eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: სტომატოლოგია
განათლების საფეხური: ერთსაფეხურიანი
ხელმძღვანელი: ელენე გიგინეიშვილი
მარიამ მარგველაშვილი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი
პროგრამის მოცულობა: 300
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English) ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით. მინიმალური ბარიერი 60%.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია კვალიფიციური სტომატოლოგების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს სტომატოლოგიური მომსახურების დონის ამაღლებას, პირის ღრუს დაავადებების პრევენციასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. კურსდამთავრებულს ექნება პირის ღრუს ჯანდაცვის მიმართულების მედიცინის სფეროს (კლინიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) საბაზისო და სტომატოლოგიის დარგობრივი ღრმა და სისტემური ცოდნა. ასევე ათვისებული ექნება სტომატოლოგიური კლინიკური უნარ-ჩვევები პროფესიული ეთიკური ღირებულებების გათვალისწინებით, სწავლისა და სწავლების, პროფესიული ზრდა- განვითარების, კვლევისა და ანალიზის, გადაწყვეტილების მიღების უნარები, რაც საშუალებას მისცემს ლოგიკურად გაანალიზოს გამოვლენილი სიმპტომები და დაინახოს კავშირი ერთიან პათოგენურ პროცესთან, დასაბუთებულად დასახოს კომპლექსური მკურნალობის გეგმა და განახორციელოს ის, გაწიოს პაციენტის მენეჯმენტი, ჰქონდეს ძირითადი მანუალური ჩვევები რაც უზრუნველყოფს პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების განხორციელებას. კურსდამთავრებულს ექნება უფლება დაიკავოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო პოზიციები სტომატოლოგიურ კლინიკებსა (უმცროსი ექიმ-სტომატოლოგის, სტომატოლოგიური ასისტენტის პოზიციები - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-11/ნ 2012 წლის 14 მარტის ბრძანდება), ჯანდაცვით ორგანიზაციებში და სამედიცინო დაზღვევის განმახორციელებელ კომპანიებში (სამედიცინო, სტომატოლოგიურ დაწესებულებებთან ურთიერთობის ფორმატში, სადაც უპირატესად წარმოდგენილია დაზღვეულთა სტომატოლოგიური სერვისების მართვის სხვადასხვა ასპექტი, ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციები). ასევე მოამზადოს სტუდენტი სპეციალიზაციისათვის (რეზიდენტურის პროგრამები) და სწავლის მომდევნო ეტაპებისათვის (სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები). ასევე დაიკავოს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პოზიციები.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები;
  • დისკუსია;
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლური თამაში;
  • მცირე კვლევების ჩატარება;
  • პრაქტიკული მუშაობა;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • იმიტირებული შესრულება;
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა;
  • კრიტიკული ანალიზი;
  • ჯგუფური დავალებები;
  • პროექტები;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study);
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში;
  • წერითი მუშაობის მეთოდი;
  • თემების დაწერა;
  • პრეზენტაციების წარდგენა;
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი;
  • დაკვირვების მეთოდი;
  • სიმულაცია ფანტომებზე
  • ელექტრონული და არაელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
  • წერილობითი პროფესიონალური ინსტრუქციების მომზადება
  • კლინიკური პრაქტიკული მეცადინეობები
  • მტკიცებითი სტომატოლოგიის მეთოდების გათავლისწინებით მუშაობა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
      • ადამიანის ორგანიზმში ნორმალურ და პათოლოგიურ მდგომარეობებში ქიმიურ, ბიოქიმიურ, მოლეკულურ, მიკრობიოლოგიურ და ჰისტოლოგიურ დონეზე მიმდინარე პროცესების შესახებ ცოდნა;
      • ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნა;
      • კლინიკური მეცნიერებების, რომლებიც მჭიდრო კავშირშია პირის ღრუს დაავადებეთან (დერმატოლოგია, ვენეროლოგია, ზოგადი მედიცინა და დიაგნოსტირება, ოტორინოლარინგოლოგია, პედიატრია, ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, შინაგანი სნეულებანი და ინფექციური დაავადებანი, ალერგოლოგია, ენდოკრინოლოგია, თავისა და კისრის ონკოლოგია, ქირურგია და სხვა) სისტემური ცოდნა.
      • ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ფორმირების, სისტემის მენეჯმენტისა და ფუნქციონირების, დაავადებების, პრევეენციისა და მათი მართვის (სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, ინფექციის კონტროლი და სხვა) , ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ქცევების ცვლილებების შესახებ სისტემური ცოდნა;
      • კვლევის მეთოდების (ბიოსტატისტიკური და ეპიდემიოლოგიური) სისტემური ცოდნა;
      • ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობისა და ეთიკური ასპექტების, პაციენტის უფლებებისა და საექიმო საქმიანობის საკითხების შესახებ ცოდნა;;
      • სტომატოლოგიური მეცნიერებების - თერაპირული სტომატოლოგია, ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ორთოდონტია ღრმა ცოდნა;
      • სტომატოლოგიური მასალების შესახებ საბაზო ცოდნა;
      • პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტირების (ანამნეზის შეკრება, ფიზიკალური გამოკლვევების ჩატარება, შეფასება), მკურნალობის გეგმის დასახვის საკითხების და შესაბამისი კომპეტენციების გაათვალისწინებით მკურნალობის მეთოდების შესახებ სისტემური ცოდნა;
      • მანიპულაციების (ვენეპუნქცია, კანზე და ლორწოვანზე ნაკერის დადება, კანქვეშ და კუნთში ინექციის გაკეთება, წამლის ინტრავენურად შეყვანა, კბილის ექსტრაქცია, კბილის პრეპარირება, კბილის არხის დაბჟენა, კბილის რესტავრაცია და ა. შ. ) ცოდნა
      • ნამკურნალები პაციენტის კონტროლისა და მკურნალობის შედეგების შენარჩუნების მენეჯმენტის სისტემური ცოდნა;
      • წამლების ძირითადი ჯგუფების, მათი მოქმედებისა და ურთიერთქმედების მექანიზმების სისტემური ცოდნა.
      • გაცნობიერებული ჯანდაცვითი და არასამედიცინო დარგების/სფეროების (ეკონომიკა და ბიზნესი, კომპიუტერული პროგრამები) რაობა და გამოყენებითი მნიშვენლობა პროფესიულ საქმიანობაში;
      • დაავადებათა ძირითადი დიაგნოსტიკური და სამკურნალო-პროფილაქტიკური პრინციპებისა და მეთოდების ცონდა;
      • სამედიცინო ფსიქოლოგიის, სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის საფუძვლების ( ბუნებრივი და პრეფორმირებული, ფიზიკური ფაქტორების, ორგანიზმზე ზემოქმედების ბიოფიზიკური მექანიზმები და ა.შ.) ცოდნა;

  • უნარი
      • თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული სტომატოლოგიის, იმპლანტოლოგიის, ასევე ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კომპეტენციების გათვალისწინებით პირის ღრუს დაავადებების დიაგნოსტიკის, პრევენციის, მკურნალობისა და მართვის უნარი სხვადასხვა პროფილის თანმხლები მწვავე და ქრონიკული დაავადებების სპეციფიკის გათვალისწინებით;
      • პირის ღრუს ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისათვის ეპიდემიოლოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი და ალტერნატიული ღონისძიებების დამოუკიდებლად დაგეგმვა-განხორციელების უნარი;
      • ახალ გარემო პირობებში შესაბამისი კლინიკური გამოკვლევებისა და პროცედურების ჩატარების, აპარატურის გამოყენების, წამლების ჯგუფების შერჩევის მიზნით მეთოდური რეკომენდაციების, სამკურნალო -პროფილაქტიკური ღონისძიებებში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სპეციალიზირებული მომსახურების დონეზე პროტოკოლების გამოყენებისა და გატარების უნარი;
      • საზოგადოებრივ და ჯანდაცვით ფასეულობების გათვალისწინებით კვლევების წარმოების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებისა და ქვეყნის ჯანდაცვით სისტემაში მიღწევათა ინტეგრირების უნარი;
      • ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ლიდერობისა და პროცესების მართვის უნარები, რაც საშუალებას მისცემს მოიძიოს ჯანდაცვითი კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი გზები;
      • ანამნეზის შეკრების, ორგანიზმის ზოგადი მდოგმარეობის ძირითადი ფუნქციური მაჩვენებლების გათვალისწინებით ძირითადი და თანმხლები დაავადებების დიაგნოსტიკის, დიფერენციალური დიაგნოსტიკის, პაციენტის მონაცემთა რეგისტრაციისა და შენახვის უნარი;
      • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარი
      • სამედიცინო მანიპულაციების (კანის დისექცია, ჩირქოვანი აბსცესის დისექცია, ვენეპუნქცია, კანზე და ლორწოვანზე ნაკერის დადება, კანქვეშ და კუნთში ინექციის გაკეთება, წამლის ინტრავენურად შეყვანა, კბილის ექსტრაქცია, კბილის პრეპარირება, კბილის არხის დაბჟენა, კბილის რესტავრაცია და სხვა) და პროცედურების ( დრენაჟის გაკეთება და სხვა) შესრულების უნარი;
      • სამკურნალწამლო საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების უნარი
      • პაციენტის ჯანმრთელობის, მ.შ. პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების მიზნით, არასრული და რიგ შემთხვევებში წინააღმდეგობრივი მონაცემების კრიტიკული ანალიზის ჩატარებისა და დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;
      • ინდივიდებში, მიზნობრივ ჯგუფებსა და პოპულაციაში ჯანმრთელობის, მ.შ. პირის ღრუს ჯანმრთელობის, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, ასაკისა და თანმხლები დაავადების გათვალისწინებით, დაავადებათა დიფერენციული დიაგნოსტიკისა და კლინიკური დიაგნოზის ჩამოყალიბების უნარი;
      • მედიცინის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებით, პირის ღრუსთან დაკავშირებულ რთულ კლინიკურ შემთხვევებში, ინდივიდუალური თუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მონაცემთა სინთეზის, ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების, რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
      • პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოპულაციური პრობლემების ინდენტიფიცირების, კვლევის, ანალიზის, დასკვნების ფორმულირებისა და რეკომენდაციების შემუშავების უნარი;
      • დიაგნოსტიკურ მეთოდებსა და აპარატურასთან დაკავშირებული ბიოფიზიკური ფაქტორების, მათი ორგანიზმზე პოტენციური ზემოქმედებების ანალიზის უნარი
      • აკადემიურ და პროფესიულ წრეებში საკუთარი იდეების, წინადადებების გადაწყვეტილებების, დასკვნების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების ზეპირსიტყვიერ, ბეჭდვით, თუ ელექტრონულ (მ.შ. ონლაინ) რეჟიმში ინგლისურ ენაზე წარდგენისა და დაცვის უნარი
      • მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, აზრის პროფესიულ ინფორმაციულ სივრცეში გამოყენების უნარი;
      • პერსონალისათვის (კბილის ტექნიკოსი და სხვა) სამკურნალო ორთოპედიული თუ ორთოდონტიული კონსტრუქციის შესახებ მითითებების, ვერბალურ და წერილობით ფორმატში მიწოდების უნარი;
      • პაციენტებსა და მის ახლობლებთან, კოლეგებთან ჯანმრთელობის (მ.შ. პირის ღრუს ჯანმრთელობის) საკითხებში დაინტერესებულ პირებთან თუ ორგანიზაციებთან პროფესიული ურთიერთობისა და ინფორმირების უნარი;
      • პროფესიულ კონფლიქტებსა და კრიტიკულ სიტუაციებში მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    • სოციალურ, რელიგიური თანასწორობისა და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ინტერ და ინტრაპერსონალურ ურთიერთობებში თავისი და სხვათა ბიოეთიკური კუთხით შეფასების უნარი;
    • პაციენტის უფლებების დაცვისა და პროფესიული ეთიკის მოთხოვნების დამკვიდრების უნარი;
      • პირის ღრუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სხვა მედიცინის უახლესი თემატური საკითხების შესწავლის საჭიორების დადგენისა და დამოუკიდებლად ათვისების უნარი
      • სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების შესრულებისა და მეცნიერული კომპონენტების ჩაღრმავებული ხედვის, შემდგომ საფეხურზე სწავლის უნარი;
      • მედიცინის სფეროებში მ.შ. სტომატოლოგიის სპეციალობებში სწავლის გაგრძელების განცობიერებისა და უწყვეტი განათლების სტრატეგიულად დაგეგმვის უნარი
      • მტკიცებითი სტომატოლოგიის მეთოდების გამოყენებით დამოუკიდებლად სწავლის უნარი;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 11-28-2013
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 20-14
    პროგრამის განახლების თარიღი: 09-01-2017
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 39/17
    პროგრამის დეტალები: პროგრამას აქვს 300 ECTS და სწავლება მოიცავს 5 წელს. იგი შედგება საუნივერსიტეტო ძირითადი (6 ECTS) პროგრამის ძირითადი (276 ECTS) და არჩევითი (18 ECTS ) კომპონენტებისგან. უშუალოდ სტომატოლოგიური სპეციალიზირებული საგნების მოცულობა 126 ECTS.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: პროგრამა მოიცავს საუნივერსიტეტო ძირითად 6 ECTS, პროგრამის ძირითადი საგნები მოიცავს 276 ECTS (ქართული ან ინგლისური ენის 12 ECTS-ის ჩათვლით). არჩევითი საგნების ბლოკიდან სტუდენტი ვალდებულია აირჩიოს 18 ECTS . პროგრამა მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ სწავლებებს, ასევე პრაქტიკებს, რომელიც იმპლემენტირებულია უშუალოდ საგნებში თემატური მიმართულებების მიხედვით. თეორიული ტიპის ლექციები შესაძლებელია ერთდორულად ჩატარდეს 2 და მეტ ჯგუფში. სემესტრებში მოწოდებულია სამედიცინო პროფილის კურაციები, რომელიც ყოველდღიურ და ინტენსიურ სასწავლო დატვირთვას ითვალისწინებს და მისი ორგანიზება ხდება როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე სამედიცინო ბაზებზე. ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა არ არღემატება 15 -ს. პრაქტიკები ტარდება მენტორული სისტემის გამოყენებით, კლინიკური პროფესიონალური უნარების შეფასებისას გამოიყენება სტრუქტუირებული შეფასების სისტემა სიმულაციურ და კლინკურ გარემოში. უცხოენოვანი სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ქართული ენა, ხოლო ქართულენოვანი სტუდენტებისათვის სავალდებულო უცხო ენა არის ინგლისური ენა.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    KART1220Eაკადემიური წერა6 1

    კრედიტების ჯამი:

    6

    პროგრამის ძირითადი

    ერთიანი ეროვნული გამოცდებით მიღებული სტუდენტი ვალდებულია აიღოს ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/1), ხოლო უცხოელი სტუდენტი ვალდებულია აიღოს ქართული, როგორც უცხოური ენა I
    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    DENT1110სამედიცინო ქიმია3 1
    DENT1220ჰისტოლოგია და ემბრიოლოგია6 1
    ENGL3218ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/1)6 1
    INFO1113Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები3 1
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6 1
    NRSI1110Eადამიანის ანატომია6 1
    DENT1210სამედიცინო ფიზიკა და ბიოფიზიკა6 2
    DENT1230ბიოქიმია6 2
    DENT2130მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა6 2
    ENGL3219ინგლისური ენა მედიკოსებისთვის (C1/2)6 2
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6 2
    NRSI1220Eადამიანის ფიზიოლოგია6 2
    DENT2110ტოპოგრაფიული ანატომია6 3
    DENT2120პათოლოგიური ანატომია და პათოლოგიური ფიზიოლოგია6 3
    DENT2140თერაპიული სტომატოლოგია I (პროპედევტიკა)3 3
    DENT2150ქირურგიული სტომატოლოგია I (პროპედევტიკა)3 3
    DENT2160ორთოპედიული სტომატოლოგია I (პროპედევტიკა)3 3
    DENT2170ბავშვთა სტომატოლოგია I (სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა I ნაწილი)3 3
    NRSI2140Eმიკრობიოლოგია6 3
    DENT2210სტომატოლოგიური მასალები3 4
    DENT2230პაციენტის მოვლა და გადაუდებელი დახმარება3 4
    DENT2240თერაპიული სტომატოლოგია II (კარიესოლოგია)3 4
    DENT2250ქირურგიული სტომატოლოგია II (ოდონტოგენური ინფექციები)3 4
    DENT2260ორთოპედიული სტომატოლოგია II (ფიქსირებული პროთეზირება I ნაწილი)3 4
    DENT2270ბავშვთა სტომატოლოგია II (სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა II)3 4
    DENT3110ფარმაკოლოგია სტომატოლოგებისთვის3 4
    NRSI4140Eბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი3 4
    DENT2220პროფესიული კომუნიკაცია3 5
    DENT3111ბავშვთა სტომატოლოგია III (კარიესოლოგია) (კურაციული)3 5
    DENT3120რადიოლოგია (კურაციული)3 5
    DENT3130სამედიცინო ფსიქოლოგია და ფსიქიატრია (კურაციული)3 5
    DENT3140ჰემატოლოგია3 5
    DENT3150დერმატოლოგია და ვენეროლოგია3 5
    DENT3160ენდოკრინოლოგია3 5
    DENT3170თერაპიული სტომატოლოგია III (ენდოდონტია I ნაწილი) (კურაციული)3 5
    DENT3180ქირურგიული სტომატოლოგია III (ყბა-სახის არაოდონტოგენური დაავადებები) (კურაციული)3 5
    DENT3190ორთოპედიული სტომატოლოგია III (ფიქსირებული პროთეზირება II ნაწილი) (კურაციული)3 5
    DENT3220ზოგადი მედიცინა და დიაგნოსტიკა6 6
    DENT3230ოტორინოლარინგოლოგია (კურაციული)3 6
    DENT3240ფთიზიატრია (ტუბერკულოზი) (კურაციული)3 6
    DENT3250თერაპიული სტომატოლოგია IV (ენდოდონტია II ნაწილი) (კურაციული)3 6
    DENT3260ქირურგიული სტომატოლოგია IV (საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები) (კურაციული)3 6
    DENT3270ორთოპედიული სტომატოლოგია IV (ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები I ნაწილი) (კურაციული)3 6
    DENT3280ბავშვთა სტომატოლოგია IV (ენდოდონტია) (კურაციული)3 6
    DENT4280ბიოსტატისტიკა და ეპიდემიოლოგია სტომატოლოგებისათვის6 6
    DENT4110პედიატრია სტომატოლოგებისთვის (კურაციული)3 7
    DENT4120ნევროლოგია3 7
    DENT4130ოფთალმოლოგია (კურაციული)3 7
    DENT4140ორთოდონტია I (პროპედევტიკა) (კურაციული)3 7
    DENT4150თერაპიული სტომატოლოგია V (პრეკლინიკური პარტოდონტოლოგია) (კურაციული)3 7
    DENT4160ქირურგიული სტომატოლოგია V (ყბა-სახის ონკოლოგია I ნაწილი) (კურაციული)3 7
    DENT4170ორთოპედიული სტომატოლოგია V (ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები II ნაწილი) (კურაციული)3 7
    DENT4180ბავშვთა სტომატოლოგია V (პაროდონტის დაავადებები) (კურაციული)3 7
    HELM2210Eჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 7
    DENT4210მძიმე სამედიცინო მდგომარეობის მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მენეჯმენტი (კურაციული)3 8
    DENT4220შინაგანი სნეულებანი, ინფექციური დაავადებები3 8
    DENT4230ორთოდონტია II (დიაგნოსტიკა და სამკურნალო აპარატები) (კურაციული)3 8
    DENT4240თერაპიული სტომატოლოგია VI (კლინიკური პარტოდონტოლოგია) (კურაციული)4 8
    DENT4250ქირურგიული სტომატოლოგია VI (ყბა-სახის ონკოლოგია II ნაწილი) (კურაციული)4 8
    DENT4260ორთოპედიული სტომატოლოგია VI (ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზები III ნაწილი) (კურაციული)4 8
    DENT4270ბავშვთა სტომატოლოგია VI (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები) (კურაციული)3 8
    DENT5110თავისა და კისრის ონკოლოგია3 9
    DENT5120ალერგოლოგია და იმუნოლოგია3 9
    DENT5130ორთოდონტია III (ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები და მათი მკურნალობის მეთოდები) (კურაციული)3 9
    DENT5140თერაპიული სტომატოლოგია VII (ლორწოვანი გარსის დაავადებები I ნაწილი) (კურაციული)3 9
    DENT5150ქირურგიული სტომატოლოგია VII (პაროდონტოლოგია) (კურაციული)3 9
    DENT5160ორთოპედიული სტომატოლოგია VII (სრული მოსახსნელი პროთეზირება და ყბა-სახის ორთოპედია) (კურაციული)3 9
    DENT5170ბავშვთა სტომატოლოგია VII (ლორწოვანი გარსის ინფექციები) და ბავშვთა ყბა-სახის ქირურგია I ნაწილი (კურაციული)6 9
    DENT5210ქირურგია6 10
    DENT5220ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია3 10
    DENT5230ორთოდონტია IV (მოზრდილთა ორთოდონტიული მკურნალობა) (კურაციული)3 10
    DENT5240თერაპიული სტომატოლოგია VIII (ლორწოვანი გარსის დაავადებები II ნაწილი) (კურაციული)4 10
    DENT5250ქირურგიული სტომატოლოგია VIII (იმპლანტოლოგია) (კურაციული)4 10
    DENT5260ორთოპედიული სტომატოლოგია VIII (იმპლანტოლოგია) (კურაციული)4 10
    DENT5270ბავშვთა სტომატოლოგია VIII (ლორწოვანი გარსის ონკოლოგია) და ბავშვთა ყბა-სახის ქირურგია II ნაწილი (კურაციული)6 10

    კრედიტების ჯამი:

    288

    პროგრამის ასარჩევი

    წარმოდგენილი საგნების ბლოკიდან სავალდებულოა 18 კრედიტის აღება
    კოდი საგანი კრედიტი
    MATH1214Eკვლევის რაოდენობრივი მეთოდების საფუძვლები6
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6
    DENT3210საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ადმინისტრირება6
    DENT4290პირის ღრუს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კვლევა6
    LATN2210ლათინური ენა I3
    MKTG2210Eმარკეტინგის საფუძვლები6
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6
    LATN3110ლათინური ენა II3
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6

    კრედიტების ჯამი:

    60









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი