eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: შალვა ძებისაშვილი
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B2 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში, გ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ( № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის განვითარების კუთხით და ამ მიზნის მისაღწევად აღზარდოს კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის სპეციალისტები აგრეთვე, პოლიტიკურად განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეები, რომელთა ცოდნაც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე.

სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ამზადებს ფართო პროფილის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც იცნობენ გლობალური პოლიტიკის ძირითად თეორიულ მიდგომებს, აგრეთვე შეუძლიათ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებული ძირეული პრობლემების მათ შორის რეგიონალური და ტრანს-რეგიონალური პოლიტიკის განზოგადება და გააზრება. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენს სტუდენტთა ფუნდამენტური მომზადება საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე ძირითადი ტენდენციებისა და მიდგომების შესასწავლად. კურსდამთავრებულები შესაძლებელია დასაქმდნენ საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში, თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო და არა-სამთავრობო ორგანიზაციებში წამყვან/მენეჯერულ პოზიციებზე.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ინტერაქტიული ლექციები
  • ვიზუალური ლექციები
  • დისკუსიები
  • დებატები
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • სიტუაციური ამოცანები
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • პრობლემის დასმა და მათი გადაჭრა
  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსიური-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციის წარდგენა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • კურსდამთავრებულს აქვს:

    • საერთაშორისო ურთიერთობების დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა, მათ შორის ისეთი სპეციფიური საკითხების, როგორიცაა  საერთაშორისო სისტემის პროცესები და ტენდენციები, ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირების თავისებურებები, ენერგო პოლიტიკის და ენერგო უსაფრთხოების საკითხები ქვეყნის, რეგიონის და გლობალურ კონტექსტში, გლობალიზაციის თეორიები, საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები და საგარეო პოლიტიკის მოდელები (ფსიქოლოგიური და შემეცნებითი თეორიები)

  • უნარი
  • კურსდამთავრებულს აქვს:

    • დამოუკიდებლად აკადემიური კვლევის წარმოების უნარი, ისტორიული, შედარებითი და სტატისტიკური მეთოდების გამოყენების უნარი;
    • საერთაშორისო ურთიერთობების წინაშე მდგარი გამოწვევების, კავკასიის გლობალური პოლიტიკის ჭრილში არსებული საკითხები დამოუკიდებლად კვლევის უნარი;
    • მიმდინარე რთული პოლიტიკურ მოვლენების და სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შეფასებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;
    • საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სხვადასხვა საკითხებზე სიღრმისეული ანალიტიკური ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
    • დებატებში, დისკუსიებში და საჯარო განხილვებში (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ეფექტიანი მონაწილეობის და მაღალ პროფესიულად წარდგენის უნარი; ანგარიშების, და მოხსენებების წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარი აკადემიურ და პროფესიულ დონეზე;

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • კურსდამთავრებულს აქვს:

    • მუდმივი პროფესიული განვითარების მიზნით სამეცნიერო -პროფესიული ლიტერატურის, კვლევების, სტატიების, მონოგრაფიების ავტონომიურად დამუშავება;
    • პროფესიული საქმიანობის პროცესში გათავისებული ისეთი პასუხისმგებლობები, როგორიცაა ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო) ნორმები, ახალი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები (რელიგიური, ეთიკური, კულტურული, ტრადიციული, თანასწორუფლებიანობა )
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 02-09-2005
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 02-05
    პროგრამის განახლების თარიღი: 12-03-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 51-14
    პროგრამის დეტალები: საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა შედგება 120 (ECTS) კრედიტისგან. საერთაშორისო ურთიერთობებში მაგისტრის დიპლომის მისაღებად სტუდენტმა უნდა გაიაროს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ძირითადი საგნები, მათ შორის სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში. დანარჩენი კრედიტები უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან. პროგრამაში ცალკეული კომპონენტები ხორციელდება ინგლისურ ენაზე.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 19:00 -21:15 სთ-მდე, აქედან სააუდიტორიო დატვირთვის ხანგრძლივობა 120 წუთია, შესვენება - 15 წუთი. სამაგისტრო სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25-30 სტუდენტით. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კომპონენტები შედგება 19 კვირაზე გათვლილი ელემენტებისგან.

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    IREL5110საერთაშორისო ურთიერთობების თეორია6 1
    IREL5220საერთაშორისო ორგანიზაციები6 1
    IREL5230დიპლომატიის თეორია და პრაქტიკა6 1
    IREL6120საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზი6 1
    IREL6225კვლევის დიზაინი და თვისებრივი მეთოდები საერთაშორისო ურთიერთობებში6 1
    IREL5235სამხრეთ კავკასია გლობალური პოლიტიკაში6 2
    IREL5240ენერგოპოლიტიკა და გარემოს დაცვა6 2
    IREL6110საგარეო პოლიტიკის ანალიზი6 2
    IREL6220სამაგისტრო ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში30 4

    კრედიტების ჯამი:

    78

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 42 კრედიტი.
    კოდი საგანი კრედიტი
    IREL5310ევროპული ინტეგრაციის უსაფრთხოების ასპექტები6
    IREL5320სტრატეგია და თავდაცვის დაგეგმვა6
    IREL5340კონფლიქტები, არაკონვენციური ომი და სპეციალური ოპერაციები6
    IREL5360ომი და ომის სამართალი6
    IREL5352ევროკავშირი, ნატო და ტრანსატლანტიკური პოლიტიკა6
    IREL5140განათლების მოდელები და სისტემები აშშ-სა და ევროპაში6
    IREL6131აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა6
    IREL6153გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი6
    KART5110აკადემიური წერა და კვლევა6
    IREL5120თანამედროვე აშშ-ს პოლიტიკა6
    IREL5126ბირთვული გაუვრცელებლობა6
    IREL5130ევროკავშირის ინტეგრაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები6
    IREL5131ომი, მშვიდობა და უსაფრთხოების პოლიტიკა6

    კრედიტების ჯამი:

    78









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    24 ქულა / 24%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    16 ქულა/ 16%;

    შუალედური გამოცდა

    25 ქულა / 25%;

    დასკვნითი გამოცდა

    35 ქულა / 35%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი