eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: საერთაშორისო ბიზნეს სამართალი (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ნატა სტურუა
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - სამართლის მაგისტრი; II ნაწილი -კვლევის მაგისტრი სამართალში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის შემთხვევაში; • საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად; • ინგლისურ ენაში (წერითი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში (70%-იანი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვით) ინგლისური ენის გამოცდისგან პირი თავისუფლდება ინგლისური ენის არანაკლებ B2 (Upper Intermediate) დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობისას ((IELTS, TOEFL ან Cambridge English Exam-ის) გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL iBT 72-94, Cambridge English Exam -160- 179)) ან საბაკალავრო საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. • ზეპირ გასაუბრების (ინგლისურ ენაზე) წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და ჩარიცხვის შესახებ პრეზიდენტების ბრძანების საფუძველზე. პროგრამაზე მიღების გამოცხადების შემთხვევაში, გააქტიურდება ბმული, რომელიც მსურველებს საშუალებას მისცემთ იხილონ ინგლისური ენის გამოცდის ნიმუშები და გასაუბრების საგამოცდო საკითხები. შენიშვნა: არანაკლებ 120 ECTS-იანი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის პირველ ნაწილზე სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული პირი, რომელიც დაასრულებს აღნიშნულ ნაწილს, უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა ამავე პროგრამაზე, სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, არანაკლებ 120 ECTS-იანი სამაგისტრო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის არანაკლებ 120 ECTS-იანი პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის პირი, რომელმაც დაასრულა სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120 ECTS-იანი სამართლის სწავლის სფეროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 ECTS-ის მოცულობის პირველი ნაწილი, ვალდებულია ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
პროგრამის მიზანი:

საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზანია:

  • მისცეს სტუდენტს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ღრმა და სისტემური ცოდნა ეროვნული, საერთაშორისო და შედარებითი სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით და განუვითაროს აღნიშნული ცოდნის კრიტიკული გააზრების უნარი;
  • თეორიული ცოდნისა და პროფესიული უნარების სინთეზის საფუძველზე, განუვითაროს სტუდენტს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პრაქტიკისთვის აუცილებელი კომპეტენციები, მათ შორის კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, კრიტიკული ანალიზის, შეფასებისა და გადაწყველებების მიღების უნარი, პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებების დაცვით;
  • გამოუმუშავოს სტუდენტს კვლევითი, ანალიტიკური და აკადემიური წერის უნარები, რითაც შეძლებს თანამედროვე სამართლებრივი კვლევის განხორციელებას და კვლევის შედეგების დასაბუთებულად წარმოდგენას, პროფესიული ეთიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვით;
  • მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც ექნებათ კვლევაში საერთაშორისო ბიზნეს სამართლის განვითარების თანამედროვე ტენდენციების, ეროვნული სამართლებრივი სისტემის მიღმა სამართლებრივი აზროვნების, შედარებით-სამართლებრივი და ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენების უნარი. ასევე, კვლევის განხორციელების უნარი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით., აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

 

საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზნები დიფერენცირებულია სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით. სადაც, სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია:

  • მისცეს სტუდენტს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის ღრმა და სისტემური ცოდნა ეროვნული, საერთაშორისო და შედარებითი სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით და განუვითაროს აღნიშნული ცოდნის კრიტიკული გააზრების უნარი;

თეორიული ცოდნისა და პროფესიული უნარების სინთეზის საფუძველზე, განუვითაროს სტუდენტს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პრაქტიკისთვის აუცილებელი კომპეტენციები, მათ შორის კომპლექსური სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, კრიტიკული ანალიზის, შეფასებისა და გადაწყველებების მიღების უნარი, პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებების დაცვით.

სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილი აერთიანებს პირველი ნაწილის მიზნებს და დამატებით მიზნად ისახავს:

 

  • გამოუმუშავოს სტუდენტს კვლევითი, ანალიტიკური და აკადემიური წერის უნარები, რითაც შეძლებს თანამედროვე სამართლებრივი კვლევის განხორციელებას და კვლევის შედეგების დასაბუთებულად წარმოდგენას, პროფესიული ეთიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვით;
  • მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებსაც ექნებათ კვლევაში საერთაშორისო ბიზნეს სამართლის განვითარების თანამედროვე ტენდენციების, ეროვნული სამართლებრივი სისტემის მიღმა სამართლებრივი აზროვნების, შედარებით-სამართლებრივი და ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენების უნარი. ასევე, კვლევის განხორციელების უნარი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით., აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

საერთაშორისო ბიზნესის გლობალიზაციის კვალდაკვალ, პროგრამა ორიენტირებულია მისი სამართლებრივი რეგულირების საკითხების შესწავლაზე. აღნიშნულით პროგრამას წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებასა და ბიზნეს გარემოს სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებაში. 

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სწავლის სფეროს გათვალისწინებით, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

კვლევითი უნარების გამომუშავების შედეგად კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე და დასაქმდნენ ყველა პოზიციაზე, სწავლის სფეროს გათვალისწინებით, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

პროგრამის მიზანია შექმნას საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუდენტებსა და პროფესიონალებს.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ახსნა-განმარტებითი მეთოდი
  • გუნდური მუშაობა
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი
  • ინტერაქტიული ლექციები
  • კრიტიკული ანალიზი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • როლური თამაშები
  • პრაქტიკული მუშაობა
  • პრეზენტაციების წარდგენა
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (Problem Based Learning)
  • სიახლეთა გარჩევა
  • ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება (Action Based Learning)
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი (Case Study)
  • შესაბამისი მასალის მოძიება
  • ელექტრონულ ფორმატში ან ბიბლიოთეკაში
    წერითი მუშაობის მეთოდი
სწავლის შედეგი:
ცოდნა და გაცნობიერება
  • I ნაწილი

    პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:

    • აღწერს და კრიტიკულად განიხილავს საერთაშორისო ბიზნესის წარმოების თანამედროვე რეგულირებას, რაც მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნულ სამართალს და მათი ურთიერთმიმართების საკითხებს, კანონმდებლობის განვითარების ტენდენციებს, გამოწვევებსა და ხარვეზებს, მათი სრულყოფისა და გადაწყვეტის ძირითად გზებს, უახლეს მნიშვნელოვან სასამართლო პრაქტიკას, რის საფუძველზეც კურსდამთავრებული შეძლებს პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას;
    • განსაზღვრავს შედარებითი სამართლის არსს და შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენების დანიშნულებას, მათ შორის, ხსნის ევროკავშირის სამართლის გავლენის მნიშვნელობას ქართული სამართლის განვითარებაზე.

    II ნაწილი

    პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული:

    • აღწერს და კრიტიკულად განიხილავს საერთაშორისო ბიზნესის წარმოების თანამედროვე რეგულირებას, რაც მოიცავს როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნულ სამართალს და მათი ურთიერთმიმართების საკითხებს, კანონმდებლობის განვითარების ტენდენციებს, გამოწვევებსა და ხარვეზებს, მათი სრულყოფისა და გადაწყვეტის ძირითად გზებს, უახლეს მნიშვნელოვან სასამართლო პრაქტიკას, რის საფუძველზეც კურსდამთავრებული შეძლებს პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას;
    • განსაზღვრავს შედარებითი სამართლის არსს და შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენების დანიშნულებას, მათ შორის, ხსნის ევროკავშირის სამართლის გავლენის მნიშვნელობას ქართული სამართლის განვითარებაზე.
    • სიღრმისეულად აღწერს იურიდიული მეცნიერების აქტუალურ პრობლემებს, სამეცნიერო კვლევის თანამედროვე დარგობრივ მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებსა და აკადემიური ეთიკის საკითხებს. ასევე, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად წესებსა და პრინციპებს;
    • ხსნის თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიების, ინტერდისციპლინური კვლევის და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ კვლევაში გამოყენების მნიშვნელობას;

  • უნარი
  • I  ნაწილი

    პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:

    • აფასებს სამართლებრივი შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, ამოიცნობს კომპლექსურ სამართლებრივ პრობლემებს ან საკანონმდებლო ხარვეზებს ბიზნეს სამართლის სფეროში და სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის (კანონმდებლობა და საკანონმდებლო სიახლეები, სასამართლო პრაქტიკა, დოგმატიკა და უახლესი სამეცნიერო შეხედულებები) პროფესიული განმარტების, სინთეზისა და ანალიზის საფუძველზე აყალიბებს მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს, მათ შორის, განსაზღვრავს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს;
    • ამოიცნობს საერთაშორისო ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს, განსაზღვრავს მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად საჭირო ზომებს, განსაზღვრავს სამართლებრივი დავის გადაწყვეტის გზებს და გასცემს შესაბამის სამართლებრივ რჩევებს; 
      მოიძიებს, ამუშავებს და კრიტიკულად აფასებს სამართლებრივ და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რის საფუძველზეც აყალიბებს დასაბუთებულ სამართლებრივ მოსაზრებებსა და დასკვნებს.

    II  ნაწილი

    პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული:

    • აფასებს სამართლებრივი შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, ამოიცნობს კომპლექსურ სამართლებრივ პრობლემებს ან საკანონმდებლო ხარვეზებს ბიზნეს სამართლის სფეროში და სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის (კანონმდებლობა და საკანონმდებლო სიახლეები, სასამართლო პრაქტიკა, დოგმატიკა და უახლესი სამეცნიერო შეხედულებები) პროფესიული განმარტების, სინთეზისა და ანალიზის საფუძველზე აყალიბებს მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზებს, მათ შორის, განსაზღვრავს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს;
    • ამოიცნობს საერთაშორისო ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკებს, განსაზღვრავს მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად საჭირო ზომებს, განსაზღვრავს სამართლებრივი დავის გადაწყვეტის გზებს და გასცემს შესაბამის სამართლებრივ რჩევებს; 
    • მოიძიებს, ამუშავებს და კრიტიკულად აფასებს სამართლებრივ და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რის საფუძველზეც აყალიბებს დასაბუთებულ სამართლებრივ მოსაზრებებსა და დასკვნებს.
    • ამოიცნობს ბიზნეს სამართლის სფეროში აქტუალურ სამართლებრივ პრობლემას, შეიმუშავებს მისი გადაწყვეტის სამეცნიერო გზებს, სამართლის აქტუალურ საკითხებზე გეგმავს სამეცნიერო-კვლევით პროცესს, ახდენს კვლევის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, უცხოური სამართლებრივი საინფორმაციო რესურსებიდან, მიღებული პირველადი მონაცემების, რთული ან არასრული ინფორმაციის სისტემატიზაციას და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით შეიმუშავებს სამეცნიერო კვლევით პროექტს/ნაშრომს;
    • ახორციელებს სამართლებრივ კვლევას, მათ შორის ინტერდისციპლინურ კვლევას, იყენებს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს სამართლებრივი კვლევის პროცესში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და წყაროთა გადამოწმების სტანდარტების დაცვით;
    • ახდენს აკადემიურ, კომპლექსურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე წერით და ზეპირ კომუნიკაციას, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

  • პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
  • I ნაწილი

    პროგრამის I ნაწილის კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს მომავალ სწავლებას, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ, სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე, ქმნის პირობებს საერთო გუნდური გადაწყვეტილების მისაღწევად;
    • იღებს სახელმძღვანელო მითითებებს კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური მასალისა თუ გარემოს სამართავად. მათ შორის, გეგმავს და მართავს სამუშაო დროს; იყენებს სტრატეგიულ მიდგომებს და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს, მონაწილეობს პროფესიული სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში;
    • გამოხატავს პატივისცემას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, აღიარებს დემოკრატიის პირობებში ბალანსის აუცილებლობას თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის. 

    II ნაწილი

    პროგრამის II ნაწილის კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად განსაზღვრავს და გეგმავს მომავალ სწავლებას, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი, სხვების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე, ქმნის პირობებს საერთო გუნდური გადაწყვეტილების მისაღწევად;
    • იღებს სახელმძღვანელო მითითებებს კომპლექსური, არაპროგნოზირებადი ან მულტიდისციპლინური მასალისა თუ გარემოს სამართავად. მათ შორის, გეგმავს და მართავს სამუშაო დროს.
    • გამოხატავს პატივისცემას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, აღიარებს დემოკრატიის პირობებში ბალანსის აუცილებლობას თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის;
    • დამოუკიდებლად განსაზღვრავს კვლევის მიმართულებას, იღებს პასუხისმგებლობას აკადემიური პატიოსნების წესებს და აკადემიური ეთიკის დაცვაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და პასუხისმგებლიან გამოყენებას სამართლებრივი კვლევის პროცესში;
    • მონაწილეობს პროფესიული ცოდნისა და სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაში, იყენებს სტრატეგიულ მიდგომებს და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს, ეხმარება კოლეგებს და უზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    LAWBUS6115 - სამართლის კლინიკის კურსზე დაშვების წინაპირობაა - სამართლებრივი წერის სასწავლო კურსის წარმატებით გავლა.

    LAWBUS6210 - თეზისზე დაშვების წინაპირობაა - LAWBUS5211 - აკადემიური წერის და LAWBUS6122 -კვლევის მეთოდებისა და ანალიზის საფუძვლების სასწავლო კურსების წარმატებით გავლა.

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    სასწავლო პროცესი ითვალისწინებს ყოველკვირეულ შეხვედრებს (ლექცია/სემინარი და სხვა), რომელთა ხანგრძლივობა შეადგენს 2 აკადემიურ საათს (საათი - 60 წუთი).

    ჯგუფში მაქსიმუმ 25 სტუდენტია.

    საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა შედგება არანაკლებ 120 ECTS-სგან, რომელიც აგებულია ორი თანმიმდევრული, შინაარსობრივად დაკავშირებული 60 ECTS-იანი ნაწილისგან.

    სამაგისტრო პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურულად ორ თანმიმდევრულ 60 ECTS-იან ნაწილად არის ორგანიზებული, შინაარსობრივად წარმოადგენს ერთიან საგანმანათლებლო პროგრამას. მისი სტრუქტურა ეფუძნება სწავლის შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომლის საფუძველზეც სტუდენტის ცოდნა, უნარები და პროფესიული კომპეტენციები ვითარდება ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პროგრამის სხვადასხვა კომპონენტთან ურთიერთკავშირში.

    პროგრამის I ნაწილის სტრუქტურა აერთიანებს პროგრამის ძირითად (36 ECTS) და არჩევით სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს (24 ECTS).

    პროგრამის ძირითადი კომპონენტი აერთიანებს:

    სწავლის სფეროს შესაბამის ოთხ სასწავლო-პრაქტიკულ კურსს (24 ECTS):

    • შედარებითი საკორპორაციო სამართალი; 
    • შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი; 
    • საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები; 
    • სამართლებრივი წერის უნარების კურსი;

    სამართლის კლინიკას (12 ECTS)

    პროგრამის II 60 ECTS-იანი ნაწილი ეფუძნება I ნაწილის ფარგლებში მიღწეულ სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს სტუდენტის კომპეტენციების შემდგომ გაღრმავებას. ამ ეტაპზე, სტუდენტი ავითარებს კვლევის მეთოდოლოგიისა და აკადემიური წერის უნარებს, კიდევ უფრო იღრმავებს სპეციალიზებულ ცოდნას კვლევითი მიმართულებით და ასრულებს კვლევით კომპონენტს - სამაგისტრო ნაშრომს, რომელიც ეფუძნება დამოუკიდებელ კვლევას და სრულდება აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვით.

    პროგრამის II ნაწილის სტრუქტურა აერთიანებს კვლევაზე ორიენტირებულ პროგრამის ძირითად (54 ECTS) და სპეციალიზაციის გასაღრმავებელ არჩევით კომპონენტებს (6 ECTS).

    პროგრამის ძირითადი კომპონენტი აერთიანებს:

    კვლევითი კომპონენტის სამ კურსს (24 ECTS);

    • აკადემიური წერა; 
    • კვლევის მეთოდები;
    • კვლევითი კოლოქვიუმი.

    თეზისს (30 ECTS);

    სამაგისტრო ნაშრომის შესრულება სამართლის სკოლაში მოწესრიგებულია შესაბამისი რეგულაციით.

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWBUS5220საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციები61
    LAWBUS5112სამართლებრივი კვლევა და წერა I: სამართლებრივი წერა61
    LAWBUS5115შედარებითი საკორპორაციო სამართალი61
    LAWBUS5120შედარებითი სახელშეკრულებო სამართალი61
    LAWBUS6116სამართლის კლინიკა122

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWBUS5149ბიზნესის განვითარება6
    LAWBUS6120ევროკავშირის კონკურენციის სამართალი6
    LAWBUS5135ევროკავშირის სამართლებრივი საფუძვლები6
    LAWC5318Eიმიტირებული სასამართლო პროცესი მაგისტრებისათვის12
    LAWBUS5259ინტელექტუალური აქტივების მართვა და ლიცენზირება6
    LAWBUS5148ინტერნეტის სამართალი6
    LAWBUS5123მოლაპარაკების ტექნიკა6
    LAWBUS5130საერთაშორისო ინვესტიციის სამართალი6
    LAWBUS6131საერთაშორისო საბანკო სამართალი6
    LAWBUS5255ფინანსური ტექნოლოგიების სამართალი6
    LAWBUS5225შედარებითი კორპორაციული მართვა6
    LAWBUS5236ხელოვნური ინტელექტი, ადამიანის უფლებები და კიბერსივრცე6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    78

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWBUS6211კვლევითი კოლოქვიუმი საერთაშორისო ბიზნეს სამართალში123
    LAWBUS6122კვლევის მეთოდებისა და ანალიზის საფუძვლები63
    LAWBUS5211სამართლებრივი კვლევა და წერა II: აკადემიური წერა63
    LAWBUS6210თეზისი304

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    LAWBUS6126ბიზნეს და ადამიანის უფლებათა სამართალი6
    LAWBUS5235ევროკავშირის შიდა ბაზარი6
    LAWBUS5140მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალი6
    LAWBUS6160საერთაშორისო საგადასახადო სამართალი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    24









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი