eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: ეკა გეგეშიძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B1 დონე 70%) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად.
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია თანამედროვე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლესი ცოდნის უზრუნველყოფა. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ფუნდამენტურ ცოდნას ბიზნეს ადმინისტრირების ფუნქციონალურ მიმართულებებში, როგორიცაა ფინანსები, მარკეტინგი, ბუღალტრული აღრიცხვა და სხვა; ასევე საბანკო, სადაზღვევო, სამრეწველო და საფინანსო სექტორებში. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს გამოუმუსავდება ძირითადი სამეწარმეო უნარები, მიიღებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც საჭიროა საშუალო და დაბალი რგოლის მენეჯერისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

ცოდნისა და გაცნობიერების მიღწევის მეთოდები:

  • ლექცია-სემინარები
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • დემონსტირების მეთოდი
  • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
  • ინტერაქტიულ მეცადინეობები

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის მიღწევის მეთოდები:

  • სიტუაციური ამოცანები
  • როლური თამაში
  • სიახლეთა გარჩევა
  • მცირე კვლევების ჩატარება
  • პრაქტიკული მუშაობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • იმიტირებული შესრულება
  • საველე სამუშაოები
  • პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
  • მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის კვლევის წარმოება

დასკვნის უნარის განვითარების მეთოდები:

  • კრიტიკული ანალიზი
  • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
  • ჯგუფური დავალებები
  • პროექტები
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
  • სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა

სწავლის უნარის განვითარების მეთოდები:

  • წიგნზე მუშაობის მეთოდი
  • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
  • კომუნიკაციის უნარის განვითარების მეთოდები:
  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა

კომუნიკაციის უნარის განვითარების მეთოდები:

  • წერითი მუშაობის მეთოდი
  • თემების დაწერა
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
  • დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის ფუძემდებლური თეორიებისა და პრინციპების ცოდნა;
  • გაცნობიერებული ბაზრის: მისი მონაწილეებისა და საბაზრო ძალების, კონკურენციის როლი წარმოებასა და ფასწარმოქმნაში;
  • გაცნობიერებული ხელისუფლების როლი ეკონომიკაში;
  • მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკასთან, ინფლაციასა და უმუშევრობასთან, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული თეორიებისა და პრინციპების ცოდნა, გაცნობიერებული ურთიერთკავშირი;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში გამოყენებადი მათემატიკური თეორიების, სტატისტიკურ–ალბათური მოდელების ცოდნა;
  • გაცნობიერებული მენეჯმენტის მეცნიერული სკოლების მიღწევები;
  • გაცნობიერებული ბიზნესის ეთიკურ–სამართლებრივ გარემო;
  • ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების ცოდნა;
  • ორგანიზაციისა და გარემოს კრიტიკული ანალიზის მეთოდების, სიტუაციათა შეფასებისა და მოდელირების თანამედროვე ინსტრუმენტების, ორგანიზაციულ კულტურისა და ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობების შეფასების მეთოდების ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესების ცოდნა;
  • სტრატეგიული ალტერნატივების შეფასებისა და კონკურენტული ბიზნეს-სტრატეგიების შემუშავების მეთოდიკის ცოდნა;
  • ბიზნესის ოპერაციების ოპტიმიზაციისა და მართვის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
  • გაცნობიერებული მენეჯმენტის ფუნქციური ქვესისტემების ორგანიზების პრინციპები და ზოგადი მეთოდები, მათი ურთიერთკავშირი;
  • გაცნობიერებული მენეჯმენტის სტრატეგიული, ინოვაციური, საწარმოო, საფინანსო, გლობალურ-საერთაშორისო, ადმინისტრაციულ, სოციალურ-ფსიქოლოგიური, კულტურულ-ეთიკური და სხვა ასპექტები;
  • მარკეტინგის ფუძემდებლური თეორიებისა და პრინციპების, ორგანიზაციის კონკურენტული პოზიცირების თანამედროვე მარკეტინგული სტრატეგიების თეორიულ-პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა;
  • პროდუქციის გასაღების ქსელის ფორმირების მოდელების ცოდნა;
  • საერთაშორისო მარკეტინგში გამოყენებადი სასაქონლო ნიშნების, და ფასების სისტემის, პროდუქციის გასაღების და კომუნიკაციური ტექნოლოგიების ცოდნა;
  • რეკლამისა და პრომოუშენის მენეჯმენტის თანამედროვე ტექნოლოგიების, პრომოუშენის ღონისძიებების ბიუჯეტირებისა და ფასდადების ზოგადი მეთოდოლოგიის, ფასეულობაზე დაფუძნებული ფასწარმოქმნისა და საფასო პოლიტიკის სტრატეგიების ცოდნა;
  • პრომო აქციების სწორი ტაქტიკისა და ეფექტური სარეკლამო კამპანიის წარმართვის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
  • გაცნობიერებული კონკურენტული უპირატესობების გამოვლენისა და ბრენდ მენეჯმენტის ეფექტიანობის შეფასების საკითხები, თანამედროვე PR ტექნოლოგიების, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების და ნდობის მოპოვების მეთოდები;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ძირითდი პრინციპების, საწარმოს საქმიანობის ფინანსური კუთხით შეფასების მეთოდების, დანახარჯთაღრიცხვის, თვითღირებულების დადგენის და ბიუჯეტის შედგენის მეთოდების ცოდნა;
  • თეორიული ცოდნა ფინანსური ბაზრების, ინსტრუმენტების და ინსტიტუტების შესახებ;
  • ინვესტიციებისა და ფინანსური ინსტრუმენტების შეფასების, საინვესტიციო პორტფელის შედგენის მეთოდების, რისკების ანალიზისა და მენეჯმენტის თეორიული საფუძვლების ცოდნა.

  • უნარი
  • როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • მართვის, დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციისა და კონტროლის უნარი;
  • გამომუშავებული ლიდერული უნარ–ჩვევები;
  • სტრატეგიული ხედვის შემუშავების, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად ბიზნეს–გეგმის შედგენის, ოპერაციული გეგმის შედგენისა და კრიტიკული გზის დადგენის უნარი;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მარკეტინგული კვლევის ჩატარების, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისა და სტატისტიკური მახასიათებლების დადგენის უნარი;
  • ბიზნეს–ამოცანების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური, სტატისტიკურ–ალბათური, აპარატის გამოყენების უნარი;
  • სამეურნეო ოპერაციების ფინანსურად აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგებების შედგენის უნარი;
  • შედეგების შესაფასებელი კოეფიციენტების გამოყვანის უნარი;
  • საინვესტიციო პროექტების შეფასების უნარი;
  • დანახარჯთაღრიცხვის წარმოების, პროდუქციის თვითღირებულების დაანგარიშების, ბიუჯეტი შედგენის უნარი;
  • უნარი მოიძიოს ინფორმაცია საფონდო ბაზრებზე ვაჭრობაში არსებული ინსტრუმენტების შესახებ, შეადგინოს საინვესტიციო პორტფელი.
  • უნარი გაანალიზოს კვლევის შედეგად მიღებული რაოდენობრივი თუ თვისობრივი ინფორმაცია;
  • მარკეტინგული კვლევების შედეგად მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გამოტანისა და სათანადო არგუმენტაციით დასაბუთების უნარი;
  • წარსული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაყიდვების მოცულობის, ფასების და ა.შ. პროგნოზირების უნარი;
  • გარემოს და საბაზრო ძალების ანალიზის უნარი, შეძლებსკონკურენტების შეფასებას, ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT) ანალიზს;
  • ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზებას და ფირმის ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი დასკვნების გამოტანის უნარი;
  • ფაქტობრივი მონაცემების ბიუჯეტურთან შედარებისას გამოვლენილი გადაცდომების ანალიზისა და მიზეზების დადგენის უნარი;
  • საინვესტიციო პროექტების შეფასების შედეგად ოპტიმალური საინვესტიციო გადაწყვეტის პოვნის უნარი;
  • ცნობილ ეკონომკურ და ბიზნეს–პროფილის ჟურნალ-გაზეთებში, სპეციალურ სატელევიზიო გადაცემებში მოწოდებული ინფორმაციის გაგების, გაანალიზებისა და სათანადო დასკვების გამოტანის უნარი.
  • უნარი წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები როგორც წერილობით, ისე სიტყვიერად და ტექნიკური საშუალებების თანხლებით პრეზენტაციის ფორმით;
  • უნარი კომუნიკაციისას გამოიყენოს დარგისთვის სპეციფიკური ლექსიკა და ტერმინები;
  • უნარი დაინტერესებულ პირებს, როგორც სპეციალისტებს, ისე არა სპეციალისტებს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, აღწეროს დასმული პრობლემა და გასაგებად გადასცეს პრობლემის გადაჭრის მისეული მოსაზრებები;
  • უნარი მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში;
  • უნარი მოამზადოს და წარმოადგინოს შედეგების დეტალური წერილობითი ანგარიში;
  • უნარი აწარმოოს სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, აგრეთვე საშუალო დონეზე კომუნიკაცია რომელიმე მეორე უცხო ენაზე;
  • უნარი აწარმოოს აკადემიურად გამართული წერილობითი და ელექტრონული კორესპონდენცია.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • უნარი გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები და მოახდინოს ცოდნის სრულყოფის მიმართულებით საჭიროებების ინდენტიფიცირება, რაც საშუალებას მისცემს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აირჩიოს რა მიმართულებით განაგრძოს სწავლა სწავლების შემდგომ საფეხურზე ან გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსებისა და სატრეინინგო პროგრამების საშუალებით;
  • უნარი დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია ელექტრონული ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის გამოყენებით;
  • უნარი დამოუკიდებლად ეწეოდეს მუდმივ თვითგანათლებას ქართული და ინგლისურენოვანი სპეციალური ლიტერატურის, სამეცნიერო საჟურნალო და საგაზეთო სტატიების მეშვეობით.
  • ლიბერალურ–დემოკრატიული ღირებულებები, რაც გამოიხატება პიროვნებისა და საკუთრების პატივისცემაში;
  • გაცნობიერებული, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ღირებულებები. როგორც პირადი, ისე გუნდური პასუხისმგებლობის საკითხები;
  • გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ქმედებების კანონისა და ბიზნეს–ეთიკის ფარგლებში მოქცევაში;
  • გაცნობირებული ამ ღირებულებების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, შესაბამისად, მისი და მისი შთამომავლების კეთილდღეობისთვის, რაც სტიმულს მისცემს მათ დასამკვიდრებლად სწრაფვას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 06-13-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 21-12
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 31-16
    პროგრამის დეტალები:

    სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს 12 თავისუფალი კრედიტი

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს). უნივერსიტეტში სასწავლო დღე მოიცავს ლექციებს. ლექცია შედგება რამდენიმე ნაწილისგან (თეორიული, პრაქტიკული ), თითოეულის ხანგრძლივობაა 60 წუთი. სტუდენტთა რაოდენობა ჯგუფებში განისაზღვრება 25, გამონაკლისის სახით - 50 სტუდენტით, ჯგუფში 10-ზე ნაკლები სტუდენტის დარეგისტრირების შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას არ გახსნას ჯგუფი.

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 1
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 1
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6 5

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    MATH1111Eმათემატიკა ეკონომისტებისათვის I6 1
    ECON1290Eმიკროეკონომიკის პრინციპები6 2
    LAWB4300Eკორპორაციები6 2
    MATH1211Eმათემატიკა ეკონომისტებისათვის II6 2
    PSYC1275Eსოციალური ფსიქოლოგია6 2
    ACCT2122Eფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი I)6 3
    ECON2190Eმაკროეკონომიკის პრინციპები6 3
    INFO1133Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები6 3
    MGMT2110Eმენეჯმენტის საფუძვლები6 3
    MKTG2210Eმარკეტინგის საფუძვლები6 3
    ACCT2210Eმმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6 4
    ACCT2221Eფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი II)6 4
    ECON2160Eმიკროეკონომიკა I6 4
    MGMT2210Eსტრატეგიული მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    STAT2218Eბიზნესის სტატისტიკა6 4
    FINA3115Eფინანსების საფუძვლები6 5
    MGMT3110Eოპერაციათა მენეჯმენტის საფუძვლები6 5
    COMM4130Eრეკლამის საფუძვლები6 6
    ECON3210Eსაერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 6
    MGMT3121Eორგანიზაციული ქცევის საფუძვლები6 6
    MGMT3221Eბიზნეს-კომუნიკაციები6 6
    FINA3220Eინვესტმენტის საფუძვლები6 7
    MGMT3211Eადამიანური რესურსების მართვა6 7
    MKTG3210Eმომხმარებელთა ქცევის საფუძვლები6 7
    MKTG3220Eმარკეტინგული კვლევა6 7
    MKTG4110Eბრენდის მენეჯმენტი6 7
    BUSN4250Eპრაქტიკული სამუშაო და საბაკალავრო პროექტი ბიზნესის მართვაში30 8

    კრედიტების ჯამი:

    186

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 12 კრედიტი. ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ინგლისური ენა, უცხოელ სტუდენტებს კი ქართული ენა
    კოდი საგანი კრედიტი
    MGMT2212Eმეწარმეობა6
    ENGL1110Eზოგადი ინგლისური I6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    COMM4120Eსაზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    ECON2260Eმიკროეკონომიკა II6
    INTR4210Eპრაქტიკა ბიზნესში12
    MATH2111Eმათემატიკა ეკონომისტებისათვის III6
    MGMT4220Eპროექტის მენეჯმენტი6
    MKTG4220Eელექტრონული კომერცია და ონლაინ მარკეტინგი6
    MKTG4230Eგლობალური მარკეტინგული სტრატეგიები6
    BUSN3210Eპროგნოზირება ეკონომიკასა და ბიზნესში6
    FINA4115Eკორპორაციათა ფინანსები (საშუალო დონე)6
    INFO3212Eგადაწყვეტილებათა მოდელირება MS EXCEL-ში6
    INTR4220Eსტაჟირება3
    INTR4309Eსტაჟირება ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში6

    კრედიტების ჯამი:

    105









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი