eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: არქეოლოგია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: დავით ბერიკაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქეოლოგიის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის, ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე სტანდარტების მცოდნე, არქეოლოგიური ექსპედიციის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის აუცილებელი კომპეტენციისა და პრაქტიკული უნარების მქონე პროფესიონალის ჩამოყალიბებას. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება სამაგისტრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის თანამედროვე, დროის მოთხოვნებზე ორიენტირებული თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, არქეოლოგიურ ექსპედიციებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, მუზეუმებსა თუ კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებზე მომუშავე სხვა საჯარო და/ან კერძო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში. არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს არქეოლოგიური კვლევის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას და კონკურენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებას დარგის ფართო და საფუძვლიანი ცოდნით. პროგრამაში ჩართული სპეციფიკური მოდულების( ქვისა და ბრინჯაოს ხანა, ანტიკური ეპოქა, ქალკოლითი და ნეოლითი) არჩევის შესაძლებლობა მაგისტრანტს უღრმავებს პროფესიულ ცოდნას კონკრეტული მიმართულებით, ხოლო პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე შესაბამისი ან მომიჯნავე (კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი, პალეონტოლოგია, ანთროპოლოგია) სპეციალობით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • დისკუსია/დებატები;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • კრიტიკულ იანალიზის მეთოდი;
  • პრობლემის დასმა და გადაჭრა;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი;
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება;
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა;
  • წერითი მუშაობა;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული ღრმად და  საფუძვლიანად  იცნობს:

    • არქეოლოგიური მასალის აღწერა/რეგისტრაციის, ჩახაზვის, ფოტოგრაფირების ასევე, მეცნიერული კვლევის, კამერალური დამუშავება/ დოკუმენტირების, სერიაციის, კომბინაციის სტატისტიკის და კორესპონდენციის მეთოდებს:
    •  საბაზისო ბიოლოგიას (ძვლის აგებულება და ზრდის პროცესი, ცხოველთა ჩონჩხები) და ტაფონომიისა ან ადამიანის ზეგავლენით გამოწვეული ტრანსფორმაციის პროცესების თავისებურებს;
    •  პალინოლოგიური კვლევისთვის რელევანტურ მეთოდებს: საანალიზო  ნიმუშების აღება, ორგანული ნაშთებისა და არქეოლოგიური ჭურჭლის შიგთავსის  პალინოლოგიური კვლევა, პალინოლოგიური დიაგრამების აგება,პალეოეკოლოგიური რეკონსტრუქცია;
    •  დაავადებათა წარმოშობის ისტორიას და მათი განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს, დარგისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ ტერმინებს.  აცნობიერებს პათოლოგიურ პროცესებს რომელიც გავლენას ახდენენ ძვალზე. 
    • საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მომხდარი ცვლილებების მატერიალურ კულტურაში ასახვის პროცესებსა და დინამიკას;
    •  ქრისტიანული ხანის საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების კვლევების თანმიმდევრობას და არქეოლოგიური ნიმუშების ფიქსაციის პრინციპებს;  აკადემიური წერისა და კვლევის სტრატეგიებსა და სტანდარტებს;

    სპეციალიზაციის შერჩეული მოდულის შესაბამისად:

    სიღრმისეულად იცნობს:

    • პრესიტორიული და ბრინჯაოს ხანის წინა აზიის არქეოლოგიური კულტურების უმნიშვნელოვანეს ძეგლებს;
    • კოლხური კულტურის გავრცელების არეალის, ქრონოლოგია-პერიოდიზაციის, წამყვან კომპონენტებს და მათი თავისებურებებს;
    • ქართლის სამეფოს წამყვანი არქეოლოგიურიძეგლებია (საერო და სატაძრო არქიტექტურა, თავდაცვითი ნაგებობანი, აბანოები) და  გეოგრაფიულ საზღვრებს;
    • ქალკოლითური  კულტურისა და ნეოლითური  არქეოლოგიის  მახასიათებლებს და მნიშვნელოვან ძეგლებს.

     იცის:

    • არქეოლოგიის წყაროების ძირითადი კატეგორიების: "ცალკეული არქეოლოგიური მონაპოვარი", "სამარხეული ძეგლები", "საკულტო ძეგლები", "ნაქალაქარი/ნამოსახლარები" , "განძები" დამახასიათებელი თავისებურებები;
    • პროექტის, მათ შორის არქეოლოგიური პროექტის, მართვის სტანდარტები და პრინციპები;
    • გეოფიზიკური დაზვერვების წარმოების  თეორია და   პრაქტიკული გამოყენების (გეოფიზიკური და გეოარქეოლოკაციური მეთოდები) პრინციპები;
    • პალინოლოგიური დიაგრამების აგების  წაკითხვის და ინტერპრეტაციის პრინციპები და ხერხები.

  • უნარი
  • კურსდამთავრებული:

    •  არქეოლოგიური დაზვერვების წარმოების დროს  პრაქტიკაში იყენებს  გეოარქეოლოკაციური მეთოდებს;
    •  ამზადებს და მართავს არქეოლოგიურ პროექტს ან/და გეგმავს და ახორციელებს  არქეოლოგიურ ექსპედიციას,  ახდენს  მოპოვებული არქეოლოგიური მასალის კამერალურ დამუშავებას და დოკუმენტირებას თანამედროვე ხერხებითა და სტანდარტების გათვალისწინებით;
    •  ახორციელებს  პალინოლოგიური დიაგრამების აგებას, წაკითხვასა და ინტერპრეტაციას;
    •   ახერხებს  მიწისქვეშა არქეოლოგიური ობიექტების განსაზღვრისას თანამედროვე გეოფიზიკური ტექნიკის გამოყენებით მიღებული შედეგების,  მათ შორის რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის და  ინოვაციური სინთეზის  საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას და პრეზენტაციას აკადემიურ და/ან  ფართო საზოგადოებასთან;
    •  ახდენს შეძენილი ცოდნისა და  გამოცდილების ცვალებად სიახლეებთან (ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები, პუბლიკაციები) ინტეგრირებას და პროფესიულ თვითგანვითარებას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული:

    • ახორციელებს  არქეოლოგიურ კვლევას  არქეოლოგის პროფესიული ღირებულებების და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით და ახდენს მიღებული შედეგების  შესაბამის ინტერპრეტაციას და კვლევითი ნაშრომის (სამაგისტრო ნაშრომი, პუბლიკაცია)   ფორმატში ტრანსფორმაციას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 12-14-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 43/16
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად არქეოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს– 60 ECTS ( მათ შორის სავალდებულო არქეოლოგიურ პრაქტიკას), სამაგისტრო ნაშრომის შესრულებას, რომლის მოცულობა 30 ECTS განსაზღვრული და სპეციალიზაციის არჩევით მოდულებს (ქვისა და ბრინჯაოს ხანა; ანტიკური ეპოქა; ქალკოლითი და ნეოლითი), რომელშიც სტუდენტმა აუცილებლად უნდა აიღოს 12 ECTS სპეციალიზაციის გამნსაზღვრელ საგნებში და დანარჩენი 18 კრედიტი შეავსოს შეთავაზებული ასარჩევი საგნებით.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCH5252პალეოპათოლოგია6 3
    MGMT0613პროექტის მენეჯმენტი6 2
    ANTH 5112ბიოლოგიური ანთროპოლოგია6 1
    ARCH 5120გეოფიზიკური მეთოდები არქეოლოგიაში.6 1
    ARCH 5130ზოოარქეოლოგია6 1
    ARCH 5131პალინოლოგია6 1
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6 1
    ARCH 5210არქეოლოგიური კოლექციების ინტერპრეტაცია მუზეუმებში6 2
    ARCH 5220არქეოლოგიური მასალის კამერალური დამუშავება, კვლევა და დოკუმენტირება6 2
    ARCH 6110არქეოლოგიური პროექტის მართვა6 3
    ARCH6151არქეოლოგიური პრაქტიკა6 3
    ARCH6150სამაგისტრო ნაშრომი არქეოლოგიაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა უნდა აირჩიოს 18ECTS
    კოდი საგანი კრედიტი
    ARTM5110კრეატიული მარკეტინგი6
    ANTH 5211სოციოკულტურული ანთროპოლოგია6
    ARCH 5132ლანდშაფტის არქეოლოგია6
    ARCH5250საველე პრაქტიკული კვლევის მეთოდები არქეოლოგიაში6
    ARCH6161შუა საუკუნეების არქეოლოგია6
    ENGL5140ინგლისური ენა B2+6
    HIST6151ქართველთა ცხოვრება - ისტორიული ანალიზი6
    INFO 5222გეოინფორმაციული ტექნოლოგიები არქეოლოგიაში6
    ARCH 5121კულტურული ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთქმედების ასპექტები6
    ARCH 6160ქრისტიანული არქეოლოგია6
    HIST5111შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია6
    HIST5120საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფია და ისტორიული გეოგრაფია6
    HIST5231ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოენოვანი წყაროები საქართველოს შესახებ6

    კრედიტების ჯამი:

    78

    ქვისა და ბრინჯაოს ხანა - სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5230პრეისტორიული არქეოლოგია62
    ARCH 6120წინა აზიის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგია63

    კრედიტების ჯამი:

    12

    ანტიკური ეპოქა - სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5240ანტიკური ხანის საქართველო და გარე სამყარო I (კოლხეთი)62
    ARCH 6130საქართველო და გარე სამყარო ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანაში II (ქართლის სამეფო)63

    კრედიტების ჯამი:

    12

    ქალკოლითი და ნეოლითი - სპეციალობის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ARCH 5250ქალკოლითური კულტურების არქეოლოგია62
    ARCH 6140ნეოლითის არქეოლოგია63

    კრედიტების ჯამი:

    12










    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი