eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინფორმაციული ტექნოლოგიები
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: კახაბერ თავზარაშვილი
სულხან სულხანიშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ინფორმატიკის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. თუ აპლიკანტს არ გააჩნია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი FCE (First Certificate in English), მან უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენის B2 დონის საუნივერსიტეტო გამოცდა (60% დადებითი შეფასება).
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი კვალიფიციური სპეციალისტები თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით; კურსდამთავრებულს მისცეს კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაბამისი თეორიების ცოდნა და გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, განუვითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარი და შეძლოს თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების, განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და წინასწარი იდეების დანერგვა; მისცეს უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის საფუძველების, თანამედროვე დაპროგრამირის ენების, ოპერაციული სისტემას, კომპიუტერის არქიტექტურის, კომპიუტერული ქსელის, მონაცემთა ბაზის, ვებ–ტექნოლოგიების, გეოინფორმაციული სისტემის, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მართვა, ხელოვნური ინტელექტის და კიბერ უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა. განუვითაროს თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ–ჩვევები. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში მონაცემების კომპიუტერული დამუშავებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებად, ვებ–დიზაინერებად, კომპიუტერული ქსელის სპეციალისტებად, კიბერუსაფრთხოების, მობილური აპლიკაციების და თამაშების შექმნის სპეციალისტებად. პროგრამაში ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები, როგორიცაა Cisco, Microsoft, Oracle აკადემიების სასწავლო კურსები, სტუდენტებს დამატებით მისცემს შესაძლებლობას მიიღონ კვალიფიკაციის დამადასტურებელ საერთაშორისო დოკუმენტები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები;

• დემონსტრირების მეთოდი;

• სიახლეთა გარჩევა;

• პრაქტიკული მუშაობა;

• ლაბორატორიული მუშაობა;

• პრეზენტაციების წარდგენა;

• გუნდური მუშაობა;

• კრიტიკული ანალიზი;

• ლიტერატურის მიმოხილვ;

• წიგნზე მუშაობის მეთოდი ;

• შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ფლობს და იაზრებს თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების საფეხურებსა და ტენდეციებს;
    • ფლობს უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის საფუძვლებს;
    • ფლობს საოფისე სისტემებს;
    • ფლობს თანამედროვე ოპერაციული სისტემებისა და არქიტექტურის საფუძვლებს;
    • ფლობსდა განანსხვავებს  თანამედროვე დაპროგრამების ენების (C++, C#, Java) სტრუქტურასა და სინტაქსს;
    • ფლობს ვებ–დეველოპმენტის საფუძვლებს,
      კომპიუტერული ქსელების დაგეგმარებას, მართვისა და უსაფრთოხოების საკითხებს;
    • ფლობს მონაცემთა ბაზების პროექტირებისა და მართვისა საკითხებს;
    • ფლობს MapInfo-ს საფუძვლებს;
    • ფლობს Android პლათფორმაზე მობილური აპლიკაციის შემქნის საფუძვლებს;
    • ფლობს  IT სერვისების და პროექტების მართვის საკითხებს;
    • ფლობს კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

  • უნარი
    • ადგენს მარტივ მათემატიკურ და ფიზიკურ მოდელებს და ხსნის ამოცანებს;
    • თანამედროვე პროგრამირების ენებზე (C++, C#, Java) შეიმუშავებს პროგრამული უზრუნველყოფას;
    • ეფექტურად მუშაობს კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან და საოფისე პროგრამებთან;
    • ადგენს სხვადასხვა ტიპის და სტანდარტების მოწყობილობების თავსებადობას;
    • ქმნის მრავალფუნქციონალურ ვებ-გვერდებს;
    • ახდენს მცირე კორპორატიული ქსელების პროექტირებას, გამართავს და ადმინისტრირებს მათ, დაადგენს და აღმოფხვრის  ხარვეზებს, გამოავლენს და აღმოფხვრის  საერთო ქსელურ პრობლემებს;
    • შეიმუშავებს, მართავს და იყენებს თანამედროვე მონაცემთა ბაზებს;
    • MapInfo-ს გამოყენებით შეიმუშავებს და მართავს  გეოინფორმაციულ სისტემას;
    • ადექვატურად იყენებს კიბერ უსაფრთხოების მარეგულირებელ სამართლებრივ რეგულაციებს;
    • ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით დაადგენს და აანალიზებს  ალგორითმების ეფექტურობას;
    • აკეთებს დასკვნებს  ვებ–გვერდების ინფორმაციული და გრაფიკული დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით;
    • აკეთებს დასკვნებს   მცირე კორპორატიული ქსელების დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით;
    • პროფესიული საქმიანობის სფეროში, თემატური საკითხების გარკვევისათვის აწარმოებს ანალიზს და აკეთებს დასკვნებს;
    • აკეთებს დასკვნებს  მონაცემთა ბაზის შექმნის და ადმინისტრირების საკითხებთან დაკავშირებით;
    • აკეთებს დასკვნებს  ანდროიდის პლატფორმის სტრუქტურის და ფუნქციონირების შესახებ;
    • იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
    • მონაწილეობს პროფესიულ დისკუსიაში და შედეგებს წარმოადგენს  წერილობით (ამოცანის ამოხსნა, ამოცანის გადაწყვეტის ალგორითმი და შესაბამისი პროგრამა, რეფერატი და ა.შ.) და ზეპირი მოხსენებით;
    • წარმოდგენს  პროექტს/რეფერატს და მონაწილეობს დისკუსიაში შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • თანმიმდევრულად და მრავალმხრივად აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს;
    • მიღებული ცოდნის საშუალებით აგრძელებს  სწავლის პროცესს;
    • ახდენს შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირებას;
    • მუდმივად განაახლებს პროფესიულ სფეროში ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარ ცოდნა / უნარებს;
    • დამოუკიდებლად იმაღლებს ცოდნას, საჭირო ლიტერატურის მოძიებისა და მისი გამოყენების გზით;
    • აცნობიერებს ინფორმატიკის სფეროში საკუთარი ცოდნის დაცვის მნიშნელობას  და პატივს სცემს  სხვა სპეციალისტების შემოქმედებითი მიღწევებს;
    • იღებს პასუხისმგებლობას მასზე დაკისრებული სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
    • ენობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე მუდმივად ცვალებად მზარდი მოთხოვნების შესაბამის მსოფლიო მიღწევებს.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-27-2018
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43/18
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ინფორმატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: • პროგრამის ძირითად საგნებს 138 ECTS, • პროგრამის არჩევით საგნებს 84 ECTS; • თავისუფალი კრედიტები 18 ECTS;

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INFO1111Eდაპროგრამების საფუძვლები (C++)6 1
    INFO1112Eსაოფისე სისტემები6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 1
    MATH1115Eკალკულუსი I6 1
    MATH1123Eწრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია6 1
    HIST1117Eშესავალი მსოფლიო ისტორიაში6 2
    INFO2116Eკომპიუტერის არქიტექტურა6 2
    INFO3131Eობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++6 2
    INFO4259Eმონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები6 2
    MATH1166Eკალკულუსი II6 2
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 3
    EENG1105Eფიზიკის საფუძვლები6 3
    INFO2229Eოპერაციული სისტემა (Windows)6 3
    INFO3120Eშესავალი WEB დეველოპმენტში6 4
    INFO3250Eვიზუალური დაპროგრამება (C#) I6 4
    INFO3253Eკიბერ უსაფრთხოების შესავალი6 4
    MATH3112Eდისკრეტული მათემატიკა6 4
    INFO3110Eკომპიუტერული ქსელები I6 5
    INFO3230Eდაპროგრამების ენა Java I6 5
    INFO3254EOracle მონაცემთა ბაზის დიზაინი და პროგრამირება6 5
    INFO1220Eგეოინფორმატიკა6 6
    INFO1107EIT სერვისების და პროექტების მართვა6 7
    INFO1126EAndroid აპლიკაციების დაპროგრამება6 7

    კრედიტების ჯამი:

    138

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO3200Eშეღწევადობის ტესტირება6
    INFO3204EMicrosoft_ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების Azure-ის უსაფრთხოების ტექნოლოგიები6
    INFO3205Eუსაფრთხოების ანალიზი და არქიტექტურა6
    INFO3330EAmazon_ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების AWS-ის უსაფრთხოების ტექნოლოგიები6
    INFO4440EMicrosoft - ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების Azure-ის ადმინისტრირება6
    INFO5550EAmazon - ის ღრუბლოვანი გადაწყვეტილების AWS-ის არქიტექტურა6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    EENG1120Eელექტრონიკის საფუძვლები6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6
    INFO3130Eკომპიუტერის სტრუქტურული ორგანიზაცია6
    INFO3132Eდაპროგრამების ენა Python6
    INFO3150Eკომპიუტერული გრაფიკული სისტემები6
    INFO3275Eშესავალი პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებაში6
    INFO3288Eღრუბლოვანი უსაფრთხოების საფუძვლები6
    INFO4115Eსაგამომცემლო საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები6
    INFO3220Eვებ პროგრამირება (PHP, MySQL)6
    INFO3240Eოპერაციული სისტემა Linux-ის მართვა6
    INFO3260Eმავნე კოდის ანალიზი6
    INFO3261Eკიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა6
    INFO3265Eპერსონალურ მონაცემთა დაცვა6
    INFO4116Eშესავალი მანქანური სწავლების მოდელირებაში6
    INFO4150Eვიზუალური დაპროგრამება (C#) II6
    MATH4118Eკრიპტოლოგიის საფუძვლები6
    EENG1106Eსაინფორმაციო ტექნოლოგიების ფიზიკური საფუძვლები6
    INFO3010Eშესავალი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებში6
    INFO3136Eარარელაციური მონაცემთა ბაზა MongoDB6
    INFO3210Eკომპიუტერული ქსელები II6
    INFO3232Eთამაშების დიზაინის საფუძვლები6
    INFO3257Eპროგრამირება Oracle PL/SQL6
    INFO4120Eვებ პროგრამირება (ReactJS)6
    INFO4250Eდაპროგრამების ენა Java II6
    INFO4334EWEB პროგრამირება ASP.NET MVC საშუალებით6
    INFO4450Eშესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში I6
    MATH2212Eრიცხვითი მეთოდები6
    INFO1125Eმონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (MS SQL)6
    INFO3133Eდაპროგრამების ენა Swift6
    INFO3211Eკომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება6
    INFO3550Eჰაკინგი და ციფრული მტკიცებულებები6
    INFO4231Eსტაჟირება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში6
    INFO4460Eშესავალი კომპიუტერული თამაშების პროგრამირებაში II6
    INFO1225Eგეოინფორმაციული სისტემები (Arc GIS)6
    INFO1230EVisual Basic for Application (VBA)6
    INFO3134EiOS დეველოპმენტი6
    INFO4170Eსაბაკალავრო პროექტი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში12
    INFO4240Eსაბაკალავრო ნაშრომი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში12

    კრედიტების ჯამი:

    282









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    ინფორმატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: • პროგრამის ძირითად საგნებს 138 ECTS, • პროგრამის არჩევით საგნებს 84 ECTS; • თავისუფალი კრედიტები 18 ECTS;


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი