  შედეგებიც შეესაბამება პროგრამის მიზნებსა და შედეგებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს კონკრეტულ მოდულებში ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც  კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის  შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ  კომპეტენციებს. 

    პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ, სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების და შიდა გამოცდის საფუძველზე.

    ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დადგენილი მაქსიმალური ნედლი ქულის

    • 63%-ის მიღების შემთხვევაში სტუდენტის დაშვება ხდება ინგლისური ენის B1/1 დონეზე;
    • 64%-დან 86%-ის მიღების შემთხვევაში  - B1/2 დონეზე;
    • 87%-დან 100%-ის მიღების შემთხვევაში - B2/1 დონეზე.
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უტარდება ენის კომპეტენციის დამდგენი ტესტირება და ზღვრული ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეეძლება რეგისტრაცია ინგლისური ენის B2/2 დონეზე. თუ სტუდენტი ვერ დააგროვებს ზღვრულ რაოდენობას, მისი  დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.  
    • 93%-ზე მეტის მიღების შემთხვევაში თუ სტუდენტი არ გამოცხადდება ტესტირებაზე, მისი დაშვება მოხდება B2/1 დონეზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბიზნეს ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 198 ECTS (მათ შორის საბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში 30 ECTS), ასევე, 18 ECTS პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკებიდან: STEM ბლოკიდან 6 ECTS და ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკიდან - 12 ECTS. ხოლო დარჩენილი 30 ECTS შევსება სტუდენტს შეუძლია საბაკალავრო პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.

    ჰუმანიტარულ-სოციალური ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 2,3
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 2,3
    HIST1222რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში6 2,3
    LAWB1155დებატები და კრიტიკული აზროვნება6 2,3
    LAWB1177აზროვნება და მორალი6 2,3
    LAWB1195მოქალაქეობა თანამედროვე მსოფლიოში6 2,3
    LITR1212დიადი წიგნები6 2,3
    POLI2260პოლიტიკური იდეოლოგიების საფუძვლები6 2,3

    კრედიტების ჯამი:

    12

    STEM ბლოკი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    STEM0002გამომგონებლობის ტექნოლოგიები6 3,4
    STEM0003მსოფლიოს უდიდესი აღმოჩენები6 3,4
    STEM0004თამაშთა თეორია6 3,4
    STEM0005თანამედროვე ტექნოლოგიები6 3,4
    STEM0007მათემატიკა და ცივილიზაციები6 3,4
    STEM0010ლოგიკა6 3,4
    STEM0011კომპიუტერული აზროვნება6 3,4
    STEM0012ადამიანის ბიოლოგია და ჯანმრთელობა6 3,4
    STEM1010ინოვაციებისა და მეწარმეობის Start-up ლაბი6 1,2

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUAN1010ბიზნეს ანალიტიკის შესავალი6 1
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 1
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    MATH3010ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 16 1
    BUAN1015ორგანიზაციული მოდელირების საფუძვლები6 2
    MATH3020ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 26 2
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
    BUAN2030ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა6 3
    BUAN2040ბიზნეს კომუნიკაცია ანალიტიკოსებისთვის6 3
    INFO3015ბიზნეს პროცესების ვიზუალიზაცია MS Visio-ს გამოყენებით6 3
    BUAN1020მომხმარებლის გამოცდილების კვლევა (UX)6 4
    BUAN1025ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და მართვა6 4
    INFO3025მონაცემთა ბაზების საწყისები (MS SQL)6 4
    INFO3212გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6 4
    BUAN1030მონაცემთა სტრუქტურების ანალიზი6 5
    BUAN3015ფინანსების მენეჯმენტი6 5
    BUAN3020ბიზნეს უწყვეტობის მართვა6 5
    INFO3020ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (C#)6 5
    MATH3040მონაცემთა ანალიზი6 5
    BUAN2010ფუნქციური ანალიზი: მეთოდები და ინსტრუმენტები6 6
    BUAN2025მონაცემთა ვიზუალიზაცია6 6
    INFO3035NIT სერვისების და პროექტების მენეჯმენტი6 6
    MGMT3110ოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 6
    BUAN2015ბიზნეს ანალიტიკის პროცესების მართვა6 7
    BUAN3025ბიზნეს ინტელექტი6 7
    INFO3045მართვის ინფორმაციული სისტემები6 7
    BUAN4030საბაკალავრო პროექტი ბიზნეს ანალიტიკაში30 8

    კრედიტების ჯამი:

    192

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6
    BUAN3010მომხმარებლის ქცევა და მარკეტინგი6
    BUAN3030ციფრული მარკეტინგის საფუძვლები6
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6
    INFO3030WEB ტექნოლოგიების საფუძვლები6
    MATH3030ბიზნეს ანალიტიკის რაოდენობრივი მეთოდები 36
    BUSN4310ბიზნეს სამართალი6
    INFO3040ხელოვნური ინტელექტი და სამართლებრივი ასპექტები6
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა6
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6
    BUAN4020მეწარმეობა და ინოვაციების მართვა6
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    MGMT2210სტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6
    MGMT2211საერთაშორისო ბიზნესი6
    BUAN4010ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი6
    BUAN4015რისკების მენეჯმენტი6
    FINA4115კორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)6
    INFO3055მონაცემთა საცავები6
    INFO3265პერსონალურ მონაცემთა დაცვა6
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    BUAN4025სტაჟირება ბიზნეს ანალიტიკოსებისთვის12
    MGMT3151ცვლილებების მართვა6

    კრედიტების ჯამი:

    162









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი