eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: თამარ ლობჯანიძე
ვასილ ტყეშელაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამა) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ინგლისური ენა) ჩაბარებისა და სპეციალობაში ზეპირი გასაუბრების შემდეგ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და რექტორის ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე მიიღებიან: ა) ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის ფართო სფეროს ერთსაფეხურიანი და საბაკალავრო პროგრამების შესაბამისი კვლაიფიკაციის მქონე კურსდამთავრებულები: ბ) არაჯანდაცვითი კვალიფიკაციის აპლიკანტები, თუ მათ უდასტურდებათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი: · საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპენტენციების სფეროების გათვალისწინებით საკითხების/საგნები (ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, ეპიდემიოლოგია-ბიოსტატისტიკა, კვლევითი მეთოდები, პროექტების მენეჯმენტი, ჯანდაცვის სერვისების მართვა, ეთიკა და ბიოეთიკა, ჯანმრთელობისა და მედიცინის ისტორია, ჯანმრთელობის დაზღვევა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ქცევების ცვლილება , პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში, საბაკალავრო ნაშრომი და სხვა) არანაკლებ 60 ECTS კრედიტის მოცულობით; · საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთან ასოცირებულ პროფესიულ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა; რისთვისაც გასაუბრებაზე დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის მიერ აპლიკანტის დახასიათება; · სოციალური ჯანმრთელობის და/ან ჯანდაცვის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის არაუმცირეს 2 წლიანი გამოცდილება სათანადო შედეგების წარმოჩენით; რისთვისაც გასაუბრებაზე დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს კვლევის ხელმძღვანელის მიერ აპლიკანტის დახასიათება, კვლევაში მისი როლისა და ადგილის მითითებით, შესაბამისი სტატია, ან პროფესიონალურ კონფერენციებზე კვლევის შედეგების წარმოჩენა.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობის ზრდას. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ღრმა ცოდნა ჯანმრთელობის დეტერმინანტებისა და მათი მართვის შესახებ ადგილობრივ, ქვეყნისა და გლობალურ დონეზე, ის შეძლებს ჯანდაცვის პოლიტიკის მიზნებისა და სტრატეგიების შემუშავებას, განხორციელების ხელშეწყობასა და მიღწეული შედეგების შეფასებას. კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელ სტრუქტურებსა და საჯარო ორგანიზაციებში, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებებზე ორიენტირებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებში მენეჯერის/ხელმძღვანელის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის/ ანალიტიკოსის შესაბამის პოზიციებზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი
• დემონსტირების მეთოდი
• ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
• ინტერაქტიულ მეცადინეობები
• სიტუაციური ამოცანები
• სიახლეთა გარჩევა
• მცირე კვლევების ჩატარება
• პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
• კრიტიკული ანალიზი
• დისკუსია
• ჯგუფური დავალებები
• პროექტები
• პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
• შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
• ლიტერატურის მიმოხილვა
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
• თემების დაწერა
• პრეზენტაციების წარდგენა
• ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
• ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    1. ფლობს, განსაზღვრავს და ახდენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის ღრმა, სისტემური ცოდნის რეპროდუცირებას;

    2. აცნობიერებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების პირდაპირ და არაპირდაპირ კავშირებს;

    3. აცნობიერებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროებში პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისა და მართვის პროცესში ორიგინალური იდეებისა და კომპლექსური მექანიზმების საჭიროებას;

    4. აღწერს, განარჩევს და განსაზღვრავს გლობალური და საერთაშორისო ჯანმრთელობის თავისებურებებს, მის დეტერმინანტებსა და კომპლექსურ მახასიათებლებს რეგიონების, ქვეყნებისა და ლოკალური არეალების დონეებზე.

    5. ფლობს, აღწერს, განარჩევს და რეპროდუცირებას ახდენს პაციენტზე, მიზნობრივ ჯგუფებსა და პოპულაციაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების ეფექტიან ფორმებს, მათ სისტემურ და ნიუანსურ თავისებურებებს;

    6. წარმოაჩენს პაციენტთა უფლებების დაცვის შესახებ ღრმა და სისტემურ ცოდნას;

    7. აღწერს, განარჩევს და განსაზღვრავს ადმინისტრაციული ურთიერთობების სპეციფიკას, მმართველობის ცნებას, ადმინისტრაციული ორგანოების სპეციალური უფლებამოსილებების პრინციპებსა და მენეჯერული ეკონომიკის სფეროს.

    8. აცნობიერებს ცვლილებათა საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროებში მუდმივად ცვალებად გარემო-პირობების გათვალისწინებით;


  • უნარი
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    1. ოპერირებს ჯანმრთელობის პოლიტიკის ფორმირების პროცესებში;

    2. იკვლევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემებში, საზოგადოებრივი, შერეული და ინდივიდუალური ჯანმრთლეობის დაცვის სერვისების ფორმირება–მიწოდებაში ჯანმრთელობის დეტერმინანატების არაკეთილსაიმედო ზეგავლენას და სხვა კომპლექსურ პრობლემებს ეპიდემიოლოგიური და ბიოსტატისტიკური კვლევის მეთოდებით;

    3. იყენებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევის შედეგებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

    4. მართავს და ქმნის ახალ ჯანდაცვით პროექტებს ახალ და მულტიდისციპლინურ გარემოში,

    5. გეგმავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული შესაბამისი მეთოდოლოგიების გამოყენებით საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საჭირო ადამიანურ რესურსებს;

    6. ხელს უწყობს საერთაშორისო და გლობალურ ჯანმრთელობის სფეროებში (აივ/ინფექცია შიდსი, წამალთდამოკიდებულება, თამბაქოს მწეველობა, ტრავმტიზმი, ინფექციური დაავადებების გავრცელება–მართვა და სხვა) უახლეს მიღწევების ქვეყნის პოლიტიკაში ასახვასა და ინტეგრირებას;

    7. პროგნოზირებს მოთხოვნას რეგრესიული მოდელების საშუალებით ახალ და გაუთვალისწინებელ გარემოში;

    8. იყენებს საჯარო–სამართლებრივი ხელშეკრულებებს ადმინისტრაციული სფეროს ფარგლებში;

    9. კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს ლიტერატურულ წყაროებსა და მონაცემებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხების, უახლეს ინფორმაციას;

    10. ახდენს მონაცემების და ინფორმაციის სისტემატიზაციას, კრიტიკულ ანალიზს, რაოდენობრივ და თვისობრივ შეფასებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა მიღებას;

    11. ამუშავებს ახალ სტანდარტებს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო სერვისების გარემოს ფორმირებისა და მონიტორინგის მიზნით.

    12. კრიტიკულად აანალიზებს და აყალიბებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დასკვნებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემურ თუ კერძო საკითხებზე კომპლექსური და რიგ შემთხვევებში არასრული მონაცემების (ეპიდემიოლოგიური, ჯანდაცვითი და მმართველობითი) საფუძველზე.

    13. ჯანდაცვის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ თუ ქვეყნის დონეზე არსებულ უახლეს მონაცემთა საფუძველზე ახორციელებს ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს;

    14. კრიტიკულად აანალიზებს და აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს ასიმეტრიული ინფორმაციის ეკონომიკურ საქმიანობაზე გავლენის შესახებ, აგრეთვე ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი ფორმების შედარებით-სამართლებრივ ანალიზს.

    15. წარადგენს საკუთარ იდეებს, კვლევის მეთოდებს, დასკვნებსა და არგუმენტებს ზეპირი და წერილობითი ფორმით როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე საქართველოს და საერთაშორისო როგორც აკადემიურ, ასევე ჯანდაცვის დარგში მომუშავე პროფესიონალურ წრეებში;

    16. აფასებს ჯანდაცვის სისტემასა და სამედიცინო სერვისების მიწოდებისას მოთხოვნილი ღირებულებებისადმი ( ეთნიკური, გენდერული და რასობრივი თანასწორობის, პროფესიული ეთიკური კოდექსის, პაციენტის უფლებების დაცვა) საკუთარი და სხვის დამოკიდებულებას;


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

     

    1. დამოუკიდებლად ამოიცნობს, განარჩევს და სწავლობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებულ უახლეს თემატურ საკითხებს.

    2. ახორციელებს სასწავლო პროცესის სტრატეგიულ დაგეგმარებას, ცოდნის განახლებისა და უწყვეტი განათლების მიზნით;

    3. იაზრებს ჯანდაცვის სისტემასა და სამედიცინო სერვისების მიწოდებისას მოთხოვნილი ღირებულებებისადმი ( ეთნიკური, გენდერული და რასობრივი თანასწორობის, პროფესიული ეთიკური კოდექსის, პაციენტის უფლებების დაცვა) პასუხისმგებლობას;

    4. წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში აღიარებული ღირებულებების დამკვიდრებაში.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 09-02-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 12-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 45-20
    პროგრამის დეტალები:

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სტუდენტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, წერს რეფერატებსა და პროექტებს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს  პროგრამის ძირითად საგნებს –  105 ECTS ( მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის შესრულება-30 ECTS), არჩევით საგნებს – 15 ECTS, რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების  30 ECTS-დან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MPHP 5110საზოგადოებრივი ჯანდაცვა და პოლიტიკა15 1
    MPHP 6200სამაგისტრო თეზისი30 4
    MPHP5130ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა8 1
    MPHP5140კვლევის მეთოდები7 1
    MPHP 5210გლობალური ჯანმრთელობა15 2
    MPHP 5220ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა15 2
    MPHP6110კვლევის პრაქტიკუმი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში15 3

    კრედიტების ჯამი:

    105

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    MPHP 6120გარემოს ჯანმრთელობა და პოლიტიკა15
    MPHP 6140ქცევის ცვლილება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა15

    კრედიტების ჯამი:

    30










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი