eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ნატა სტურუა
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება:

ადმინისტრაციული რეგისტრაციის და პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე.

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდები მოიცავს: წერით გამოცდას ინგლისურ ენაში და ზეპირ გასაუბრებას (ინგლისურ ენაზე) საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში.

ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელია, ალტერნატიულად: ა) შიდა გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის) წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL iBT 72-94, Cambridge English Exam -160- 179); ან გ) საბაკალავრო საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

პროგრამაზე ჩაირიცხებიან სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები.

პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემთ იხილონ ინგლისური ენის გამოცდის ნიმუშები და გასაუბრების საგამოცდო საკითხები.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ღრმა და სისტემური ცოდნა, შეძლებენ მის კრიტიკულ გააზრებას შედარებით კონტექსტში, დამოუკიდებელ კვლევას, კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტას და შემდგომი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას.

საერთაშორისო ბიზნესის გლობალიზაციის კვალდაკვალ, პროგრამა ორიენტირებულია მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხების შესწავლაზე. აღნიშნულით პროგრამას წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებასა და ბიზნეს გარემოს სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებაში. პროგრამა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს უპასუხონ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება საერთაშორისო ბიზნესის წარმოების ტრანსნაციონალურ და მულტიდისციპლინურ  კონტექსტს, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის აქტუალურ მოთხოვნებს.

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სწავლის სფეროს გათვალისწინებით, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე.

პროგრამის მიზანია შექმნას საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუდენტებსა და პროფესიონალებს.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • როლური თამაშები
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (Problem Based Learning)
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება (Project Based Learning)
  • სიახლეთა გარჩევა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება (Action Based Learning)
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study)
    შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • აღწერს საერთაშორისო ბიზნესის წარმოების თანამედროვე რეგულირებას, რაც მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნულ სამართალს და მათი ურთიერთმიმართების საკითხებს, კანონმდებლობის განვითარების ტენდენციებს, გამოწვევებსა და ხარვეზებს, მათი სრულყოფისა და გადაწყვეტის ძირითად გზებს, უახლეს მნიშვნელოვან სასამართლო პრაქტიკას, რის საფუძველზეც კურსდამთავრებული შეძლებს პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას;
    • აღწერს იურიდიული მეცნიერების აქტუალურ პრობლემებს, სამეცნიერო კვლევის თანამედროვე დარგობრივ მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებსა და აკადემიური ეთიკის საკითხებს. ასევე, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად წესებსა და პრინციპებს;
    • აღწერს სამოსამართლო ეთიკის წესებს, მათ შორის, მოსამართლის საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებსა და მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების თავისებურებებს; 
    • განსაზღვრავს შედარებითი სამართლის არსს და შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენების დანიშნულებას, მათ შორის, ხსნის ევროკავშირის სამართლის გავლენის მნიშვნელობას ქართული სამართლის განვითარებაზე.

  • უნარი
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • აფასებს სამართლებრივი შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, ამოიცნობს კომპლექსურ სამართლებრივ პრობლემებს ან საკანონმდებლო ხარვეზებს ბიზნეს სამართლის სფეროში და სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის (კანონმდებლობა და საკანონმდებლო სიახლეები, სასამართლო პრაქტიკა, დოგმატიკა და უახლესი სამეცნიერო შეხედულებები) პროფესიული განმარტების, სინთეზისა და ანალიზის საფუძველზე აყალიბებს მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს, მათ შორის, განსაზღვრავს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს;
    • ამოიცნობს საერთაშორისო ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს, განსაზღვრავს მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად საჭირო ზომებს, განსაზღვრავს სამართლებრივი დავის გადაწყვეტის გზებს და გასცემს შესაბამის სამართლებრივ რჩევებს; 
    • განმარტავს და სამართლებრივი წერის ტექნიკის გამოყენებით ადგენს და/ან ცვლის სამართლებრივ და სხვა პროფესიულ დოკუმენტებს, მათ შორის, ხელშეკრულებებს, საქმის შეჯამებებს, სამართლებრივ მოსაზრებებსა და დასკვნებს;
    • ამოიცნობს ბიზნეს სამართლის სფეროში აქტუალურ სამართლებრივ პრობლემას, შეიმუშავებს მისი გადაწყვეტის სამეცნიერო გზებს, სამართლის აქტუალურ საკითხებზე გეგმავს სამეცნიერო-კვლევით პროცესს, ახდენს კვლევის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, უცხოური სამართლებრივი საინფორმაციო რესურსებიდან, მიღებული პირველადი მონაცემების, რთული ან არასრული ინფორმაციის სისტემატიზაციას და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით შეიმუშავებს სამეცნიერო კვლევით პროექტს/ნაშრომს;
    • ახდენს აკადემიურ, კომპლექსურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე წერით და ზეპირ კომუნიკაციას, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • პროგრამის კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს მომავალ სწავლებას, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი, სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე, ქმნის პირობებს საერთო გუნდური გადაწყვეტილების მისაღწევად;
    • იღებს სახელმძღვანელო მითითებებს კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური მასალისა თუ გარემოს სამართავად. მათ შორის, გეგმავს და მართავს სამუშაო დროს, შეიმუშავებს სტრატეგიულ მიდგომას კვლევასთან მიმართებით, ნაშრომის მოსამზადებლად; 
    • მონაწილეობს პროფესიული ცოდნისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში, იყენებს სტრატეგიულ მიდგომებს და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს, ეხმარება კოლეგებს და უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას;
    • პატივს სცემს სამოსამართლო ეთიკის სტანდარტებს, მოსამართლის ღირებულებებით ასპექტებს (მიუკერძოებლობა, შეუვალობა, თანასწორობა, კომპეტენცია და გულისხმიერება) და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს აღნიშნული ღირებულებების განვითარებაში, მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების უზრუნველსაყოფად;
    • აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური პატიოსნების წესებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს; 
    • გამოხატავს პატივისცემას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, აღიარებს დემოკრატიის პირობებში ბალანსის აუცილებლობას თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-26-2016
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 07-16
    პროგრამის განახლების თარიღი: 10-12-2022
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    პროგრამა სრულად შედგება 120 კრედიტისგან, რომელიც გადანაწილებულია პროგრამის ძირითად (72 კრედიტი) და არჩევით კომპონენტებზე (48 კრედიტი).

    პროგრამის ძირითადი კომპონენტი აერთიანებს:

    • სამ სასწავლო კურს სწავლის სფეროს მიმართულებით;
    • სამ სასწავლო კურსს, რომელიც ორიენტირებულია სამართლებრივი, აკადემიური კვლევისა და წერის უნარების განვითარებაზე;
    • სამაგისტრო ნაშრომს;
    • სამართლის კლინიკას.

    პროგრამის არჩევითი კომპონენტი აერთიანებს 144 კრედიტის მოცულობის სასწავლო კურსებს, რომლიდანაც სტუდენტი ირჩევს მისთვის სასურველ საგნებს.

    სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე სტუდენტი დაიშვება თუ მას აქვს ჯამში დაგროვებული აქვს არანაკლებ 84 კრედიტი. სამაგისტრო ნაშრომის შესრულება სამართლის სკოლაში მოწესრიგებულია შესაბამისი რეგულაციით.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    სასწავლო პროცესი ითვალისწინებს ყოველკვირეულ შეხვედრებს (ლექცია/სემინარი და სხვ), რომელთა ხანგრძლივობა შეადგენს 2 აკადემიურ საათს (საათი - 60 წუთი).

    ჯგუფში მაქსიმუმ 25 სტუდენტია.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    LAWBUS5112სამართლებრივი კვლევა და წერა I: სამართლებრივი წერა6 1
    LAWBUS5115შედარებითი საკორპორაციო სამართალი6 1
    LAWBUS5120შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი6 1
    LAWBUS5211სამართლებრივი კვლევა და წერა II: აკადემიური წერა6 2
    LAWBUS5220საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები6 2
    LAWBUS6115სამართლის კლინიკა6 3
    LAWBUS6122კვლევის მეთოდებისა და ანალიზის საფუძვლები6 3
    LAWBUS6210თეზისი30 4

    კრედიტების ჯამი:

    72

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    LAWBUS5123მოლაპარაკების ტექნიკა6
    LAWBUS5125საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი6
    LAWBUS5130საერთაშორისო ინვესტიციის სამართალი6
    LAWBUS5135ევროკავშირის სამართლებრივი საფუძვლები6
    LAWBUS5140მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი6
    LAWBUS5148ინტერნეტის სამართალი6
    LAWBUS5149ბიზნესის განვითარება6
    LAWBUS5150თეთრი საყელოს დანაშაული სისხლის სამართალში6
    LAWBUS5215შედარებითი სანივთო სამართალი6
    LAWBUS5225შედარებითი კორპორაციული მართვა6
    LAWBUS5235ევროკავშირის შიდა ბაზარი6
    LAWBUS5236ხელოვნური ინტელექტი, ადამიანის უფლებები და კიბერსივრცე6
    LAWBUS5255ფინანსური ტექნოლოგიების სამართალი6
    LAWBUS5259ინტელექტუალური აქტივების მართვა და ლიცენზირება6
    LAWBUS6131საერთაშორისო საბანკო სამართალი6
    LAWBUS6160საერთაშორისო საგადასახადო სამართალი6
    LAWBUS6120ევროკავშირის კონკურენციის სამართალი6
    LAWBUS6126ბიზნეს და ადამიანის უფლებათა სამართალი6
    LAWC5316Eიმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრებისათვის18

    კრედიტების ჯამი:

    126









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    მატერიალური რესურსები

    ადამიანური რესურსები

    პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რუკა

    პროგრამის სწავლის შედეგების რუკა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი