eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ქართული ფილოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ნანა შავთვალაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს, კურსადამთავრებულს მისცეს ისეთი განათლება, რომ მან შეძლოს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის შექმნა; უზრუნველყოს იგი ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური საკითხების ცოდნით, გააცნოს მას ლიტერატურათმცოდნეობითი და ენათმეცნიერული კვლევის დანიშნულება, მნიშვნელობა; განუვითაროს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი ისტორიულ და კულტურულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტირების უნარი; შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურა და ისტორია; მისცეს ინგლისური ენის ცოდნა, რათა შეძლოს წარმატებული კომუნიკაცია; გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკული უნარები ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროებში; დაეხმაროს, გაიაზროს ქართული ლიტერატურა და კულტურა ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში. აგრეთვე, პროგრამის მიზანია, ფილოლოგიის ბაკალავრმა შეძლოს მუშაობა მასმედიის და საგამომცემლო სფეროში, საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების საფუძველზე კი - სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება. ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიური განათლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევები კურსდამთავრებულს არა მხოლოდ ქართული ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების საშუალებასაც აძლევს. ამასთან, პროგრამის მიზანია, გამოუმუშავოს ახალგაზრდას მეცნიერული პატიოსნებისა და ღირსების შეგნება, რათა საკუთარი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით ხელი შეუწყოს ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღი სამოქალაქო შეგნებისა და დემოკრატიული იდეების დამკვიდრებას.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, ესეს შესრულება და ა.შ.
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატსა ან ბიბლიოთეკაში;
  • რეფერატის მომზადება;
  • რეფერატების პრეზენტაცია;
  • ვერბალური მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული
    იცნობს:

    ძირითადი ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნეობითი თეორიების (კომპარატივისტული, ტექსტის რელევანტური ანალიზის, ენის დიაქრონიული და შედარებითი ანალიზის, ფუქსის, ქოსბის მეთოდები...) პრინციპებსა და კვლევის (შედარება-შეპირისპირება, ტექსტის ლინგვისტურ-სტატისტიკური ანალიზი, ქრონოლოგიურ-სტრუქტურული ანალიზი, კონოტაციის დომინანტურობა...) მეთოდებს; ლიტერატურის თეორიის საფუძვლებს; ფილოსოფიური აზრის ისტორიას;
    ქართული ენის განვითარების ძირითად ეტაპებს, ენაში მიმდინარე ძირითად ენობრივი მოვლენებსა და ენობრივ ცვლილებათა ხასიათსა და ქრონოლოგიას; ქართული ლიტერატურის ისტორიის ძირითად ეტაპებს, ჟანრებს, მნიშვნელოვანი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების კონცეპტუალურ და სტილისტურ მახასიათებლებს; ზეპირსიტყვიერი შემოქმედების სპეციფიკას, ფოლკლორის ჟანრებსა და ფოლკლორისტიკის მიმართებას მოსაზღვრე დისციპლინებთან (ლიტერატურის ისტორია, ლიტერატურის თეორია, ისტორია, ეთნოლოგია, ენათმეცნიერება);
    მსოფლიო ხალხებისა და ქვეყნების პოლიტიკური ისტორიის ძირითად მომენტებს; მსოფლიო კულტურაში სხვადასხვა ერისა და ცივილიზაციის როლსა და წვლილს; მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას ლიტერატურული პერიოდიზაციის პრინციპების გათვალისწინებით; მსოფლიო ისტორიის ძირითადი პერიოდებისა და მოვლენების ზოგად დიაქრონულ ჩარჩოს; საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპებს;
    აკადემიური წერის ძირითად პრინციპებსა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ (APA) აკადემიური სტილის სტანდარტს;
    იცის:
    ინგლისური ენა B2/2 დონეზე;
    კვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები;

    განსაზღვრავს და ახასიათებს:
    თანამედროვე ქართული ენის ფონეტიკა-ფონოლოგიას, თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგიას, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსსა და ამ სფეროებთან დაკავშირებულ თეორიებს; ქართული ენის სტილისტიკისა და სალიტერატურო ქართულის ნორმალიზაციის საკითხებს; ქართული ენისა და ლექსიკოლოგიის საკვანძო საკითხებს, ქართული ენის ლექსიკურ–ფრაზეოლოგიურ თავისებურებებს;
    ძველი ქართული ენის გრამატიკული სტრუქტურისათვის დამახასიათებელ ძირითად ფონეტიკურ, მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ თეორიებს; ქართული პალეოგრაფიის საფუძვლებსა და ძირითად თეორიულ საკითხებს;
    ძველი ქართული საერო ლიტერატურის საკვანძო საკითხებს, რუსთველოლოგიის ძირითად პრობლემატიკას, XII-XVIII საუკუნების ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელთა შემოქმედების შესახებ ძირითად ინფორმაციას; XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ძირითად ტენდენციებს, ქართულ რომანტიზმსა და მისი სპეციფიკას. ქართულ მწერლობაში რეალისტური მიმართულების თავისებურებებს; XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ძირითად საკითხებს (ქართული პროზისა და პოეზიის ჟანრობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებს; 20-იანი წლების ლიტერატურულ სკოლებსა და დაჯგუფებებს, ქართულ ინტელექტუალურ ემიგრაციას);

    უნარი
    კურსდამთავრებულს შეუძლია:

    ფილოლოგიური ცნებებით ოპერირება, მიზნის ადეკვატური ენობრივი ერთეულების შერჩევა და აკადემიურ გარემოში ქართულ ენაზე სხვადასხვა დანიშნულების ტექსტის შექმნა; მიღებული საბაზისო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება საშუალო სირთულის ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ხელნაწერების წასაკითხად;
    ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების (ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი, სინთეზი და ახსნა–განმარტება) გამოყენებით წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; წინასწარ მიცემული მითითების საფუძველზე ავტორის შემოქმედების ამა თუ იმ ასპექტის და/ან კონკრეტული ნაწარმოების (ზეპირად ან წერილობით) შესწავლისათვის ადეკვატური მეთოდების გამოყენება;
    ქართული ფილოლოგიის სფეროში (ქართველური ენათმეცნიერება, ქართული ლიტერატურა, ლიტერატურათმცოდნეობა, ზეპირსიტყვიერება) არსებული მკაფიოდ გამოკვეთილი საშუალო სირთულის პრობლემატიკის ამოცნობა, მისი ანალიზისათვის საჭირო მონაცემების იდენტიფიცირება, სტანდარტული მეთოდებით გაანალიზებაა და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება; სწავლებისა და კვლევის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ქართულ ფილოლოგიასა და ზოგადად ფილოლოგიურ მეცნიერებებში არსებული უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენება;
    თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართული ენისა და ლიტერატურის არსებითი საკითხების შესახებ როგორც სპეციალისტთა (ფილოლოგი, ფოლკლორისტი), ასევე, არასპეციალისტთა (დაინტერესებული ჯგუფები, ფართო საზოგადოება, მედია და სხვ.) წრეში;

    პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    კურსდამთავრებულს შეუძლია:
    ქართული ფილოლოგიის სფეროში კვლევისთვის რელევანტური პრობლემის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა, განხორციელება და მიღებული შედეგების ტრანსფორმაცია საბაკალავრო ნაშრომის ფორმატში; დაიცვას აკადემიური ურთიერთობის პრინციპები, არ დაუშვას პლაგიატი .
    პროფესიული სრულყოფის მიზნით განათლების შემდგომ საფეხურზე (მაგისტრატურა) სწავლის საჭიროების განსაზღვრა და განხორციელება.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 07-12-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 52/18
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამის ძირითადი საგნების გარდა,  სტუდენტს აქვს 18 ECTS თავისუფალი კრედიტი (სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე ან საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას, თავისუფალი კრედიტის ფარგლებში შეუძლია შეისწავლოს ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა II (B1/1) და შესაძლებლობა, აირჩიოს დამატებითი სპეციალობა. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ქართული ფილოლოგიის პროგრამით ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად: • პროგრამის ძირითადი საგნები - 162 ECTS (მათ შორის ინგლისური ენა 18 ECTS); • 60 ECTS კრედიტის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია მისთვის სასურველი დამატებითი სპეციალობის არჩევა. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში; (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს); • თავისუფალი კრედიტი-18 ECTS

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 6
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6 1
    KART1140ქართული ენა I6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    LING1130ენათმეცნიერების შესავალი6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    KART1230ქართული ლიტერატურის ისტორია I6 2
    KART1240ქართული ენა II6 2
    LITR1120მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის შესავალი6 2
    PHIL1217შესავალი ქართულ ფილოლოგიაში6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3
    KART2131ქართული ლიტერატურის ისტორია II6 3
    KART2140ქართული ენა III6 3
    LITR2217ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურის თეორიის საფუძვლები6 3
    KART2230ქართული ლიტერატურის ისტორია III6 4
    KART2240ქართული ენა IV6 4
    KART3131ქართული ლიტერატურის ისტორია IV6 5
    KART3147ქართული სალიტერატურო ენის ისტორია6 5
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6 5
    KART3117ქართული ენის სტილისტიკა და ლექსიკოლოგია6 6
    KART3227ძველი ქართული ენა და პალეოგრაფია6 6
    KART4138რუსთველოლოგია6 7
    KART4227ქართული მითოლოგია და ფოლკლორი6 8
    KART4240საბაკალავრო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    162

    თავისუფალი კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    CILS1140 A/1იტალიური ენა A/1 CILS გამოცდისთვის6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    ARTS1117ეთნოგრაფიული დიზაინი6
    CILS140 A/2იტალიური ენა A/2 CILS გამოცდისთვის6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    CILS140 B/1იტალიური ენა B/1 CILS გამოცდისთვის6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    LATN2217ლათინური ენა6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6
    BYZN1217ბიზანტიური ცივილიზაცია6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6
    HIST2157ანტიკური კულტურის საფუძვლები6
    KART1217რიტორიკა6
    TRANS4110თარგმანის თეორია6

    კრედიტების ჯამი:

    150









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი