eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ჯანდაცვის ადმინისტრირება
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: თამარ ლობჯანიძე
ოთარ ვასაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მენეჯმენტის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი: ჯანმრთელობის დაცვის სექტორისთვის (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური და სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა დონეები, ჯანმრთელობის დაზღვევა) ადმინისტრატორების მომზადება, რომელთა პროფესიული საქმიანობა ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის ზრდას მისი მთავარი მიზნის - მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ზრდის განხორციელებას. საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა ჯანდაცვის სისტემის, მისი ცალკეული ნაწილის ან ჯანდაცვის ორგანიზაციის მართვის შესახებ, ის შეძლებს ორგანიზაციაზე გარემო ფაქტორების ცვლილებების შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას, საზოგადოებასა და არასპეციალისტთა დაინტერესებულ წრეებთან ეფექტურ კომუნიკაციას. საბაკალავრო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულს წარმატებით განახორციელოს მენეჯერული საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის საჯარო სამსახურებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ჯანდაცვით ორგანიზაციებში, პაციენტთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის ხელშემწყობ ორგანიზაციებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, სტომატოლოგიურ კლინიკებში ოპერატიულ მენეჯერის შესაბამის პოზიციებზე
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:

• ლექცია-სემინარები • წიგნზე მუშაობის მეთოდი • ახსნა-განმარტებითი მეთოდი • დემონსტირების მეთოდი • ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება • ინტერაქტიულ მეცადინეობები • სიტუაციური ამოცანები • დისკუსია • ჯგუფური დავალებები • პროექტები • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study) • ლიტერატურის მიმოხილვა • წიგნზე მუშაობის მეთოდი • შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში • თემების დაწერა • პრეზენტაციების წარდგენა • ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი • სიმულაცია

სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
    • საბაზისო ცოდნა ჯანდაცვის სექტორის ორგანიზაციული მოწყობის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მთავარი მოთამაშეების შესახებ და გაცნობიერებული მათი მნიშვნელობა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში;
    • ფართო ცოდნა მენეჯმენტის უნივერსალური ფუნქციებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მართვის თავისებურებების შესახებ;
    •  
    • ფართო ცოდნა ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პრინციპების შესახებ;
    •  
    • საბაზისო ცოდნა ორგანიზაციული დიზაინის, ხარისხის მართვისა და ფინანსური უზრუნველყოფის მეთოდების შესახებ;
    •  
    • ცოდნა ჯანდაცვის სექტორისთვის რელევანტური საბაზისო ეკონომიკური თეორიებისა და ინსტრუქმენტების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ;
    •  
    • საბაზისო ცოდნა ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების (სოციალური დაზღვევის, კერძო დაზღვევის, ჯიბიდან გადახდისა და შერეული) მოდელებისა და სამედიცინო მოსახურების მიმწოდებელთა ანაზღაურების ფორმების შესახებ და გაცნობიერებული მათი ძლიერი და სუსტი მხარეები;
    • საბაზისო ცოდნა ჯანდაცვის კანონმდებლობისა და ეთიკური პრინციპების შესახებ;
    • ცოდნა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის გამოყენებული ინდიკატორებისა და მონაცემთა დამუშავების საბაზისო სტატისტიკური მეთოდების შესახებ;
    • საბაზისო ცოდნა ეპიდემიოლოგიის ძირითადი პრინციპების შესახებ და გაცნობიერებული მათი მნიშვნელობა პოპულაციის ჯანმრთელობის სტატუსის შეფასებისა და რისკ-ფაქტორების გამოვლენისთვის;
    • ინდივიდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგებისთვის აუცილებელი სამედიცინო ტერმინოლოგიის ფართო ცოდნა.
    • საბაზისო ცოდნა ფინანსური აღრიცხვის, მიკრო- დამაკროეკონომიკის პრინციპების, სოციალური ფსიქოლოგიის, სამართალმცოდნეობის, მსოფლიო ხალხთა ცივილიზაციის განვითარების საფუძვლების შესახებ და გაცნობიერებული მათი მნიშვნელობა სერვისების მოწოდების ადმინისტრირებაში

  • უნარი
    • ჯანდაცვის ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვის, მისიისა და და მისგან გამომდინარე მიზნების ჩამოყალიბებისა და შესაბამისი გეგმების შედგენის უნარი;
    • ორგანიზაციაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ანალიზის გზით ორგანიზაციული მდგრადობისა და წარმატების მიღწევის სტრატეგიების შემუშავების უნარი;
    • ჯანდაცვის სფეროში მენეჯერული საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარი;
    • ინდივიდსა და გუნდზე ზემოქმედებისა და დარწმუნების, გუნდური მუშაობის უნარი;
    •  
    • წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე ჯანდაცვითი პროექტების მართვის უნარი;
    •  სამედიცინო პროდუქტების საჭიროებების დადგენისთვის წინასწარ განსაზღვრული მითითებების საფუძველზე და კვლევების (უტილიზაციის დონის შესწავლა, მოსახლეობის ანკეტირება ან ინტერვიურება) ჩატარების უნარი.
    • ჯანდაცვის მართვის სფეროში  ლიტერატურული წყაროების, ეპიდემიოლოგიური,  ბიო- და ბიზნეს სტატისტიკური კვლევებით  მონაცემების მოპოვების, განმარტებისა და ანალიზის უნარი;
    • ჯანდაცვის სისტემის, ორგანიზაციის ან მისი ნაწილის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მტკიცებულებათა შეგროვების, განხილვის, ანალიზისა და დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბების  უნარი.
    • პროფესიული თვალსაზრისით გამართული წერისა და თანამედროვე კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენების უნარი
    • ჯანდაცვის ორგანიზაციის ან მისი ნაწილის მართვასთან დაკავშირებული დეტალური წერილობითი ანგარიშებისა და წინადადებების მომზადების, საქმიანი პრეზენტაციების, დისკუსიებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
    •  
    • ჯანდაცვის პროფესიონალებთან, საზოგადოებასა და არასპეციალისტთა დაინტერესებულ წრეებთან ელექტრონული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით კომუნიკაციის უნარი

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
    •  საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასების, ჯანდაცვის ადმინისტრირების და მისი ცალკეული მიმართულებით შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენის უნარი.
    • პაციენტთა უფლებებისა და  პროფესიული ეთიკის  დასამკვიდრებლად სწრაფვა და დარგობრივი კანონმდებლობის  ფორმირების პროცესში მონაწილეობა.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-11-2010
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 14-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 03-17-2017
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 46-14
    პროგრამის დეტალები: ჯანდაცვის ადმინისტრირების სფეროში სტუდენტი წერს რეფერატებსა და პროექტებს, ასრულბს საბაკალავრო აკადემიურ ნაშრომს, ახდენს მიღებული შედეგების პრეზენტაციებს, გადის სტაჟირებას საქართველოს უნევერსიტეტის ბაზაზე ჯანდაცვით ორგანიზაციებში. სწავლების მე-4-ე სემესტრიდან სტუდენტს ეძლევა საშუალება გაიაროს პრაქტიკა ჯანდაცვის ადმინისტრირებაში. პროგრამა შედგენილია იმგვარად, რომ გათვალისწინებულია სტუდენტების დიფერენციაცია ენობრივი კომპეტენციების მიმართულებით. კერძოდ: სტუდენტი იწყებს ინგლისურ ენას იმ ეტაპიდან, რომელიც შეესაბამება მის ცოდნას, რაც დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შეფასების საფუძველზე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული 51 ქულა და მეტი შეესაბამება ინგლისური ენა III (B1/1) დონის კომპეტენციას. თუ სტუდენტს ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული არ აქვს ინგლისური ენა, მისი კომპეტენცია დგინდება შიდა გამოცდის საფუძველზე და დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად სტუდენტს თავისუფალი კრედიტების ფარგლებში შეეთავაზება ორი დამატებითი ინგლისური დონის კომპონენტი - ინგლისური ენა I (A1) და ინგლისური ენა II (A2). შიდა გამოცდაზე მიღებული 34 ქულა ან ნაკლები შეესაბამება ინგლისური ენა I (A1) დონის, 35 ქულიდან 50 ქულის ჩათვლით - ინგლისური ენა II (A2) დონის და 51 ქულა და ზემოთ ინგლისური ენა III (B1/1) დონის კომპეტენციას. პროგრამა ითვალისწინებს თვისუფალ 6 კრედიტს (ECTS).
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: მენეჯმენტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა აუცილებელია დააგროვოს 240 ECTS, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო საგნებს – 24 ECTS, პროგრამის ძირითად საგნებს – 147 ECTS ( მათ შორის საბაკალავრო ნაშრომის შესრულება- 12 ECTS), და არჩევით საგნებს – 63 ECTS (რომლებსაც სტუდენტი ირჩევს შემოთავაზებული საგნების 210 ECTS - დან, მათ შორის სავალდებულოა 12 ECTS აღება ერთ-ერთ უცხო ენაში, რომელსაც სტუდენტი ირჩევს ენების არჩევითი ბლოკიდან. ასევე აუცილებელია ინგლისურ ენის B2/2 კრედიტი ქონა ) და თავისუფალ საგანს - 6 ECTS (რომელსაც სტუდენტი თავისი შეხედულებისამებრ ირჩევს უნივერსიტეტში არსებული საბაკალავრო პროგრამების საგნებიდან).

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1115შესავალი მსოფლიო ისტორიაში I3 1
    KART1220აკადემიური წერა6 1
    BUSN1210ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 2
    HIST1215შესავალი მსოფლიო ისტორიაში II3 2
    HIST1230შესავალი საქართველოს ისტორიაში6 3

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HELM1110შესავალი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში6 1
    HELM1120ჯანმრთელობა და მედიცინის ისტორიის საწყისები3 1
    MATH1122მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის I6 1
    ENGL2215ინგლისური ენა IV (B1/2)3 2
    HELM1210ჯანმრთელობა, ჯანდაცვის სისტემებისა და პოლიტიკის საფუძვლები6 2
    HELM2110სამედიცინო ტერმინოლოგია I ნაწილი3 2
    MATH1216მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის II6 2
    PSYC1265შესავალი სოციალურ ფსიქოლოგიაში6 2
    ENGL3115ინგლისური ენა V (B2/1)3 3
    FINA2159აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები6 3
    HELM2420სამედიცინო ტერმინოლოგია II ნაწილი6 3
    INFO1113საოფისე კომპიუტერული პროგრამები3 3
    ECON1290მიკროეკონომიკის პრინციპები6 4
    ENGL3215ინგლისური ენა VI (B2/2)3 4
    HELM2210ჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები6 4
    HELM2430ჯანმრთელობის სამართლისა და ბიოეთიკის საფუძვლები6 4
    LAWB1135შესავალი სამართალმცოდნეობაში6 4
    HELM2320შესავალი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ეკონომიკაში6 5
    HELM3510ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის საფუძვლები6 5
    HELM3620ავადმყოფის მოვლა3 5
    STAT2222ბიზნეს სტატისტიკის საფუძვლები6 5
    HELM3610ჯანმრთელობის დაცვის სერვისები და მათი ორგანიზაცია6 6
    HELM3640ჯანმრთელობის დაცვის საინფორმაციო სისტემების საფუძვლები6 6
    HELM4110ჯანმრთელობის პროდუქტების მარკეტინგის საფუძვლები6 7
    HELM4720ჯანმრთელობის დაცვის კვლევის მეთოდები და პროგრამების მართვა6 7
    HELM4200სტაჟირება ჯანდაცვის ადმინისტრირებაში6 8
    HELM4250საბაკალავრო ნაშრომი ჯანდაცვის ადმინისტრირებაში12 8

    კრედიტების ჯამი:

    147

    პროგრამის ასარჩევი

    სტუდენტმა აღნიშნული ჩამონათვალიდან უნდა აირჩიოს 63 კრედიტი, აქედან 12 კრედიტი მეორე უცხო ენაში
    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL2145ინგლისური ენა III (B1/1)3
    COMM4120საზოგადოებასთან ურთიერთობის შესავალი6
    LAWB1240შესავალი სამოქალაქო სამართალში6
    MATH1121პრეკალკულუსი6
    MATH2114მათემატიკა ეკონომიკისა და ბიზნესისთვის III6
    PUBL3215საჯარო ადმინისტრირების საფუძვლები6
    ACCT2121ფინანსური აღრიცხვა I (საფუძვლები, ნაწილი I)3
    HELM2440პრაქტიკა ჯანდაცვის ადმინისტრირებაში I3
    MGMT3220ბიზნეს-კომუნიკაციები3
    PSYC1431ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები3
    COMM4315ივენთ მენეჯმენტი6
    FRAN1142ფრანგული ენა I (A1)3
    GERM1142გერმანული ენა I (A1)3
    ITAL1142იტალიური ენა I (A1)3
    PUBL3120შესავალი პოლიტიკის პროცესში, ინსტიტუტებსა და მართვაში6
    SPAN1142ესპანური ენა I (A1)3
    TURC1111თურქული ენა A13
    ACCT2210მმართველობითი აღრიცხვის საფუძვლები6
    FRAN1242ფრანგული ენა II (A2)3
    GERM1242გერმანული ენა II (A2)3
    HELM3210ჯანმრთელობის დაზღვევა და რისკის მენეჯმენტის საფუძვლები6
    HELM4210სამედიცინო მომსახურების ხარისხის საფუძვლები6
    ITAL1242იტალიური ენა II (A2)3
    JMMB3140მასმედია და საზოგადოება6
    SOCL2525დემოკრატია და მოქალაქეობა6
    SPAN1242ესპანური ენა II (A2)3
    TURC1211თურქული ენა A23
    ECON2190მაკროეკონომიკის პრინციპები6
    FRAN2142ფრანგული ენა III (B1/1)3
    GERM2142გერმანული ენა III (B1/1)3
    HELM4130საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ქცევების მართვა3
    ITAL2142იტალიური ენა III (B1/1)3
    PSYC1225შესავალი ფსიქოლოგიაში6
    SOCL3110სოციოლოგიის საფუძვლები6
    SPAN2142ესპანური ენა III (B1/1)3
    TURC2111თურქული ენა B1/13
    FRAN2242ფრანგული ენა IV (B1/2)3
    GERM2242გერმანული ენა IV (B1/2)3
    HELM4140მართული დახმარების საფუძვლები6
    HELM4150SPSS: მონაცემთა ფორმირება და ანალიზი ჯანდაცვაში3
    HOST3215ტურიზმის საფუძვლები6
    ITAL2242იტალიური ენა IV (B1/2)3
    POLI1220პოლიტიკის შესავალი6
    SPAN2242ესპანური ენა IV (B1/2)3
    TURC2211თურქული ენა B1/23

    კრედიტების ჯამი:

    189









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი