eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B1 დონე 70%) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 70. • IELTS – მინიმალური ქულა 4.5. • PTE General – მინიმალური დონე B1. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმაირისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B1 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ცოდნის მიწოდება და მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ძირითად მიმართულებებში - მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, საბუღალტრო აღრიცხვაში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გამოუმუშავდება ძირითადი სამეწარმეო უნარები, მიიღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭიროა საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კურსდამთავრებულებს ექნებათ მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, გლობალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით სტრატეგიული ალტერნატივების შეფასების, კონკურენტული ბიზნეს სტრატეგიების შემუშავების, მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების ოპტიმიზაციის ზოგადი მეთოდიკის ცოდნა და წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ბიზნესის გარემო ფაქტორების იდენტიფიცირების, მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინებით ეფექტური ორგანიზაციული სტრატეგიის შექმნისა და ორგანიზაციის მისიის მიაღწევად მისი განხორციელების, მენეჯერული გეგმებისა და მიზნების დასახვის, ეფექტური სამუშაო ძალის შერჩევის, ოპერაციების დაგეგმვისას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების უნარები. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ქმედებების კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქცევაში და ამ ღირებულებების დამკვიდრებისკენ მზაობა, რომ წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში. კურსდამთავრებულები ასევე შეძლებენ გამოკვეთონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინონ ცოდნის სრულყოფა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები

 

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • აღწერს მენეჯმენტის სტრატეგიული, საწარმოო, ფინანსური, ადმინისტრაციული, გლობალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურულ-ეთიკური ასპექტების გათვალისწინებით კონკურენტულ ბიზნეს სტრატეგიებ, მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზებისა და ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის ზოგადი მეთოდიკის შესაბამისად
    • განმარტავს მარკეტინგის ძირითად ცნებებს, კონკურენტული პოზიციონირების საფუძვლებს და ბაზარზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების კონცეფციებს მომხმარებლებთან და ფასეულობის ჯაჭვის დანარჩენ მონაწილეებთან თანამშრომლობის ეფექტიანი ქსელის შექმნის თვალსაზრისით
    • ახსნის კომუნიკაციის პროცესის, კანონზომიერებების, მულტიკულტურულ გარემოში ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის საკითხებს და მათ მნიშვნელიბას გლობალურ ბიზნეს გარემოში ეფექტური ფუნქციონირებისათვის
    • განიხილავს მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის პრინციპებს, კონკურენციის როლს წარმოებასა და ფასწარმოქმნაში, მთლიანი შიდა და ეროვნული პროდუქტის მნიშვნელობას, უმუშევრობის გამომწვევ ფაქტორებსა და საბაზრო კანონზომიერებებს;

  • უნარი
    • აანალიზებს ეფექტური ორგანიზაციული სტრატეგიის შექმნისათვის აუცილებელ ბიზნესის ფუნქციონალურ სფეროებთან დაკავშირებულ ფაქტორებს
    • შეიმუშავებს და განახორციელებს კვლევით/ პრაქტიკული ხასიათის პროექტს/ნაშრომს და წარადგენს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით
    • მონაწილეობს ოპერაციების დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
    • ბიზნეს–ამოცანების გადაჭრისათვის იყენებს სათანადო მათემატიკურ, სტატისტიკურ–ალბათურ აპარატს
    • ფინანსური ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე ადგენს ბიუჯეტსა და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებს ფინანსური აღრიცხვის ჩარჩოების, პრინციპების და პროცედურების დაცვით
    • კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების დამუშავებისა და ინტერპრეტირების შედეგად აფასებს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას
    • საინვესიტიო პროექტების მომგებიანობისა და რისკის გამოთვლის შედეგად ახდენს ინვესტიციის მომგებიანობის იდენტიფიცირებას
    • დამოუკიდებლად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • იდენტიფიცირებული საჭიროების შესაბამისად ადგენს საკუთარი სწავლის პროცესისა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმას;
    • აფასებს ეთიკისა და სამართლიანი ქცევის მნიშვნელობას ორგანიზაციაში მუშაობისას, განსხვავებული შეხედულებებისა და კულტურის მქონე ბიზნეს-პარტნიორებთან საქმიანობის განხორციელებისას აუცილებელი ეთიკური ნოემების/პრინციპების გათვალისწინებით.

     

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-13-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 21-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 20-18
    პროგრამის დეტალები:

    ბიზნესის ადმინისტრირებაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 162 ECTS და 78 კრედიტის დაგროვებას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან (როგორც პროგრამის ასარჩევი, ასევე სხვადასხვა ბლოკის საგნებიდან) ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაში კონცენტრაციაში ჩაღრმავების მიზნით, სტუდენტმა უნდა აიღოს პროგრამის ძირითადი საგნები - 162 ECTS. დარჩენილ კრედიტებს შეივსებს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ასარჩევი ან შესაბამისი კონცენტრაციის საგნებიდან.

     

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 1
    INFO1133Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    LAWB4310Eბიზნეს სამართალი6 1
    MATH1220Eმათემატიკური მეთოდები I6 1
    MGMT1515Eბიზნეს ეთიკა6 1
    ECON1290Eმიკროეკონომიკის პრინციპები6 2
    HIST1118Eცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 2
    MATH1218Eმათემატიკური მეთოდები II6 2
    MGMT2110Eმენეჯმენტის საფუძვლები6 2
    MKTG2210Eმარკეტინგის საფუძვლები6 2
    ACCT2122Eფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი I)6 3
    ECON2190Eმაკროეკონომიკის პრინციპები6 3
    ECON3210Eსაერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 3
    MGMT3211Eადამიანური რესურსების მართვა6 3
    STAT2218Eბიზნესის სტატისტიკა6 3
    ACCT2221Eფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი II)6 4
    MGMT2210Eსტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    MGMT3110Eოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    MGMT3221Eბიზნეს-კომუნიკაციები6 4
    MGMT4220Eპროექტის მენეჯმენტი6 4
    ACCT2210Eმმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 5
    FINA3115Eფინანსების საფუძვლები6 5
    BUSN4250Eპრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში30 8

    კრედიტების ჯამი:

    162

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    CIMA1111Eმენეჯერული აღრიცხვა6
    ENGL1110Eზოგადი ინგლისური I6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    MGMT5797Eსოციოლოგია6
    ECON2160Eმიკროეკონომიკა I6
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    HOST3215Eტურიზმის საფუძვლები6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    MATH1413Eმათემატიკური მეთოდები III6
    ECON2260Eმიკროეკონომიკა II6
    ECON3110Eეკონომიკური აზრის განვითარების ისტორია6
    INTR4210Eპრაქტიკა ბიზნესში12
    INTR4309Eსტაჟირება ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში6
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6

    კრედიტების ჯამი:

    90

    ფინანსები - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    FINA2211Eდაზღვევის საფუძვლები65
    FINA3220Eინვესტმენტის საფუძვლები65
    FINA2212Eშესავალი საბანკო საქმეში65
    ACCT4230Eაუდიტის საფუძვლები66
    INFO3212Eგადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში66
    FINA4260Eვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე66
    FINA4250Eსაერთაშორისო ფინანსები66
    ACCT3216Eფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)66
    FINA4115Eკორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)67
    BUSN3210Eპროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში67
    FINA2210Eრისკების მართვა67
    ACCT4212Eფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები67

    კრედიტების ჯამი:

    72

    მარკეტინგი - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MKTG4230Eგლობალური მარკეტინგული სტრატეგიები65
    MKTG3210Eმომხმარებელთა ქცევის საფუძვლები65
    MKTG4550Eსოციალური მედია მარკეტინგი65
    MKTG4110Eბრენდის მენეჯმენტი66
    MKTG4220Eელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი66
    MKTG2609Eმარკეტინგული კომუნიკაციები66
    MKTG3279Eმომსახურების მარკეტინგი66
    STAT1122Eსტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS66
    MKTG3220Eმარკეტინგული კვლევა67
    MKTG4190Eმიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი67
    COMM4130Eრეკლამის საფუძვლები67
    COMM4120Eსაზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი67

    კრედიტების ჯამი:

    72

    მენეჯმენტი - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    FINA2211Eდაზღვევის საფუძვლები65
    MGMT3121Eორგანიზაციული ქცევის საფუძვლები65
    FINA2212Eშესავალი საბანკო საქმეში65
    MGMT2213EISO და ხარისხის ტოტალური მართვა66
    INFO3212Eგადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში66
    MGMT2121Eლიდერობა66
    BUSN3210Eპროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში66
    MGMT2111Eსაერთაშორისო ბიზნესი66
    MGMT2212Eმეწარმეობა67
    MKTG4190Eმიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი67
    FINA2210Eრისკების მართვა67
    COMM4120Eსაზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი67

    კრედიტების ჯამი:

    72

    ბუღალტერია - კონცენტრაცია

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    FINA2211Eდაზღვევის საფუძვლები65
    ACCT3216Eფინანსური აღრიცხვა (საშუალო დონე)65
    FINA2212Eშესავალი საბანკო საქმეში65
    ACCT4230Eაუდიტის საფუძვლები66
    INFO3212Eგადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში66
    FINA3220Eინვესტმენტის საფუძვლები66
    FINA4115Eკორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)66
    FINA4260Eვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე67
    FINA2210Eრისკების მართვა67
    ACCT4212Eფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები67

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი