eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საექთნო საქმე
განათლების საფეხური: ბაკალავრიატი
ხელმძღვანელი: მაია გოგაშვილი
ზაზა ავალიანი
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საექთნო საქმის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა: 240
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ინგლისური ენის (B1 დონე) და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებმა წარმატებით უნდა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. უცხოელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი საშუალო განათლება საზღვარგარეთ ან მისი ექვივალენტი, ან/და ზოგადი საშუალო განათლების ბოლო ორი წლის განმავლობაში ისწავლეს საზღვარგარეთ, ან სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო ორი ან მეტი წლის განმავლობაში და სწავლობენ საზღვარგარეთ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, შეძლებენ პროგრამაში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ( № 224 / ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 29 დეკემბერი, 2011) ბრძანების თანახმად. იმ შემთქვევაში, თუ აბიტურიენტს არ აქვს ინგლისური ენის სერთიფიკატი FCE (First Certificate in English) ინგლისური ენის კომპეტენცია დგინდება საუნივერსიტეტო გამოცდით, მინიმალური ბარიერი -45%.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას კვალიფიციური და მაღალი კომპეტენციის მქონე ექთნების მომზადებით. პროგრამა, ინტეგრირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით, კურსდამთავრებულებს მისცემს საექთნო საქმის თეორიისა და მეთოდოლოგიის საბაზისო ცოდნას და გამოუმუშავებს კლინიკურ უნარ-ჩვევებს, ცვალებად საჭიროებებთან ადაპტირების, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარს, რის შედეგადაც ექთანს შეეძლება დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობა. საექთნო საქმის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სხვადასხვა მიმართულებებით (გადაუდებელი დახმარება, რეანიმაცია, ქირურგია, თერაპია, უროლოგია, პედიატრია, მეანობა, გინეკოლოგია, ფსიაქიატრია, გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, ონკოლოგია), ჰოსპისებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ეთიკურ კომიტეტებში, და სხვა.
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები: •ლექცია-სემინარები
•წიგნზე მუშაობის მეთოდი
•ახსნა-განმარტებითი მეთოდი
•დემონსტირების მეთოდი
•ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის გამოყენება
•ინტერაქტიულ მეცადინეობები
•სიტუაციური ამოცანები
•როლური თამაში
•სიახლეთა გარჩევა
•მცირე კვლევების ჩატარება
•პრაქტიკული მუშაობა
•გუნდური მუშაობის უნარი
•იმიტირებული შესრულება
•საველე სამუშაოები
•პრობლემების დასმა და მათი გადაჭრა
•მზარდი სირთულის, თუნდაც მცირე მოცულობის
კვლევის წარმოება
•კრიტიკული ანალიზი
•დისკუსიურ-დებატური თემების წარმოდგენა და დაცვა
•ჯგუფური დავალებები
•პროექტები
•პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
•შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (case study)
•ლიტერატურის მიმოხილვა
•საკუთარი სამუშაოს კრიტიკული შეფასება
•სხვათა სამუშაოს კონსტრუქციული კრიტიკა
•შესაბამისი მასალის მოძიება ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
•წერითი მუშაობის მეთოდი
•თემების დაწერა
•პრეზენტაციების წარდგენა
•ვერბალური,ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • საექთნო საქმის თეორიული ასპექტების ცოდნა;
  • გაცნობიერებული ურთიერთკავშირები საექთნო საქმის თეორიული ასპექტებს შორის;
  • ექთნისთვის საჭირო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ძირეული პრინციპების ცოდნა;
  • სოციალური, ჯანდაცვისა და ქცევითი მეცნიერებების ცოდნა;
  • საექთნო ინტერვენციების ყველა ეტაპის (პროფილაქტიკა, დიაგნოსტირება, მკურნალობა, რეაბილიტაცია და პალიატიური ჩარევა) და მათი ალტერნატიული ვარიანტების ცოდნა;
  • გაცნობიერებული ექთნის ფუნქცია-მოვალეობები და მისი როლი ჯანდაცვის და სოცუზრუნველყოფის პოლიტიკაში, სისტემასა და ფუნქციებში;
  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების ცოდნა;
  • სფეროს შესაბამისი კვლევის პრინციპების ცოდნა;
  • გაცნობიერებული ექნება პაციენტისთვის სრული, ობიექტური და დროული ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა.
  • გაცნობიერებული პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გავლენა ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე,

  • უნარი
  • პროფესიული კომპეტენციისა და უფლებების ფარგლებში არსებული სიტუაციის გაანალიზების საფუძველზე, პაციენტის მდგომარეობის შეფასების უნარი; კერძოდ, კი პაციენტის საჭიროებების იდენტიფიცირების, რისკების და გართულებების გათვლისა და მოვლის დაგეგმვა-განხორციელების უნარი; ეფექტური პროფილაქტიკური ღონისძიებების სწორი დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
  • გუნდის როგორც მართვის, ისე ეფექტური წევრობის უნარი;
  • მტკიცებულებების შეფასებისა და სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • საექთნო მანიპულაციების განხორციელების უნარი;
  • წამლებისა და სხვა თერაპიული საშუალებების უსაფრთხო გამოყენების უნარი;
  • სოციალური, ჯანდაცვისა და ქცევითი მეცნიერებების საექთნო პრაქტიკაში სწორად გამოყენების უნარი;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის ელექტრონულად, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოების უნარი;
  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენების უნარი;
  • პაციენტის ღირსების, ადვოკატირებისა და კონფიდენციურობის დაცვის უნარი;
  • მეთვალყურეობით საექთნო საქმისთვის სპეციფიკური (ქეისი, ექსპერიმენტი, დაკვირვება) კვლევის დაგეგმვის და წარმართვის უნარი, კვლევის შედეგების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარი.
  • პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში სტანდარტული და ცალკეული საექთნო სპეციფიური მეთოდების გამოყენებით კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელი მონაცემებისა და ინფორმაციის მოძიების, განმარტების, სინთეზის, ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნების გაკეთების უნარი;
  • სხვადასხვა ეთიკურ თუ სამედიცინო/მოვლის საკითხებთან დაკავშირებული სიტუაციების ანალიზის უნარი;
  • პროფესიული საქმიანობის ყველა სფეროში, კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების, ასევე სიტუაციური და თემატური საკითხების გარკვევისათვის ანალიზის წარმოების უნარი;
  • სიტუაციის გაანალიზების შედეგად რელევანტური ჩარევისთვის საჭირო ტექნოლოგიის გამოყენება და ა.შ.
  • ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისათვის, მათ შორის სამედიცინო პერსონალისთვის ჯანდაცვის სისტემის, მათ შორის საექთნო საქმესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის რამდენიმე (მათ შორის ქართულ ენაზე) ზეპირად წარმოდგენის უნარი. ინგლისურ ენაზე ასევე შეძლებს წერილობითი დოკუმენტების მომზადებას, პრეზენტაციის გაკეთებას, ოპონირებას და ა.შ.;
  • პაციენტის, ოჯახის წევრების, და ზოგადად, საზოგადოების, მათ შორის კომუნიკაციის პრობლემის მქონე პირებთან როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით ინფორმირების და განათლების უნარი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, პრეზენტაციების, ინტერნეტ რესურსების მეშვეობით ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებში საექთნო კომპეტენციასთან დაკავშირებული სიახლეების და მიღწევების გავრცელების უნარი;
  • საექთნო საქმესთან დაკავშირებული მიღწევების და სიახლეების ციფრული და ბეჭდვითი ბიბლიოთეკების, ჟურნალებისა და ინტერნეტ წყაროებში გავრცელების უნარი.
  • კომპლექსურ კონტექსტში ინფორმაციის მოძიების, შეფასებისა და ზუსტი გამოყენების უნარი
  • ვითარების შეფასების უნარი შესაბამისი საექთნო ჩარევის შესარჩევად
  • პროცესზე ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგების გავლენის განსაზღვრის უნარი
  • პაციენტებთან და ოჯახებთან პარტნიორული მუშაობის შეფასების უნარი
  • მოვლის პროცესის მიწოდებასა და მართვაზე ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავლენის შეფასების უნარი
  • საექთნო მოვლის შეფასების უნარი დინამიური სოციალური, კულტურული, საკანონმდებლო, ჯანდაცვის პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • ჯანდაცვის სფეროში მეცნიერული თუ ტექნოლოგიური სიახლეების მიღებისა და საკუთარი ცოდნის / უნარების მუდმივად განახლების უნარი;
  • პროფესიულ საქმიანობაზე დაკვირვებით კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების მიზნით პრობლემების და საჭიროების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი მასალების მოძიებისა და სარგებლობის უნარი ციფრული და ბეჭდვითი ბიბლიოთეკების, ჟურნალებისა და ინტერნეტ წყაროების რამდენიმე (მათ შორის ქართულ) ენაზე;
  • საჭიროებიდან გამომდინარე, უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი მოკლევადიანი, სასერტიფიკატო კურსების ან სამაგისტრო საფეხურზე სწავლის საჭიროების დადგენა;
  • პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნები;
  • პაციენტის და სამედიცინო პერსონალის უფლებები;
  • არსებული ვითარების გაანალიზების და დამკვიდრებული პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი ღირებულებების გადაფასების შედეგად, ახალი, სრულყოფილი ღირებულებების გამოკვეთა და მათი დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • კვლევის პროცესში ცდის პირის უფლებები;
  • კულტურული, პიროვნული, რასობრივი, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური თავისებურებები და მათი პატივისცემა;
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 03-12-2012
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი: 05-12
    პროგრამის განახლების თარიღი: 08-29-2014
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი: 36-14
    პროგრამის დეტალები: პროგრამა მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ სწავლებებს, კლინიკური პრაქტიკას (90 ECTS). კლინიკური პრაქტიკები ტარდება სხვადასხვა პროფილის სამედიცინო ბაზებზე და გამოყენებულია მენტორული სისტემა. ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ჯგუფებში სტუდენტთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 15 სტუდენტისა. პროფესიული უნარების შეფასება ხდება სტრუქტუირებული შეფასების სისტემით სიმულაციურ და კლინკურ გარემოში.
    სწავლების ორგანიზების თავისებურებები: საბაკალავრო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს, რომელიც შედგება საუნივერსიტეტო ძირითადი საგნების - 24 ECTS, პროგრამის ძირითადი საგნების - 198 ECTS-ისა და არჩევითი საგნების-18 ECTS, რომელსაც სტუდნეტი ირჩევს შეთავაზებული 36 ECTS -დან .

    საუნივერსიტეტო ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    HIST1120Eშესავალი მსოფლიოს ისტორიაში6 1
    KART1220Eაკადემიური წერა6 2
    HIST1230Eშესავალი საქართველოს ისტორიაში6 4
    BUSN1210Eეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები6 6

    კრედიტების ჯამი:

    24

    პროგრამის ძირითადი

    კოდი საგანი კრედიტი სემესტრი
    INFO1113Eსაოფისე კომპიუტერული პროგრამები3 1
    MATH1119Eმათემატიკისა და სტატისტიკის საფუძვლები6 1
    NRSI1110Eადამიანის ანატომია6 1
    NRSI1120Eშესავალი საექთნო საქმეში3 1
    NRSI1210Eბიოქიმია6 2
    NRSI1220Eადამიანის ფიზიოლოგია6 2
    NRSI1230Eსაექთნო საქმის საფუძვლები6 2
    NRSI2110Eთერაპია ექთნებისთვის6 3
    NRSI2120Eპათოლოგიური ფიზიოლოგია3 3
    NRSI2130Eჯანმრთელობის საექთნო შეფასება და ჯანმრთელობის ხელშეწყობა6 3
    NRSI2140Eმიკრობიოლოგია6 3
    NRSI2150Eკლინიკური პრაქტიკა I - თერაპიული პაციენტის საექთნო შეფასება და მოვლა9 3
    NRSI2210Eსოციალური ფსიქოლოგია ექთნებისთვის3 4
    NRSI2220Eფარმაკოლოგია6 4
    NRSI2230Eკლინიკური პრაქტიკა II - თერაპია, ქირურგია9 4
    NRSI2240Eქირურგია ექთნებისთვის6 4
    NRSI3110Eდედათა და ჩვილის მოვლა (მეან–გინეკოლოგია, ნეონატოლოგია)6 5
    NRSI3120Eპედიატრია ექთნებისთვის6 5
    NRSI3130Eსწავლება პრაქტიკაში3 5
    NRSI3140Eგერიათრია ექთნებისთვის3 5
    NRSI3150Eკლინიკური პრაქტიკა III - სამეანო, პედიატრიული და გერიათრიული პროფილი12 5
    NRSI3210Eკრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მოვლა3 6
    NRSI3220Eფსიქიატრია ექთნებისთვის3 6
    NRSI3230Eჯანმრთელობისა და ავადმყოფობის სოციოლოგია3 6
    NRSI3240Eკლინიკური პრაქტიკა IV - კრიტიკულ მედიცინასა და ფსიქიატრიაში15 6
    NRSI4110Eნუტრიციოლოგია ექთნებისთვის3 7
    NRSI4140Eბიოეთიკა და სამედიცინო სამართალი3 7
    NRSI4150Eკლინიკური პრაქტიკა V - ავადმყოფის მოვლა ონკოლოგიასა და პირველად ჯანდაცვაში18 7
    NRSI4210Eკვლევა ექთნებისთვის3 8
    NRSI4220Eკლინიკური პრაქტიკა VI - კონსოლიდაცია27 8

    კრედიტების ჯამი:

    198

    პროგრამის ასარჩევი

    კოდი საგანი კრედიტი
    ENGL1110Eზოგადი ინგლისური I6
    KART1141ქართული, როგორც უცხოური ენა I6
    ENGL1120Eზოგადი ინგლისური II6
    KART1241ქართული, როგორც უცხოური ენა II6
    NRSI4120Eსაზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პირველადი ჯანდაცვა3
    NRSI4130Eჯანდაცვის მენეჯმენტის საფუძვლები ექთნებისთვის3
    NRSI4170Eლიდერობა საექთნო საქმეში3
    NRSI4180Eეპიდემიოლოგია ექთნებისთვის3

    კრედიტების ჯამი:

    36









    პრერეკვიზიტების მატრიცა

    შეფასების სისტემა


    ყოველკვირეული შეფასება (ქვიზი)

    36 ქულა / 36%;

    რეფერატი ან სხვა აქტივობა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს პრეზენტაციას.

    10 ქულა/ 10%;

    შუალედური გამოცდა

    24 ქულა / 24%;

    დასკვნითი გამოცდა

    30 ქულა / 30%


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2024 საქართველოს უნივერსიტეტი