eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სტომატოლოგია
განათლების საფეხური: ერთსაფეხურიანი
ხელმძღვანელი: ელენე გიგინეიშვილი
მარიამ მარგველაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი
პროგრამის მოცულობა: 300
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

საქართველოს/უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები;
  • ინგლისური ენა B2 დონე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ ბრძანებით განსაზღვრული კატეგორიის აბიტურიენტებისათვის (იხ. ინფორმაცია http://www.mes.gov.ge/content.php?id=1131&lang=geo ):

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების დაკმაყოფილება და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა.
  • ინგლისური ენა B2 დონე.
  • გასაუბრება/გამოცდა ბიოლოგია-ქიმია-ფიზიკის საბაზო საკითხებში;

ინგლისური ენის (B2) ცოდნა შესაძლოა დადასტურდეს TOEFL, IELTS, FCE და CERTUS სერთიფიკატების წარმოდგენით. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს არ აქვს ზემოაღნიშნული სერტიფიკატი, ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით.

პროგრამის მიზანი:

საქართველოს უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე  სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიანი,   პროფესიული  ცოდნისა და უნარების მქონე, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტი; პროგრამის მიზანია დიპლომირებული სტომატოლოგების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს სტომატოლოგიური მომსახურების დონის ამაღლებას, პირის ღრუს დაავადებების პრევენციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კურსდამთავრებულს ექნება პირის ღრუს ჯანმრთელობის მიმართულებით მედიცინის სფეროს (კლინიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) საბაზისო და სტომატოლოგიის სისტემური და ღრმა დარგობრივი ცოდნა, პირის ღრუს დაავადებებისას გამოვლენილი სიმპტომების ერთიან პათოგენურ პროცესთან კავშირის დანახვის უნარი, კომპლექსური მკურნალობის გეგმის დასაბუთებულად დასახვის უნარი, დაავადების მენეჯმენტის უნარი, ძირითადი მანუალური ჩვევები. ათვისებული ექნება სტომატოლოგიური კლინიკური უნარ-ჩვევები პროფესიული ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით, სწავლისა და სწავლების, პროფესიული ზრდა-განვითარების, ანალიზისა და სინთეზის, გადაწყვეტილების მიღების უნარები, რაც საშუალებას მისცემს სწავლების შემდგომ საფეხურზე (რეზიდენტურა) კიდევ უფრო გაიმყაროს ცოდნა და უნარები და შესაბამისი სალიცენზიო გამოცდის ჩაბარების შემდგომ დასაქმდეს პრაქტიკოს ექიმად.

კურსდამთავრებულს ექნება უფლება დაიკავოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო პოზიციები სტომატოლოგიურ კლინიკებში. კერძოდ, მას შეუძლია იყოს: ა) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/დაწესებულების უმცროსი ექიმი-სტომატოლოგი; ბ) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/ დაწესებულების  ექთანი; გ) სტომატოლოგიური პროფილის კაბინეტის/ დაწესებულების  სტატისტიკურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი; კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს ყველა სამეცნიერო და პედაგოგიური თანამდებობა შესაბამის თეორიულ დარგებში –  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე ჯანდაცვით ორგანიზაციებსა და სამედიცინო დაზღვევის განმახორციელებლ კომპანიებში (პოლიპროფილურ, სტომატოლოგიურ დაწესებულებებთან ურთიერთობის ფორმატში, სადაც უპირატესად წარმოდგენილია დაზღვეულთა სტომატოლოგიური სერვისების მართვისა და უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტი). ასევე მოამზადოს და ხელი შეუწყოს სტუდენტს სპეციალიზაციისა და სწავლის მომდევნო ეტაპებისათვის (რეზიდენტურის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები). ასევე, დაიკავოს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პოზიციები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • დისკუსია;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლური თამაში;
  • მცირე კვლევების ჩატარება;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • იმიტირებული შესრულება;
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ჯგუფური დავალებები;
  • პროექტები;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • თემების დაწერა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • დაკვირვების მეთოდი;
  • სიმულაცია ფანტომებზე;
  • ელექტრონული და არაელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
  • წერილობითი პროფესიონალური ინსტრუქციების მომზადება;
  • კლინიკური პრაქტიკული მეცადინეობები;
  • მტკიცებითი სტომატოლოგიის მეთოდების გათავლისწინებით მუშაობა;
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • აღწერს და განსაზღვრავს ადამიანის ორგანიზმში ნორმალურ და პათოლოგიურ მდგომარეობებში ქიმიურ, ბიოქიმიურ, მოლეკულურ, მიკრობიოლოგიურ და ჰისტოლოგიურ დონეზე მიმდინარე პროცესებს;
    • ფლობს ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნას;
    • ფლობს და წარმოაჩენს პირის ღრუს დაავადებებთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლინიკური მეცნიერებების თეორიების სისტემურ ცოდნას;
    • განსაზღვრავს და განმარტავს ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ფორმირების, სისტემის მენეჯმენტისა და ფუნქციონირების, დაავადებების, პრევენციისა და მათი მართვის (სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, ინფექციის კონტროლი და სხვა), ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ქცევების ცვლილებების ძირითად სისტემურ პრინციპებსა და თავისებურებებს;
    • ფლობს კვლევის მეთოდების (ბიოსტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური) სისტემურ ცოდნას;
    • განმარტავს და განიხილავს ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობისა და ეთიკური ასპექტების, პაციენტის უფლებებისა და საექიმო საქმიანობის ძირითად საკითხებს;
    • ფლობს სტომატოლოგიური მეცნიერებების - თერაპირული სტომატოლოგია, ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია - ღრმა ცოდნას;
    • განარჩევს და განსაზღვრავს სტომატოლოგიურ მასალას და მათ დანიშნულებას;
    • ფლობს პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტირების (ანამნეზის შეკრება, ფიზიკალური გამოკვლევების ჩატარება, შეფასება), მკურნალობის გეგმის დასახვის საკითხების და შესაბამისი კომპეტენციების გაათვალისწინებით მკურნალობის მეთოდების შესახებ სისტემური ცოდნას;
    • განსაზღვრავს და ჩამოთვლის მანიპულაციებს  (ვენეპუნქცია, კანზე და ლორწოვანზე ნაკერის დადება, კანქვეშ და კუნთში ინექციის გაკეთება, წამლის ინტრავენურად შეყვანა, კბილის ექსტრაქცია, კბილის პრეპარირება, კბილის არხის დაბჟენა, კბილის რესტავრაცია და ა. შ.);
    • ფლობს ნამკურნალები პაციენტის კონტროლისა და მკურნალობის შედეგების შენარჩუნების მენეჯმენტის სისტემურ ცოდნას;
    • სისტემური ცოდნის საფუძველზე ახდენს ახდენს წამლების ძირითადი ჯგუფების კლასიფიცირებას, მათი მოქმედებისა და ურთიერთქმედების მექანიზმების გათვალისწინებით;
    • ფლობს დაავადებათა ძირითადი დიაგნოსტიკური და სამკურნალო-პროფილაქტიკური პრინციპებისა და მეთოდების, სამედიცინო ჩანაწერების თავისებურებების ცოდნას;
    • აცნობიერებს ჯანდაცვითი და არასამედიცინო დარგების/სფეროების რაობასა და გამოყენებით მნიშვენლობას პროფესიულ საქმიანობაში;
    • ფლობს სამედიცინო ფსიქოლოგიის, სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის საფუძვლების (ბუნებრივი და პრეფორმირებული, ფიზიკური ფაქტორების, ორგანიზმზე ზემოქმედების ბიოფიზიკური მექანიზმები და ა.შ.) ცოდნას;

  • უნარი
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • აორგანიზებს თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული სტომატოლოგიის, იმპლანტოლოგიის, ასევე, ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კომპეტენციების გათვალისწინებით პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკას, პრევენციას, მკურნალობასა და მართვას სხვადასხვა პროფილის თანმხლები მწვავე და ქრონიკული დაავადებების სპეციფიკის გათვალისწინებით;
    • გეგმავს და ახორციელებს პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისათვის ეპიდემიოლოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ძირითად და ალტერნატიულ ღონისძიებებს;
    • იყენებს მეთოდურ რეკომენდაციებს და პროტოკოლებს ახალ გარემო-პირობებში შესაბამისი კლინიკური გამოკვლევებისა და პროცედურების ჩატარების, აპარატურის გამოყენების, წამლების ჯგუფების, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების,  სპეციალიზირებული მომსახურების შერჩევის მიზნით.
    • იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევის შედეგებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
    • კრებს ანამნეზს, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის ძირითადი ფუნქციური მაჩვენებლების გათვალისწინებით ახდენს ძირითადი და თანმხლები დაავადებების დიაგნოსტიკას და დიფერენციალურ დიაგნოსტიკას;
    • იკვლევს ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით;
    • აწარმოებს პაციენტის მონაცემთა რეგისტრაციას, ჩანაწერთა ფორმირებას და შენახვას პროტოკოლების შესაბამისად;
    • უზრუნველყოფს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
    • უზრუნველყოფს სამედიცინო მანიპულაციებს (კანის დისექცია, ჩირქოვანი აბსცესის დისექცია, ვენეპუნქცია, კანზე და ლორწოვანზე ნაკერის დადება, კანქვეშ და კუნთში ინექციის გაკეთება, წამლის ინტრავენურად შეყვანა, კბილის ექსტრაქცია, კბილის პრეპარირება, კბილის არხის დაბჟენა, კბილის რესტავრაცია და სხვა) და პროცედურებს (დრენაჟის გაკეთება და სხვა);
    • უსაფრთხოდ იყენებს სამკურნალო საშუალებებს;
    • კრიტიკულად აანალიზებს პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემურ საკითხებს, ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და არასრულ და/ან წინააღმდეგობრივი მონაცემების პირობებში, აყალიბებს შესაბამის დასკვნას;
    • აგროვებს, აანალიზებს, და აგენერირებს პირის ღრუსთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ თუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემებს მედიცინის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებით და შეიმუშავებს და ასაბუთებს შესაბამის რეკომენდაციებს;
    • აანალიზებს და აფასებს დიაგნოსტიკურ მეთოდებსა და აპარატურასთან დაკავშირებული ბიოფიზიკური ფაქტორების პოტენციურ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე;
    • ახდენს მტკიცებულებაზე დაფუძნებული წინადადებების, გადაწყვეტილებების, მოსაზრებების, დასკვნების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების ზეპირი და წერითი (მ.შ. ელექტრონული) ფორმით ინგლისურ ენაზე წარდგენას აკადემიურ, პროფესიულ და არაპროფესიულ წრეებში;
    • ახდენს პაციენტების და პაციენტების ახლობლების, კოლეგების, დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას პირის ღრუს ჯანმრთელობასათან დაკავშირებულ საკითხებში;
    • მართავს პროფესიულ კრიტიკულ სიტუაციებს;
    • უზრუნველყოფს პირის ღრუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მედიცინის სხვა უახლესი თემატური საკითხების შესწავლას და დამოუკიდებლად ათვისებას;
    • პაციენტთან და კოლეგებთან აწარმოებს ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, იცავს პაციენტის უფლებებს.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • თანმიმდევრულად აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს;
    • ადგენს  სტომატოლოგიის სპეციალობებში შემდგომი სწავლის საჭიროებებს;
    • ითვალისწინებს პროფესიული ეთიკის ნორმებს;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-28-2013
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 20-14
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 16/21
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამას აქვს 300 ECTS და სწავლება მოიცავს 5 წელს. იგი შედგება პროგრამის ძირითადი (288 ECTS) და არჩევითი (12 ECTS) კომპონენტებისგან. უშუალოდ სტომატოლოგიური სპეციალიზირებული საგნების მოცულობა 126 ECTS.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამა მოიცავს ძირითად საგნებს 288 ECTS (ქართული ან ინგლისური ენის 12 ECTS-ის ჩათვლით, რომელთაგან უცხოენოვანი სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ქართული ენა, ხოლო ქართულენოვანი სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ინგლისური ენა). არჩევითი საგნების ბლოკიდან სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს 12 ECTS. პროგრამა მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ სწავლებებს, ასევე პრაქტიკებს, რომელიც იმპლემენტირებულია უშუალოდ საგნებში თემატური მიმართულებების მიხედვით. თეორიული ტიპის ლექციები შესაძლებელია ერთდორულად ჩატარდეს 2 და მეტ ჯგუფში. სემესტრებში მოწოდებულია სამედიცინო პროფილის კურაციები, რომელიც ყოველდღიურ და ინტენსიურ სასწავლო დატვირთვას ითვალისწინებს და მისი ორგანიზება ხდება როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე სამედიცინო ბაზებზე. სტუდენტების პაციენტებთან ურთიერთობა კანონით დაშვებულ ფარგლებში უზრუნველყოფილია სწავლების საწყისი ეტაპებიდან. ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა არ აღემატება 15-ს. პრაქტიკები ტარდება მენტორული სისტემის გამოყენებით, კლინიკური პროფესიური უნარების შეფასებისას გამოიყენება სტრუქტურირებული შეფასების სისტემა სიმულაციურ და კლინკურ გარემოში.

    პროგრამის ძირითადი

    ერთიანი ეროვნული გამოცდებით მიღებული სტუდენტი ვალდებულია აიღოს ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/1), ხოლო უცხოელი სტუდენტი ვალდებულია აიღოს ქართული, როგორც უცხოური ენა I
    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    DENT1111სამედიცინო ქიმია6 1
    DENT1220ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია6 1
    ENGL3218ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/1)6 1
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6 1
    NRSI1122Eადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია I9 1
    DENT1210სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა6 2
    DENT1230ბიოქიმია6 2
    DENT2130მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა6 2
    ENGL3219ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/2)6 2
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6 2
    NRSI1221Eადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია 29 2
    DENT2110ტოპოგრაფიული ანატომია6 3
    DENT2120პათოლოგიური ანატომია და პათოლოგიური ფიზიოლოგია6 3
    DENT2140თერაპიული სტომატოლოგია I (პროპედევტიკა)3 3
    DENT2150ქირურგიული სტომატოლოგია I (პროპედევტიკა)3 3
    DENT2160ორთოპედიული სტომატოლოგია I (პროპედევტიკა)3 3
    DENT2170ბავშვთა სტომატოლოგია I (სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა I ნაწილი)3 3
    NRSI2140Eმიკრობიოლოგია6 3
    DENT2230პაციენტის მოვლა და გადაუდებელი დახმარება3 4
    DENT2240თერაპიული სტომატოლოგია II (კარიესოლოგია)3 4
    DENT2250ქირურგიული სტომატოლოგია II (ოდონტოგენური ინფექციები)3 4
    DENT2260ორთოპედიული სტომატოლოგია II (ფიქსირებული პროთეზირება I ნაწილი)3 4
    DENT2270ბავშვთა სტომატოლოგია II (სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა II)3 4
    DENT3112ფარმაკოლოგია სტომატოლოგებისთვის6 4
    NRSI4140Eბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი3 4
    DENT2220პროფესიული კომუნიკაცია3 5
    DENT3111ბავშვთა სტომატოლოგია III (კარიესოლოგია) (კურაციული)3 5
    DENT3120რადიოლოგია (კურაციული)3 5
    DENT3130სამედიცინო ფსიქოლოგია და ფსიქიატრია (კურაციული)3 5
    DENT3140ჰემატოლოგია3 5
    DENT3150დერმატოლოგია და ვენეროლოგია3 5
    DENT3160ენდოკრინოლოგია3 5
    DENT3170თერაპიული სტომატოლოგია III (ენდოდონტია I ნაწილი) (კურაციული)3 5
    DENT3180ქირურგიული სტომატოლოგია III (ყბა-სახის არაოდონტოგენური დაავადებები) (კურაციული)3 5
    DENT3190ორთოპედიული სტომატოლოგია III (ფიქსირებული პროთეზირება II ნაწილი) (კურაციული)3 5
    DENT3220ზოგადი მედიცინა და დიაგნოსტიკა6 6
    DENT3230ოტორინოლარინგოლოგია (კურაციული)3 6
    DENT3240ფთიზიატრია (ტუბერკულოზი) (კურაციული)3 6
    DENT3250თერაპიული სტომატოლოგია IV (ენდოდონტია II ნაწილი) (კურაციული)3 6
    DENT3260ქირურგიული სტომატოლოგია IV (საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები) (კურაციული)3 6
    DENT3270ორთოპედიული სტომატოლოგია IV (ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები I ნაწილი) (კურაციული)3 6
    DENT3280ბავშვთა სტომატოლოგია IV (ენდოდონტია) (კურაციული)3 6
    DENT4280ბიოსტატისტიკა და ეპიდემიოლოგია სტომატოლოგებისათვის6 6
    DENT4110პედიატრია სტომატოლოგებისთვის (კურაციული)3 7
    DENT4121ნევროლოგია6 7
    DENT4130ოფთალმოლოგია (კურაციული)3 7
    DENT4140ორთოდონტია I (პროპედევტიკა) (კურაციული)3 7
    DENT4150თერაპიული სტომატოლოგია V (პრეკლინიკური პარტოდონტოლოგია) (კურაციული)3 7
    DENT4160ქირურგიული სტომატოლოგია V (ყბა-სახის ონკოლოგია I ნაწილი) (კურაციული)3 7
    DENT4170ორთოპედიული სტომატოლოგია V (ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები II ნაწილი) (კურაციული)3 7
    DENT4180ბავშვთა სტომატოლოგია V (პაროდონტის დაავადებები) (კურაციული)3 7
    HELM232210Eჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 7
    DENT4210მძიმე სამედიცინო მდგომარეობის მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მენეჯმენტი (კურაციული)3 8
    DENT4221შინაგანი სნეულებანი, ინფექციური დაავადებები6 8
    DENT4230ორთოდონტია II (დიაგნოსტიკა და სამკურნალო აპარატები) (კურაციული)3 8
    DENT4240თერაპიული სტომატოლოგია VI (კლინიკური პარტოდონტოლოგია) (კურაციული)4 8
    DENT4250ქირურგიული სტომატოლოგია VI (ყბა-სახის ონკოლოგია II ნაწილი) (კურაციული)4 8
    DENT4260ორთოპედიული სტომატოლოგია VI (ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები III ნაწილი) (კურაციული)4 8
    DENT4270ბავშვთა სტომატოლოგია VI (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები) (კურაციული)3 8
    DENT5110თავისა და კისრის ონკოლოგია3 9
    DENT5120ალერგოლოგია და იმუნოლოგია3 9
    DENT5130ორთოდონტია III (ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები და მათი მკურნალობის მეთოდები) (კურაციული)3 9
    DENT5140თერაპიული სტომატოლოგია VII (ლორწოვანი გარსის დაავადებები I ნაწილი) (კურაციული)3 9
    DENT5150ქირურგიული სტომატოლოგია VII (პაროდონტოლოგია) (კურაციული)3 9
    DENT5160ორთოპედიული სტომატოლოგია VII (სრული მოსახსნელი პროთეზირება და ყბა-სახის ორთოპედია) (კურაციული)3 9
    DENT5170ბავშვთა სტომატოლოგია VII (ლორწოვანი გარსის ინფექციები) და ბავშვთა ყბა-სახის ქირურგია I ნაწილი (კურაციული)6 9
    DENT5210ქირურგია6 10
    DENT5220ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია3 10
    DENT5230ორთოდონტია IV (მოზრდილთა ორთოდონტიული მკურნალობა) (კურაციული)3 10
    DENT5240თერაპიული სტომატოლოგია VIII (ლორწოვანი გარსის დაავადებები II ნაწილი) (კურაციული)4 10
    DENT5250ქირურგიული სტომატოლოგია VIII (იმპლანტოლოგია) (კურაციული)4 10
    DENT5260ორთოპედიული სტომატოლოგია VIII (იმპლანტოლოგია) (კურაციული)4 10
    DENT5270ბავშვთა სტომატოლოგია VIII (ლორწოვანი გარსის ონკოლოგია) და ბავშვთა ყბა-სახის ქირურგია II ნაწილი (კურაციული)6 10

    კრედიტების ჯამი:

    300

    პროგრამის ასარჩევი

    წარმოდგენილი საგნების ბლოკიდან სავალდებულოა 12 კრედიტის აღება

    კოდი საგანი კრედიტი
    HELM231320Eჯანმრთელობის ხელშეწყობა3
    HELM233341Eსამედიცინო ტურიზმი და ტელემედიცინა6
    HELM234150ESPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვაში3
    MATH1214Eკვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6
    DENT2210სტომატოლოგიური მასალები3
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    ENGL1210Eზოგადი ინგლისური III6
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    DENT3210საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ადმინისტრირება6
    DENT4290პირის ღრუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კვლევა6
    LATN2219ლათინური ენა (მედიკოსებისთვის)6
    COMM4120Eსაზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    HIST1117Eშესავალი მსოფლიო ისტორიაში6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6

    კრედიტების ჯამი:

    81









    პროგრამაში ჩართულ პერსონალთა სია

    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი