eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ისტორია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მანანა სანაძე
ცირა ჩიკვაიძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ისტორიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამზე ჩარიცხვა შესაძლებელია მობილობის წესით წელიწადში ორჯერ; პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა შეიძლება უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ისტორიის მეცნიერებებში, მისცეს მას ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესახებ უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით; განუვითაროს კვლევისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიისა და მეთოდების ფლობისა და გამოყენების უნარ-ჩვევები; ჩამოაყალიბოს მაღალი სოციალური ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქე, რომელიც მზად იქნება განსხვავებული კულტურების გაგებისა და პატივისცემისათვის; მოქნილი ინდივიდი, ანალიტიკური, კრიტიკული და კომუნიკაციური უნარებით, რაც მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისთვის. ისტორიის ბაკალავრი შეძლებს სწავლა გააგრძელოს მეორე საფეხურზე -მაგისტრატურაში ან/და დასაქმდეს მომსახურებასა და კომუნიკაციასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში: საჯარო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონული ადმინისტრაციები, დარგის შესაბამისი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, არქივები, მუზეუმები, ტურიზმისა და ზოგადსაგანმანათლებლო სფერო (კერძო და საჯარო სკოლები), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექცია;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსია/დებატები.
  • დემონსტრირების მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • პრაქტიკული მუშაობა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებული:

    · ასახელებს და განსაზღვრავს უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცალკეული მონაკვეთების, რეგიონებისა და ქვეყნების ისტორიის ძირითად მოვლენებსა და საკითხებს სფეროს უახლოესი გამოკვლევებისა და მიღწევების ფართო ცოდნაზე დაყრდნობით; · აცნობიერებს არქეოლოგიის, ისტორიული გეოგრაფიის, ანთროპოლოგიისა და ისტორიის მომიჯნავე/დამხმარე დისციპლინების: ეთნოლოგიის, ნუმიზმატიკის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, ჰერალდიკის, სფრაგისტიკის საფუძვლებსა და მათ როლს ისტორიის რეკონსტრუქციისას; · განსაზღვრავს წარსულის ზოგად და მსოფლიო ისტორიის ძირითად ისტორიულ პერიოდებს (ძველი, შუა საუკუნეები, ახალი და უახლესი ისტორია) და მოვლენების დიაქრონულ ჩარჩოს; · აღწერს და ხსნის ლოკალურ-ისტორიული ცივილიზაციების რუკებს, საქართველოსა და მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებებს სხვადასხვა ეპოქაში.


  • უნარი
  • კურსდამთავრებული:

    · აგროვებს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ნარატიულ და სხვა ტიპის ისტორიულ წყაროებში ( „ქართველთა ცხოვრება“, „მოქცევაი ქართლისაი“, „ბილი უფლებათა შესახებ“, ვილსონის „თოთხმეტი პუნქტი“ და ა.შ.) მოცემულ ინფორმაციას და მათი ურთიერთშეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე აყალიბებს კითხვებსა და საკუთარ დასკვნებს; · აანალიზებს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის როლსა და ადგილს (მოთხოვნილებები, ინტერესები, ქმედების მოტივები, სამყაროს აღქმა და ღირებულებები, ყოფა-ცხოვრების პირობები), შრომით საქმიანობას, მატერიალური წარმოებისა და ტექნიკის ევოლუციას, ადამიანთა შორის ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების თავისებურებებს და აყალიბებს არგუმენტირებულ დასკვნებს; · ქმნის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სხვადასხვა პროცესებისა და მოვლენების: პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების, სახელმწიფოებრივი სისტემების ჩამოყალიბების სურათს, რომელიც ეფუძნება წარსულსა და აწმყოს შორის ურთიერთკავშირის კრიტიკულ გააზრებასა და ბიბლიოგრაფიული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოძიება-დამუშავებას; · იყენებს ისტორიის მომიჯნავე/დამხმარე დისციპლინებსა და ისტორიული კვლევის სხვადასხვა მეთოდებს (თვისებრივი, რაოდენობრივი, ისტორიულ-შედარებითი, დეტერმინიზმი, „კლიომეტრია“ და ა.შ. ) საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის რომელიმე თემის კვლევისას; · ახდენს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისტორიული მასალის დამუშავებას, სისტემატიზაციასა და შესწავლას; · იყენებს წერით და ზეპირ კომუნიკაციას ინგლისური ენის B2 დონისათვის რელევანტური ლექსიკითა და ტერმინოლოგიით სპეციალისტებთან (ფილოლოგები) და არასპეციალისტებთან;წარმოადგენს მშობლიურ და ინგლისურ ენებზე, წეპირი და წერილობითი ფორმით, სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენებით რეფერატის/მცირე კვლევის შედეგებს აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და უნივერსიტეტის მიერ შერჩეული (APA) აკადემიური სტილის სტანდარტების გათვალისწინებით.


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებული:

    · პრაქტიკაში, კონკრეტულ გარემოში იყენებს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში მიღებულ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს; · ითავისებს და პატივს სცემს ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების განსხვავებულ ღირებულებებს, იდეებს, შეხედულებებსა და კულტურას როგორც მსოფლიო ფასეულობათა ნაწილს.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-15-2007
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 13
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 52/18
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამის სავალდებულო, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი კურსების გარდა სტუდენტს აქვს 18 თავისუფალი კრედიტი (სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული ინგლისური ენა ეროვნულ გამოცდებზე ან საჭიროებს ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებას, ამ მიზნით, შეუძლია გამოიყენოს თავისუფალი კრედიტის ფორმატში ინგლისური ენა I (A1), ინგლისური ენა II (A2), ინგლისური ენა III (B1/1), და შესაძლებლობა აირჩიოს დამატებითი სპეციალობა.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 240 კრედიტი, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითად კურსებს –162 ECTS (მათ შორის სპეციალობის სავალდებულო, ასარჩევი და კონცენტრაცია - საქართველოს/მსოფლიო ისტორია - 138 ECTS); თავისუფალ კრედიტს - 18 ECTS და 60  ECTS-ს დამატებით სპეციალობაში. დამატებითი სპეციალობის არჩევა შესაძლებელია როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ, ისე სხვა სკოლაში (დამატებითი სპეციალობა სტუდენტს არ ანიჭებს აკადემიურ ხარისხს, თუმცა ძირითად სპეციალობასთან კომბინაციაში, აღრმავებს სტუდენტის ზოგად და დარგობრივ კომპეტენციებს და /ან აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომელიც ძირითად სპეციალობასთან ერთად ჩამოუყალიბებს მას დასაქმებისთვის ან განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო დარგობრივ კომპეტენციებს).

    პროგრამის ძირითადი

    სტუდენტმა უნდა აიღოს პროგრამის ძირითადი კურსებიდან –162 ECTS კრედიტი (მათ შორის სპეციალობის სავალდებულო, ასარჩევი და კონცენტრაცია - საქართველოს/მსოფლიო ისტორია - 138 ECTS).
    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL2217ინგლისური ენა IV (B1/2)6 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    ENGL3149ინგლისური ენა V (B2/1)6 2
    ENGL3213ინგლისური ენა VI (B2/2)6 3

    კრედიტების ჯამი:

    24

    სპეციალობის სავალდებულო

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ARCH1120შესავალი არქეოლოგიაში6 1
    HIST1119შესავალი მსოფლიო ისტორიაში I6 1
    PALE2237ქართული პალეოგრაფიის, ეპიგრაფიკის, მეტროლოგიის, ნუმიზმატიკის და დიპლომატიკის საფუძვლები6 1
    HIST1128დასავლეთი ანტიკურ ხანაში6 2
    HIST1219შესავალი მსოფლიო ისტორიაში II6 2
    HIST1237საქართველოს ისტორია (უძველესიდან XVI საუკუნემდე)6 2
    ORST1210ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)6 2
    HIST1228შუა საუკუნეების ისტორია6 3
    HIST1247საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია6 3
    HIST3240ბიზანტიის ისტორია6 3
    ORST2110ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)6 3
    HIST2128ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია6 4
    HIST3125ქართველთა ცხოვრება - მატიანე და ისტორია6 4
    HIST4128ისტორიული კვლევის მეთოდები6 4
    HIST2220საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიისა და ისტორიული გეოგრაფიის საფუძვლები6 5
    HIST3128ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია6 5
    ANTH3130კულტურული ანთროპოლოგიის საფუძვლები6 6
    HIST4235პრაქტიკა ისტორიაში6 8
    INFO4228საინფორმაციო ტექნოლოგიები ისტორიაში6 8

    კრედიტების ჯამი:

    114

    სპეციალობის ასარჩევი

    სტუდენტმა უნდა აიღოს 12 ECTS
    კოდი საგანი კრედიტი
    HIST3126საქართველო – ირანის ურთიერთობა6
    HIST3127უახლესი პოლიტიკური ისტორია ცივი ომის პერიოდში6
    CULT3237კულტურული მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზა6
    HIST2167საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია: XVII- XXI საუკუნეები6
    HIST3111საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობები ჯვაროსნულ ხანაში6
    HIST4111ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში6
    HIST4120საქართველო და რუსეთი6
    HIST4150ქართული სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების ისტორია6
    HIST4177შესავალი ქართული ეკლესიის ისტორიაში6
    HIST4250საბაკალავრო ნაშრომი ისტორიაში12
    KART1211საჯარო გამოსვლა და პრეზენტაცია6

    კრედიტების ჯამი:

    72

    თავისუფალი კრედიტი

    სტუდენტმა უნდა აირჩიოს 18 კრედიტი
    კოდი საგანი კრედიტი
    MATH1414ანალიტიკური და რაოდენობრივი აზროვნება6
    ENGL1147ინგლისური ენა I (A1)6
    ENGL1247ინგლისური ენა II (A2)6
    HEBR1140ებრაული I (A1)6
    ARTS1110მსოფლიო ხელოვნების ისტორია ზოგადი კურსი6
    CILS1140 A/1იტალიური ენა A/1 CILS გამოცდისთვის6
    ENGL2147ინგლისური ენა III (B1/1)6
    HEBR1141ებრაული ენა II (A2)6
    PHIL2130ფილოსოფიური აზრის ისტორია6
    CILS140 A/2იტალიური ენა A/2 CILS გამოცდისთვის6
    ARAB1140არაბული ენა I (A1)6
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    CILS140 B/1იტალიური ენა B/1 CILS გამოცდისთვის6
    FRAN1147ფრანგული ენა I (A1)6
    GERM1116გერმანული ენა A1/16
    GREK2217ძველი ბერძნული ენა6
    ITAL1147იტალიური ენა I (A1)6
    KART3237ძველი ქართული ენა6
    LATN2217ლათინური ენა6
    PERS1140სპარსული ენა I (A1)6
    SPAN1147ესპანური ენა I (A1)6
    TURK1140თურქული ენა I (A1)6
    ARAB1240არაბული ენა II (A2)6
    ENGL1717ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (TOEFL)6
    ENGL1718ინგლისური ენა აკადემიური გამოცდისთვის (IELTS)6
    FRAN1247ფრანგული ენა II (A2)6
    GERM1216გერმანული ენა A1/26
    ITAL1247იტალიური ენა II (A2)6
    PERS1240სპარსული ენა II (A2)6
    SPAN1247ესპანური ენა II (A2)6
    TURK1240თურქული ენა II (A2)6

    კრედიტების ჯამი:

    186

    საქართველოს ისტორია - კონცენტრაცია

    სტედენტს შეუძლია აიღოს კონცენტრაცია საქართველოს ან მსოფლიო ისტორიაში, ან გააკეთოს საგანთა კომბინაცია 12 ECTS კრედიტის ფარგლებში
    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST4187ქართული ბიოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებები-საქართველოს ისტორიის წყარო65
    HIST4140საქართველოს ისტორიის უცხოენოვანი წყაროები66

    კრედიტების ჯამი:

    12

    მსოფლიოს ისტორია - კონცენტრაცია

    სტედენტს შეუძლია აიღოს კონცენტრაცია საქართველოს ან მსოფლიო ისტორიაში, ან გააკეთოს საგანთა კომბინაცია 12 ECTS კრედიტის ფარგლებში
    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    HIST2170ამერიკის ისტორია65
    HIST3257ახალი და უახლესი ისტორიის წყაროთმცოდნეობა66

    კრედიტების ჯამი:

    12









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი