eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფარმაცია
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ელზა ნიკოლეიშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაციის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში, გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ( № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში, თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English) ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმალური ბარიერი -60%.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კვალიფიციური, პროფესიული ზრდისა და შემდგომ ეტაპზე სწავლის უნარის მქონე ფარმაცევტი ბაკალავრის მომზადება, რომელსაც ექნება ფარმაცევტული დახმარებისა და ზრუნვის, პაციენტზე ორიენტირებული ფარმაკოთერაპიის, ფარმაციის მიმართულებით კლინიკური კვლევების შედეგების გამოყენების, სამკურნალო საშუალებების წარმოებისა და დამზადების, ფარმაცევტული ანალიზის საბაზისო ცოდნა; ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ფარმაცევტული კვლევების ხელშეწყობის, ფარმაცევტული ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის, ექიმი-ფარმაცევტი-პაციენტი მოდელის იმპლემენტაციის, პროფესიულ წრეებთან, საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ფარმაცევტული დაწესებულებების სტრუქტურული ერთეულების შესაბამის დონეზე მართვის უნარები. კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ფარმაცევტულ კომპანიებში, სააფთიაქო ქსელსა და სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში, წამლის ხარისხის კონტროლისა და ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიებში, ასევე სადაზღვევო კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, ფარმაცევტისა ან/და აღნიშნულ დაწესებულებებში ფარმაციის მიმართულებით მენეჯერის პოზიციებზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • დისკუსია;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლური თამაში;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ჯგუფური დავალებები;
  • პროექტები;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • თემების დაწერა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • დაკვირვების მეთოდი;
  • ელექტრონული და არაელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
  • კლინიკური, პრაქტიკული მეცადინეობები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • ინფორმაციის სისტემატიზაციის, განზოგადების, პერეფრაზირებისა და კომენტირების მეთოდებისა და ხერხების ცოდნა;
    • ადამიანის ორგანიზმში ნორმალურ და პათოლოგიურ მდგომარეობებში ქიმიურ, ბიოქიმიურ, მოლეკულურ და ჰისტოლოგიურ დონეზე მიმდინარე პროცესების შესახებ საბაზისო ცოდნა;
    • ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის საბაზისო ცოდნა;
    • ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მენეჯმენტისა და ფუნქციების შესახებ საბაზისო ცოდნა;
    • დაავადებების, მათი პრევენციისა და შესაბამისი მართვის (სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, ინფექციის კონტროლი და სხვა) პრინციპების ცოდნა;
    • გარემოს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის, პრევენციული მედიცინის საფუძვლების შესახებ ცოდნა;
    • რაოდენობითი და თვისებითი კვლევის მეთოდების პრინციპების ცოდნა;
    • ბიოსტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის ძირითადი კვლევის მეთოდების ცოდნა;
    • ფარმაცევტთა ეთიკის კოდექსისა და ბიოეთიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
    • წამლების ძირითადი ჯგუფების, მათი  მოქმედებისა და ურთიერთქმედების მექანიზმების  საბაზისო ცოდნა.
    • სოციალური ფსიქოლოგიის, სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის საფუძვლების ცოდნა;
    • ზოგადი, არაორგანული, ორგანული, ანალიზური ქიმიის საფუძვლების ცოდნა;
    • ადამიანის ორგანიზმის, ცალკეული ორგანოს, ორგანოთა სისტემების აგებულების, უჯრედთა ინტეგრაციისა და ქსოვილთა წარმოქმნის, სტრუქტურული და ფუნქციური ორგანიზაციის ცოდნა;
    • ადამიანის ორგანიზმში მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე მიმდინარე ძირითადი ბიოლოგიური პროცესების ცოდნა;
    • სასიცოცხლო პროცესების მოლეკულური მექანიზმების, მემკვიდრეობისა და ცვალებადობის კანონზომიერებების ნორმალური პროცესებისა და დარღვევების  შესახებ ცოდნა;
    • ნორმისა და პათოლოგიის დროს ცოცხალ ორგანიზმში შემავალ ნაერთთა ძირითადი კლასების (ნახშირწყლები, ცილები, ლიპიდები) შედგენილობის და ცვლის შესახებ  საბაზისო ცოდნა;
    • ფარმაკოლოგიური ჯგუფების, მათი მოქმედების მექანიზმების, ეფექტურობის, ორგანიზმში შეყვანის, ბიოტრანსფორმაციისა და

    ელიმინაციის გზების ცოდნა;

    • ფარმაკოთერაპიის რაციონალური მეთოდების ცოდნა
    • ფარმაცევტული ნედლეულისა და პროდუქციის დამზადების, გადამუშავებისა და ანალიზის ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფუძვლების ცოდნა;
    • ფარმაცევტული ქიმიისა და ფარამცევტული ანალიზის საფუძვლების  ცოდნა;
    • ფარმაკოგნოზიის,  ფარმაცევტული ტექნოლოგიის  კომპლექსური საკითხების საბაზისო ცოდნა;
    • ფარმაკოკინეტიკის, კლინიკური ფარმაციისა და ფარმაცევტული ზრუნვის საფუძვლების ცოდნა;
    • ტოქსიკოლოგიის, ბიოქიმიისა და ჰომეოპათიის საფუძვლების ცოდნა
    • ზოგადი მედიცინისა და დიაგნოსტიკის საბაზისო ცოდნა;
    • ფარმაცევტული ნედლეულის დამზადების, შრობის, გადამუშავების, შენახვის წესებისა და სტანდარტიზაციის მეთოდების საბაზისო ცოდნა;
    • ფარმაცევტულ პრაქტიკაში საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების აუცილებლობის, ფარმაცევტული დაწესებულებების  ორგანიზაციული სტრუქტურის და საბაზრო ეკონომიკის საფუძვლების ცოდნა;
    • პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრინციპებისა და წესების  ცოდნა;
    • ფარმაცევტული პოლიტიკისა და საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლების ცოდნა;
    • ცენტრალური ტენდენციების სტატისტიკური საზომების საკითხების,   სიმრავლეებზე მოქმედებების ცოდნა
    • ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების, ორგანიზაციის სტრუქტურული ფორმების, ხელმძღვანელობისა და მართვის სტილის, ადამიანური რესურსების მართვის, მოტივაციის, ლიდერობის და ეთიკურ-სამართლებრივი გარემოს თეორიული საფუძვლების ცოდნა;
    • ინფორმაციის სისტემატიზაციის, განზოგადების, პერეფრაზირებისა და კომენტირების მეთოდებისა და ხერხების, ასევე სხვადასხვა ტიპის აკადემიური ტექსტის შექმნისა და განვითარების რიტორიკული სტრატეგიების  ცოდნა;

     


  • უნარი
    • სტანდარტული მეთოდებით ნივთიერებათა მიღების და მათი ქიმიური ანალიზის ჩატარების უნარი;
    • ბუნებრივი (მცენარეული, ცხოველური და მინერალური) და სინთეზური ნედლეულის დამზადების, გადამუშავების და შენახვის უნარი;
    • ფარმაცევტული პროდუქციის ქიმიური, ბიოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩატარების უნარი
    • სამკურნალწამლო საშუალებების ექსტემპორალური დამზადების (რეცეპტის შესაბამისად) და ფარმაცევტული პროდუქციის სერიული წარმოების უნარი;
    • ფარმაკოთერაპიის რაციონალური მეთოდებით განხორციელების უნარი
    • გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარი;
    • სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატულ-ტექნიკური დოკუმენტაციის წამლების აღრიცხვის, განთავსების,  რეგისტრაციისა და ფარმაცევტული სხვა პრაქტიკული საქმიანობის დროს  გამოყენების უნარი;
    • სპეცკონტროლს დაქვემდებარებული (ფსიქოტროპული, ნარკოტიკული) სამკურნალწამლო საშუალებების აღრიცხვისა და გაცემის უნარი;
    • ჰიგიენური ნორმების ფარმაცევტულ პრაქტიკაში დაცვის უნარი;
    • ფარმაცევტული ზრუნვის მეთოდების ( ექიმი-ფარმაცევტი-პაციენტი მოდელი) პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
    • წინასწარგანსაზღვრული მითითებების შესაბამისად, ნედლეულის, სუბსტანციის და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის შეფასების მიზნით, კვლევის მეთოდების გამოყენების უნარი

     

    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ბიზნეს გარემოს ფაქტორების გამოვლენისა (შესაძლებლობებისა და საფრთხეების) და ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების, ასევე მარტივი სამეურნეო ოპერაციების ფინანსურად აღრიცხვის, მოგების დაანგარიშების, მარტივი ფინანსური ანგარიშგებების შედგენის, პროდუქტის თვითღირებულების და უზარალობის წერტილის დათვლისა და ბიუჯეტების შედგენის,  უნარი;
    • უნარი სხვადასხვა დანიშნულების ტექსტის შექმნისა და  წინასწარი მითითებების საფუძველზე მარტივი კვლევების წარმოება სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით;
    • ფარმაცევტული საქმის  განხორციელებისათვის მონაცემთა  შეგროვების, დამუშავების, განამარტებისა და დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;
    • ფარმაცევტული საქმიანობის ( ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება, რეალიზაცია,  ფარმაცევტული ზრუნვა და მოვლა) დროს წარმოქმინილი პრობლემების გამომწვევი ფაქტორების წინასწარი შეფასებისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების  უნარი;
    • რეცეპტის გარეშე გასაცემი სამკურნალწამლო საშუალებების რაციონალური შერჩევის  უნარი;
    • წამლის კლინიკური ეფექტურობის შეფასების უნარი;  
    • ფარმაკოლოგიური პროდუქტების მოხმარებისა და ფარმაცევტული  საქმიანობის, მ.შ. ფარმაცევტული ზრუნვის  ეფექტურად განხორციელების  მიზნით სათანადო მონაცემების შეგროვების, მოქმედების მექანიზმების გაანალიზების,  განმარტებისა და დასკვნის გამოტანის უნარი;
    • კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზისა და შესაბამისი დასკვენების გამოტანის უნარი
    • აკადემიურ და პროფესიულ წრეებში ფარმაცევტულ თემებზე,  ანგარიშებისა და მონაცემების  ზეპირსიტყვიერ, ბეჭდვით, თუ ელექტრონულ ფორმატში წარდგენისა და დაცვის უნარი;
    • ფარმაცევტული (სააფთიაქო, საქარხნო, ლაბორატორიული, საკონსულტაციო -ორგანიზაციული) საქმიანობის შესახებ პროფესიული ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
    • რეცეპტით და რეცეპტის გარეშე პაციენტზე/კლიენტზე წამლის გაცემის და დოზირების, დანიშნულების, მიღების წესებისა და გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მომზადების და  მიწოდების უნარი.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • ძირითად საბაზო დისციპლინებში საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების უნარი
    • ფარმაცევტული უწყვეტი განათლების მიღებისა და პროფესიული ზრდის მიზნით ფარმკოლოგიის, ფარმაკოკინეტიკის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის, ფარმაცვეტული ქიმიის, ფარმაცევტული ანალიზის, ფარმაკოგნოზიის, ფარმოკოთერაპიისა და კლინიკური ფარმაციის, ფარმაცევტული ზრუნვის, ფარმაცევტული საქმიანობის მენეჯმენტის მიმართულებით შემდგომი სწავლის საჭიროების შეფასებისა და დადგენის  უნარი.
    • ფარმაცევტულ პრაქტიკასა და კვლევებში ფარამცევტული ეთიკის ფორმირების ხელშეწყობისა და დამკვიდრების პროცესში მონაწილეობის უნარი;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-27-2014
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 27-14
    პროგრამის განახლების თარიღი: 09-09-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 38-14
    პროგრამის დეტალები: ...
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: „ფარმაციის ინგლისურენოვანი“ საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 ECTS კრედიტს და შედგება ძირითადი საგნების 225 ECTS და არჩევითი საგნების 15 ECTS კრედიტისაგან (რომელთა არჩევაც ხდება 39 ECTS არჩევითი კრედიტისაგან). ძირითადი საგნებიდან ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის სავალდებულო საგნებია 213 ECTS კრედიტი და 12 ECTS კრედიტი (KART1141 ქართული ენა, როგორც უცხო ენა I (6 ECTS) და KART1142 ქართული ენა, როგორც უცხო ენა II (6 ECTS)); ქართულენოვანი სტუდენტებისთვის 213 ECTS კრედიტი ძირითადი საგანი და 12 ECTS კრედიტი (ENGL3218 ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C 1/1) (6 ECTS) და ENGL3219 ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C 1/2) (6 ECTS) სავალდებულო საგანი.სტუდენტები საგნებს გადიან სემესტრულად, კურაციული სისტემით ტარდება ინტენსიური პრაქტიკული სწავლებები ფარმაცევტულ საწამოებსა (საწარმოო პრაქტიკა) და დაწესებულებებში (სააფთიაქო ქსელი, სამედიცინო კლინიკები), აგრეთვე პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება საუნივერსიტეტო სიმულაციურ აფთიაქში. ლაბორატორიული მეცადინეობები კი შესაბამის პროფილურ ლაბორატორიებში.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    DENT1220ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია6 1
    ENGL3218ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/1)6 1
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 1
    MATH1119Eმათემატიკისა და სტატისტიკის საფუძვლები6 1
    NRSI1110Eადამიანის ანატომია6 1
    PHAR1110ფარმაციის ისტორია3 1
    DENT1210სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა6 2
    ENGL3219ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/2)6 2
    INFO1113Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები3 2
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6 2
    NRSI1220Eადამიანის ფიზიოლოგია6 2
    PHAR1210ზოგადი და არაორგანული ქიმია6 2
    DENT1230ბიოქიმია6 3
    DENT2120პათოლოგიური ანატომია და პათოლოგიური ფიზიოლოგია6 3
    DENT2130მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა6 3
    NRSI2140Eმიკრობიოლოგია6 3
    PHAR2110ორგანული ქიმია6 3
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 4
    PHAR2210ფარმაკოკინეტიკა3 4
    PHAR2220ფარმაკოლოგია I6 4
    PHAR2230ანალიზური ქიმია6 4
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6 4
    DENT3220ზოგადი მედიცინა და დიაგნოსტიკა6 5
    PHAR3110ფარმაცევტული ქიმია6 5
    PHAR3120ჰიგიენისა და პრევენციული მედიცინის საფუძვლები3 5
    PHAR3130ფარმაკოგნოზია6 5
    PHAR3140ფარმაკოლოგია II6 5
    HELM2210Eჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 6
    PHAR3210ფარმაკოთერაპია I6 6
    PHAR3220ფარმაცევტული ტექნოლოგია6 6
    PHAR3230ჰომეოპათიის საფუძვლები3 6
    PHAR3240ტოქსიკოლოგია6 6
    PHAR4110ფარმაკოთერაპია II6 7
    PHAR4120კლინიკური ფარმაცია6 7
    PHAR4130ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაცია და პოლიტიკა3 7
    PHAR4140ფარმაცევტული ზრუნვა6 7
    PHAR4150ბიოეთიკა ფარმაციაში3 7
    PHAR4210პრაქტიკა I - ფარმაცევტული ზრუნვა და დახმარება6 8
    PHAR4220პრაქტიკა II - კლინიკური ფარმაცია6 8
    PHAR4230პრაქტიკა III - ფარმაცევტული ტექნოლოგია6 8
    PHAR4240პრაქტიკა IV - ფარმაცევტული ანალიზი6 8
    PHAR4250პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 3 8
    PHAR4260სწავლა და სწავლება ფარმაციაში3 8

    კრედიტების ჯამი:

    237

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    DENT2220პროფესიული კომუნიკაცია3
    HELM4150ESPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვაში3
    LATN2219ლათინური ენა (მედიკოსებისთვის)6
    PHAR3150ფარმაცევტული ინფორმაცია3
    PHAR3160ფიტოთერაპია3
    NRSI4140Eბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი3
    PHAR3250 ნუტრიციოლოგია 3
    DENT4280ბიოსტატისტიკა და ეპიდემიოლოგია სტომატოლოგებისათვის6
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6

    კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი