eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საექთნო საქმე
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია გოგაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საექთნო საქმის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საქართველოს/უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც გააჩნიათ საქართველოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1) ერთიანი ეროვნული გამოცდები; 2) ინგლისური ენა B2 დონე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ ბრძანებით განსაზღვრული კატეგორიის აბიტურიენტებისათვის (იხ. ინფორმაცია http://www.mes.gov.ge/content.php?id=1131&lang=geo ): 1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224 ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურების დაკმაყოფილება და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა. 2) ინგლისური ენა B2 დონე. 3) გასაუბრება/გამოცდა ბიოლოგია-ქიმია-ფიზიკის საბაზო საკითხებში; ინგლისური ენის (B2) ცოდნა შესაძლოა დადასტურდეს TOEFL, IELTS, FCE და CERTUS სერთიფიკატების წარმოდგენით. იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტს არ აქვს ზემოაღნიშნული სერტიფიკატი, ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის მქონე ექთნების მომზადებით. ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით პროგრამა კურსდამთავრებულებს აძლევს საექთნო საქმის თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნას და გამოუმუშავებს საექთნო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს, რის შედეგადაც ექთანს შეეძლება დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა. დასახული მიზნის მიღწევა ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული რეფორმების განხორციელებას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში, ასევე შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ საექთნო სპეციალიზაციის, მაგისტრის და მომავალში დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

•ლექცია-სემინარები •წიგნზე მუშაობის მეთოდი •ახსნა-განმარტებითი მეთოდი •დემონსტირების მეთოდი •ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება •ინტერაქტიულ მეცადინეობები •სიტუაციური ამოცანები •როლური თამაში  •პრაქტიკული მუშაობა • ლაბორატორიული მეცადინეობა •გუნდური მუშაობა •იმიტირებული შესრულება •პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა •კრიტიკული ანალიზი •დისკუსია დებატები •ჯგუფური დავალებები •პროექტები •პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები •შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) •ლიტერატურის მიმოხილვა •საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება •შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში •წერითი მუშაობის მეთოდი  •პრეზენტაციების წარდგენა •ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი •გონებრივი იერიში  •დისკუსიები •ვიზუალური ლექციები •ინტერაქტიული ლექცია-სემინარები •ლიტერატურის მიმოხილვა •პრეზენტაციების წარდგენა

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ფლობს და განსაზღვრავს საექთნო საქმის საბაზისო თეორიულ საკითხებს;
    • აღწერს, განმარტავს, ადარებს, განასხვავებს და მიმოიხილავს ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, პათოლოგიური ფიზიოლოგიის, ფარმაკოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, თერაპიის, ქირურგიის, პედიატრიის, დედათა და ჩვილის მოვლის, გერიათრიის, ფსიქიატრიის ძირითად საკითხებს;
    • ფლობს საექთნო პროცესის ეტაპების (საექთნო შეფასება, დიაგნოსტირება, მოვლის გეგმის შედგენა, განხორციელება, შედეგების შეფასება) შესახებ ცოდნას;
    • აღწერს, განმარტავს და განიხილავს საექთნო მანიპულაციებისა და პროცედურების დანიშნულებასა და ჩატარების წესებს; აცნობიერებს პროტოკოლების შესაბამისად მათი ზედმიწევნით სწორად წარმართვის მნიშვნელობას.
    • ფლობს ცოდნას ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ძირეული პრინციპების შესახებ;
    • აღწერს, განმარტავს და მიმოიხილავს საექთნო საქმეში გამოყენებულ თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიას და მეთოდებს;
    • ფლობს საექთნო მოვლის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების კვლევის პრინციპებს;
    • იცნობს, განსაზღვრავს და საჭიროებისამებრ შეარჩევს რთული და პრობლემური/კრიტიკული (მათ შორის კონფლიქტური) სიტუაციების მართვის პრინციპებს;
    • აცნობიერებს პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, მკურნალობა-რეაბილიტაციისა და პალიატიური ღონისძიებების მნიშვნელობას ინდივიდუალურ და პოპულაციურ დონეზე;
    • აცნობიერებს ექთნის ფუნქცია-მოვალეობებს და მის როლს ჯანდაცვითი სერვისების მიწოდებაში;
    • აცნობიერებს, აღწერს და განმარტავს, საექთნო საქმის თეორიულ ასპექტებს შორის ურთიერთკავშირებს;
    • აცნობიერებს პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გავლენას ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე;
    • აცნობიერებს პაციენტისთვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას;
    • აცნობიერებს ჯანდაცვის გუნდის მნიშვნელობას საექთნო პროცესის წარმართვისათვის;

  • უნარი
    • იყენებს „საექთნო შეფასების“ მეთოდსა და საექთნო თეორიებს;
    • ახორციელებს საექთნო მანიპულაციებსა და პროცედურებს;
    • მედიკამენტებს იყენებს უსაფრთხოდ;
    • აწარმოებს საექთნო დოკუმენტაციას;
    • უზრუნველყოფს საექთნო მომსახურების პროცესს შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით;
    • უზრუნველყოფს პაციენტის ადვოკატირებასა და კონფიდენციურობას;
    • იძიებს, განმარტავს და აანალიზებს პაციენტის საექთნო მოვლის დროს სტანდარტული და ცალკეული საექთნო სპეციფიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული პრობლემის (მათ შორის ეთიკური) გადასაწყვეტად აუცილებელ მონაცემებსა და ინფორმაციას და დასკვნის სახით წარმოადგენს მას;
    • აფასებს პაციენტებთან და ოჯახებთან პარტნიორულ მუშაობას;
    • განსაზღვრავს და აფასებს საექთნო საქმიანობაზე ჯანდაცვის სისტემისა და პოლიტიკის გავლენას;
    • სწავლობს, ადარებს და აფასებს ინდივიდუალურ და პოპულაციურ ჯანმრთელობაზე მოქმედ ფაქტორებს სიტუაციური ანალიზის გამოყენებით;
    • აანალიზებს სხვადასხვა ეთიკურ თუ სამედიცინო მოვლის საკითხებთან დაკავშირებულ სიტუაციებს;
    • აფასებს ინდივიდების, პოპულაციის, მათ შორის მიზნობრივი ჯგუფების (ასაკობრივი, სქესობრივი, ეთნიკური, ნოზოლოგიური, სოციალური სტატუსი) ჯანმრთელობის მდგომარეობას;
    • აწარმოებს პროფესიულ ჩანაწერებს (ანგარიში, წინადადებები) საექთნო მოვლასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით;
    • ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის საექთნო საქმესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ წარადგენს დეტალურ წერილობით და ზეპირსიტყვიერ ანგარიშებს ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების, სამედიცინო პერსონალისთვის;
    • უზრუნველყოფს პაციენტის, ოჯახის წევრების, და ზოგადად, საზოგადოების, მათ შორის კომუნიკაციის პრობლემის მქონე პირების როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით ინფორმირებასა და განათლებას.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს საექთნო საქმიანობის სფეროებში (მათ შორის თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, გერიათრიული) და განსაზღვრავს შემდგომი სწავლის საჭიროებებს;
    • უზრუნველყოფს პაციენტის და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვას პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) ნორმების გათვალისწინებით და ისწრაფვის მათი საექთნო პრაქტიკაში დამკვიდრებისათვის;
    • ითვალისწინებს პაციენტისა და პაციენტის ოჯახის წევრების ემოციური, სოციალური, ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელობას ეფექტური საექთნო პრაქტიკის დამკვიდრებისათვის.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 03-12-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 05-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 36-14
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამა მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ სწავლებებს, კლინიკური პრაქტიკას (90 ECTS). კლინიკური პრაქტიკები ტარდება სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ბაზებზე. ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა არ აღემატება 15-ს. კლინიკური პრაქტიკები ტარდება მენტორული სისტემის გამოყენებით. პროფესიური უნარების შეფასებისას გამოიყენება სტრუქტურირებული შეფასების სისტემა სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში.

     

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს, რომელიც შედგება ძირითადი საგნების - 228 ECTS, საიდანაც უცხოენოვანი სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ქართული ენა, ხოლო ქართულენოვანი სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ინგლისური ენა და არჩევითი საგნების-12 ECTS, რომელსაც სტუდენტი ირჩევს შეთავაზებული 24 ECTS -დან.

    ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1119Eმათემატიკისა და სტატისტიკის საფუძვლები6 1
    NRSI1121Eშესავალი საექთნო საქმეში6 1
    NRSI1122Eადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია I9 1
    NRSI1210Eბიოქიმია6 1
    NRSI1221Eადამიანის ანატომია-ფიზიოლოგია 29 2
    NRSI1230Eსაექთნო საქმის საფუძვლები6 2
    NRSI2140Eმიკრობიოლოგია6 2
    NRSI2110Eთერაპია ექთნებისთვის6 3
    NRSI2121Eპათოლოგიური ფიზიოლოგია6 3
    NRSI2130Eჯანმრთელობის საექთნო შეფასება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა6 3
    NRSI2150Eკლინიკური პრაქტიკა I - თერაპიული პაციენტის საექთნო შეფასება და მოვლა9 3
    NRSI2220Eფარმაკოლოგია6 3
    NRSI2211Eსოციალური ფსიქოლოგია ექთნებისთვის6 4
    NRSI2230Eკლინიკური პრაქტიკა II - თერაპია, ქირურგია9 4
    NRSI2240Eქირურგია ექთნებისთვის6 4
    NRSI3110Eდედათა და ჩვილის მოვლა (მეან–გინეკოლოგია, ნეონატოლოგია)6 5
    NRSI3120Eპედიატრია ექთნებისთვის6 5
    NRSI3130Eსწავლება პრაქტიკაში3 5
    NRSI3140Eგერიათრია ექთნებისთვის3 5
    NRSI3150Eკლინიკური პრაქტიკა III - სამეანო, პედიატრიული და გერიათრიული პროფილი12 5
    NRSI3210Eკრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მოვლა3 6
    NRSI3220Eფსიქიატრია ექთნებისთვის3 6
    NRSI3230Eჯანმრთელობისა და ავადმყოფობის სოციოლოგია3 6
    NRSI3240Eკლინიკური პრაქტიკა IV - კრიტიკულ მედიცინასა და ფსიქიატრიაში15 6
    NRSI4110Eნუტრიციოლოგია ექთნებისთვის3 7
    NRSI4120Eსაზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პირველადი ჯანდაცვა3 7
    NRSI4140Eბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი3 7
    NRSI4150Eკლინიკური პრაქტიკა V - ავადმყოფის მოვლა ონკოლოგიასა და პირველად ჯანდაცვაში18 7
    NRSI4170Eლიდერობა საექთნო საქმეში3 7
    NRSI4210Eკვლევა ექთნებისთვის3 8
    NRSI4220Eკლინიკური პრაქტიკა VI - კონსოლიდაცია27 8

    კრედიტების ჯამი:

    216

    არჩევითი

    კოდი საგანი კრედიტი
    KART1220Eაკადემიური წერა6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    NRSI4130Eჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები ექთნებისთვის3
    NRSI4180Eეპიდემიოლოგია ექთნებისთვის3

    კრედიტების ჯამი:

    24

    სავალდებულო ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1110Eზოგადი ინგლისური I6
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6

    კრედიტების ჯამი:

    24









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი