eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ინგლისური ფილოლოგია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია ჩხეიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (საქართველოს მოქალაქეებისათვის): აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და უნივერსიტეტის პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. მინიმალური ბარიერი ინგლისურ ენაში 60%.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის): უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificatein English) ან TOEFL (Test of English as a Foreign Language) ან IELTS (International English Language Testing System) ინგლისური ენის კომპეტენცია (B2 Intermediate) დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით. მინიმალური ბარიერი 60%.
პროგრამის მიზანი: ითვალისწინებს რა ფილოლოგიის სფეროს კომპლექსურობას, პროგრამა მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, ჰუმანიტარული აზროვნების, ინგლისურენოვანი ეფექტური კომუნიკაციისათვის აუცილებელი კომპეტენციის მქონე პროფესიონალთა ჩამოყალიბებას. პროგრამა სრულ თანხვედრაშია საქართველოს უნივერსიტეტის მისიასთან - “ცოდნის საზღვრების გაფართოვება და პიროვნების განათლება…” მისია მიღწევადია და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და შრომაზე დაფუძნებული პროფესიული საქმიანობითა თუ მეცნიერული მიღწევებით განაპირობებს საზოგადოების ჯანსაღ, ჰუმანურ და დემოკრატიულ განვითარებას სახელმწიფოსა და ზოგადად, კაცობრიობის საკეთილდღეოდ. დასახული მიზნის მიღწევას ემსახურება საბაკალავრო სწავლების დონისათვის შესაბამისი კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირება, რაც უზრუნველყოფილია პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კურსების სინთეზით. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მიზანმიმართულია შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაზე, სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სტუდენტისათვის აკადემიური პატიოსნების სტანდარტების, ეთიკური და პროფესიული ნორმების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათავისებისათვის საჭირო უნარ-ჩვევათა ფორმირებაზე. პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული კომპეტენციები კურსდამთავრებულს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას გამომცემლობებში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა სისტემასა და იმ კომპანიებში, სადაც არსებობს მოთხოვნა ინგლისურენოვან პროფესიონალ კომუნიკატორზე. შრომითი ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, პროგრამაში ინტეგრირებულია ინგლისური ენის სწავლებისათვის საჭირო კომპეტენციათა ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული საგნები. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლებას და კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას დარგის ფართო ცოდნით. პროგრამა აძლევს კურსდამთავრებულს შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას რაც უზრუნველყოფილია პროგრამაში ჩართული აკადემიური რესურსითა და სასწავლო კომპონენტებით.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
  • ენის სასწავლო ლაბორატორიაში მუშაობა (აუდირება)
  • რეფერატების მომზადება
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • რეფერატების პრეზენტაცია
  • წერითი მეთოდი
  • ჯგუფური მუშაობა
  • როლური თამაშები
  • შემთხევათა ანალიზი (case study)
  • თემა
  • ვერბალური მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • ლექცია-სემინარი
  • ზეპირი გამოკითხვა.
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ცოდნა ენათმეცნიერების ფუძემდებლური ცნებებისა და ენის ფუნქციათა შესახებ;
    • ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპების, უშუალო შემადგენელთა მეთოდის, კომპონენტური და სტილისტური ანალიზის მეთოდების, ჰიპონიმიის, კატეგორიზაციისა და კონცეპტუალიზაციის პრინციპების, კვლევის სინქრონული და დიაქრონული მეთოდების ცოდნა;
    • გააზრებული ენის კვლევის სპეციფიკა სოციოლინგვისტიკის, ფსიქოლინგვისტიკისა და გამოყენებითი ლინგვისტიკის კონტექსტებში;
    • ინგლისური ენის ლექსიკური მარაგის სტილისტური კლასიფიკაციის პრინციპების ცოდნა;
    • გააზრებული სემანტიკურ და სტილისტურ, ლოგიკურ და ემოციურ მნიშვნელობათა არსი;
    • გაცნობიერებული ინგლისური ენის სხვადასხვა ფუნქციონალური სტილის სპეციფიკა;
    • გაცნობიერებული ინგლისური ენის განვითარების პერიოდებისა და ენაში მიმდინარე პროცესების თავისებურებები;
    • გააზრებული ინგლისური ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებულ ცვლილებათა არსი;
    • გაცნობიერებული ინტეგრაციისა და დიფერენციაციის პროცესთა თავისებურებები;
    • გააზრებული ექსტრალინგვისტურ და ლინგვისტურ ფაქტორთა შორის არსებული მიზეზ–შედეგობრივი კავშირის არსი;
    • ცოდნა ინტერკულტურული კომუნიკაციის ფასილიტაციისა და ინტერკულტურულ ურთიერთობათა აგების მექანიზმთა შესახებ;
    • გააზრებული სხვადასხვა კულტურისა და კომუნიკაციური კონტექსტის სპეციფიკა;
    • გაცნობიერებული ენის კუტურულ განზომილებათა არსი;
    • გააზრებული მსოფლიო ლიტერატურის ეპოქალური თავისებურებანი;
    • გააზრებული „ჟანრის“, „ტექსტის ტიპის“ და „დისკურსის“ ცნებათა არსი;
    • გაცნობიერებული „პოლიტიკური“, „სოციალური“, და „ისტორიული“ ფონის თავისებურებანი ლიტერატურაში;
    • გააზრებული ტექსტის ფენომენოლოგიური და ჰერმენევტიკული ანალიზის სპეციფიკა;
    • გაცნობიერებული ამერიკული ფსიქოლოგიის ასოციაციის -APA- წერის სტილის სტანდარტების სპეციფიკა;
    • ნარატივის, დესკრიპტიული, შედარებითი, კლასიფიკაციის, მიზეზ-შედეგობრივი, არგუმენტაციის და ანალიზის კონსტრუირების სტრატეგიათა ცოდნა;
    • ინფორმაციის დიფერენცირებისა და განზოგადების თავისებურებათა ცოდნა;
    • ტექსტის კომპრესიის ტექნიკის ცოდნა;
    • გააზრებული რთული ზეპირი და წერილობითი ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაციის მომცველი ტექსტის ძირითადი იდეა საყრდენი დეტალების ჩათვლით;
    • გაცნობიერებული ლექსიკურ ერთეულთა მნიშვნელობების ნიუანსთა სპეციფიკა;
    • გააზრებული სხვადასხვა ფორმატის მქონე წერილების თავისებურება;
    • გაცნობიერებული ენის გამოყენების კომპეტენტური დონისათვის რელევანტურ სინტაქსურ სტრუქტურათა სპეციფიკა;
    • გააზრებული მოსწავლეთა ქცევის, კლასის მართვის, დისციპლინისა და მოტივაციის სხვადასხვა თეორიების და მათი პრაქტიკული გამოყენების გზების სპეციფიკა;
    • გაცნობიერებული მოსწავლეთა ქცევითი პრობლემების მართვისა და მათი პრევენციის საშუალებებათა თავისებურებები;
    • სწავლის, სწავლებისა და შეფასების სხვადასხვა სტარტეგიების, თეორიებისა და მიდგომების ცოდნა;
    • გააზრებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა მოთხოვნილებები და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნის აუცილებლობა;
    • თანამედროვე მეთოდიკისათვის რელევანტური ტენდენციებისა და მეთოდების აღწერა-შედარება-კონტრასტირების ტექნიკის ცოდნა;
    • გააზრებული მეორე ევროპული (არჩევითი) ენის დამოუკიდებელი გამოყენების დონისათვის (B2 - Intermediate) რელევანტური სირთულის ლექსიკისა და სინტაქსურ კონსტრუქციათა თავისებურებები;
    • გააზრებული სხვადასხვა ცივილიზაციების შედარებითი ანალიზის სპეციფიკა;
    • ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის როლისა და ადგილის, მისი საქმიანობის, ადამიანთა შორის ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების  თავისებურებების ცოდნა;
    • მსოფლიო ხალხებისა და ქვეყნების ურთიერთობის, მათი პოლიტიკური ისტორიის ძირითადი მომენტების ცოდნა;
    • მსოფლიო კულტურაში სხვადასხვა ერებისა და ცივილიზაციების როლისა და წვლილის ცოდნა.
    • გაცნობიერებული საოფისე კომპიუტერული პროგრამების თავისებურებები.

  • უნარი
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების უნარი ენათმეცნიერების სფეროსათვის შესაბამისი მეთოდებისა და პრინციპების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, კომპონენტური ანალიზისა და სტილისტური ანალიზის მეთოდები; ჰიპონიმიის, კატეგორიზაციისა და კონცეპტუალიზაციის პრინციპები, კვლევის სინქრონული და დიაქრონული მეთოდები) გამოყენებით;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების უნარი ლიტერატურის სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (ტექსტის ფენომენოლოგიური და ჰერმენევტიკული ანალიზი) გამოყენებით;
    • ხელმძღვანელის წინასწარ განსაზღვრული მითითებითა და უწყვეტი მონიტორინგის პირობებში ნაშრომის შესრულების უნარი ენის სწავლების სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ანალიზი) გამოყენებით;
    • ინგლისური ენის გაკვეთილის დაგეგმვისა და მოსწავლეთა ცოდნის შეფასების უნარი;
    • ამერიკული ფსიქოლოგიის ასოციაციის -APA- წერის სტილის სტანდარტების გამოყენების უნარი წერილობითი ტექსტის პროდუცირებისას;
    • ნარატივის, დესკრიპტიული, შედარებითი, კლასიფიკაციის, მიზეზ-შედეგობრივი, არგუმენტაციის და ანალიზის კონსტრუირების უნარი;  
    • ინფორმაციის დიფერენცირებისა და განზოგადების უნარი;
    • ტექსტის კომპრესირების უნარი;
    • ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენების ფარგლებში მკაფიოდ სტრუქტურირებული ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაციის მომცველი ზეპირი და წერილობითი ტექსტების პროდუცირების უნარი;
    • ლექსიკურ ერთეულთა მნიშვნელობების ნიუანსთა გამოყენების უნარი;
    • სხვადასხვა ფორმატის მქონე წერილების პროდუცირების უნარი;
    • ენის კომპეტენტური გამოყენების დონისათვის შესაბამისი სინტაქსური სტრუქტურების გამოყენების უნარი;
    • მეორე ევროპული (არჩევითი) ენის დამოუკიდებელი გამოყენების დონისათვის (B2 - Intermediate) შესაბამისი სირთულის წერითი და ზეპირი ტექსტების ადეკვატური აღქმისა და პროდუცირების უნარი;
    • სხვადასხვა ქრონოლოგიით დათარიღებულ ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას  მათი ერთიან ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის უნარი ხელმძღვანელის დახმარებით;
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებით, ერთი და იგივე ეპოქაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე  ისტორიული მოვლენების სინქრონიზაციის უნარი;
    • საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი.
    • ენათმეცნიერების სფეროსათვის რელევანტური მეთოდებისა და პრინციპების (აღწერა, შედარება, კონტრასტირება, ფონემური და მორფემული ანალიზის პრინციპები, უშუალო შემადგენელთა მეთოდი, კომპონენტური და სტილისტური ანალიზის მეთოდები; ჰიპონიმიის, კატეგორიზაციისა და კონცეპტუალიზაციის პრინციპები; კვლევის სინქრონული და დიაქრონული მეთოდები) გამოყენებით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • ლიტერატურის სფეროსათვის რელევანტური მეთოდების (ტექსტის ფენომენოლოგიური და ჰერმენევტიკული ანალიზი) გამოყენებით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • ენის სწავლების სფეროსათვის რელევანტური სტრატეგიებისა და თეორიების (სწავლებისა და შეფასების თეორიები და მიდგომები) გამოყენებით მიღებული შედეგების შეჯერების უნარი;
    • სხვადასხვა ისტორიულ ხანაში მიმდინარე პროცესების ანალიზის საფუძველზე მოვლენების ინტერპრეტაციისა და დასკვნის ჩამოყალიბების უნარი ხელმძღვანელის დახმარებით;
    • ისტორიული პროცესების შეფასება ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში და დასკვნის ჩამოყალიბების უნარი ხელმძღვანელის დახმარებით;
    • ცოდნაზე დაფუძნებული ლოგიკური დასკვნის ჩამოყალიბების უნარი სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე.
    • ფილოლოგიისა და პედაგოგიკის სფეროებისათვის რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით როგორც სპეციალისტებისათვის (ფილოლოგები, ენის მასწავლებლები), ისე არასპეციალისტებისათვის (ფართო საზოგადოება) ინფორმაციის მიწოდების უნარი;
    • მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი მათი ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
    • მსოფლიო ისტორიისათვის შესაბამის საკითხებზე როგორც სპეციალისტებისათვის (ისტორიკოსები), ისე არასპეციალისტებისათვის (ფართო საზოგადოება) ინფორმაციის მიწოდების უნარი;
    • დისკუსიებში და საჯარო განხილვებში ეფექტური მონაწილეობის უნარი;
    • მკაფიოდ სტრუქტურირებული მოხსენების როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით მომზადებისა და წარდგენის უნარი;
    • ინგლისური ენის კომპეტენტური გამოყენების ფარგლებში ბმული მეტყველების პროდუცირების უნარი;
    • პერსუაზიული კომუნიკაციის და სხვადასხვა სოციალური კონტექსტის ფარგლებში შეკითხვების დასმის უნარი;
    • მეორე ევროპული (არჩევითი) ენის დამოუკიდებელი გამოყენების ფარგლებში სხვადასხვა თემებზე კომენტარის გაკეთებისა და აქტუალური საკითხისადმი საკუთარი პოზიციის გამოხატვის უნარი;
    • შესაბამისი მასალის მოძიების უნარი ელექტრონულ ფორმატში;
    • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი ინფორმაციის ეფექტური ვიზუალიზაციის მიზნით;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • ფილოლოგიისა და პედაგოგიკის სფეროში ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
    • ენობრივი კომპეტენციის სრულყოფის უნარი;
    • შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
    • შემდგომი თვითგანვითარების უნარი;
    • სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობისა და გამოყენების უნარი;
    • საკუთარი შესაძლებლობის ობიექტური შეფასების უნარი;
    • საკუთარი სასწავლო დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
    • განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უნარი.
    • გათავსებული ენის, როგორც სისტემის, ღირებულება;
    • პატივისცემის გრძნობა ინტერკულტურული კომუნიკაციის ფენომენის, როგორც კულტურათა დიალოგის მიმართ;
    • მხატვრული ლიტერატურის ეპოქისათვის დამახასიათებელ კულტურულ ღირებულებათა პატივისცემის უნარი;
    • პატივისცემის გრძნობა ენისა და ქვეყნის ისტორიული წარსულის მიმართ;
    • მოსწავლის პიროვნების პატივისცემა, მისი გრძნობების, ემოციების, აზრების აღიარება და დაფასება;
    • მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ცოდნის გაზიარების პროცესში;
    • პატივისცემის გრძნობა ბილიგვალიზმისა და მულტიკულტურალიზმის, როგორც სპეციფიკური საგნმანათლებლო კონტექსტების მიმართ;
    • პროფესიული კეთილსინდისიერება და სამართლიანობა ბავშვებთან ურთიერთობაში;
    • პატივისცემის გრძნობა სკოლაში ქცევის მიღებული ეთიკური ნორმებისადმი;  
    • ობიექტური დამოკიდებულება საგანმანათლებლო სფეროში წამოჭრილი ეთიკური საკითხების მიმართ;
    • აკადემიური პატიოსნების სტანდარტების პატივისცემა.
    • პატივისცემის გრძნობა მსოფლიო ხალხთა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-27-2014
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-14
    პროგრამის განახლების თარიღი: 07-08-2016
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 25-16
    პროგრამის დეტალები:
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის (ინგლისურ ფილოლოგიაში) აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240 ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად:

    • 174 ECTS განკუთვნილია პროგრამის ძირითადი საგნებისათვის, მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის მომზადება – 12ECTS და პედაგოგიური პრაქტიკა - 6 ECTS;
    • 54 ECTS განკუთვნილია პროგრამის არჩევითი საგნებისათვის (12 ECTS - მეორე ევროპული ენა, 42 ECTS შემოთავაზებული საგნები);
    • 12 ECTS - თავისუფალი კრედიტი.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ENGL1122Eინგლისური ენა (ლექსიკა, გრამატიკა) I6 1
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6 1
    INFO1113Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები3 1
    LING1112Eენათმეცნიერების შესავალი6 1
    OCOM1117Eზეპირმეტყველება I6 1
    ACWR1210Eაკადემიური წერა ფილოლოგებისთვის I6 2
    ENGL1212Eინგლისური ენა (ლექსიკა, გრამატიკა) II6 2
    LANT1210Eენის თეორია6 2
    OCOM1217Eზეპირმეტყველება II6 2
    ACWR2110Eაკადემიური წერა ფილოლოგებისთვის II6 3
    EDUC2112Eგანათლების ისტორია და ფილოსოფია6 3
    LANC2117Eენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია6 3
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6 3
    THGP2120Eთეორიული გრამატიკა და ფონეტიკა6 3
    WLIT2110Eმსოფლიო ლიტერატურა I6 3
    ENST2210Eსტილისტიკა6 4
    WLIT2210Eმსოფლიო ლიტერატურა II6 4
    EDUC3113Eსწავლების მეთოდიკა6 5
    ELIT3110Eლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის თეორია6 5
    ENGL3112Eლექსიკოლოგია6 5
    MLAN2210Eმედიის ენა6 5
    WLIT3110Eმსოფლიო ლიტერატურა III6 5
    EDUC3142Eინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა6 6
    EDUC3145Eინკლუზიური განათლების საფუძვლები6 6
    ELIT3210Eინგლისურენოვანი ლიტერატურა I6 6
    EDUC4120Eხარისხის მართვა სკოლაში6 7
    ELIT4110Eინგლისურენოვანი ლიტერატურა II6 7
    ENGL4112Eინგლისური ენის ისტორია6 7
    ENGL4212Eსაბაკალავრო ნაშრომი ინგლისურ ფილოლოგიაში12 8
    PEDP4210Eპედაგოგიური პრაქტიკა6 8

    კრედიტების ჯამი:

    183

    პროგრამის ასარჩევი

    წარმოდგენილი საგნების ბლოკიდან სავალდებულოა 12 კრედიტის აღება
    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1217Eინგლისური მიზნობრივი ენა (ბიზნესი)6
    ENGL3119Eინგლისური მიზნობრივი ენა (სამართალი)6
    ENGL4117Eინგლისური მიზნობრივი ენა (პოლიტიკა)6
    INTC3179Eინტერკულტურული ბიზნეს კომუნიკაცია6
    EDPS2210Eგანათლების ფსიქოლოგია6
    FRAN1147Eფრანგული ენა I (A1)6
    GERM1147Eგერმანული ენა I (A1)6
    ITAL1147Eიტალიური ენა I (A1)6
    PSYC4111Eასაკობრივი ფსიქოლოგია6
    FRAN1247Eფრანგული ენა II (A2)6
    GERM1247Eგერმანული ენა II (A2)6
    ITAL1247Eიტალიური ენა II (A2)6
    EDUC4130Eკლასის მართვა6
    FRAN2147Eფრანგული ენა III (B1/1)6
    GERM2147Eგერმანული ენა III (B1/1)6
    ITAL2147Eიტალიური ენა III (B1/1)6
    FRAN2247Eფრანგული ენა IV (B1/2)6
    GERM2247Eგერმანული ენა IV (B1/2)6
    INFO3111Eინფორმაციული ტექნოლოგიები სასკოლო განათლებაში6
    ITAL2247Eიტალიური ენა IV (B1/2)6
    COMM4110Eმესიჯის ჩამოყალიბების და განვითარების ტექნიკა6
    COMM4135Eსაჯარო გამოსვლის ტექნიკა6
    ENGL4247Eზეპირი ბიზნესკომუნიკაცია6
    ENGL4249Eწერითი ბიზნესკომუნიკაცია6

    კრედიტების ჯამი:

    144

    თავისუფალი კრედიტი

    თავისუფალი კრედიტების ფარგლებში სავალდებულოა 30 კრედიტის აღება. სტუდენტებს 30 კრედიტების აღება შეუძლიათ როგორც აღნიშნული ჩამონათვალიდან ასევე სხვა ინგლისურენოვანი პროგრამებიდან.
    კოდი საგანი კრედიტი
    COMM4120Eსაზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    PHIL2130Eფილოსოფიური აზრის ისტორია6
    POLI1220Eპოლიტიკის შესავალი6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი