eng

საქართველოს უნივერსიტეტი
პროგრამა: ფინანსური რისკების მენეჯმენტი (60+60)
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
ხელმძღვანელი: ქეთი ცხადაძე
გიორგი გეწაძე
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: I ნაწილი - ფინანსების მაგისტრი; - II ნაწილი - კვლევის მაგისტრი ფინანსებში
პროგრამის მოცულობა - I ნაწილი: 60
პროგრამის მოცულობა II ნაწილი: 60
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: I ნაწილი აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად ; • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმარისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე. II ნაწილი პროგრამის მეორე ნაწილზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს სტუდენტს, რომელმაც წარმატებით დაასრულა არანაკლებ 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პირველი 60-კრედიტიანი ნაწილი. სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამის მეორე 60-კრედიტიან ნაწილზე საერთო სამაგისტრო გამოცდის ხელახლა ჩაბარების გარეშე, თუ პირველი ნაწილზე ჩარიცხვიდან გასული არ არის 5 წელი. 5-წლიანი ვადის გასვლის ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, პროგრამის მეორე ნაწილზე ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობების საფუძველზე: აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (სამაგისტრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვა ხორციელდება შემდეგი კუმულატიური წინაპირობებით: • საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ (2011 წლის 29 დეკემბერი) ბრძანების შესაბამისად ; • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების საფუძვლეზე; (ინგლისურის დონის დასადასტურებლად სტუდენტს უღიარდება საერთაშორისო სერტიფიკატები: • TOEFL IBT – მინიმალური ქულა 80. • IELTS – მინიმალური ქულა 6.5. • PTE General – მინიმალური დონე B2. • FCE – მინიმალური დონე B. • CPE – საკმარისია ჩაბარება. • CAE – საკმარისია ჩაბარება. სტუდენტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, საქართველოს უნივერსიტეტი ჩაუტარებს B2 დონის შესაბამის ტესტს, სადაც კომპეტენციის დადასტურებად ჩაითვლება ტესტის 70% -ის გადალახვა.) • სპეციალობაში (ზეპირი) გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში; • ადმინისტრაციული რეგისტრაციის და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების საფუძველზე.
პროგრამის მიზანი:

პირველი ნაწილი – ფინანსური რისკების მენეჯმენტის მაგისტრი (60 ECTS)

ფინანსური რისკების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო კომპანიების, ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ფინანსური რისკების ეფექტური მართვისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

პროგრამა უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზრების, ფინანსური ინსტრუმენტების, საინვესტიციო პორტფელების, რისკების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მეთოდების შესწავლას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფინანსური სექტორის რეგულირებას, კაპიტალის ადეკვატურობის, ლიკვიდობის, საკრედიტო და საბაზრო რისკების მართვის თანამედროვე მიდგომებს.

პროგრამა ასევე ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარების, ლიდერობისა და მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენციების განვითარებას.

მეორე ნაწილი – ფინანსური რისკების მენეჯმენტის კვლევის მაგისტრი (60 ECTS)

პროგრამის კვლევითი კომპონენტის მიზანია სტუდენტებს ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის დაგეგმვის, განხორციელებისა და შედეგების ინტერპრეტაციის უნარი ფინანსური რისკების, ფინანსური ბაზრებისა და ფინანსური რეგულირების მიმართულებით.

პროგრამა უზრუნველყოფს კვლევის მეთოდოლოგიის, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდების, ეკონომეტრიკის, ფინანსური მოდელირებისა და მონაცემთა ანალიზის გაღრმავებულ ცოდნას, რაც კურსდამთავრებულებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ როგორც აკადემიური, ასევე გამოყენებითი კვლევები.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები/აქტივობები:
  • ლექცია-სემინარები
  • ვერბალური მეთოდი
  • დემონსტრირების მეთოდი
  • დისკუსია/დებატები
  • გუნდური მუშაობა
  • შემთხვევის შესწავლა და ანალიზი
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
  • პრაქტიკული მუშაობა
  • ინტერაქტიული მეცადინეობები
სწავლის შედეგი:
  • პროგრამის I ნაწილის დასრულების შემდეგ (ფინანსური რისკების მენეჯმენტის მაგისტრი)

    კურსდამთავრებული:

    • აანალიზებს ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს და იყენებს ფინანსური რესურსებისა და რისკების მართვის თანამედროვე სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს.
    • იყენებს ფინანსური აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების, რაოდენობრივი ანალიზის, ფინანსური მოდელირებისა და მონაცემთა ანალიტიკის მეთოდებს ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.
    • აფასებს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს, საერთაშორისო სტანდარტებისა და მონეტარული პოლიტიკის გავლენას ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების საქმიანობაზე.
    • იყენებს ფინანსური პროდუქტების, ინვესტიციებისა და რისკების მართვის თანამედროვე მიდგომებს პრაქტიკული პროფესიული ამოცანების გადასაჭრელად.
    • აფასებს ფინანსური საქმიანობის პროცესში წარმოშობილ ეთიკურ საკითხებს და ხელმძღვანელობს პროფესიული პასუხისმგებლობის, სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორაციული მმართველობის პრინციპებით.

    პროგრამის II ნაწილის დასრულების შემდეგ (ფინანსური რისკების მენეჯმენტის კვლევის მაგისტრი)


    კურსდამთავრებული:

    • დამოუკიდებლად გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ახორციელებს კვლევით პროექტს ფინანსური რისკების, ფინანსური ბაზრებისა და ფინანსური რეგულირების მიმართულებით.
    • იყენებს თანამედროვე კვლევის მეთოდებს, მონაცემთა მეცნიერების, სტატისტიკური ანალიზის, ფინანსური მოდელირებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებს ფინანსური მონაცემების შესაგროვებლად, დასამუშავებლად, გასაანალიზებლად და ინტერპრეტაციისათვის.
    • კრიტიკულად აფასებს ფინანსური რისკების სფეროში არსებულ სამეცნიერო ლიტერატურას, თეორიებსა და კვლევით მტკიცებულებებს და აყალიბებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
    • აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით ამზადებს დამოუკიდებელ სამაგისტრო ნაშრომს და წარმოადგენს მის შედეგებს აკადემიური, პროფესიული და სხვა დაინტერესებული მხარეების წინაშე.
    • დამოუკიდებლად განსაზღვრავს პროფესიული და აკადემიური განვითარების შემდგომ საჭიროებებს, მათ შორის სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის.
  • პროგრამის დამტკიცების თარიღი: 01-01-1900
    პროგრამის დამტკიცების ოქმის ნომერი:
    პროგრამის განახლების თარიღი:
    პროგრამის განახლების ოქმის ნომერი:
    პროგრამის დეტალები:

    ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის (ფინანსური რისკების მენეჯმენტი) მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS კრედიტი.

    პირველი ნაწილი მოიცავს პროგრამის პროფესიულ კომპონენტს, რომელიც ორიენტირებულია ფინანსური ბაზრების, ფინანსური ინსტრუმენტების, ფინანსური ანალიზის, რისკების მართვის, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და მონაცემთა ანალიტიკის პრაქტიკულ გამოყენებაზე.

    ფინანსური რისკების მენეჯმენტის კვლევის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა დამატებით უნდა დააგროვოს 60 ECTS კრედიტი.

    მეორე ნაწილი მოიცავს კვლევით კომპონენტს, რომელიც აერთიანებს კვლევის მეთოდოლოგიას, ეკონომეტრიკას, მონაცემთა ანალიზს, ფინანსურ მოდელირებას, კვლევით სემინარებსა და სამაგისტრო ნაშრომს.  პროგრამის II ნაწილის სასწავლო კომპონენტები ორიენტირებულია როგორც კვლევის მეთოდოლოგიური კომპეტენციების, ასევე ფინანსური რისკების სფეროში სიღრმისეული დარგობრივი ცოდნის განვითარებაზე. დარგობრივი კურსები სტუდენტებს აძლევს იმ თეორიულ და ანალიტიკურ საფუძველს, რომელიც აუცილებელია კვლევითი პრობლემების ფორმულირების, ჰიპოთეზების შემუშავების, მონაცემთა ანალიზისა და შედეგების ინტერპრეტაციისათვის.

     

    სწავლების ორგანიზების თავისებურებები:

    ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის (ფინანსური რისკების მენეჯმენტი) მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS კრედიტი. კერძოდ, 54 კრედიტის შესაბამის საგნებს სტუდენტი გაივლის პროგრამის ძირითადი საგნების ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 6 კრედიტის აღების საშუალება აქვს ასარჩევი ბლოკიდან.

    ფინანსური რისკების მენეჯმენტის კვლევის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 60 ECTS კრედიტი. კერძოდ, II წლის პროგრამის ძირითადი საგნები (24 ECTS), სამაგისტრო კვლევითი ნაშრომი (30 ECTS). დანარჩენი კრედიტები (6 ECTS) უნდა შეივსოს პროგრამის ასარჩევი საგნებიდან.

     

    I ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    BUFI1010Eრაოდენობრივი მეთოდები ფინანსებისთვის 161
    ACCT0511ფინანსური აღრიცხვა61
    BUFI2020Eფინანსური რეპორტინგი და ანალიზი61
    BUFI1020Eშესავალი ფინანსურ ბაზრებსა და პროდუქტებში61
    BUFI1040Eმონაცემთა გამოყენებითი ანალიტიკა პითონთან ერთად62
    BUFI4020Eრისკების და ინვესტიციების მართვა62
    BUFI3010Eსტაჟირება ფინანსური რისკების მენეჯერებისთვის122
    FINA0521ფინანსების მენეჯმენტი62
    BUFI3020Eფინანსური პროდუქტების გაღრმავებული კურსი62

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    60

    I ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    MGMT0612ადამიანური რესურსების მართვა6
    BUSN0515ბიზნეს ეთიკა6
    ECON0511მენეჯერული ეკონომიკა6
    ACCT0521მმართველობითი აღრიცხვა6
    BUFI1140Eსაბანკო საქმე6
    MGMT0611სტრატეგიული მენეჯმენტი6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    36

    II ნაწილი - პროგრამის ძირითადი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    ACWR5114Eაკადემიური წერა და კვლევა63
    BUFI4050Eმონაცემთა ვიზუალიზაცია power bi-ში63
    BUFI3030Eშესავალი მონაცემთა მეცნიერებაში63
    BUFI4010Eსამაგისტრო ნაშრომი304
    BUFI4040Eშეფასებისა და რისკის მოდელები64

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    54

    II ნაწილი - პროგრამის ასარჩევი

    კოდისაგანიკრედიტისემესტრი
    STAT0511ბიზნეს სტატისტიკა6
    BUSN6550Eკვლევის მეთოდები6
    BUFI2040Eკორპორატიული ფინანსების და ინვესტიციების გაღრმავებული კურსი6
    BUFI2010Eრაოდენობრივი მეთოდები ფინანსებისთვის 26
    BUFI3040Eსაბაზრო რისკის შეფასება და მართვა6
    BUFI4030Eსაკრედიტო რისკის შეფასება და მართვა6
    BUFI1030Eშესავალი კორპორატიულ ფინანსებში6

    გასავლელი კრედიტების ჯამი:

    42









    პრერეკვიზიტების მატრიცა


    შედეგების საშუალო შედეგების საშუალოს კოეფიციენტი (GPA) საუნივერსიტეტო შეფასება   საქართველოში მოქმედი ზოგადი შეფასება
    97-100 4,00 A+ A ფრიადი
    94-96 3,75 A
    91-93 3,50 A-
    87-90 3,25 B+   ძალიან კარგი
    84-86 3,00 B B
    81-83 2,75 B-  
    77-80 2,50 C+   C კარგი
    74-76 2,25 C
    71-73 2,00 C-
    67-70 1,75 D+   D დამაკმაყოფილებელი
    64-66 1,50 D
    61-63 1,25 D-
    51-60 1,00 E E საკმარისი
    უარყოფითი შეფასება
    41-50   FX FX ვერ ჩააბარა
    <40   F F ჩაიჭრა



    ყველა უფლება დაცულია.Copyright © 2026 საქართველოს უნივერსიტეტი