eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა (ინტეგრირებული)
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: შალვა დუნდუა
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის მოცულობა: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია პროფესიონალი მასწავლებლის მომზადება წარმატებული პედაგოგიური კარიერისათვის მუდმივად ცვალებად საგანმანათლებლო გარემოში, რომელთაც შეეძლებათ სკოლებში მიმდინარე პროცესთა ადეკვატური გაგება და ანალიზი, ისევე, როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება ყოველდღიურ სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში. პროგრამის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენას ის, რომ იგი აძლევს მომავალ მასწავლებელს ლიდერობისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს როგორც სასწავლო გარემოსა და პროცესის გუნდური მართვის ისე ზოგადად სასკოლი განათლების ხარისხის მართვის პროცესში გააზრებული მონაწილეობისათვის, რაც სკოლისა და განათლების საბოლოო შდეგიანობის უზრუნველყოფის არსებით საფუძველს წარმოადგენს. პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება მყარ საფუძველს შექმნის კურსდამთავრებულთა წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობისათვის როგორცსაჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებში.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პედაგოგიური პრაქტიკა;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • წერითი მუშაობა;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • განათლების ისტორიის ძირითადი ეტაპებისა და განვითარების დინამიკის ცოდნა;
    • განათლების ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებების, ფუნდამენტური მიზნების, კონცეპტუალური მიდგომებისა და მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიის ცოდნა;
    • სწავლის, სწავლებისა და სწავლის მოტივაციის თეორიებისა და სტრატეგიების ცოდნა;
    • აქტიური სასწავლო პროცესისა და ოპტიმალური სასწავლო გარემოს შექმნის თავისებურებათა ცოდნა / გაცნობიერება;
    • მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებათა ცოდნა და მათი შესაბამისი პედაგოგიური მოქმედებების საჭიროების გაცნობიერება;
    • საგანმანათლებლო კვლევის 8 განსხვავებული მეთოდის ცოდნა;
    • ინფორმაციული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მიზნებისათვის ეფექტურად გამოყენების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მოთხოვნების, მასწავლებლის დარგობრივი მახასიათებლისა და პროფესიული სტანდარტის, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შესახებ ცოდნა;
    • მასწავლებლის ეთიკის ნორმების ცოდნა;
    • ხარისხის მართვის პროცესის კანონზომიერებათა ცოდნა და მათი სრული პოტენციალის გაცნობიერება;
    • ინკლუზიური განათლების საფუძვლების ცოდნ;
    • კლასის მართვის პრინციპების ცოდნა;
    • • საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის სამართლებრივი საფუძვლების( მშობლის, მოსწავლის, მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები, მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის სტანდარტები) ცოდნა.

    დამატებით:

    თუ ძირითადი სპეციალობა ქართული ფილოლოგიაა :

    • ქართული ენის გაკვეთილის სხვადასხვა ტიპების ცოდნა;
    • ქართული ენის სტანდარტების, სასკოლო სახელმძღვანელოების ძირითადი კონცეფციის, შინაარსისა და მოთხოვნების ცოდნა;
    • ქართული ენის მასწავლებლის კომპეტენციების ცოდნა;
    • ქართული ენის სწავლებისთვის საჭირო სტრატეგიების შერჩევის ცოდნა;
    • მორფოლოგიური და სინტაქსური ანალიზის სწავლების მეთოდების ცოდნა;
    • მოსწავლისათვის გრამატიკულად გამართული, სტილურად დახვეწილი წერისა და მეტყველების უნარის განვითარების საშუალებების ცოდნა;

    თუ ძირითადი სპეციალობა ინგლისური ფილოლოგიაა:

     

    • მასალის შერჩევისა და ინგლისური ენის გაკვეთილის მიზნების განსაზღვრის სპეციფიკის ცოდნა აუდირების, კითხვის, წერითი და ზეპირი მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბების პროცესში;
    • სასწავლო პროცესის დაგეგმვის განსხვავებული მიზნების თავისებურებათა ცოდნა;
    • გააზრებული ჯგუფური სამუშაოს (დისკუსია-დებატები) დაგეგმვის თავისებურებები;
    • გაკვეთილის გეგმის შედგენის (სასწავლო მასალის შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება, სამოტივაციო აქტივობების გამოყენება) ტექნიკის ცოდნა;
    • მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ენობრივ აქტივობათა დამოუკიდებლად განხორციელებისათვის საჭირო სტრატეგიათა ცოდნა;
    • ენის სხვადასხვა ასპექტის სწავლების კლასიკური მეთოდების ცოდნა;
    • სხვადასხვა ენობრივი კომპეტენციის დესკრიფციული პარამეტრების ცოდნა;

     

    თუ ძირითადი სპეციალობა ისტორიაა:

    • ისტორიის გაკვეთილის სხვადასხვა ტიპების ცოდნა;
    • ისტორიის სტანდარტის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ძირითადი კონცეფციის, შინაარსისა და მოთხოვნების ცოდნა;
    • ისტორიის მასწავლებლის კომპეტენციების ცოდნა;
    • გაცნობიერებული სკოლაში ისტორიის სწავლების ძირითადი ფორმები, მეთოდები და ხერხები;

    თუ ძირითადი სპეციალობა ფიზიკაა:

    • გააზრებული ფიზიკის სწავლების მიზანი და ამოცანა;
    • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფიზიკის საკითხების ცოდნა;
    • ფიზიკის სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

    თუ ძირითადი სპეციალობა მათემატიკაა:

    • გააზრებული მათემატიკის სწავლების მიზანი და ამოცანა;
    • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მათემატიკური საკითხების ცოდნა;
    • მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

    თუ ძირითადი სპეციალობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებია:

    • გააზრებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მიზანი და ამოცანა;
    • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკითხების ცოდნა;
    • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

  • უნარი
    • დარგის სპეციალისტებთან (პედაგოგები)ან ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან (მედია, დაინტერესებული პირები) საკუთარი იდეების, მოსაზრებების, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების უნარი;
    • სასკოლო განათლების სფეროსთვის ტიპური საკითხების ირგვლივ დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში ეფექტიანი მონაწილეობის უნარი;
    • გუნდური მუშაობის უნარი.
    • მოძიებული ინფორმაციის სისტემატიზაციის და განზოგადების უნარი;
    • საგნობრივი სფეროსათვის რელევანტური მეთოდების(ა) კოოპერატიული სწავლება, ბ) პირდაპირი სწავლება ) და ზოგიერთი გამორჩეული(ინდუქცია/დედუქცია) მეთოდის გამოყენების გზით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის პრობლემების იდენტიფიცირების და დასკვნის გამოტანის უნარი;
    • სასწავლო პროცესის თვისებურებებთან მიმართებაში არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების და ამ გადაწყვეტილების შეფასების უნარი;
    • მასწავლებლის ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შეფასების უნარი.
    • სასკოლო საგანმანათლებლო გარემოში მუშაობის უნარი;
    • საჭირო რესურსების გამოყენების შედეგად ინფორმაციის მოპოვებისუნარი(მაგ.: ონლაინ ღია-რესურსების და საარქივო მასალების ძიება, სტატისტიკური მონაცემების მოპოვება,ელექტრონული მონაცემებისმოძიება);
    • კლასის მართვის უნარი;
    • პრობლემურ მოსწავლეებთან მუშაობის უნარი ასაკობრივი ფსიქოლოგიის თავისებურებათა გათვალისწინებით;
    • საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარი;
    • სკოლაში განსახორციელებელი კვლევის დაგეგმვისა და კვლევის პროცესის მართვის უნარი;
    • მოსწავლეებთან, მშობლებთან და დანარჩენ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში მასწავლებლის ეთიკური ნორმების გამოყენების უნარი;
    • დროის განაწილებისა და მართვის უნარი.
    • ინკლუზიასთან და სოციალური განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებული პრინციპების გამოყენების უნარი კონკრეტულ სიტუაციაში;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • ზოგადჰუმანური(რელიგიური, ეთიკური, კულტურული, გენდერული თანასწორუფლებიანობა), ეროვნული, აკადემიური (აკადემიური კეთილსინდისიერება) და პროფესიული ღირებულებების ფორმირებაში მონაწილეობის აუცილებლობა და მათი დამკვიდრებისკენ სწრაფვა;
    • განსხვავებული აზრისა და შეხედულების პატივისცემა;
    • ბავშვის პიროვნული ღირსების დაცვისა და პატივისცემის აუცილებლობა;
    • პროფესიული კოლეგიალურობა.
    • შეძენილი ცოდნის (საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა პედაგოგიკაში) მუდმივი განახლებისა და ცვალებად ინფორმაციასთან ინტეგრირების უნარი;
    • ცოდნის განახლების ან ინფორმაციის გაცვლის მიზნით პედაგოგთა პროფესიულ ასოციაციებში ასევე სამეცნიერო ჟურნალებსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკებში გაწევრიანებისა და საჭირო მასალების დამუშავების უნარი;
    • პედაგოგიური ლიტერატურის დამოუკიდებლად დამუშავების უნარი.
    • განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის უნარი.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-12-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 20
    პროგრამის განახლების თარიღი: 03-04-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 08-16
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 60 ECTS, რაც გულისხმობს პროგრამის ძირითად საგნებს– 48 ECTS , პროგრამის არჩევით საგანს (სპეციალობის გათვალისწინებით) 6 ECTS და შესაბამისი პროფილით პედაგოგიური პრაქტიკის გავლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ––6 ECTS.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    EDUC 3110განათლების ისტორია და ფილოსოფია6 1
    EDUC3130სწავლების მეთოდიკა6 1
    EDUC4130კლასის მართვა6 1
    PSYC3111განათლების ფსიქოლოგია6 1
    EDUC3145ინკლუზიური განათლების საფუძვლები6 2
    EDUC3147კვლევები განათლებაში-აქტუალური კვლევები სკოლაში6 2
    EDUC4120ხარისხის მართვა სკოლაში6 2
    EDUC4210პედაგოგიური პრაქტიკა სკოლაში6 2
    PSYC4111ასაკობრივი ფსიქოლოგია6 2

    კრედიტების ჯამი:

    54

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL4135ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა6
    HIST4135ისტორიის სწავლების მეთოდიკა6
    INFO4330საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მეთოდიკა6
    KART4137ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა6
    MATH4120მათემატიკის სწავლების მეთოდიკა6
    PHYS4220ფიზიკის სწავლების მეთოდიკა6

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი