eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ქართული ფილოლოგია
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ნანა შავთვალაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი ქართულ ფილოლოგიაში
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვებიან ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ, სოციალურ, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის მეცნიერებებში ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ინგლისურ ენაში B/2 (წერითი) და სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მაგისტრის მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ მიზნის მისაღწევად ღრმად და სისტემურად შეისწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რის საფუძველზეც ხდება საბაკალავრო დონეზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავება და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება; პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსისა და სასწავლო კომპონენტების ერთობლიობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს; ასევე, სურვილის შემთხვევაში, გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე შესაბამისი ან მომიჯნავე სპეციალობით.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ლექცია - სემინარი;
  • წერითი მუშაობა;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • პროექტების მომზადება;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში;
  • გუნდური მუშაობის მეთოდი.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • კურსდამთავრებული

    ღრმად და სისტემურად  იცნობს:

    • ენობრივი პოლიტიკის ძირითად  თეორიებსა და თანამედროვე მეთოდებს;  ენობრივი პოლიტიკის, როგორც  დარგის  ჩამოყალიბებისა და განვითარების, ენისა და ნაციონალიზაციის, ენისა და ეთნიკურობის, ენობრივი  კორპუსისა და ენის მიღების დაგეგმარებას, ენობრივ მენეჯმენტს.
    • ტექსტის შედარებითი ანალიზის პრინციპებს; საერთოისტორიულ კონტექსტში მხატვრულ-ლიტერატურული აზროვნების განვითარების ზოგად კანონებს და თანამედროვე „ცივილიზაცითა ინტეგრაციის“ პროცესში „კულტურათშორისი დიალოგის“ მნიშვნელობას;
    • ქართული ენისა და ეროვნული კულტურის ურთიერთმიმართებას, ენისა და ერის, ენისა და საზოგადოების, ენისა და აზროვნების და საერთოდ, ენისა და კულტურის ურთიერთმიმართების საკითხებს.  ენობრივი მოვლენების სინქრონიულ  აღწერსა და ანალიზს.  მულტილინგვიზმის ფენომენის არსს და ამ უკანასკნელის როლს ენობრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.  
    • სიტყვის, როგორც ენის ლექსიკის ერთეულის მიმართებას მთელ ლექსიკურ სისტემასთან. მისი სინქრონული და დიაქრონული შესწავლის თავისებურებებს. 
    • ლექსიკოლოგიის დარგებსა და მათ ურთიერთმიმართებას. 
    • ლექსიკონის შედგენის თეორიას. 

    სიღრმისეულად  იცის:

    • ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები  და კვლევის მეთოდები
    • ქართული ზმნის სტრუქტურა და კონსტრუქცია, უღლების ტიპებად დაყოფის გრამატიკული კრიტერიუმი,  შესაბამისი პარადიგმების ინტერპრეტირების ხერხები.  სახელისა და ზმნის სინტაქსური ურთიერთობის მექანიზმი და  ინდოევროპული ენების  სინტაქსთან არსებული განსხვავება;

    კომპლექსურად განსაზღვრავს და ახასიათებს:

    • ქართული ენის დიალექტებს (ფონეტიკა-მორფოლოგია-ლექსიკა) და მათ მიმართებას სალიტერატურო ენასთან;
    • ლექსიკური ერთეულის ფუნქციებს. 
    • ლექსიკონის რაობასა და მის სახეობებს, შედგენის პრინციპებს. 
    • ქართული მწერლობისა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესის ურთიერთმიმართების საკითხს. ძველი, ახალი და უახლესი ქართული მწერლობის ადგილს მედიევისტიკასა და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

  • უნარი
  • კურსდამთავრებულს შეუძლია:

    • ქართული ფილოლოგიის სფეროში  უახლესი მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებით კვლევის დამოუკიდებლად წარმართვა; საკუთარი დასკვნების  ჩამოყალიბებისა და  დასაბუთებისას შესაბამისი  სამეცნიერო-ტერმინოლოგიური აპარატით ოპერირება;  სამეცნიერო პუბლიკაციების მოძიება და დამუშავება:    რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;  ძირითადი და დამხმარე საინფორმაციო წყაროების მნიშვნელობის განსაზღვრა,  სხვადასხვა შეხედულების შედარება, ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი უახლეს მონაცემებზე  დაყრდნობით;
    • ქართული ლიტერატურის (უძველესი პერიოდიდან დღემდე) ძირითადი ტენდენციების საფუძვლიანი აღწერისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება;  ქართველ მწერალთა შემოქმედებითი მემკვიდრეობის დამოუკიდებელად კვლევა მსოფლიო ლიტერატურული პროცესების  კონტექსტში;
    • ქართული  ენისთვის დამახასიათებელი მონაცემების განმარტება და მათი კომპლექსური ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; ენობრივი მოვლენების დიაქრონიული და სინქრონიული ასპექტით კვლევა; მიღებული ცოდნის  საკითხთა ინტერდისციპლინურ კვლევებში გამოყენება.
      თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება  ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით; ციფრულ/ბეჭდვით ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტწყაროებში ინფორმაციის განთავსება და გავრცელება.
    • იმუშაოს სხვადასხვა ტიპის ლექსიკონის შედგენაზე. 

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებულს შეუძლია:

    • ქართული ფილოლოგიის სფეროში  კვლევისთვის რელევანტური  პრობლემის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა,  განხორციელება და მიღებული შედეგების ტრანსფორმაცია სამაგისტრო  ნაშრომის ფორმატში აკადემიური  წერისა და კვლევის სტრატეგიების გამოყენებით;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-27-2017
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 02/17
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 12PDC284-05
    პროგრამის დეტალები:

    ...

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ქართულ ფილოლოგიაში სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც შესაძლებელია ძირითადი საგნებისა – 96 ECTS (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და დაცვა – 30 ECTS) და  არჩევითი საგნების - 24 ECTS გავლით.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    KART5230ქართული წინადადების მორფო-სინტაქსური სტრუქტურა6 1
    KART5231ქართული ენის ლექსიკოლოგია და ლექსიკოგრაფია6 2
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6 1
    KART5120შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (კომპარატივისტიკა)6 1
    KART5131ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (V- XVIII ს.ს. )6 1
    LING5111ლინგვისტიკის თანამედროვე თეორიები და კვლევის მეთოდები6 1
    KART5210კულტუროლოგიური ლინგვისტიკა6 2
    KART5220ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (XIX ს.ს.)6 2
    KART6110ქართული ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები (XX ს.ს.)6 3
    KART6120ქართული დიალექტოლოგია6 3
    KART6130ენობრივი პოლიტიკის საკითხები6 3
    KART6210სამაგისტრო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    96

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვლიდან უნდა აირჩიოს 24 კრედიტი
    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL5140ინგლისური ენა B2+6
    KART6190ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერები6
    ANTH5220კულტურა და სოციალური კვლევის მეთოდოლოგია6
    HIST5115ქართული საისტორიო ზეპირსიტყვიერება და მითოსი6
    HIST5151ქართული ეკლესიის ისტორია6
    KART5270გალაკტიონოლოგია6
    KART5280პერსონაჟის ხატვის პრინციპები ქართულ ჰაგიოგრაფიაში (V-XIს.ს.)6
    KART5290ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება6
    KART6140ქართული ონომასტიკა6
    KART6150ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ძირითადი პრობლემები6
    KART6170ქართული ემიგრანტული მწერლობა6
    KART6180ლექსმცოდნეობა6
    LING5210მოლაპარაკების ხელოვნება6
    LING5215კომუნიკაციური ლინგვისტიკა6
    MGMT6130პროექტის მენეჯმენტი6

    კრედიტების ჯამი:

    90









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი