eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაცია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ელზა ნიკოლეიშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაციის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში, გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ( № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში, თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English) ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმალური ბარიერი -60%.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია კვალიფიციური, პროფესიული ზრდისა და შემდგომ ეტაპზე სწავლის უნარის მქონე ფარმაცევტი ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება ფარმაკოლოგიის, პაციენტზე ორიენტირებული რაციონალური ფარმაკოთერაპიის, ფარმაცევტული დახმარებისა და ზრუნვის, ფარმაციის მიმართულებით კლინიკური კვლევების შედეგების გამოყენების, სამკურნალო საშუალებების დამზადების, ფარმაცევტული ანალიზის საბაზისო ცოდნა; ეთიკურ ღირებულებებზე დაყრდნობით ფარმაცევტული ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის, ექიმი-ფარმაცევტი-პაციენტი მოდელის იმპლემენტაციის, პროფესიულ წრეებთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ფარმაცევტული დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების შესაბამის დონეზე მართვის უნარები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • დისკუსია;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლური თამაში;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ჯგუფური დავალებები;
  • პროექტები;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • თემების დაწერა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • დაკვირვების მეთოდი;
  • ელექტრონული და არაელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
  • კლინიკური, პრაქტიკული მეცადინეობები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ფლობს, აღწერს და განასაზღვრავს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე  ფიზიოლოგიური  და პათოლოგიური პროცესების, შინაგანი დაავადებების გამოკვლევისა და მკურნალობის მეთოდების ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს;
    • აღწერს, განმარტავს, განასხვავებს, ადარებს და მიმოიხილავს სასიცოცხლო პროცესების მოლეკულური მექანიზმების, მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებებს, ფიზიოლოგიური  და პათოლოგიური პროცესებისა ძირითად საკითხებს;
    • აღწერს, განიხილავს, განმარტავს და პროგნოზირებს ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებებს სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში (ბავშვები, მოზარდები, მოხუცები, ორსულები);
    • ფლობს სამკურნალო მცენარეული ნედლეულის დამზადების, ექსტრაქციის, სტანდარტიზაციის, სამკურნალო ნივთიერებების გამოყოფისა და მათი  ქიმიური სტრუქტურის დადგენის მეთოდებს;
    • შეუძლია ფარმაცევტული სააფთიაქო და საქარხნო ტექნოლოგიების კომპლექსური საკითხების: წამლის ფორმათა კლასიფიკაცია, დოზირება, წამალთა სააფთიაქო და საქარხნო ტექნოლოგია, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია - საბაზისო ცოდნის დემონსტრირება;
    • აღწერს, განასხვავებს, ადარებს, აკლასიფიცირებს და ადგენს ფარმაკოლოგიური ჯგუფების, მათი მოქმედებისა და ურთიერთქმედების მექანიზმების,  მედიკამენტების დანიშვნის, ჩვენებების, უკუჩვენებების, გვერდითი ეფექტების და დოზირების სქემებს, ბიოტრანსფორმაციისა და ელიმინაციის გზების გათვალისწინებით;
    • ფლობს ცოდნას ფარმაცევტულ დაწესებულებათა ნომენკლატურის; აფთიაქის მენეჯმენტის, როგორც ერთეულის, სტრუქტურის, ფუნქციების და ამოცანების; წამალთა შერჩევისა და უზრუნველყოფის; მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვისა და გაცემის საკითხების შესახებ.
    • აცნობიერებს რაციონალური ფარმაკოთერაპიის მნიშვნელობას პოლიპრაგმაზიის, არაეფექტური, ტოქსიური და საფრთხისშემცველი მედიკამენტური მკურნალობის წარმართვისას;

  • უნარი
    • ამზადებს სამკურნალწამლო საშუალებებს, ექსტემპორალური დამზადების (რეცეპტის მიხედვით) წესის შესაბამისად;
    • იყენებს ფარმაცევტული პროდუქციის სერიული წარმოების მეთოდებს;
    • ახორციელებს სამკურნალწამლო პროდუქციის ქიმიურ, ბიოლოგიურ და ტოქსიკოლოგიურ ანალიზს/ტესტირებას;
    • უზრუნველყოფს პაციენტთა ფარმაცევტულ ზრუნვასა და პირველად სამედიცინო დახმარებას სტაციონარულ და ამბულატორიულ დაწესებულებებში, „სათანადო ფარმაცევტული პრაქტიკის“ (GPP) საფუძველზე;
    • აგროვებს, ამუშავებს, განმარტავს, აფასებს და აყალიბებს შესაბამის დასკვნებს ფარმაცევტული საქმიანობის (ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება, რეალიზაცია,  ფარმაცევტული ზრუნვა და მოვლა) განხორციელების მონაცემების შესახებ;
    • აწარმოებს პროფესიულ ჩანაწერებს (ანგარიში, წინადადებები), ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით;
    • წარადგენს დეტალურ წერილობით და ზეპირსიტყვიერ ანგარიშებს სამედიცინო პერსონალისა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისათვის ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
    • უზრუნველყოფს პაციენტის, ოჯახის წევრების, და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებასა და განათლებას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს ფარმაცევტული საქმიანობის სფეროებში  და განსაზღვრავს შემდგომი სწავლის საჭიროებებს ფარმაკოკინეტიკის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის, ფარმაცვეტული ქიმიის, ფარმაცევტული ანალიზის, ფარმაკოგნოზიის, ფარმოკოთერაპიისა და კლინიკური ფარმაციის, ფარმაცევტული ზრუნვის, ფარმაცევტული საქმიანობის მენეჯმენტის მიმართულებით;
    • უზრუნველყოფს ფარმაცევტულ პრაქტიკასა და კვლევებში პერსონალური მონაცემების დაცვის, პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) ნორმების გათვალისწინებას და ისწრაფვის მათი პრაქტიკაში დამკვიდრებისათვის;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-27-2014
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-14
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 36-1/16
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    „ფარმაციის ინგლისურენოვანი“ საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს და შედგება ძირითადი საგნების 222ECTS და არჩევითი საგნების 18 ECTS კრედიტისაგან (რომელთა არჩევაც ხდება 57 ECTS არჩევითი კრედიტისაგან). ძირითადი საგნებიდან ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის სავალდებულო საგნებია 12 ECTS კრედიტი (KART1141 ქართული ენა, როგორც უცხო ენა I (6 ECTS) და KART1142 ქართული ენა, როგორც უცხო ენა II (6 ECTS)); ქართულენოვანი სტუდენტებისთვის ძირითადი საგანი 12 ECTS კრედიტი (ENGL3218 ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C 1/1) (6 ECTS) და ENGL3219 ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C 1/2) (6 ECTS) სავალდებულო საგანი. სტუდენტები საგნებს გადიან სემესტრულად, კურაციული სისტემით ტარდება ინტენსიური პრაქტიკული სწავლებები ფარმაცევტულ საწამოებსა (საწარმოო პრაქტიკა) და დაწესებულებებში (სააფთიაქო ქსელი, სამედიცინო კლინიკები), აგრეთვე პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება საუნივერსიტეტო სიმულაციურ აფთიაქში. ლაბორატორიული მეცადინეობები კი შესაბამის პროფილურ ლაბორატორიებში.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    DENT1220ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია6 1
    ENGL3218ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/1)6 1
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6 1
    MATH1119Eმათემატიკისა და სტატისტიკის საფუძვლები6 1
    NRSI1122Eადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია I9 1
    PHAR1110ფარმაციის ისტორია3 1
    DENT1210სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა6 2
    ENGL3219ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/2)6 2
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6 2
    NRSI1221Eადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია 29 2
    PHAR1210ზოგადი და არაორგანული ქიმია6 2
    DENT1230ბიოქიმია6 3
    DENT2120პათოლოგიური ანატომია და პათოლოგიური ფიზიოლოგია6 3
    DENT2130მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა6 3
    NRSI2140Eმიკრობიოლოგია6 3
    PHAR2110ორგანული ქიმია6 3
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 4
    PHAR2211ფარმაკოკინეტიკა6 4
    PHAR2220ფარმაკოლოგია I6 4
    PHAR2230ანალიზური ქიმია6 4
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6 4
    DENT3220ზოგადი მედიცინა და დიაგნოსტიკა6 5
    PHAR3110ფარმაცევტული ქიმია6 5
    PHAR3130ფარმაკოგნოზია6 5
    PHAR3140ფარმაკოლოგია II6 5
    HELM232210Eჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 6
    PHAR3210ფარმაკოთერაპია I6 6
    PHAR3220ფარმაცევტული ტექნოლოგია6 6
    PHAR3230ჰომეოპათიის საფუძვლები3 6
    PHAR3240ტოქსიკოლოგია6 6
    PHAR4110ფარმაკოთერაპია II6 7
    PHAR4120კლინიკური ფარმაცია6 7
    PHAR4131ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაცია და პოლიტიკა; ჰიგიენისა და პრევენციული მედიცინის საფუძვლები6 7
    PHAR4141ფარმაცევტული ზრუნვა; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება6 7
    PHAR4150ბიოეთიკა ფარმაციაში3 7
    PHAR4210პრაქტიკა I - ფარმაცევტული ზრუნვა და დახმარება6 8
    PHAR4220პრაქტიკა II - კლინიკური ფარმაცია6 8
    PHAR4230პრაქტიკა III - ფარმაცევტული ტექნოლოგია6 8
    PHAR4240პრაქტიკა IV - ფარმაცევტული ანალიზი6 8
    PHAR4260სწავლა და სწავლება ფარმაციაში3 8

    კრედიტების ჯამი:

    234

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    INFO1133Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6
    KART1220Eაკადემიური წერა6
    HELM4150ESPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვაში3
    LATN2219ლათინური ენა (მედიკოსებისთვის)6
    PHAR3151ფარმაცევტული ინფორმაცია და პროფესიული კომუნიკაცია6
    PHAR3160ფიტოთერაპია3
    NRSI4140Eბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი3
    PHAR3251ნუტრიციოლოგიის საფუძვლები6
    DENT4280ბიოსტატისტიკა და ეპიდემიოლოგია სტომატოლოგებისათვის6
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6

    კრედიტების ჯამი:

    57









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი