eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა, რომლებმაც მიიღეს სრული საბაკალავრო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე №224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმაირისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.
პროგრამის მიზანი:

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის მთავარი მიზანია უზრუნველყოს თანამედროვე, მულტიდისციპლინური თეორიული ცოდნის, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების მქონე კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რომლებსაც ექნებათ გააზრებული ბიზნეს საქმიანობის ეთიკური ნორმების დაცვით განხორციელების და სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნეს აქტივობების სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, რომ წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მოამზადოს დამოუკიდებელი კვლევითი და შემოქმედებითი უნარების მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება ბიზნესის მართვის თეორიებისა და პრინციპების ღრმა და სისტემური ცოდნა და მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციური სფეროების საქმიანობების განხორციელების პრაქტიკული უნარები. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციურ განყოფილებებში და სხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში მაღალი რგოლის მენეჯერების პოზიციაზე. ასევე, შექმნან და ეფექტიანად მართონ საკუთარი კომპანიები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • სიახლეთა გარჩევა
  • გუნდური მუშაობა
  • კრიტიკული ანალიზი
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიები
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება მათემატიკური და სტატისტიკური მოდელების ცოდნა პროგნოზირებასთან, წარმოების დაგეგმვასთან, ოპტიმიზაციის სტრატეგიებთან დაკავშირებული ბიზნესის ადმინისტრირების პრობლემების გადასაჭრელად;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ორგანიზაციის და გარემოს კრიტიკული ანალიზის მეთოდების და ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობათა შეფასების მეთოდების აღწერისა და დახასიათების უნარი
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება სტრატეგიის ფორმულერებასთან, სტრატეგიული მიზნების განვითარებასთან და რესურსების მობილიზებასთან დაკავშირებული მეთოდებისა და ტექნიკების იდენტიფიცირების, შერჩევის, დახასიათების უნარი;
    • ბიზნეს ოპერაციების დაგეგმვის პროცესის ოპტიმიზაციის თეორიული ასპექტების სიღრმისეული ცოდნა;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება დანახარჯთა კლასიფიკაციის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის პრობლემებთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციის, ბიუჯეტირების სიღრმისეული ცოდნა;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გაცნობიერებული ექნება ფირმის საქმიანობის შესაფასებელი ფინანსური კოეფიციენტები;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება მარკეტინგის კონცეფციისა და მარკეტინგის სფეროს შესახებ, ისევე, როგორც მარკეტინგული საქმიანობის ორგანიზების სხვადასხვა ფილოსოფიის შესახებ სიღრმისეული ცოდნა, რაც გულისხმობს მარკეტინგული კონცეფციების განმარტებას, მარკეტინგული საქმიანობების ორგანიზების სხვადასხვა ფილოსოფიების ჩამოთვლას, განმარტებასა და შერჩევას.


  • უნარი
  • • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს ახალ და გაუთვალისწინებელ გარემოში გადაწყვეტილების მისაღებად ეკონომიკური თეორიებისა და პრინციპების მმართველობითი ასპექტების გამოყენებას
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს ქცევის ეკონომიკური მოდელების შემუშავებას კომპლექსური ბიზნეს-პრობლემების გადასაჭრელად სპეციფიკური კვლევითი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების გზით;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს გარემოსა და საბაზრო ძალების ანალიზს, კონკურენტების შეფასებისა და კომპანიის სიძლიერეების თუ სისუსტეების, შესაძლებლობების თუ საფრთხეების გაანალიზების გზით სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას, ბიზნეს გეგმის შექმნას, რესურსების ალოკაციასა და საოპერაციო გეგმის შემუშავებას;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს სტრატეგიული გეგმის დამოუკიდებლად შემუშავებას რესურების განაწილებისა და ყველა ფუნქციური დეპარტამენტის აქტივობათა დაგეგმვის გათვალისწინებით
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს მარკეტინგული და სხვა სახის კვლევის დამოუკიდელად განხორციელებას თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით და მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს სპეციფიკურ და გაუთვალისწინებელ მარკეტინგულ გარემოში კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად კრეატიული გზების მოძიებას;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს კვლევის შედეგების სტატისტიკური დამუშავებასა და სტატისტიკური მახასიათებლების დადგენას; კვლევის შედეგად მიღებული კომპლექსური და ხშირად არასრული რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის კრიტიკული ანალიზს
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს ფინანსური აღრიცხვის წარმოებასა და ფინანსური ანგარიშების მომზადებას კონკრეტული სამეურნეო ოპერაციების შესაბამისად; ფინანსური ანგარიშების ანალიზსა და ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას; შედეგების შესაფასებლად კოეფიციენტების გამოთვლას; სპეციფიკური ბიზნეს აქტივობების შესაბამისად დანახარჯთა აღრიცხვის წარმოებას
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს კვლევის მეთოდების, მოდელებისა და დაშვებების, შერჩევის მეთოდების უპირატესობების აღწერას; აკადემიური წერის სტანდარტების დაცვითკვლევითი ნაშრომის მომზადებას და საკუთარი იდეების ზეპირად წარდგენას სპეციფიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით


  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს საკუთარი პროფესიული ინტერესების ინდეტიფიცირებას, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერებას, ცოდნის სრულყოფის მიმართულებით საჭიროებათა დაგეგმვას, რაც საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად განსაზღვროს, რა მიმართულებით გააგრძელებს პროფესიულ განვითარებას და სტრატეგიულად დაგეგმოს სწავლის პროცესის მომდევნო ეტაპი;
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გააზრებული ექნება სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნეს აქტივობების სოციალური პასუხისმგებლობა და მათი კონტრიბუცია დარგის განვითარებაში
    • პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გააზრებული ექნება ბიზნესის განხორციელების ეთიკური ნორმების დაცვით განხორციელების მნიშვნელობა ინდივიდუალური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით.

  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 10-31-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 38-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 20-18
    პროგრამის დეტალები:

    ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა საჭიროა დააგროვოს 120 ECTS, რაც გულისხმობს: პროგრამის ძირითადი საგნების გავლას, რაც მოიცავს 72 ECTS და 48 ECTS დაგროვებას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დანარჩენი საგნებიდან.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    ECON0511მენეჯერული ეკონომიკა6 1
    FINA0511ფინანსური აღრიცხვა6 1
    MGMT0511ოპერაციათა მენეჯმენტი6 1
    MKTG0511მარკეტინგის მენეჯმენტი6 1
    STAT0511ბიზნეს სტატისტიკა6 1
    ACCT0521მმართველობითი აღრიცხვა6 2
    MGMT0611სტრატეგიული მენეჯმენტი6 2
    BUSN0620სამაგისტრო ნაშრომი ბიზნესის მართვაში30 4

    კრედიტების ჯამი:

    72

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    BUSN0515ბიზნეს ეთიკა6
    BUSN0521ბიზნეს-კომუნიკაციები6
    ECON6110საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკა6
    FINA0521ფინანსების მენეჯმენტი6
    LAWBUS5220საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები6
    MGMT0521ორგანიზაციული ქცევა6
    MGMT0620საერთაშორისო ბიზნესი6
    ADVM5210რეკლამა6
    BUSN7779ქეისების შესწავლა6
    COMM0511საზოგადოებასთან ურთიერთობა6
    FINA0611ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობის ტექნიკა6
    INFO0277გადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6
    LAWBUS5130საერთაშორისო ინვესტიციის სამართალი6
    LAWBUS5148ინტერნეტის სამართალი6
    MGMT0612ადამიანური რესურსების მართვა6
    MGMT0613პროექტის მენეჯმენტი6

    კრედიტების ჯამი:

    96









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი