eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფინანსური რისკების მენეჯმენტი (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ქეთი ცხადაძე
გიორგი გეწაძე
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - ფინანსების მაგისტრი ; - II ნაწილი - კვლევის მაგისტრი ფინანსებში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად ; • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმარისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი. სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პროგრამის მეორე ნაწილზე ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობების საფუძველზე: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად ; • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმარისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პირველი ნაწილი – ფინანსური რისკების მენეჯმენტის მაგისტრი (60 ECTS)

ფინანსური რისკების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო კომპანიების, ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ფინანსური რისკების ეფექტური მართვისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

პროგრამა უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზრების, ფინანსური ინსტრუმენტების, საინვესტიციო პორტფელების, რისკების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მეთოდების შესწავლას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფინანსური სექტორის რეგულირებას, კაპიტალის ადეკვატურობის, ლიკვიდობის, საკრედიტო და საბაზრო რისკების მართვის თანამედროვე მიდგომებს.

პროგრამა ასევე ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარების, ლიდერობისა და მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენციების განვითარებას.

მეორე ნაწილი – ფინანსური რისკების მენეჯმენტის კვლევის მაგისტრი (60 ECTS)

პროგრამის კვლევითი კომპონენტის მიზანია სტუდენტებს ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი კვლევის დაგეგმვის, განხორციელებისა და შედეგების ინტერპრეტაციის უნარი ფინანსური რისკების, ფინანსური ბაზრებისა და ფინანსური რეგულირების მიმართულებით.

პროგრამა უზრუნველყოფს კვლევის მეთოდოლოგიის, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების, ეკონომეტრიკის, ფინანსური მოდელირებისა და მონაცემთა ანალიზის გაღრმავებულ ცოდნას, რაც კურსდამთავრებულებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ როგორც აკადემიური, ასევე გამოყენებითი კვლევები.

 

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ვერბალური მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • პრაქტიკული მუშაობა
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
სწავლის შედეგი:
პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
პროგრამის განახლების თარიღი:
პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
პროგრამის დეტალები:

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის (ფინანსური რისკების მენეჯმენტი) მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS კრედიტი.

პირველი ნაწილი მოიცავს პროგრამის პროფესიულ კომპონენტს, რომელიც ორიენტირებულია ფინანსური ბაზრების, ფინანსური ინსტრუმენტების, ფინანსური ანალიზის, რისკების მართვის, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და მონაცემთა ანალიტიკის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

ფინანსური რისკების მენეჯმენტის კვლევის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა დამატებით უნდა დააგროვოს 60 ECTS კრედიტი.

მეორე ნაწილი მოიცავს კვლევით კომპონენტს, რომელიც აერთიანებს კვლევის მეთოდოლოგიას, ეკონომეტრიკას, მონაცემთა ანალიზს, ფინანსურ მოდელირებას, კვლევით სემინარებსა და სამაგისტრო ნაშრომს. პროგრამის II ნაწილის სასწავლო კომპონენტები ორიენტირებულია როგორც კვლევის მეთოდოლოგიური კომპეტენციების, ასევე ფინანსური რისკების სფეროში სიღრმისეული დარგობრივი ცოდნის განვითარებაზე. დარგობრივი კურსები სტუდენტებს აძლევს იმ თეორიულ და ანალიტიკურ საფუძველს, რომელიც აუცილებელია კვლევითი პრობლემების ფორმულირების, ჰიპოთეზების შემუშავების, მონაცემთა ანალიზისა და შედეგების ინტერპრეტაციისათვის.

 

სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

I ნაწილი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის (ფინანსური რისკების მენეჯმენტი) მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS კრედიტი. კერძოდ, 54 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 6 კრედიტის აღების საშუალება აქვს ასარჩევი ბლოკიდან.

II ნაწილი

ფინანსური რისკების მენეჯმენტის კვლევის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS კრედიტი. კერძოდ, პროგრამის ძირითადი საგნები (24 ECTS), სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS). დანარჩენი კრედიტები (6 ECTS) უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.

I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

კოდისაგანიკრედიტისემესტრი
BUFI1010რაოდენობრივი მეთოდები ფინანსებისთვის 161
ACCT5110ფინანსური აღრიცხვა61
BUFI2020ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი61
BUFI1020შესავალი ფინანსურ ბაზრებსა და პროდუქტებში61

გასავლელი კრედიტების ჯამი:

24

I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

კოდისაგანიკრედიტისემესტრი
MGMT5210ადამიანური რესურსების მართვა6
BUSN6120ბიზნეს ეთიკა6
ECON5110მენეჯერული ეკონომიკა6
ACCT5210მმართველობითი აღრიცხვა6
BUFI1140საბანკო საქმე6
MGMT5230სტრატეგიული მენეჯმენტი6

გასავლელი კრედიტების ჯამი:

36

II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

კოდისაგანიკრედიტისემესტრი
BUFI1040მონაცემთა გამოყენებითი ანალიტიკა პითონთან ერთად62
BUFI4020რისკების და ინვესტიციების მართვა62
BUFI3010სტაჟირება ფინანსური რისკების მენეჯერებისთვის122
FINA5250ფინანსების მენეჯმენტი62
BUFI3020ფინანსური პროდუქტების გაღრმავებული კურსი62

გასავლელი კრედიტების ჯამი:

36

II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

კოდისაგანიკრედიტისემესტრი
STAT5111ბიზნეს სტატისტიკა6
BUSN6550კვლევის მეთოდები6
BUFI2040კორპორატიული ფინანსების და ინვესტიციების გაღრმავებული კურსი6
BUFI2010რაოდენობრივი მეთოდები ფინანსებისთვის 26
BUFI3040საბაზრო რისკის შეფასება და მართვა6
BUFI4030საკრედიტო რისკის შეფასება და მართვა6
BUFI1030შესავალი კორპორატიულ ფინანსებში6

გასავლელი კრედიტების ჯამი:

42









პრერეკვიზიტების მატრიცა


შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
97-100 4,00 A+ A ფრიადი
94-96 3,75 A
91-93 3,50 A-
87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
84-86 3,00 B B
81-83 2,75 B-  
77-80 2,50 C+   C კარგი
74-76 2,25 C
71-73 2,00 C-
67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
64-66 1,50 D
61-63 1,25 D-
51-60 1,00 E E საკმარისი
უარყოფითი შეფასება
41-50   FX FX ვერ ჩააბარა
<40   F F ჩაიჭრა



ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი