eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ტურიზმი
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა დევიძე
თინათინ მოსიაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპეტენტური/კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებსაც დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექნებათ ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, გარემოსდაცვის და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის, როლისა და ფუნქციების შესახებ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და ტურისტული პროდუქტის შექმნის, ტურების/ექსკურსიების დაგეგმვის და განხორციელების, ქართულ და ინგლისურ ენებზე ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების თუ ძირითადი ტენდეციების შესახებ ანგარიშის მომზადებისა და წარდგენის უნარი. კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნებათ საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა.  ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს, როგორც სახელმწიფო/საჯარო სტრუქტურებში (მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო, კურორტი და ა.შ.), ისე კერძო სექტორში (ტურისტული სააგენტო, სასტუმრო და ა.შ.) და დაიკავოს ქვედა ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელის, სპეციალისტის/მთავარი სპეციალისტის ან მენეჯერის თანამდებობა. ტურიზმის ბაკალავრს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სწავლების მეორე საფეხურზე უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • სიმულაცია
  • ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • კრიტიკული ანალიზი
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
  • ლიტერატურის მიმოხილვა
სწავლის შედეგი:
    • განსაზღვრავს/განმარტავს ბიზნესის და ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგის ძირითადი პრინციპების, ტურიზმის საფუძვლების, ფინანსური აღრიცხვის და მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლებს.
    • აანალიზებს/აღწერს ძირითადი სტატისტიკური მეთოდებსა და ინდიკატორებს.
    • აღწერს საქართველოს ისტორიის, რეგიონების, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების (კურორტებისა და საკურორტო-ადგილების, დაცული ტერიტორიების), ეკო-აგრო ტურიზმის და გარემოსდაცვის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, როლსა და ფუნქციებს.
    • განსაზღვრავს/იდენტიფიცირებას ახდენს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ეტაპების, სასტუმროს კლასიფიკაციის და მენეჯმენტის, კვების და სასმელების ობიექტების მართვის/ადმინისტრირების საკითხებს.
    • აანალიზებს ტურისტული სააგენტოების ფუნქციონირების მექანიზმებს.
    • აყალიბებს/ახდენს საოფისე კომპიუტერული პროგრამების და გეო-ინფორმაციული სისტემის საშუალებით თემატური ტურისტული რუკების, ტურისტული ობიექტების ატრიბუტული (ფოტო და ტექსტური) მონაცემების გის-ში შეტანას, შენახვას, დამუშავებას და გამოტანას.
    • ახდენს/ადგენს ტურისტული პროდუქტის შექმნის/ფორმირების, ტურების/ ექსკურსიების დაგეგმვის, თვითღირებულების გამოთვლას და ფასის განსაზღვრას.
    • აანალიზებს ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების ბაზიდან ძირითადი ინდიკატორების იმპორტს.
    • ახდენს განთავსების საშუალებების/კვების ობიექტების სტატისტიკური ინდიკატორების გამოთვლას.
    • ახდენს ღონისძიების იდეის/კონცეფციის ინიცირებას, დაგეგმვა-შემუშავებას, განხორციელებას, მართვას.
    • ანზოგადებს ტურიზმის პოლიტიკური გადაწყვეტილებასა და სამართლებრივ საკითხებს.
    • ამზადებს ტურიზმის დარგში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ემპირიულ მასალებს.
    • ამზადებს ტურიზმის დარგში არსებული გამოწვევების თუ ძირითადი ტენდეციების შესახებ ანგარიშს (პრეზენტაცია) და წარდგენს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
    • აწარმოებს ეფექტურ წერილობით და ელექტრონულ კორესპონდენციას და ამ პროცესში იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
    • ირჩევს საკუთარ პროფესიულ ინტერესს /საჭიროებას და დამოუკიდებლად წყვეტს რა მიმართულებით განაგრძოს სწავლა სწავლების შემდგომ საფეხურზე ან გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსებისა და სატრეინინგო პროგრამების საშუალებით.
    • იაზრებს საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 01-10
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 27/19
    პროგრამის დეტალები:

    სასწავლო კურსების სწავლის შედეგები შეესაბამება პროგრამის მიზნებს და ემსახურება ზოგადი დარგობრივი კომპეტენციების გამომუშავებას. ძირითადი კურსების შინაარსობრივი და ლოგიკური თანმიმდევრობა უზრუნველყოფს ტურიზმის მიმართულებით ჩაღრმავების შესაძლებლობას, რაც კურსდამთავრებულს გამოუმუშავებს კვალიფიკაციის შესაბამის და დასაქმების ბაზარზე ორიენტირებულ კომპეტენციებს. პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. სტუდენტმა უნდა მიაღწიოს B2/2 დონეს და პროგრამის ძირითად საგნებში გათვალისწინებულია ინგლისურის 18 კრედიტი. დაბალი ინგლისურის დონით ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტმა შეიძლება არჩევითი კრედიტების ხარჯზე 18 კრედიტი აირჩიოს ინგლისურის დონეებში (A1-დან B1/1 ჩათვლით). კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 50 ქულა ან ნაკლები შეესაბამება A2-ის კომპეტენციას, 51 ქულიდან 75 ქულის ჩათვლით სტუდენტის კომპეტენცია განისაზღვრება B1/1 დონით, 76 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით შეესაბამება B1/2 დონის კომპეტენციას. სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ჩაუბარებიათ ინგლისური ენა, უტარდებათ დონის დასადგენი ტესტი და შემდეგ ხდება მათი რეგისტრაცია შესაბამის დონეზე, არაუმაღლეს B1/2-სა. 

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი, სავალდებულო ასარჩევი და არჩევითი სასწავლო კურსების გავლას, აქედან ძირითადი სასწავლო კურსები 180 ECTS; პროგრამის სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან (18 ECTS) მინიმუმ 6 ECTS გავლას, არჩევითი სასწავლო კურსების ბლოკიდან (138 ECTS) 54 ECTS გავლას.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6 2
    BUSN1310ბიზნესი და ეკონომიკა6 1
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    HOST3215ტურიზმის საფუძვლები6 1
    HOST6240საქართველოს გეოგრაფია6 1
    INFO1115საოფისე კომპიუტერული პროგრამები6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 2
    HOST3217ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები6 2
    MGMT2015მენეჯმენტის საფუძვლები6 2
    ACCT2122ფინანსური აღრიცხვა I6 3
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3
    HOST1000კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი6 3
    HOST4235სასტუმროს მენეჯმენტი6 3
    MKTG2210მარკეტინგის საფუძვლები6 3
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 4
    HOST2000ეკო-აგრო ტურიზმი და გარემოს დაცვა6 4
    HOST3000დარგობრივი ინგლისური (ინგლისური ტურიზმისათვის)6 4
    HOST4240ღონისძიებების მენეჯმენტი6 4
    MGMT3221საქმიანი ურთიერთობები6 4
    HOST2090გეო-ინფორმაციული ტექნოლოგიები ტურიზმში6 5
    HOST3221ტურიზმის ეკონომიკა6 5
    HOST4000ტურის დაგეგმვა და საქართველოს ტურისტული მარშრუტები6 5
    HOST5000კვებისა და სასმელების მენეჯმენტი6 5
    HOST1020ექსკურსიათმცოდნეობა და გიდის ხელოვნება6 6
    HOST6000ტურიზმის პოლიტიკა და სამართლებრივი გარემო6 6
    HOST7000ტურ-ოპერეიტინგი6 6
    HOST9000სტატისტიკა ტურიზმში6 6
    HOST2030პრაქტიკა სასტუმროში6 7
    HOST2212კვლევის მეთოდები ტურიზმში6 7
    HOST8000პრაქტიკა ტურისტულ კომპანიაში6 7

    კრედიტების ჯამი:

    186

    პროგრამის სავალდებულო ასარჩევი

    სტუდენტმა სავალდებულო ასარჩევი ბლოკიდან უნდა გაიაროს მინიმუმ 6 კრედიტი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HOST2040პრაქტიკა - მუზეუმი6 7
    HOST2050პრაქტიკა - დაცული ტერიტორიები6 7
    HOST2060პრაქტიკა - კურორტი6 7

    კრედიტების ჯამი:

    18

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    HOST3310სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    COMM4252კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა6
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6
    FINA2211დაზღვევის საფუძვლები6
    HIST1118ცივილიზაციები და კაცობრიობის განვითარება6
    HOST0001საბაკალავრო ნაშრომი ტურიზმში18
    HOST2070რუსული ენა 16
    HOST2080რუსული ენა 26
    LAWB4991სამეწარმეო სამართალი6
    MGMT1515ბიზნეს ეთიკა6
    MGMT3211ადამიანური რესურსების მართვა6
    MGMT4220პროექტის მენეჯმენტი6
    MKTG3210მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები6
    MKTG3279მომსახურების მარკეტინგი6
    MKTG4110ბრენდის მენეჯმენტი6
    MKTG4220ელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი6
    STAT1122სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების ინფორმაციული სისტემები SPSS6

    კრედიტების ჯამი:

    144









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი